არასაეთეროდ: უმე-ს მღვდლების პასუხები „პატრიოტული“ მასმედიის კითხვებზე

03 April 2023 15:59
2136
დეკანოზი ალექსი გოდუნი. ფოტო: СПЖ დეკანოზი ალექსი გოდუნი. ფოტო: СПЖ

ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ვიდეოინტერვიუები, რომლებიც „პატრიოტულმა“ მასმედიამ მართლმადიდებელ მღვდლებთან და ბერებთან ჩაწერა.

დღეს კიევ-პეჩორის ლავრისთვის ლოცვითი დგომის მეოთხე დღეა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე უამრავ პროვოკაციას შევესწარით რადიკალთა მხრიდან, რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ მასმედიისთვის საჭირო სურათის შექმნას. ისინი დახტოდნენ, ცეკვავდნენ, დასცინოდნენ მორწმუნეებს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ევგენი კარასის მეთოდის რეალიზება მოეხდინათ, რომელიც ლოცვითი დგომის პირველივე დღეს გამოჩნდა ქსელში.

მაგრამ ახლა, როდესაც აშკარაა, რომ ლავრასთან მყოფ რადიკალებს პროვოკაციების მხრივ არაფერი არ გამოსდით, საქმეში ჩაერთო „პატრიოტული“ მასმედია, რომელიც მუშაობს, ყველაფრიდან გამომდინარე, იგივე მეთოდებით, როგორც კარასის მომხრეები.

სხვადასხვა არხების ჟურნალისტები, რომლებმაც რედაქციისგან მიიღეს დავალება აჩვენონ „არაადეკვატურები“ უმე-დან, კითხვას სვამდნენ ერთი მიზნით  - უფროსობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ყველა უკრაინელისთვის „მოსკოველ ხუცესთა“ „აგრესიისა“ და „მიუღებლობის“ ჩვენება.

ჩვენ  შევარჩიეთ თქვენთვის ვიდეოინტერვიუები, რომლებიც „პატრიოტულმა“ მასმედიამ მართლმადიდებელ მღვდლებთან და ბერებთან ჩაწერა. ეს ინტერვიუები იმდენად ამოვარდნილია „უკრაინის საზოგადოებისთვის“ საჭირო საერთო სურათიდან (სინამდვილეში კი, ისინი საჭიროა მათთვის, ვინც ეკლესიის მდევნელთა უკან დგას), რომ მათ ალბათ ეთერში არც გაუშვებენ ან ახალი ამბების სიუჟეტების საფუძვლად გამოიყენებენ.

სწორედ ამ სიცარიელეს შევავსებთ ჩვენ. მითუმეტეს, რომ მართლმადიდებელ მღვდელთა პასუხები არა მარტო ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, წარმოადგენენ ინტერესს, არამედ ყველასთვის, ვინც საერთოდ სიტუაციაში გარკვევას ცდილობს. დავიწყოთ.

როგორ უნდა მუშაობდეს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში?

„5 არხის“ ჟურნალისტის ამ კითხვას კიევის სასულიერო აკადემიის პედაგოგმა, მღვდელმონაზონმა რაფაელმა (მოსულოვი) უპასუხა. ჟურნალისტმა ჰკითხა მამა რაფაელს, რას ფიქრობს ის „ფირზე“, რომელზეც თითქოს მიტროპოლიტ პავლეს ხმა არის ჩაწერილი. მამა რაფაელმა აუხსნა მას, რომ უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, ეს კი ნიშნავს, რომ თუ ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ არსებობს რამე პრეტენზიები, მათი განხილვა მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, მამა რაფაელს „5 არხის“ ჟურნალისტისთვის მოუხდა მოკლე საგანმანათლებლო მეცადინეობის ჩატარება კანონიკურ სამართალში. საბოლოოდ, კითხვაზე, იხსენიებს თუ არა დუმენკო პატრიარქ კირილეს სახელს, პოროშენკოს არხის წარმომადგენელს პასუხი არ ჰქონდა.


უმე-ს მოწინააღმდეგები ზოგადად ქრისტიანობას აკნინებენ

„პატრიოტული“ არხის «1+1» კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა იგივე კითხვის დასმა („ფირებზე“, თითქოს მიტროპოლიტ პავლეს ხმით) კსა-ის სტუდენტისთვის, მღვდელმონაზონ პავლესთვის (ვიტრიუკი). მამა პავლემ ჟურნალისტს აუხსნა, რომ პირველ რიგში არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ხმა „ფირებზე“ სწორედ მიტროპოლიტ პავლეს ეკუთვნის. მეორე, მან «1+1»-ის წარმომადგენელს შეახსენა, რომ ის მიტროპოლიტ პავლეს არ ესაუბრება. როდესაც ლაპარაკი შეეხო იმას, რომ ლავრის ნაცვალს ადანაშაულებენ „რელიგიათშორისი მტრობის გაღვივებაში“, მამა პავლემ ჰკითხა ჟურნალისტს, რატომ არ უყენებენ იგივე ბრალდებას მათ, ვინც უმე-ს აღმსარებლებს ესხმის თავს.

„ალბათ იმიტომ, რომ მათ მტკიცებულებები გააჩნიათ?“, - უპასუხა ჟურნალისტმა. და  რა „მტკიცებულებები“ შეიძლება აძლევდნენ იმის უფლებას, რომ უკანასკნელი სიტყვებით შეამკონ ლავრის მრევლი - ჟურნალისტს ეს არ დაუზუსტებია. აგრეთვე მან ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხედავს მისი არხი იმ უკანონობებს, რაც ლავრასთან ხდება.

„ყველამ, ვინც სატანისტური ცეკვები გამართა გოგონას გარშემო, რომელიც ჯვრით ხელში იდგა, ის კი არ დაამცირეს, არამედ ზოგადად ქრისტიანობა“, - ხაზი გაუსვა მამა პავლემ.

„კიევ-პეჩორის სალოსობა“
სწორედ ამ სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ ლავრის კეთილმოწესის, არქიმანდრიტ პოლიკარპეს (ლინენკო) სიტყვები, რომელმაც აუხსნა „5 არხის“ ჟურნალისტებს, რომ კიევ-პეჩერის მონასტერი და მიწა, რომელზეც ბერებმა ის ააშენეს, XI საუკუნიდან ეკლესიის საკუთრებაში იყო. თუმცა, მამა პოლიკარპეს სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლება, სსრკ-ის ტრადიციებით, ლავრას სახელმწიფო საკუთრებად თვლის, ხოლო წმინდა ნაწილებს - „სამუზეუმო ექსპონატებად“. „ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ილიჩის ანდერძით ცხოვრობს - მან გამოაცხადა, რომ ყველაფერი „სახალხო“ ვიღაც „ხალხს“ ეკუთვნის. იმ „ხალხს“, რომელიც ამბობს, რომ ღირსი მამები „ექსპონატებია“? - ჰკითხა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებს. მათ კი, მიხვდნენ რა, რომ „რაღაც ისე არ მიდის“, უკანდახევა გადაწყვიტეს, მაგრამ მამა პოლიკარპე მათ არ უშვებდა:

„ისინი (კულტურის სამინისტრო, - რედ.) აქ გამოფენების მოწყობას აპირებენ. თავად ააშენონ რამე და გამოფინონ ის, რაც სურთ. ის, რაც ყოველთვის მონასტერს ეკუთვნოდა, ჩვენთვის არ მოუციათ. ეს ხომ ჩვენი საკუთრებაა, ჩვენ კი არ გვაძლევენ, ამბობენ, რომ სახელმწიფოსია“, - უკვირდა ლავრის კეთილმოწესეს.

შაბლონის რღვევა

«1+1»-ის  იგივე ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს დასვან კითხვა მიტროპოლიტ პავლეს „ფირების“ შესახებ. მათ მიმართეს დეკანოზ ალექსის (გოდუნი), რომელმაც აუხსნა, რომ არ მოუსმენია ამ ფირებისთვის, სამაგიეროდ ახლახანს დაბრუნდა ბახმუტის მიდამოებიდან. ერთ მომენტში ჟურნალისტმა დაკარგა მეტყველების უნარი, ხოლო მის ოპერატორს ხველა აუტყდა. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ჟურნალისტმა მამა პავლეს დაუსვა კითხვა - და „ვინ არის აგრესორი?“. მაგრამ აქაც მას არ გაუმართლა, რადგან მამა პავლემ შეახსენა, რომ  უკრაინის რელიგიურ ლიდერთა შორის, პირველი, ვინც დაგმო რუსეთის აგრესია, სწორედ  უმე-ს წინამძღვარი, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე იყო.

მან აგრეთვე განმარტა, რომ უმე ომის პირველივე დღიდან აწარმოებს ფართო საქველმოქმედო საქმიანობას, რომელიც არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიევის ტაძრებიდან წავიღეთ მატერიალური დახმარება 500 000 გრივნის ოდენობით“, - თქვა მამა ალექსიმ.

უმე - უკრაინელი ხალხის ეკლესიაა
ამ კითხვებზე კიდევ უფრო მოულოდნელი პასუხი მიიღეს „5 არხის“ ჟურნალისტებმა, რომლებსაც სამხედრო კაპელანმა, მღვდელმა ვიაჩესლავ იაკოვენკომ განუცხადა, რომ „უკრაინელი ხალხის ძალა მის ერთობაშია“, ხოლო „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - უკრაინელი ხალხის ეკლესიაა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველამ, ვინც კოლაბორანტია, პოლიციაში, უუს-ში, ეკლესიაში ან მასმედიაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

მასმედიის წარმომადგენელმა საუბარი დაასრულა სიტყვებით: „ჩემთვის ყველაფერი გასაგებია“.

ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გასაგებია არა მარტო ჩვენი მკითხველისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ლავრის შლაგბაუმის აქეთა მხარეს არ არის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ