ლავრისთვის ლოცვითი დგომის ქრონიკები: 4 აპრილი

05 April 2023 22:07
907
4 აპრილის ლოცვით დგომა ლავრისთვის. ფოტო: СПЖ 4 აპრილის ლოცვით დგომა ლავრისთვის. ფოტო: СПЖ

გთავაზობთ ლავრისთვის მორწმუნეთა ლოცვითი დგომის მოვლენეთა ქრონიკას. 4 აპრილი.

მორწმუნეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ლავრასთან დგანან, ერთხმად ამბობენ, რომ რადიკალთა აგრესიის დონემ საგრძნობლად დაიწია. შეიძლება ისინი დაიღალენ, ან მათ უბრალოდ არ აძლევენ სიტუაციის მაქსიმალურად შერყევის საშუალებას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ბოლო დროს „აქტივისტები“ უკვე ისეთი აქტიურები აღარ არიან, როგორც დასაწყისში. და აი, 4 აპრილის დღეც აგრეთვე ლავრის მცველთა მშვიდი ლოცვით დაიწყო.

თუმცა დილის 10 საათისთვის უმე-ს მთავარ სიწმინდესთან სიმშვიდის მიზეზი უკვე გასაგები გახდა - რადიკალები რეგიონებზე გადაერთნენ. პირველი დარტყმის ქვეშ ქალაქი ხმელნიცკი მოექცა. სამშაბათს ადგილობრივმა ქალაქის საბჭომ უმე-ს საძმოთა უმრავლესობას  მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება ჩამოართვა.

ამვდროულად, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები განაგრძობენ მხარდაჭერის სიტყვების წარმოთქმას უმე-ს მისამართით. მაგალითად, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა როსტისლავმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უსამართლო და არასაპატიო შეზღუდვების კულმინაცია დაემთხვა დიდმარხვის მეხუთე შვიდეულს, როდესაც სახარებისეული მოვლენებიც აგრეთვე მიმართული არიან ყველაზე საშინელი, მაგრამ ნათელი პერიოდისკენ - ქრისტეს ვნებებისა და აღდგომისკენ.

„ეს დევნა, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც  გრძელდება და მიზნად ისახავს კანონიკური ეკლესიის შეცვლას განხეთქილების სტრუქტურებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, ხოლო ბოლო დღეებში მიიღო უმე-ს ლიკვიდაციის მცდელობის ხასიათი“, - ნათქვამია მიმართვაში.

უნეტარესი როსტისლავის სიტყვების თითქოს სიმბოლური დადასტურება იყო ინციდენტი ლავრასთან, სადაც  სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა მუქარით და წყევლით. ხელში მას ნათურა და ყუმბარის ფორმის პატარა საკიდი ჰქონდა და ყველას აფეთქებით ემუქრებოდა. ხოლო რეგიონებში ეკლესიის მისამართით განუკითხაობა გრძელდებოდა. ხმელნიცკის შემდეგ, კამენეც-პოდოლსკის საქალაქო საბჭომ უმე-ს მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები რჩებიან ქრისტიანებად, ლავრაში, როდესაც  სადილის დრო  მოახლოვდა,  ყველა დააპურეს, მათ შორის უმე-ს მოწინააღმდეგეებიც.

საინტერესოა, რომ უმე-ს წინააღმდეგ პროტესტის მხოლოდ მეხუთე დღეს რადიკალთა რიგებში გაჩნდა ადამიანი, რომელიც ჰგავდა ქრისტიანს. და თუმცა მის  ხატზე  ქრისტეს  ყვითელ-ცისფერი შარავანდედი ჰქონდა, ეს მაინც ხატი იყო.

ლავრისთვის ლოცვითი დგომის ქრონიკები: 4 აპრილი - სურათი 1

მონასტრის მცველებმა განიცადეს ნამდვილი სულიერი სიხარული, როდესაც მათთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მიბრძანდა. წმინდა სავანეს შესასვლელთან მოკლე ინტერვიუში უნეტარესმა აღნიშნა: „იმ  ხალხს, ვინც ცეკვავს და მღერის იმ ადგილას, რომელიც ჩვენი მოსაგრეების ცრემლით, სისხლით და ოფლით არის მორწყული, მინდა უთხრა, რომ აღარ მოიქცენ ასე“.

„მათ უნდა ახსოვდეთ, რომ  პასუხს აგებენ ღვთის წინაშე თავიანთი ცხოვრებისა და საქციელის გამო. არ უნდა შეურახჰყონ სიწმინდე თავისი უღირსი საქციელით. ღმერთმა უშველოს მათ, მიმადლოს სინანული და ცხონება!“, - თქვა უმე-ს წინამძღვარმა.

ლავრის საძმოსთან და სავანის მრავალრიცხოვან მცველთან ერთად უნეტარესმა მიტროპოლტმა ონოფრემ მონაწილეობა მიიღო პეჩერის ყველა ღირსი მამის დაუჯდომელი ლოცვის კითხვაში, ამის შემდეგ მან  მორწმუნეებს მიმართა: „მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ქრისტიანულად იქცევით. ვხედავ და მესმის, რომ ბევრი პროვოკაციაა, ბევრი ადამიანი უღირსად იქცევა. რა შეიძლება ვთქვათ? მიუტევე მათ, უფალო, ვინაიდან არა იციან, რას სჩადიან. ჩვენ არავის არ უნდა განვურისხდეთ: არც მოცეკვავეებს, არც მომღერლებს ამ ადგილას - მათ არა იციან, რას სჩადიან. უფალმა მიუტევოს მათ, ვინც ამას აკეთებს და შთააგონოს, რომ ეს აღარ გაიმეორონ. თქვენ კი ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ“, - თქვა უმე-ს წინამძღვარმა.

თავის მხრივ, რეგიონებიდან  უცნაური და არასახარბიელო ინფორმაცია მოდიოდა. მაგალითად, ხმელნიცკში წინადღით მიტაცებულ უმე-ს ტაძარში „აქტივისტებმა“ იპოვეს ლიტერატურა, რომელიც უუს-ს თანამშრომლებმა 2022 წლის დეკემბერში ვერ იპოვეს, ხოლო კამენეც-პოდოლსკში ადგილობრივმა დეპუტატმა, რომელიც ეკლესიის აკრძალვას ითხოვდა, აღიარა, რომ მას იმქვეყნიური სამყაროს არსებობის არ სჯერა.

უმე-ს მხარდაჭერა კი გრძელდება. ნიკოლაი ივანიუკი არის საზღვარგარეთ რმე-ის აღმოსავლეთ ამერიკის ეპარქიის მედავითნე ქალაქ ნიუ-ჯერსიდან, ის კიევ-პეჩერის ლავრაში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა ამ მომენტში პირველ რიგში აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია უკრაინის კონსტიტუციის თვალსაზრისით. აქ ლაპარაკია არა მარტო ეკლესიის დევნაზე, არამედ მთლიანად რელიგიისა და კერძოდ ხალხის დევნაზე“. 

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლებმა იციან, რომ უმე განიცდის დევნას: „დიახ, ამე, საზღვარგარეთ რმე და მთელი რიგი სხვა ეკლესიებისა მშვენივრად არიან გათვიცნობიერებულები უკრაინაში შექმნილი სიტუაციის შესახებ. მიტროპოლიტმა ტიხონმა, ამე-ის წინამძღვარმა, ზელენსკის და აგრეთვე ბაიდენსაც გაუგზავნა განცხადება, სადაც მათ მოუწოდა შეწყვიტონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა“.

უმე-ს მიმართ დამოკიდებულების მთელი აბსურდულობა და საშიშროება უკრაინაშიც კარგად ესმით. მაგალითად, პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი ამბობს, რომ ის ხალხი, ვინც უმე-ს დისკრიმინაციას ეწევა, მუშაობს უნისონში  რფ-ის პროპაგანდისტულ მანქანასთან ერთად. გარდა ამისა, „თუ ჩვენ (უკრაინის ხელისუფლება, - რედ.) დიდი სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ ვმუშაობთ, ეს უკვე მათ დემორალიზებას იწვევს. როგორც მინიმუმ, გამოიყოფა ვოლონტიორთა, სამხედრომოსამსახურეთა ნაწილი: რატომ არბევენ იქ ჩემს სახლს, როცა მე აქ ვიბრძვი?“.

იმ დროს, როდესაც ბრბო ლავრასთან ყვიროდა „გავაძევოთ მოსკოველი ხუცესი!“, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადასცა დახმარება ქართული ლეგიონის მებრძოლებს, რომლებიც ახლახანს ზაპოროჟიეს მხარის წინახაზიდან დაბრუნდნენ. თუმცა  უმე-ს მიერ გაწეული არანაირი დახმარება ვერ დაჩრდილავს იმ ზიზღს, რომელსაც მის მიმართ არაკეთილმოსურნეები და მტრები განიცდიან. საღამოს შვიდის ნახევარზე ცნობილი გახდა, რომ ხმელნიცკის საოლქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ოლქის ტერიტორიაზე უმე-ს აკრძალვის შესახებ.

სრულიად „შემთხვევით“ ხმელნიცკის საოლქო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა უმე-ს აკრძალვაში აბსოლუტურად „არადაინტერესებული“ პირი, ხმელნიცკისა და კამენეც-პოდოლსკის მეუ-ს „ეპისკოპოსი“ პავლე, რომელმაც ტრიბუნიდან მიმართა დეპუტატებს და აღნიშნა, რომ „მიუხედავად ყველა განსაცდელისა, რაც უკრაინელ ხალხს დაატყდა თავს - ავადმყოფობა, ომი, მტრების მიერ სულიერების, რწმენის და ტრადიციების განადგურება, - ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და მისი მშვიდობიანი მომავლისთვის“.

ამავდროულად  მოვიდა ინფორმაცია, რომ ხმელნიცკში რადიკალებმა უმე-ს კიდევ ერთი ტაძარი მიიტაცეს - ამჯერად გრეჩანას მიკრორაიონში.

მეუ-ს მომხრეები ხმელნიცკის ოლქის ქალაქ სტაროკონსტანტინოვის ამაღლების მონასტერშიც მივიდნენ, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს.

ზოგადად, ლავრისთვის ლოცვითი დგომის მეხუთე დღის ბოლოს   გაირკვა, რომ ეკლესიის მდევნელებმა შეცვალეს ტაქტიკა და გადაწყვიტეს რეგიონებზე გადართვა. მათი მიზანი უცვლელია - ეკლესიის განადგურება. შეიცვალა მხოლოდ მეთოდები.

მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ ბოროტმა ძალებმა ეკლესიასთან ბრძოლა, ისინი მაინც დამარცხდებიან. არა მარტო იმიტომ, რომ მორწმუნეთა ლოცვა ეშმაკის ყველა ხრიკზე ძლიერია, არამედ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკლესიასთან არის ქრისტე. 

და ამიტომ ბჭენი ჟოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ