გაერო ხედავს უმე-ს დისკრიმინაციას, ხოლო უკრაინის ხელისუფლება - არა?

05 April 2023 16:28
2862
გაერო ხედავს უმე-ს მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ფოტო: СПЖ გაერო ხედავს უმე-ს მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ფოტო: СПЖ

გაერო-ში გამოუშვეს მოხსენება, სადაც  ხელისუფლების მოქმედებები  უმე-თან მიმართებაში დისკრიმინაციულადაა ცნობილი. უკრაინის ხელისუფლებაში ნერვიულად მოხდა რეაგიება. რატომ?

მარტის ბოლოს გაერო-ს უზენაესი კომისარის ადამიანის უფლებათა სამმართველომ გამოუშვა მოხსენება, რომელშიც ხელისუფლების მოქმედებები უმე-თან მიმართებაში აღიარებულია ისეთად, რომელიც ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

უკრაინაში რელიგიური თავისუფლების საკითხებს მოხსენებაში ეძღვნება 4 პუნქტი, 110-დან 113-ის ჩათვლით. ყველა მათგანი ეძღვნება უმე-ს. ეს არის პირველი საჩვენებელი მომენტი. გამოდის, უკრაინაში არაა სხვა რელიგიური ჯგუფები, რომელთა სამართლებრივ მდგომარეობაშიც გაერო ხედავს რაღაც პრობლემებს. მხოლოდ უმე. მოხსენების პირველი სამი პუნქტი ეძღვნება ანტისაეკლესიო კანონპროექტებს, რომლებიც უმაღლეს რადაში წარდგენილ იქნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მეოთხე პუნქტი - ჩხრეკებს მონასტრებსა და ტაძრებში. თავად კონკრეტული ფაქტების ხსენება მოხსენებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ისინი ადამიანი უფლებებს არღვევენ.

პუნქტი 110

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის სამმართველოს (აუუკს) 110-ე პუნქტში საუბარია 8221-ე კანონპროექტზე. ამ კანონპროეტქს ეწოდება „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველყოფის შესახებ“ და გვთავაზობს ყველა რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვას, რომელიც რაღაცნაირად უკავშირდება რმე-ს. გაერო ადამიანის უფლებების დარღვევას ხედავს ორ მომენტში: ჯერ ერთი, რმე-სა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების აკრძალვაში. ამის შესახებ მოხსენებაში ასეა საუბარი: „კანონპროექტი N8221 კრძალავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ასევე იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ორგანიზაციულად ან კანონიკურად უკავშირდებიან მას და უკრძალავსმათ იჯარით გადასცენ უკრაინაში სახელმწიფო ან კერძო უძრავი ქონების ობიექტები“.

მეორე, მეუ-ს ექსკლუზიური უფლებების განმტკიცებაში ტერმინი „მართლმადიდებელი“. ციტატა: „კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტერმინის „მართლმადიდებელი“ გამოყენებას იმ რელიგიური ორგანიზაციების სახელწოდებებში, რომლებიც არ ეკუთვნიათ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“.

აუუკს-ს აზრით, პრობლემა მდგომარეობს ცნებების გაურკვევლობაში და საკმარისი საფუძვლების არარსებობაში იმისთვის, რომ 8221-ე კანონპროექტით გათვალისწინებული შემზღუდავი ზომები შეიძლება ყოფილიყო გამართლებული. ციტატა: „აუუკს აღნიშნავს, რომ გაფანტული იურიდიული ტერმინოლოგიისა და საკმარისი საფუძვლის არარსებობის გამო, საკუთარი რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვები, რომელიც არის კანონპროექტში, არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონით გათვალისწინებულად“  და „აუცილებლად“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის (3) აზრით. მუხლი 18 (3), რომელსაც მიუთითებს აუუკს, გვამცნობს შემდეგს: „რელიგიის აღმსარებლობის ან მრწამსის თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ შეზღუდვებს, რომელიც დადგენილია კანონით და აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორც სხვა პირების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის“.

გამოდის აუუკს ვარაუდობს, რომ 8221 კანონპროექტის ფორმულირებები არ შეესაბამება იმ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. და ეს აბსოლუტურად სწორია - უმე-ს საქმიანობა არანაირად არ ემუქრება „საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, წესრიგს, ჯანმრთელობასა და მორალს, ისევე როგორც სხვა პირების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“.

გარდა ამისა, სახელმწიფო არაა კომპეტენტური გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის კანონიკური კავშირი სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, არსებობს თუ არა ის. გარკვეული თვალსაზრისით, ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთმანეთთან გააჩნია კანონიკური კავშირი. ანუ თუ მეუ თავს თვლის ასეთად, მან უბრალოდ უნდა განაცხადოს, რა ხვდება 8221-ე კანონპროეტქის ქვეშ და უნდა აიკრძალოს უკრაინაში. აბსურდია? დიახ. თუმცა, არანაკლებ აბსურდია უმე-ს აკრძალვის შესახებ განცხადება რმე-თან „კანონიკური კავშირის“ საფუძველზე.

პუნქტი 111

ციტატა აუუკს-ს მოხსენებიდან: „ N8262 კანონის პროექტი ამარტივებს რელიგიური თემების ერთი რელიგიური ორგანიზაციიდან სხვაში გადასვლის პროცედურას გარკვეული ფორმალური მოთხოვნების მოხსნის გზით. ის ასევე მოიცავს დებულებებს რელიგიური ორგანიზაციებისთვის,  რომლებიც უკავშირდებიან ცენტრებს, რუსეთის ფედერაციაში გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვას, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების იჯარით გადაცემას“.

სამწუხაროა, რომ აუუკ-მ არ დაარქვა თავისი სახელი ყველაფერს და პირდაპირ არ თქვა, რომ კანონპროექტი 8262 არის კანონპროექტი საეკლესიო რეიდერობის შესახებ, როცა რელიგიური თემი შეუძლია გადაიყვანოს მეუ-ში, არსებითად ისე, როგორც უნდა.დღეისათვის, „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, გადაწყვეტილება გადასვლის შესახებ „მიიღება რელიგიური თემის წევრების რაოდენობის არანკლებ ორი მესამედის მიერ რელიგიური თემის საერთო კრების უფლებამოსილებების აღიარებისთვის“ და „ამოწმებს შესაბამისი რელიგიური თემის წევრების ხელმოწერებით, რომლებიც იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას“.

8262 კანონპროექტის მიხედვით „გადაწყვეტილება დაქვემდებარების ცვლილების შესახებ მიიღება რელიგიური თემის საერთო კრების წევრების ორი მესამედით“. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს არა თემის წევრის, არამედ კრების წევრის მიერ ანუ იმათ მიერ, ვინც უბრალოდ მოვიდა (უფრო, ვინც მოიყვანეს). ეს, რასაკვირველია, სრული განუკითხაობაა, მაგრამ აუუკს უბრალოდ ყურადღებას აპყრობს იმას, რომ აქ შეიძლება იყოს პრობლემა.

ანტისაეკლესიო 8221 და 8262 კანონპროექტების უფრო დეტალური გარჩევა არის სტატიაში „ეკ-ს“ ანტისაეკლესიო კანონი და „ხალხის მსახურები“: რა იქნება მიღების შემთხვევაში“.

პუნქტი 112

ციტატა აუუკს-ს მოხსენებიდან: „კანონი N8371 -ის პროექტი ადგენს რელიგიური ორგანიზაციების დაშლის წესს რუსეთის ფედერაციაში კავშირებით. მასში საუბარია მათზე, როგორც „რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც უკავშირდებიან გავლენის ცენტრებს, რომლის ხელმძღვანელობაც მდებარეობს ქვეყანაში უკრაინის ფარგლებს მიღმა, რომელიც ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას“.

აქ ასევე შეიძლება გამოვხატოთ მწუხარება, რომ აუუკს-მ არც კი მიუთითა იურიდიული ფორმულირებების კიდევ უფრო დიდი ბუნდოვანება, ვიდრე 8221-ე კანონპროექტში. იმის განსაზღვრა, რომ თუ რა არის ორგანიზაცია „რუსეთის ფედერაციაში კავშირებით“ (“organizations with links to the Russian Federation”), კიდევ უფრო რთულია, ვიდრე კანონიკური კავშირი („canonically linked”) ორ რელიგიურ ორგანიზაციას შორის. ასეთი დიდი გაურკვევლობის პირობებში იშლება ველი განმარტებებში ფართო თვითნებობისთვის და შედეგად კი, თვითნებობისთვის თითქოსდა კანონის საფუძველზე გადაწყვეტილებების მისაღებად. უფრო დეტალურად 8371-ე ანტისაეკლესიო კანონპროექტზე საუბარია სტატიაში: „შმიგალის კანონპროექტი: უმე-ს აკრძალვა 4 სვლაში“. ამ კანონპროექტის მიღების გარეშეც ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისი რეალიზება. უკვე ჩატარდა უმე-ს წესდების „რელიგიათმცოდნეობითი ექსპერტიზა“, რომელმაც „გამოავლინა“ კანონიკური კავშირი უმე-სა და რმე-ს შორის, ამასთან ისე, რომ უმე-ს წესდებაში რმე ხსენებული საერთოდ არაა.

პუნქტი 113

ეს ყველა მოცულობითი პუნქტია, ის ეხება უმე-ს მონასტრებსა და ტაძრებში უუს-ს ჩხრეკას.

ის ასე ჟღერს: „უუს-მ ჩხრეკები ჩაატრა (ზოგიერთ მათგანს მან უწოდა „უსაფრთხოების ზომები“) უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (უმე) რამოდენიმე მონასტერში, ოფისებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა ობიექტებში კიევში, როვნოში, ჟიტომირში, ივანო-ფრანკოვსკში, ჩერნოვიცში, დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკში, ჩერკასის, ვოლინის, ხერსონის, ტერნოპოლის, პოლტავისა და იმიერკარპატიის მხარეებში. ზოგიერთ შემთხვევაში უუს-ს თანამშრომლებმა ზოგიერთი მღვდელმსახური დაკითხეს პოლიგრაფის გამოყენებით.

უუს-ში დაადსტურეს, რომ უმე-ს მინიმუმ სამი მღვდელმსახური ეჭვმიტანილია - ორი სსკ-ს 161 მუხლით (მოქალაქეების თანასწორობის დარღვევა რასის, ნაციონალობის, აღმსარებლობის, ინვალიდობის ან სხვა საფუძვლის ნიშნის მიხედვით) და ერთი - რამოდენიმე ბრალდებით, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის უარყოფას უკრაინის წინააღმდეგ. მინიმუმ ორი ეჭვმიტანილი ოცდაოთხსაათიან შინაპატიმრობაში იმყოფება. აუუკს შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფოს ქმედებები უმე-თან მიმართებაში შეიძლება ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. აუუკს ასევე შეგვახსენებს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, რომ ყველა პირმა, რომელთაც წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის ბრალი, ისარგებლოს გამოყენებული უფლებების სრული სპექტრით სამართლიან სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით“.

ჯერ ერთი, ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ადგილების საკმარისად დეტალურ ჩამოთვლას, რომლებშიც ჩატარდა ჩხრეკები, იმ პირების ჩამონათვალს, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები და იმ მეთოდებსაც, რომელიც გამოიყენებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აუუკს-მ მიიღო მასალები ყველა ასეთ შემთხვევაზე ან უმრავლესობა მათგანზე: ვიდეო, განცხადებები, მოწმეთა ჩვენებები, საპროცესო დოკუმენტები და ა.შ.

მეორე, აუუკს გამოხატავს თავის შეშფოთებას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ისინი შეიძლება „ატარებდნენ დისკრიმინაციულ ხასიათს“ (“Could be discriminatory”).

მესამე, აუუკს საუბრობს სამართლიან სასამართლო განხილვაზე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები. ეს ნიშნავს იმას, რომ აუუკს შეახსენებს უკრაინელ ხელისუფლებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინაში, ის უზრუნველყოფილი იქნება ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, იმავე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. იქ კი ბრალდებები, თითქოსდა, ადამიანს აღმოუჩინეს წიგნი, რომელიც დაბეჭდილია პატრიარქ კირილის კურთხევით, უკვე არ გავა.

რა მტკიცებულებები არსებობს?

აქ, დროა გავიხსენოთ ის, თუ რა მტკიცებულებები შეგროვდა ჩხრეკების შედეგად. მაგალითად, 2022 წლის 22 ნოემბერს კიევ-პეჩერის ლავრასა და სხვა მონასტრებსა და ეპარქიის სამმართველოებში უუს-მ მიერ ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

გაერო ხედავს უმე-ს დისკრიმინაციას, ხოლო უკრაინის ხელისუფლება - არა? - სურათი 1

უუს-ს ფოტოანგარიში მასალების შესახებ, რომელიც ნაპოვნი იქნა უმე-ს ტაძრებში. ფოტო: СБУ

უმე-ს ტაძრებში მასშტაბური შემოწმებები ძალოვანებმა დაიწყეს კიევ-პეჩერის ლავრიდან, კორეცკის მონასტრიდან და ასევე სარნენსკ-პოლესკის ეპარქიის შენობიდან. უუს-ს ცნობით, შეამოწმეს 350 საეკლესიო შენობა და 850 მოქალაქე და იპოვეს შემდეგი:

  • ნაღდი ფული 2 მლნ გრივნის ოდენობით, 100 ათასი დოლარი და „რამოდენიმე ათასი რუბლი“;
  • განმანათლებელ სერაფიმეს (სობოლევი) წიგნის 2 ეგზემპლარი „რუსული იდეოლოგია“;
  • გაზეთის „რუსული მაცნე“ 2020 წლის სამი ნომერი;
  • ჟურნალი „რუსული სახლი“ ,2014 წლის;
  • პატრიარქ კირილის სააღდგომი მისალოცების ოზმა;
  • შავ-თეთრი ფოტოსურათების ოზმა პატრიარქის ფოტოებითა და ტექსტით, რომელიც შეკრებილია მისი ზოგიერთი ქადაგებიდან და ასევე გაურკვეველი წარმოშობის კიდევ ერთი აბზაცით.

ამ უკანასკნელ აღმოჩენასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, რომ ეს ფურცლები შედგენილ იქნა ვიღაცის მიერ სხვდასხვა ქადაგებიდან ციტატების გაერთიანების გზით და შეგდებულ იქნა უმე-ს მონასტრებსა და ტაძრებში სპეციალურად სამართალდამცავების მისვლის წინ. ამის შესახებ დაწერეს კორეცკის მონასტრის დედაოებმა ცალკე განცხადება პოლიციაში, ამაში გარკვევის თხოვნით. უფრო დეტალურად ამის შესახებ ცნობილია სტატიაში - „უმე-ს ჩრეკები: რას ეძებდნენ, რა იპოვეს და რა იქნება შემდეგ“.

მსგავსი სახის აღმოჩენებს ჰქონდა ადგილი უუს-ს მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა ეპარქიებსა და მონასტრებში. ყველა ეს „მტკიცებულება“ ვერაფერს ვერ დაამტკიცებს ჩვენს უკრაინულ სასამართლოებშიც კი, თუ ისინი საქმეს განიხილავენ მიუკერძოებლად. საერთაშორისო ინსტანციებისთვის კი - მით უფრო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ საქმე აქამდე მივა, უკრაინის ხელისუფლებას ელოდება საქმის სამარცხვინო წაგება, ფართოდ გახმოვანება და დაზარალებულბისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აი, რატომ მოახდინეს სსს-მ და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებმა ასე ნერვიულად რეაგირება აუუკს-ს მოხსენებაზე.

უკრაინის ხელისუფლების რეაქცია

უკრაინის სსს-ს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება: „ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის სამმართველომ უკრაინაში ადამიანის უფლებების ბოლოდროინდელ ანგარიშში აღნიშნა, რომ უმე მს-ს შენობებში ჩხრეკებს შეიძლება ჰქონოდა „დისკრიმინაციული ხასიათი“. უკრაინა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც გარანტირებულია აღმსარებლობის თავისუფლება. ამასთან, თავისუფლება არაა გაიგივებული უფლებასთან დაკავდე საქმიანობით, რომელიც ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ აუუკს-ს თავი შეიკავოს დაუბალანსებელი პოლიტიკური შეფასებებისგან, არამედ თავისი მოხსენებები დააფუძნოს ფაქტებს“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, აუუკს-ს დადგენილება სწორედ რომ ფაქტებს ეყრდნობოდა. მათ საკმაოდ დეტალურად შეისწავლეს უუს-სა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშები და გააკეთეს დასკვნები. იმას, რომ ვიღაცის კარადაში ინახება „რუსული სახლის“ ძველი ჟურნალები და ეს  თავისთავად ვერ გამოუთხრის ძირს ნაციონალურ უსაფრთხოებას. ეს არის ინფორმაციაზე თითოეული ადამიანის ელემენტარული უფლება.

კიდევ უფრო ნერვიული რეაგირება ჰქონდა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველს მ. პოდოლიაკს. მან საერთოდ განაცხადა, რომ აუუკს-ს  დასკვნები არის ფიქსაცია, უწოდა მას კორუმპირებული ორგანიზაცია და მას ბრალი დასდო გამყიდველობაში! „გაერო არაა ის მოედანი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს. უფრო სწორედ, გაერო არის ის ადგილი, სადაც გაეროსეული ბიუროკრატია გამოიმუშავებს კარგ ფულს ამა თუ იმ კონფლიქტებზე, შეგნებულად იღებს რა უდიდეს გრანტებს რუსეთისგან“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ეს პასაჟი ძალიან გავს იმას, თუ რამოდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ უმე კს-ს სპიკერი ივან (ევსტრატი) ზორია უწოდებდა ალექსანდრიის საპატრიარქოს გასაყიდ ჯინსს იმის გამო, რომ მაშინ ეს ადგილობრივი ეკლესია მხარს უჭერდა უმე-ს. თუმცა, როგორც კი მან ცნო მეუ, ის თითქის სამართლიანობის საზომად იქცა. აუუკს-ს ბრალდება რუსეთის მხრიდან მოსყიდვაში მაღალჩინოსანის ბაგიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუუკს-ს დასკვნის წინააღმდეგ არანაირი კონტრარგუმენტი უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია. გარდა ამისა, გაერო არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო კონფლიქტების გადასაწყვეტად, ხოლო ის, თუ რასაც ის იღებს რუსეთისგან, ეს არაა არანაირი გრანტი, არამედ არის წევრობის შენატანი, რომელსაც იხდის გაეროს ყველა წევრი-ქვეყანა.

მ. პოდოლიაკოს კიდევ ერთი განცხადება: „ეს ანგარიშები მხედველობაში მიღებული არაა. მათ არ გააჩნიათ არანაირი შედეგები. გასაგებია, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებებს მხოლოდ რფ არღვევს. ყველაფერი, რასაც აკეთებს უკრაინა - იცავს თავის სივრცეს, მათ შორის, რელიგიურსაც. მათ შორის - თავისუფლდება რა უმე-ს გავლენისგან“. ამ ფრაზაში ჟღერს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ მოცემული სტატიის დასკვნის სახითაც.

დასკვნა

ძნელი არაა იმის შენიშვნა, რომ ხელისუფლების ცენტრალიზებული ფართომასშტაბიანი რეპრესიები უმე-ს წინააღმდეგ ომის დაწყებით როდი დაიწყო. სადღაც შვიდი-რვა თვე ცენტრალური ხელისუფლება უმე-ში ვერ ხედავდა ეროვნული უსაფრთხოების არანაირ მუქარას. ეს სრულიად სამართლიანია, რამდენადაც ის არცაა სინამდვილეში. პირიქით, ოფიციალური პირების, მათ შორის, თავად მ. პოდოლიაკის განცხადებები გამსჭვალული იყო იმის აღიარების ჭრილში, რომ უმე-მ დაგმო რფ-ს აგრესია, ის რმე-გან გაიმიჯნა და ყველანაირად ეხმარებოდა უსძ-ს და ომისგან დაზარალებულებს ყველაფრით, რითიც შეეძლო.

და აი, უცებ უმე, თითქოსდა, გახდა ეროვნული საფრთხის საფრთხე. ამასთან, არაფერი შეცვლილა: უმე, როგორც გმობდა რფ-ს აგრესიას, ისევე გმობს ახლაც, უმე-ს მორწმუნეები, როგორც იბრძოდნენ უშძ-ში, ისევე იბრძვიან. ეკლესია, როგორც აგზავნიდა ფრონტზე ავტომობილებს, ელექტროგენერატორებს, პროდუქტებს და ა.შ., ისევე აგრძელებს ამის გაკეთებას. რატომ შემოტრიალდა 180 გრადუსით უმე-თან მიმართებაში სახელმწიფო? საიდანმე წამოვიდა სიგნალი? გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმაზე, რომ ის არ უსვამდეს უხერხულ კითხვებს ხელისუფლებას? იქნებ, კიდევ სხვა რამ? მკითხაობას არ შევუდგებით, უბრალოდ ვაფიქსირებთ: უმე მართლაც რომ უქმნიდეს საფრთხეს უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს თვალსაჩინო იქნებოდა ომის დაწყებისთანავე და თავიდანვე ხელისუფლება მის წინააღმდეგ გაატარებდა რეპრესიულ ზომებს.

რაიმე წონადი არგუმენტების გარეშე, ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა უმე-ს რეპრესირება. მ. პოდოლიაკი ახმოვანებს საკმაოდ უცნაურ ნარატივს: ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორია, ხოლო არასწორს მხოლოდ რუსეთი სჩადის. ამასთან, „ჩვენ“ არის უკრაინის ხელისუფლება და არა მთლიანად, უკრაინა. თუმცა, უკრაინა იგივეა, რაც ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლება? განა უკრაინა მხოლოდ პრეზიდენტის ოფისამდე და სხვა სახელმწიფო ორგანოებამდე დაიყვანება? განა უმე-ს მილიონობით მორწმუნე უკრაინა არაა? განა ამჟამინდელ უკრაინის ხელისუფლებას არ შეიძლება წავუყენოთ არანაირი პრეტენზია? განა მათი ყველა გადაწყვეტილება სწორია?

დიახ, ამჟამად ომია და ხელისუფლებას გააჩნია ერთგვარი კარტ-ბლანში თავის ქმედებებზე. უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები და თავად უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (რომლის ნაწილსაც წარმოადგენს უმე) უპირატესობას ანიჭებენ არ გააკრიტიკონ უკრაინის ხელისუფლება, რათა შეინარჩუნონ კონსოლიდაცია მტრის წინაშე. თუმცა, ამ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ კითხვები უკრაინის ხელისუფლების მიმართ გაჩნდება, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მიიღებს თავის სათანადო შეფასებას, როგორც უკრაინის საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ინსტანციების მხრიდანაც. მოგვიწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ დაირღვა ასე უხეშად უკრაინის მოქალაქეების უფლება აღმსარებლობის თავისუფლებაზე. შენიშვნები, რომ თითქოს აუუკს-ს მოხსენებას არ გააჩნია არანაირი გავლენა და მისი მსგავსი საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების დოკუმენტები ძალიან ფასეული გახდება. ყოველივე ეს შესანიშნავად იცის მ. პოდოლიაკმაც და სხვა პირებმაც, რომლებიც ამაში არიან ჩართულები. აქედან გამომდინარეობს ესოდენ ნერვიული რეაქცია აუუკს-ს მოხსენებაზე.

დასასრულს, გვსურს დავსვათ რიტორიკული კითხვა: როგორ აპირებს უკრაინის ხელისუფლება შევიდეს ევროკავშირში, ასე თვალნათლივ თელავს რა ფეხქვეშ უკრაინის კონსტიტუციას და მის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში, ახალისებს რა უკრაინის მოქალაქეების უფლებების ყბადაღებულ დარღვევებს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე კრძალავს რა ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ კონფესიას ქვეყანაში?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ