უკრაინა ახალ „სასულიერო რეალობაში“ გადაჰყავთ?
მეუ და უბკე გადადიან ახალ კალენდარზე. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ შემდგომი ეტაპია მათი გაერთიანება. შესაძლოა, ხელისუფლება უმე-ს დევნის არა რფ-თან „კავშირის“ გამო, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს იძულება ახალი უნიისკენ?
მართლმადიდებლური უკრაინა აქტიურად და მიზანმიმართულად მიჰყავთ დასავლურ რელიგიურ სფეროში. და ეს ძვრა შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე კათოლიკებთან უნია XVI საუკუნეში. რატომ ვამბობთ ასე? მოდით, გავეერკვეთ.
უბკე-ში მიიღეს გადაწყვეტილება გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს მოხდება 2023 წლის პირველი სექტემბრიდან. მაისში ასეთივე გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ მეუ-შიც. მისი სპიკერი ევსტრატი ზორია ამბობს, რომ „ყველა ერგუმენტი არსებობს დადებითი გადაწყვეტისთვის“. ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს უნიატებისა და მეუ-ს ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ახალ სტილზე გადასვლაზე შეთანხმდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი შიდა საქმეა და არანაირი კავშირი არა აქვს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებთან. თუმცა, ეს ასე არაა.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უბკე-ში და დუმენკოსთანაც საუბრობდნენ იმაზე, რომ გადასვლა ახალ სტილზე ხელსაყრელია მხოლოდ მოსკოვისთვის, რადგანაც ის გამოიწვევს განხეთქილებას და დააკონსერვებს მას უახლოესი ასწლეულის განმავლობაში.
ევსტრათი ზორია: „ეს საკითხი უფრო ყოფს, ვიდრე აერთიანებს. თუ ჩვენ გვსურს დაყოფის იმ მდგომარეობის დაკონსერვება, რასაც ახლა ვხედავთ, მოდით ეს კალენდარული რეფორმა ხვალვე გავატაროთ. შევცვალოთ კალენდარი, მივიღოთ ძველი კალენდარული განხეთქილება და დავაკონსერვოთ სიტუაცია უახლოესი 100 წლით, რისი სურვილიც, ექნება მოსკოვს. გავუკეთებთ მას ასეთ საჩუქარს თუ ცოტა უფრო ბრძნულად მოვიქცევით?“
ახლა პასუხია დიახ, მოსკოვს ექნება საჩუქარი, გადაწყვიტეს კალენდრის სასწრაფოთ შეცვლა. თითქოსდა ომაა შეცვალა მორწმუნეთა მოთხოვნები და ყველას მკაფიოდ მოუნდა ახალ სტილზე გადასვლა. ზორიაც უწინდელი ჟინით უკვე გვიყვება ახალ კალენდარზე გადასვლის მნიშვნელობაზე.
და ეს სულაც არაა მხოლოდ მეუ-სა და უბკე-ს გადაწყვეტილება. მათთან ერთად თამაშობს უკრაინის ხელისუფლებაც. ახალი წლის წინ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან ერთად ჩაუშვეს „დია“ კენჭისყრა-გამოკითხვა, როდის უნდა იზეიმონ უკრაინელებმა შობა. რატომ სწორედ შობა? პასუხი მარტივია - რადგანაც ეს დღესასწაულია მრავალი წელია განიხილება, როგორც გარდამავალი წერტილი კალენდრის სრულ შეცვლასთან მიმართებაში.
ხელისუფლების ინიციატივამ ბევრი კითხვა გამოიწვია, რამდენადაც დია - არის ადმინისტრაციული სახელმწიფო მომსახურებების ელექტრონული სერვისი. ანუ ეს იგივეა, რომ თქვენ უცებ შემოგთავაზონ ადმინისტრაციულ ცენტრში ხმა მისცეთ ეკლესიის შესახებ პასპორტის ან ქორწინების მოწმობის მიღების დროს.
ასეთი ყურადღება რელიგიური საკითხების მიმართ იმ ქვეყანაში, სადაც ეკლესია კონსტიტუციის მიხედვით გამიჯნულია სახელმწიფოსგან, გასაოცარია. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მსგავსი ინიციატივები უბრალოდ არ ჩნდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ჭრილში ხდებოდა გამოკითხვა.
ტკაჩენკო:“ უკრაინისთვის იულიუსის კალენდრის გამოყენება არის რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობა. თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის შობის 25 დეკემბერს აღნიშვნაზე, მსოფლიოს ქრისტიანებთან ერთად, ხოლო ზოგიერთი კი საერთოდ ორ თარიღს აღნიშნავს, მათ შორის იმიტომაც, რომ არავის სურს შობის მოსკოვთან ერთად ზეიმი“.
იულიუსის კალენდრის მიხედვით დღეს არსებობენ იერუსალიმის, პოლონეთის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, უკრაინის ეკლესიები და ათონის მთა. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს. მისი ბაგიდან იულიუსის კალენდარი არის „ცუდი“, ესაა მოსკოვი და რუსეთის იმპერია, ხოლო ახალი კალენდარი არის „კარგი“, ესენი სრულიად მსოფლიოს ქრისტიანები არიან.
ამიტომაც ჩვენ ვხედავთ გულუბრყვილო პოლიტტექნოლოგიას ორ სვლაში:
- თავიდან ადამიანებს თავს ახვევენ ახალი საეკლესიო კალენდრის იდეას;
- შემდეგ ამ იდეაზე უკვე საუბარია საზოგადოების გამოკითხვაში. თითქოსდა, თავად ადამიანებს სურდათ ეს.
ალექსანდრე ტკაჩენკო: „აქ არანაირ დისკუსიას არ ვხედავ. ანუ არის საზოგადოების მოლოდინები, ჩვენს მიერ კი დიაში გამოკითხვა ჩატარდა“.
მოგვიანებით მინისტრი წერს: „ლიტურგიული კალენდრის რეფორმა უკვე მომწიფდა და დღეს დროა დაინერგოს გადამწყვეტი ცვლილებები“.
რატომ ფიქრობს ხელისუფლება ასე დაჟინებით საეკლესიო კალენდარზე? ამაზე პასუხობს ანდრეი იურაში, რელიგიების საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მეთაური, ამჟამად ელჩი ვატიკანში. აღმოჩნდა, რომ ახალ სტილზე გადასვლა არის იდეოლოგიისა და პოლიტიკის საკითხი. და ეს არის უკრაინის მადლიერება დასავლეთისადმი ომში მხარდაჭერისთვის.
ანდრეი იურაში: „ეს არის კულტურულ-იდეოლოგიური საკითხი. ჩვენ ყველანი დასავლური სამყაროს ნაწილი ვართ. და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ეს კუთვნილება. ეს ასევე არის ერთგვარი მადლიერების ფორმა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო გრძნობს ამ საშინელ ომში დასავლური ოიკუმენეს სასულიერო ქვეყნების უმრავლესობის მიმართ. ეს ძალიან ძლიერი იმპულსია, რომელსაც გამოძახილი ექნება ჩვენი სახელმწიფოს მთელი სასულიერო სივრცისთვის“.
XVI-XVII საუკუნეებში, როცა მარჯვენა სანაპიროს უკრაინა რეჩი პოსპოლიტას ხელისუფლების ქვეშ უკვე ცდილობდა უკრაინელების დასავლური სასულიერო ოიკუმენეს ნაწილად ქცევას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - აქ მართლმადიდებლობის განადგურება და უკრაინის გაკათოლიკება. მხოლოდ მაშინ ზაპოროჟიელი კაზაკების მეშვეობით მოხდა აქ მართლმადიდებლური რწმენის შენარჩუნება. ვერ მოხერხდა ხალხის რეფორმირება.
ამჟამად რფ-ს შემოჭრის გამო ჩვენ ახალ მცდელობას ვხედავთ. თუმცა, დღეს სიტუაცია სულ სხვაგვარია. დღეს კონსტანტინოპოლი და რომი საუბრობენ მალე ერთად თანამსახურებასა და გაერთიანებაზე. ის მზადდება 2025 წლისთვის, I მსოფლიო საეკლესიო კრების იუბილესთვის. ამ თარიღისთვის პაპმა და პატრიარქმა ბართოლომეოსმა აღდგომის ერთობლივი აღნიშვნა დათქვეს. მათ უკვე ათეულობით განცხადება გააკეთეს მომავალ ერთიანობაზე. და არა მხოლოდ რომსა და ფანარიონს შორის. პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველა კონფესიის ერთიანობისკენ. ამასთან, ბრიტანულ კონფესიებს მოუწოდებს პატრიარქი ბართოლომეოსიც. თუმცა, ეს შორეული მომავლის საქმეა. რომისა და ფანარიონის სტრუქტურების გაერთიანება კი უნდა დაიტესტოს უკვე ხვალ უკრაინაში. ამაზე საუბრობს უნიატების მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი.
სვიატოსლავ შევჩუკი: „ჩვენი ეკლესია შეჯიბრშია, რომ იმ მიღწევებს, რომელიც ცხადია მსოფლიო დონეზე, ჩვენ ჩვენს ადგილობრივ დონეზე ხორცი შევასხათ. როგორც უკრაინელი ხალხის ადგილობრივი ეკლესია, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ საეკლესიო კონტექსტში მსოფლიო ერთიანობის ძიების იმ ნაყოფის შეტანა. დიალოგი, რომელიც საბოლოო გამოიწვევდა ჩვენს სრულ და ხილულ ერთიანობას“.
ვფიქრობთ, დღეს უკრაინაში ხდება მასშტაბური რელიგიურ-პოლიტიკური პროექტის რეალიზება, სადაც მონაწილეობენ რომი, ფანარიონი, უნიატები, მეუ და უკრაინის საერო ხელისუფლება. შესაძლოა, სწორედ ამ პროექტით აისხნება ხელისუფლების რეპრესიები უმე-ზე და არა მისი მითიური კავშირით მოსკოვთან. თუ მოხდება მორწმუნეების მეუ-ში გადაყვანა, ხოლო შემდეგ- გაერთიანება უნიატებთან, მთელი უკრაინა გახდება გლობალური პოლიგონი ერთიანი კონფესიის გაშლისთვის.
და ქრისტიანი იტყვის: ერთიანობა ხომ კარგია, მხოლოდ სიხარული დაგვრჩენია. ეს მართებულიცაა, თუ ეკლესიაში ბრუნდებიან ისინი, ვინც მას გამოეყო. თუმცა, ახლა ეს ასე არაა, ამჟამად შეიძლება შეიქმნას კონფესიების ერთიანი ნაზავი ,სადაც ყველა შეინარჩუნებს თავის ერესსა და შეცდომებს.
მაგალითად, აშშ-ში ფანარიონის არქისაეპისკოპოსოს მეთაური თვლის, რომ „ყველა რელიგია არის ერთი ადგილისკენ მიმავალი უამრავი ბილიკი“. ფანარიონის მეტაური თვლის, რომ მისი ამოცანაა ხიდების გადება სხვადასხვა რწმენას შორის. ეკუმენური მსახურება დღეს საერთოდ ჩვეულებრივი საქმე გახდა.
მეუ-ს ტერნოპოლის ტაძარში ლიტურგიაზე დგას კათოლიკე სამოსელით. აი, ჰამბურგში მეუ-სა და ლუთერანების ერთიანი ევქარისტია ხორციელდება. ეკუმენური მსახურები ახლა თითქმის ყველა კვირას ხდება. აი, პატრიარქი ბართოლომეოსი და ფანარიონის იერარქები ლოცულობენ ლონდონის ანგლიკანურ ტაძარში. აი, ფანარიონის, რომის, მეუ-სა და უბკე-ს თანამსახურება კიევში. აი, ფანარიონის, კათოლიკებისა და პროტესტანტების მსახურება ნიუ-იორკში, აი, მეუ-ს, კათოლიკების, ფანარიონისა და პროტესტანტების მსახურება სტამბულში.
ყველა ეს ოვერტონის ფანჯარაა. ისინი თავად ქრისტეს ეკლესიის ცნებას შლიან. თუ ყველა რელიგია თანაბარი მნიშვნელობისაა, მაშინ რატომ უნდა შეუდგე მართლმადიდებლურ რწმენას? საჭიროა კი დაეყრნდო წმინდა წერილს? მაგალითად, სოდომის ცოდვასთან დაკავშირებით.
თებერვლის დასაწყისში ანგლიკანური ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ლგბტ-წყვილების ტაძრებში კურთხევასთან დაკავშირებით. ახლა ხელისუფლება გაძლიერებულად ცდილობს ასისტირებული თვითმკვლელობის, ევთანაზიის დაშვებას. ანალოგიური პროცესები მიდის კათოლიკებთანაც და პროტესტანტებთანაც. ყოველივე ეს კი არის დასავლური „სასულიერო ოიკუმენე“, რომლის ნაწილადაც ჩვენ, უკრაინელებს გვამზადებენ.
გვინდა კი ასეთი მომავალი? იქნებ უმჯობესია დავაფასოთ მართლმადიდებლური რწმენის ის სიმდიდრე, რომელიც მივიღეთ ღირსი პეჩერელების, იობ პოჩაევის, იონა კიეველის, კუკშა ოდეშელისა და ჩვენი მიწის სხვა ბევრი დიდი წმინდანისგან? იქნებ სწორედ ამ „დასავლურმა ოიკუმენემ“ უნდა ეძიოს სიბრძნე ჩვენს მართლმადიდებლურ ტაძრებსა და მონასტრებში?
ისე მოხდა, რომ დღეს ქრისტიანობა კრიზისში აღმოჩნდა. რუსეთის ეკლესია გახდა სახელმწიფო სამხედრო მანქანის დანამატი, დასავლური ქრისტიანობის დიდი ნაწილი დაექვემდებარა გენდერისა და ლგბტ-ს დანერგილ იდეოლოგიას. უკრაინაში ქრისტეს ეკლესიას დევნია, მაგრამ ამისგან ის მხოლოდ კიდევ უფრო მტკიცე და შეკრულია. დიახ, ხელისუფლებას თავისი გეგმები აქვს ჩვენზე. თუმცა, თუ უფალი ჩვენსკენაა, ვინაა ჩვენს წინააღმდეგ?