მიტროპოლიტ პავლეს საქმე: არჩევითი სამართალი მოქმედებაშია?
ლავრაში ლოცვითი დგომის დროს, ხელისუფლებამ ლავრის ნაცვალი დააპატიმრა და მას რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდება წაუყენა. ასევე ექცევა ხელისუფლება უმე-ს მაგინებლებს?
კიევ-პეჩერის ლავრის ნაცვალი მიტროპოლიტი პავლე (ლებედი) ეჭვმიტანილად მიიჩნიეს კრიმინალური კოდექსის 161 და 436-2 სტატიებით, რომელთა მიხედვით მას ემუქრება 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ის 2 თვით შინაპატიმრობაში გაუშვეს. ამასთან ერთად, ანალოგიური ქმედებების ჩამდენ ზოგიერთ პირს პასუხს კი არ თხოვენ, არამედ პირიქით, ისინი ლამის გმირებად შერაცხონ.
ამ სტატიაში ჩვენ არ ვეხებით 436-2 სტატიით გათვალისწინებულ ბრალდებას: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, სამართლიანად ცნობა, უარყოფა, მონაწილეთა გლორიფიკაცია“, ვინაიდან ამ ბრალდებისთვის წარმოდგენილი ტელეფონის საუბრების ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული სასამართლოს მიერ, ამიტომ მათ ვერ გამოიყენებენ მტკიცებულებების სახით. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მიტროპოლიტმა პავლემ ამ ბრალდებებს უპასუხა შემდეგნაირად: „მე ვგმობ, ვგმობ და კვლავაც დავგმობ ყველა მცდელობას, მიმართულს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და იმას, რაც მოიმოქმედა რუსეთმა, პუტინმა და ამის გამართლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე უკვე გითხარით, რომ ყოველთვის ვიდექი, ვდგავარ და დავდგები ჩემი სამშობლოს დასაცავად“.
უმე-ს სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების 01.04. 2023 წ. ცნობით, „მიტროპოლიტ პავლეს წაუყენეს ბრალდება მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევაში მათი რასობრივი, ნაციონალური, რეგიომალური კუთვნილების ნიშნით, რელიგიური შეხედულებების, ინვალიდობის და სხვა ნიშნებით (სისხლის სამართლის სტ. 161). ლაპარაკია გამონათქვამებზე „მეუ“-ს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მისამართით მის ვიდეომიმართვაში „ვითხოვთ სამართლიანობას ჩვენი ეკლესიისთვის“. ეს ვიდეომიმართვა გამოქვეყნებული იყო Youtube-არხზე «Лавра. Путь спасения» 29.03.2023 წ.
მეუ-ს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მისამართით მეუფე პავლემ თქვა შემდეგი:
„ახლა კი, ძმებო და დებო, გვერდიდან შეხედეთ ამ, ეგრეთ წოდებულ ეკლესიას, რომელიც არღვევს სულიერებას, რომელიც არღვევს ცხოვრების სიწმინდეს, რომელიც ადამიანებს უკანასკნელს ართმევს. თვითონ არც დადიან... არის ასეთი გამოთქმა: „არც მე და არც სხვას“. დღეს, ვფიქრობ, ცრემლები მიწაზე არ იღვრება, ცრემლები პატრიარქ ბართლომეზე იღვრება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უწესო ქმედებებს სჩადის. ადამიანი ოთხმოცი წლისაა. ნუთუ სიკვდილზე არ ფიქრობს? ნუთუ უფლის წინაშე წარდგომას არ აპირებს, საკუთარი სამწყსო გაებნა და სხვისი ეზოს, სხვის ცხვრებზე გადავიდა. ვაება და სირცხვილი თქვენ, ეგრეთ წოდებულო პატრიარქო. იმიტომ რომ დღეს ეს ყველაფერი თქვენი სავალალო და ცბიერი კურთხევით ხდება“.
არის კი ამ სიტყვებში კრიმინალური კოდექსის 161 სტატიით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები? დასკვნა ყველამ თვითონ გააკეთოს. ამ სტატიის დეფინიცია ასე გამოიყურება: „წინასწარ განზრახული ქმედებები, მიმართული ნაციონალური, რეგიონალური, რასობრივი ან რელიგიური მტრობისა და ზიზღის გაღვივებაზე, მოქალაქეთა ნაციონალური პატივისა და ღირსების, ან მათი რელიგიური შეხედულებებისა და გრძნობების დამცირებაზე, აგრეთვე უფლებების პირდაპირი ან ირიბი შეზღუდვა, ან მოქალაქეთა პრივილეგიების პირდაპირი ან ირიბი დაწესება რასობრივი, კანის ფერის, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა შეხედულებების, სქესის, ინვალიდობის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, ცხოვრების ადგილის, ენობრივი ან სხვა ნიშნებით“.
ნუ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილების მოვლენებს მეუფე პავლეს საქმეში. მაგრამ მოვიყვანთ სხვა ადამიანების გამონათქვამებს არა მეუ-ს და ფანარიონის, არამედ უმე-ს მისამართით, რომელიც გამოაცხადეს არა პატრიოტულად და საერთოდ არასწორადაც. ამ გამონათქვამებს არ მიუღიათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არც სასამართლოებში და არც სამართალდამცავ ორგანოებში.
აი, ე. კარასის განცხადება: „მოსკოვის საპატრიარქოს უმე - ბანდფორმირებაა, რომელიც უფს-ს მიეყიდა“. ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და ცალსახად აღვივებს რელიგიურ ზიზღს“.
საიტ tv-park.ua-ს სქრინშოტი
აი, იგივე ე. კარასის კიდევ ერთი ბოლოდროინდელი განცხადება: „ყველა ეშმაკი - ბოროტები შავ ტომრებში, ზომბები, პედოფილები უფს-ის რმე-დან - სიფათებზე ღიმილის გარეშე. გახსოვთ. ყველა ისინი ეშმაკმა დაწყევლა. ზეცას სურს, რომ თქვენ განდევნოთ ეს ეშმაკები“. შემდგომში კი, სხვათაშორის, მოწოდებაც არ არის, არამედ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს გამკლავება.
ტელეგრამ-არხის «Євген Карась ✙» სკრინშოტი
აი, პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლის მ. პოდოლიაკის 2023 წ. 30.03 განცხადება გამომცემლობისთვის «24 канал» , სადაც ის უმე-ს ჩირქგროვას უწოდებს და მისი „ქირურგიული განადგურების“ პირობას იძლევა, ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში „უბრალოდ ფიზიკურად უნდა ჩაეწმინდათ“ „პრორუსები“ და მათში ის აშკარად უმე-ს გულისხმობს, თანაც დასძენს, რომ ახლაც არ არის გვიან ამის გაკეთება.
აი, სახალხო დეპუტატის ა. გონჩარენკოს განცხადება
საიტ nv.ua-ს სკრინშოტი
ნუ გადავღლით მკითხველებს ათობით და ასობით სკრინშოტებით სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსებიდან, სადაც განთავსებულია უმე-ს მისამართით შეურაცხმყოფელი გამოხტომები. მაგრამ „95 კვარტლის“ მსახიობთა გამოსვლებს გვერდს ვერ ავუვლით.
2023 წლის 10 დეკემბერს გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც იყო იმდენი სიბინძურე, შეურაცხყოფა, ზიზღი და უმე-სთან გასწორების მოწოდებები, რომ ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ სამართლებრივ ქვეყანაში ამ პერფორმანსის მერე მათ არა მარტო იურიდიული პასუხისმგებლობისკენ მოუხმობდნენ, არამედ სამუდამოდ გარიცხავდნენ პროფესიიდან. შეიძლება, ოდესმე უკრაინაშიც ასე იყოს.
«Й*баные вы ишаки, козлиные вы морды бл*ть, сучьи вы сыны, бл*дота путинская, п*дарасины. Чтобы вы, бл*ть, сдохли...
მს უმე-ის მღვდლისთვის შეფურთხება - ოცი გრივნა. ვთქვათ, მს უმე-ის მღვდლისთვის შეფურთხება - 20 გრივნა, წმინდა წერილის ლურსმნით დამაგრება ყველგანმავალზე - 50 გრივნა, მარცხენა ლოყაზე გარტყმა და ავტომატურად მარჯვენაზეც - 100 გრივნა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინიდან განდევნა - შეუფასებელია“. - მოუწოდებდნენ მსახიობები.
რამდენიმე დღეში კი გამოჩნდა ხალხი, ვინც ზუსტად შეასრულა „95 კვარტლის“ მოწოდებები.
2022 წლის 25 დეკემბერს ჩერნომორსკის უმე-ს ფერიცვალების ტაძარში კაცი დანით ხელში თავს დაესხა უმე-ს მღვდელს და მისი მოკვლა სცადა.
ხალხმა შეიპყრო თავდამსხმელი, ამიტომ მან დანის დარტყმა ვერ მოასწრო. მაგრამ 2023 წ. 2 იანვარს ვინიცის უმე-ს წმინდა საფარველის ტაძრის მღვდელს სამართებლით ყელი გადაუჭრეს და ის რეანიმაციაში აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, სასამართლოში ძნელი დასამტკიცებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი„95 კვარტლის“ მსახიობთა მოწოდებებსა და ამ დანაშაულებებს შორის, მაგრამ მოვლენათა ლოგიკა სახეზეა.
უმე-მ პოლიციაში შეიტანა განცხადება მოთხოვნით, რომ დააკისრონ „95 კვარტლის“ მსახიობებს პასუხისმგებლობა კრიმინალური კოდექსის ზუსტად ამ 161 სტატიით, რომლითაც მიტროპოლიტ პავლეს სდებენ ბრალს. უკვე გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ. მაგრამ მიტროპოლიტ პავლეს საქმეზე თემიდამ ელვის სისწრაფით მოახდინა რეაქცია.
შესაძლოა, ჩვენ შერჩევითი სამართლის მოწმეები ვხდებით, როდესაც სახელმწიფო ზოგს სჯის, სხვებს კი ადიდებს იგივე ქმედებების გამო. გამოდის, რომ უკრაინაში პირველხარისხოვანი ხალხი არსებობს, რომლებიც დაუსჯელები რჩებიან იმ სიტყვებისა და საქციელის გამო, რომლებიც მიესადაგებიან 161-ე სტატიას რელიგიათშორისი მტრობის გაღვივების შესახებ და არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომლებსაც უყენებენ ბრალს იმის გამო, რომ ისინი თავიანთ ოპონენტებს აკრიტიკებენ.
შესაძლოა, მოსამართლეებმა მოუხმონ სიმამაცეს და მოიქცნენ პატიოსნად და მიუკერძოებლად, შესაძლოა, მათ იპოვონ ძალა, რათა უფლის სიტყვა აღასრულონ: „...მიკერძოებული ნუ იქნები სასამართლოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი...“ (რჯლ. 1:17). მაგრამ ჯერ-ჯერობით მიტროპოლიტმა პავლემ შინაპატიმრობის ორი თვე მიიღო, მორწმუნეებთან ურთიერთობის უფლების გარეშე და ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით, ხოლო ხალხი, ვინც უმე-ს მისამართით შეურაცხყოფას აფრქვევს, თავისუფლებით ტკბება და თავის ხაზს აგრძელებს.