ლავრასთვის დგომის ქრონიკა: 2 აპრილი

03 April 2023 19:24
914
ლავრისთვის დგომა 2 აპრილს. ფოტო: СПЖ ლავრისთვის დგომა 2 აპრილს. ფოტო: СПЖ

გთავაზობთ ლავრასთვის მორწმუნეების დგომის მოვლენების ქრონიკას. 2 აპრილი.

2023 წლის 2 აპრილი უმე-ს მორწმუნეებისთვის ისე დაიწყო, როგორც იწყება ყველა კვირა დღე - ღვთისმსახურებით. ამ დღეს კიევ-პეჩერის ლავრაში დაღლილობისა თუ იმ მიზეზით, რომ ცოტა გაწვიმდა, დილიდანვე არ ჩანდნენ რადიკალები. მრევლი ქუჩაში ლოცულობდა, რამდენადაც არც ერთ ტაძარს არ შეუძლია ამ რაოდენობის ადამიანების დატევა. სავანეში შესასვლელთან პოლიციის 20 თანამშრომელი მორიგეობდა. რაღაც მომენტში მოგვეჩვენა, რომ უმე-ს მორწმუნეებს თავი დაანებეს. სინამდვილეში შედარებით სიმშვიდეში ისინი კიევში დატოვეს და მხოლოდ დილიდან.

საქმე იმაშია, რომ უშუალოდ ლავრის კედელთან წარუმატებლობის შემდეგ რადიკალებმა და პროვოკატორებმა გადაწყვიტეს ტაქტიკის შეცვლა და ყურადღების გადატანა რეგიონებზე.

ხმელნიცკი

დაახლოებით დილის 9 საათზე ერთდროულად ყველა სახელმწიფო ტელეგრამ-არხზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უმე-ს მღვდლებმა „ცემეს“ უშძ-ს მეომარი ხმელნიცკში. ინციდენტის დასტურად მოყვანილი იყო ვიდეო, რომელზეც რამოდენიმე ადამიანი (მათ შორის, გინგილას მიხედვით, იყო მეუფე ანტონის იპოდიაკონი) შებოჭა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. ვიდეო დადო ხმელნიცკის სამხარეო საბჭოს დეპუტატმა ვიქტორ ბურლიკმა. თავის პუბლიკაციას მან დაურთო განრისხების სუტყვები, რომ „მაშინ, როცა მთელი ქვეყანა თვალს ადევნებს ლავრაში მიმდინარე სიტუაციას, თავად ის (უშძ-ს მეომარი-რედ.) წავიდა მოსკოვის ტაძარში, რათა დაესვა კითხვა: „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ თქვენ არ იაროთ მოსკოვის ტაძარში?“ მართალია, მოგვიანებით, თვითმხილველთა სიტყვებით, ცხადი გახდა, რომ არტურ ანანიევი ტაძარში მივიდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ „დაესვა კითხვები“: ის თავს დაესხა პროტოდიაკონს, წყალი შეასხა მას, უყვიროდა რაღაც სიტყვებს, სასანთლეებს თავდაყირა ყრიდა. ტაძართან პოლიციის ოთხი (!) ბრიგადა მივიდა. სამართალდამცველებმა დააფიქსირეს სამართალდარღვევა ანანიევის მხრიდან და მასზე შეადგინეს ოქმი „წვრილმანი ხულიგნობისთვის“. ასევე ოქმი შეადგინეს იპოდიაკონზე (მათთვის, ვინც საქმის კურსში არაა, აღვნიშვნათ, რომ იპოდიაკონი არაა მღვდელი, არამედ მღვდელმთავრის დამხმარეა). პოლიციელთა ასეთმა ქმედებებმა აღაშფოთეს არა მხოლოდ ბურლიკი, არამედ ქალაქ ხმელნიცკის მერი, „თავისუფლებაში“ ბურლიკის თანაპარტიელი, ალექსანდრე სიმჩიშინი, რომელმაც პირობა დადო, რომ სამართალდამცავები, რომლებმაც ოქმი შეადგინეს შფოთისთავზე, დათხოვნილნი იქნებიან, ხოლო ხმელნიცკისა და მხარის უმე-ს ყველა ტაძარს ჩამოერთმევა მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება.

ხმელნიცკის უმე-ს საკათედრო ტაძარში „ცემის“ შეკვეთილი ხასიათი თავიდანვე გასაგები იყო - როგორც ყველა იმ მის-ში პუბლიკაციების სინრქონული გამოჩენით, რომლებიც ასე თუ ისე აფილირებული იყვნენ ხელისუფლების ორგანოებთან. ასევე, სანამ უშძ-ს მეომარი უმე-ს ტაძარში ვიზიტს განახორციელებდა, იმავე ბურლიკმა დადო ვიდეო, რომელშიც მოუწოდებდა „ედევნათ მოსკოველი მღვდლები“.

ყოველივე მიმდინარე მოვლენის შეკვეთის  კიდევ უფრო მკაფიო მტკიცებულება მიღებულ იქნა მაშინ, როცა რადიკალების ლიდერმა ევგენი კარასმა გამოაქვეყნა ფოტო „ცემის“ შედეგად „დაზარალებულ“ მეომართან. კარასმა დაწერა „დიდება მამაცებს“ ანანევთან ერთობლივ ფოტოსურათზე. გარდა ამისა, ხმელნიცკის ტაძარში მთელი ეს „ინციდენტი“ მიმდინარეობდა კარასის ინსტრუქციების თანახმად, რომელიც ქსელში ორი დღით ადრე გაჩნდა. თითქოსდა ყველაფერი კოპირებული იყო: ერთი ადამიანი ახდენს პროვოკაციას, მეორე ტელეფონზე იღებს მორწმუნეთა რეაქციას.

დღის 11 საათისთვის ხმელნიცკის ადგილობრივ ცნობებში გაჩნდა პუბლიკაციები საკათედრო ტაძრის დაკავების მოწოდებით. დაკავება ჩაინიშნა 18.00 და თითქოსდა, უცებ ცხადი გახდა, რომ ამისგან რამე გამოსულიყო. დანიშნულ დროსთან ახლოს გასაგები გახდა, რამდენად მცდარი შეიძლება ყოფილიყო ასეთი აზრი. საღამოს ევქს საათზე ტაძართან გამოჩნდა 50 აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდასგან შემდგარი ჯგუფი, ხოლო ნახევარ საათში ტაძრის ტერიტორიაზე შევიდა მის-ების მიერ „ნასაზრდოები“ ხმელნიცკის „გაბრაზებული“ მაცხოვრებლების დიდი არმია, რომელთა შორისაც, სხვათაშორის, აღმოჩნდნენ პროვოკატორებიც, რომლებმაც ერთი დღით ადრე „გამოანათეს“ ლავრაში. იქვე, ტაძრის ეზოში, თითქოსდა „არსაიდან“ გამოჩნდა მაგიდები, ჩამოყალიბდა „კომისია“ და 30 წუთის განმავლობაში შეძახილების ქვეშ „სიკვდილი მტრებს!“ მოხდა უმე-ს ტაძრის მეუ-ში „გადასვლის“ კენჭისყრა „მრავალთა მიერ“.

20.00 ყველაფერი დასრულდა. რეიდერებს მისცეს გასაღებები და მათ შეძლეს დაუბრკოლებლად შესვლა ტაძარში და იქ უკრაინის ჰიმნისა და რამოდენიმე პატრიოტული სიმღერის შესრულება.

საბოლოოდ, ხმელნიცკში მიმდინარე მოვლენების შედეგად იკვეთება ტაძრის მიტაცების ასეთი სქემა:

  1. ტაძარში ღვთისმსახურებისას უშვებენ ორ-სამ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ „ლეგენდის თანახმად“. ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს კამუფლაჟში. „სამხედრო“, რათა შეწყდეს წირვა, იწყებს ყვირილს „მოსკოველ მღვდლებზე“, ფსბ-ს ეკლესიაზე“ და ა.შ. თუ ხდება მისი იგნორირება, ის თავს ესხმის მღვდელმსახურებს: ხელს კრავს, ცემს და ა.შ. ამოცანაა მაქსიმალურად აგრესიული რეაქციისა და სკანდალის გამოწვევა.
  2. თანამზრახველი (თანამზრახველები) ყველაფერს იღებენ ტელეფონებზე, თანაც გზად ამბობენ, თუ რა სასტიკად ეპყრობიან „მოსკოველი მღვდლები“ უკრაინელ სამხედრო გმირს.
  3. ეს ვიდეო იტვირთება სოცქსელში რომელიმე ადგილობრივი პოლიტიკოსის მიერ ემოციური კომენტარით სტილში „სადამდე უნდა ვითმინოთ ეს“. პოსტი მაქსიმალურად ხდება ატაცებული ჯგუფებში და კონტროლქვეშ მყოფ მის-ებში.
  4. ადამიანებს ეძახიან კონკრეტული საათისთვის და ადგილას შეკრებისთვის და საჩვენებლად „რუსების დასასჯელად“.
  5. შეკრების ადგილზე ხდება პროფესიონალი პროვოკატორების შეკრება, რომელთაც შეუძლიათ ბრბოს აღტყინება და გააჩნიათ ძალისმიერი მიტაცების გამოცდილება.
  6. ხდება ტაძრის მიტაცება.

ეს სქემა არის არა თეორია, არამედ სამუშაო მოდელი, რომელიც გამოცდილ იქნა ხმელნიცკში. სამწუხაროდ, მან იმუშავა.

ლავრა

დავუბრუნდეთ მონასტერს. დაახლოებით დღის 11 საათისთვის კიევ-პეჩერის ლავრაში ისევ მოხდა რადიკალების მოზღვავება. მათთან ერთად სავანესთან გამოჩნდა ადამიანი სახეზე წარმართული ნიშნებით. და თუ აქციის პირველ დღეს რადიკალები ჯერ კიდევ უკრაინელ ხალხს იყვნენ ამოფარებულები, ამბობდნენ რა, რომ ლავრაში იყოს მეუ, მეოთხე დღეს ნიღბები ჩამოყარეს და მონასტერთან გაისმა ყვირილი „დიდება ეშმაკს!“

ლავრასთვის დგომის ქრონიკა: 2 აპრილი - სურათი 1

სატანისტი წარმართული ნიშნებით სახეზე უყვებოდა ჟურნალისტებს, რომ ლავრის ყველა ბერი უნდა ცემო და „გააგდო აქედან, არ უნდა მოხდეს არანაირი საუბარი. შენ ან უკრაინელი ხარ, ან გამყიდველი. სხვა არავინ. არანაირი პროვოკაცია! ჩვენ მოვედით გვენახა, კიდევ რამდენი ადამიანი დარჩა, რომელიც ვერ ხდება, რა ხდება“, - განაცხადა სატანისტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ლავრის წინამძღოლისთვის შინაპატიმრობის მართლზომიერების თაობაზე, სატანისტმა უპასუხა: „საჭიროა ის ტყეში მუხლზე დააჩოქო და თავში ესროლო და ეს ვიდეო უნდა დაუგზავნო ყველა რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს, არანაირი შინაპატიმრობა. ჩვენ არ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ძველი წარმართები ვართ“.

12 საათისთვის ლავრის მცველებს მიუვიდა ინფორმაცია, რომ „მისტეცკის არსენალთან“ ანუ სავანეში მთავარი შესასვლელის საპირისპირო მხარეს, შეიკრიბა რამოდენიე ათეული ახალგაზრდა ადამიანი ბალაკლავაში. თუმცა, ამჯერად პოლიციამ იმუშავა „შესანიშნავად“ და რადიკალები დაიშალნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე, რომელთან რადიკალები კურირებენ, დაწერეს, რომ ესენი იყვნენ „მარჯვენა სექტორის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ პოლიციის ქმედებებით.

სადილის შემდეგ წმინდა სავანესთან გამოჩნდა „დიდი მაგი ველიარი“ (შეგახსენებთ, რომ ველიარი არის სატანის ერთ-ერთი სახელი), რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი „სიდიადით“, არამედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციითაც. რადიკალები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ მათი მეთოდები არ შეცვლილა - იგივე ყვირილი და ცეკვები. სიახლე მხოლოდ იყო ის, უმე-ს მორწმუნეებს მიმართეს მოწოდებით „არ მოეხდინათ რეაგირება რუსულ პროპაგანდაზე“. თუმცა, ასეთი საშუალებები სიახლე არაა. განსაკურებით, 1941-1945 წლების ომის შემდეგ.

16.00 უმე-ს სემინარისტებმა და აკადემისტებმა ყველა მსურველისთვის კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ექსკურსია მოაწყვეს. შედეგად, ყველა კმაყოფილი დარჩა, რამდენადაც „იარაღი ვერ იპოვეს“.

საღამომ ლავრის მცველებს ისევე მოუწია, როგორც დილამ - ლოცვაში. მორწმუნე ადამიანები საერთოდ ამ დროს ლოცულობენ. ყველა დღე. ყველა, როგორც შეუძლია, მაგრამ ლოცულობს.

რადგანაც ამ ადამიანებმა იციან, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია სიტუაციის შეცვლა. თუ ეს მისი ნება იქნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ