ეკლესიათაშორისი დიალოგის მონაწილეებს უფლებამოსილება არ აქვთ განაცხადონ
წმინდა სოფიოს ტაძარში ხელისუფლებამ ჩაატარა მეუ-სა და უმეს შორის უკვე მეორე „დიალოგის შეხვედრა“. საბოლოო მიზანს წარმოადგენს ყველას გაერთიანება ერთ სტრუქტურაში. რისთვის ხდება ეს და როგორი პერსპექტივებია.
20 თებერვალს სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა „კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში ეკლესიათაშორისი დიალოგის მონაწილეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი უკრაინაში საეპისკოპოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა მიმართ“. რამდენად მისაღებია ეს თეზისები მართლმადიდებლებისთვის?
მეტად ნიშანდობლივია ის, რომ ეს მიმართვა განთავსებულია ДЕСС-ის ოფიციალურ საიტზე. ეტყობა, რომ ხსენებული სახელმწიფო სამსახური ამას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა სინამდვილეში მონაწილეთა შემადგენლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ღონისძიება სერიუზულად აღიქმებოდეს. ფოტოების მიხედვით, მეუ-ს მხრიდან ეს ძირითადად უმე-ს ყოფილი კლირიკოსები არიან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს ეკლესია. უმე-ს მხრიდან კი ესწრებოდნენ მღვდლები, რომლებიც იმდენად ნეგატიურად ლაპარაკობენ თავიანთ ეკლესიაზე, რომ დროა დაისვას კითხვა - რატომ არიან ისინი ჯერ-ჯერობით აქ და არა იქ?
თუმცა პასუხი საკმაოდ მარტივია: ამ შემთხვევაში დიალოგს ფორმალურადაც კი ვერ ჩათვლიან როგორც ეკლესიათაშორისს. უმე-ს ამ კლირიკოსებს არავისგან არ აქვთ უფლებამოსილება, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ დიალოგში, მონაწილეობა - მათი პირადი საქმეა და ამას ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მათი ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგებიან უმე-ს ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ფორმულირებულია მმართველობის უმაღლესი ორგანოს - უმე-ს კრების მიერ და მდგომარებს იმაში, რომ უმე დიალოგის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მომხრეა, წინააღმდეგი კი არა, არამედ განხეთქილების მოგვარების მომხრეა, წინააღმდეგი კი არა, არამედ ყველა იმ უკრაინული კონფესიის გაერთიანების მომხრეა, რომლებიც თავიანთ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ.
ციტატა უმე-ს 27.05.2022 წ.-ის კრების გადაწყვეტილებიდან: „ღვთის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგნებით, კრებამ გამოხატა ღრმა მწუხარება იმის გამო, რომ უკრაინულ მართლმადიდებლობაში არ არის ერთობა. განხეთქილების არსებობას კრება აღიქვამს როგორც ღრმა და მტკივნეულ ჭრილობას ეკლესიის სხეულზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი არის ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებებმა უკრაინაში, რომელთა შედეგად წარმოიშვა „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“, მხოლოდ გააღრმავეს გაუგებრობები და ფიზიკური დაპირისპირებები წარმოქმნეს. მაგრამ ასეთ კრიზისულ გარემოებებშიც კი კრება არ კარგავს დიალოგის განახლების იმედს“.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს დიალოგი იყოს საგნობრივი და ნაყოფიერი, უმე აყენებს აუცილებელ პირობებს. ციტატა: „იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, მეუ-ს წარმომადგენლებმა უნდა:
- შეწყვიტონ ტაძრების მიტაცება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების იძულებითი გადაყვანა;
გაიაზრონ, რომ მათი კანონიკური სტატუსი, როგორც ეს დაფიქსირებულია „მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინაში წესდებაში“, არის ფაქტიურად არაავტოკეფალური და მნიშვნელოვნად ჩამორჩება საეკლესიო მოღვაწეობის რეალიზების თავისუფლებას და შესაძლებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის წესდებით;
გადაწყვიტონ მეუ-ს იერარქიის კანონიკურობის საკითხი, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, როგორც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობისთვის, სრულიად ნათელია, რომ მეუ-ს იერარქიის კანონიკურობის აღიარებისთვის აუცილებელია მისი ეპისკოპოსების მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის აღდგენა“.
სამივე პირობა სრულიად სამართლიანია.
არ შეიძლება დიალოგის წარმოება მათთან, ვინც ტაძრებს იტაცებს და ძალადობს, არ შეიძლება ერთობაზე ლაპარაკი მათთან, ვინც, მათი ტომოსის თანახმად, დამოუკიდებელი არ არის გადაწყვეტილებების მიღებაში და ბოლოს, არ შეიძლება დიალოგის წარმოება მათთან, ვინც ეკლესიიდან განკვეთილი ადამიანის მიერ არის „ხელდასხმული“.
მაგრამ საინიციატივო ჯგუფები მაინც აწარმოებენ დიალოგს და მიმართვასაც იღებენ. მივმართოთ მის ტექსტს და ვნახოთ, თუ რამდენად შეესაბამება ის უშუალოდ საეკლესიო კრიტერიუმებს და აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურს და საზოგადოებრივს ის სრულიად შეესაბამება. სტატიის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, მიმართვის ტექსტი სრულად არ მოგვყავს, შემოვიფარგლებით მხოლოდ ძირითადი თეზისებით და ყველაზე მეტყველი ციტატებით.
l. „რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ გახდა ჩვენი ხალხის სულიერ და კულტურულ იდენტობაზე მრავალსაუკუნოვანი იმპერიული ზეწოლის კულმინაცია. <...> რუსეთი ყოველთვის უარყოფდა უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის არსებობის უფლებას“. აგრეთვე ნათქვამია, რომ რმე შეიჭრა „უკრაინის ეკლესიების“ კანონიკურ ტერიტორიაზე და ის იწონებს და აკურთხებს აგრესიულ ომს.
ეჭვგარეშეა აგრესორის მხარეს რმე-ის ომში მონაწილეობა მოწონების, კურთხევისა და რფ მოქალაქეებისადმი ომში წასვლის ღია მოწოდების ფორმით. მჟკ-ის გვერდებზე უკვე საკმარისი რაოდენობის სტატია გამოქვეყნდა მსგავსი პოზიციის დაგმობით და მტკიცებით, რომ ეს სახარებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რა მიზეზით მოხვდა უკრაინა გეტმან ბოგდან ხმელნიცკის დროს ჯერ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, შემდეგ კი მის შემადგენლობაში შევიდა.
ამის შესახებ ნათლად მეტყველებს ისეთი ისტორიული დოკუმენტი, როგორც არის ფილიპ ორლიკის კონსტიტუცია. ციტატა: „საიდუმლო არ არის, რომ გეტმანი ბოგდან ხმელნიცკი, ნათელი მის ხსოვნას, ზაპოროჟიეს ჯართან ერთად აუჯანყდა და სამართლიანი ომით გაილაშქრა პოლონეთის რეჩი პოსპოლიტის წინააღმდეგ სამხედრო უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, მაგრამ პირველ რიგში წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის, ვინაიდან პოლონეთის ხელისუფლების სხვადასხვა სახის ზეწოლით უკრაინა იძულებული გახდა გადასულიყო რომის ეკლესიის უნიაში. ხოლო ჩვენს სამშობლოში უსჯულოების აღმოფხვრის შემდეგ, სამხედრო ზაპოროჟიეს და მალოროსიელ ხალხთან ერთად, ის კეთილი ნებით დაემორჩილა და გადავიდა მოსკოვის სახელმწიფოს მფარველობაში ერთადერთი მიზნით - მხოლოდ მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის გამო“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილიპ ორლიკი ამტკიცებს, რომ, პოლონეთის ხელისუფლებას რომ არ ეწარმოებინა მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, არ აეძულებინა მისი გადასვლა კათოლიციზმთან უნიაში, უკრაინა არ შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში და შესაბამისად არ იქნებოდა „მრავალსაუკუნოვანი იმპერიული ზეწოლა ჩვენი ხალხის სულიერ და კულტურულ იდენტობაზე“. ახლა მთელი ძალით ვითარდება უკრაინელ ბერძენ-კათოლიკებთან გაერთიანების თემა, ხოლო კანონიკური უმე აკრძალვის ზღვარზე დგას. ხომ არ მეორდება ისტორიული შეცდომები?
II. წინა თეზისიდან უკრაინის წინააღმდეგ რფ-ის აგრესიის შესახებ და რმე-ის მონაწილეობაზე ამ ყველაფერში, დიალოგის მონაწილეებს გამოაქვთ დასკვნა: „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი უნდა გაერთიანდეს ერთიან კრებით და ადგილობრივ (ავტოკეფალურ) უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში“.
სამხედრო შეჭრა არაფრით არ უნდა იყოს საბაბი სულიერი გაერთიანებისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ხასიათის მოვლენა. რელიგიური გაერთიანება ხდება ერთობლივი სარწმუნოების, ზნეობის და ქიროტონიის მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის საფუძველზე. ეს სწორედ ის არის, რასაც უმე თვლის დიალოგის საფუძვლად და რასაც არ იღებს მეუ და ამბობს, რომ ეს მიუღებელი ულტიმატუმებია.
III. ამ პუნქტში დიალოგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ორი უკრაინული მართლმადიდებლური იურისდიქციის კლირიკოსთა და ერისკაცთა მნიშვნელოვან ნაწილში შეინიშნება ღრმა გაუცხოვება, უნდობლობა და „მტრის ხატის“ ფორმირება, რაც იწვევს ორმხრივ დეჰუმანიზაციას“ და აღნიშნეს, რომ აუცილებელია „გადატვირთვა ჩვენს ურთიერთობებში“.
შემდეგ ტექსტში მიდის „ერთ კარში ბურთის გატანა“: უმე-ს საყვედურობენ მისი განცხადებების გამო ტაძრების უკანონო მიტაცებაზე და მეუ-ში სამრევლოების გადაყვანაზე, მეუ-ს „იერარქების“ მადლმოსილების არაღიარებაზე, „უმე-ს სამღვდელოების ცალკეული წარმომადგენლების მიერ კოლაბორაციონიზმის გამოვლინებაზე“, უმე-ს, როგორც „სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი“ სტრუქტურის, დამანგრეველ გავლენაზე საზოგადოებაში.
დიახ, ჩვენ არ ვეთანხმებით ტაძრების მიტაცებას; დიახ, ჩვენ არ ვთვლით „ეპისკოპოსების“ მადლმოსილებას, რომლებიც ხელდასხმულები არიან ეკლესიიდან განკვეთილი ადამიანის მიერ; დიახ, ჩვენ არ ვაკისრებთ კანონიკურ შეზღუდვებს პოლიტიკური ან კრიმინალური დანაშაულებების გამო, რომლებიც ხშირ შემთხვევებში სასამართლოს წესითაც არ არიან დამტკიცებულები. მაგრამ სწორედ ამაში ვლინდება ჩვენი მისწრაფება როგორც ეკლესიის კანონიკური წესების, ასევე უკრაინის კანონმდებლობის მიმართაც, რომელიც არის სინდისის თავისუფლებისა და ეკლესიის ქონებაზე ჩვენი უფლების გარანტი.
რაც შეეხება სახელმწიფო-აგრესორისადმი დამორჩილებას, ეს არის სიცრუე, უმე არანაირად არ არის დამოკიდებული რმე-ზე, ხოლო ამ ომში უკრაინისა და მისი ხალხისადმი მხარდაჭერა მრავალი ქმედებით აქვს დამტკიცებული, დაწყებული ოფიციალური განცხადებებიდან დამთავრებული უკრაინის დამცველი მეომრების დალოცვით, უმე-ს ერთგული შვილებით, რომელთა უმრავლესობამ თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თავისუფლებას.
ამასთან ერთად, დიალოგის მონაწილეებს ერთი სტყვითაც არ უხსენებიათ არც ტაძრების მიტაცება, არც უმე-ს სამღვდელოებაზე და მორწმუნეებზე ძალადობა, არც ადგილობრივი ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში საკმაოდ ცინიკურად ჟღერს სიტყვები: „ჩვენ ვხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიების სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების პერსპექტივას სამართლის, ურთიერთპატივისცემისა და პარტნიორობის უზენაესობის პრონციპებზე დაფუძნებულს“. რა სამართლის უზენაესობაზე შეიძლება ლაპარაკი უმე-სთან მიმართებაში?! პატივისცემაზე რომ არაფერი ვთქვათ. უმე-ს წიხლს კრავს და შეურახყოფს ყველა ვისაც არ ეზარება! გავიხსენოთ თუნდაც „95 კვარტალის“ მკრეხელური გამოცემა! მაგრამ ამაზე დიალოგის მონაწილეები დუმილს ამჯობინებენ.
კიდევ ერთი ცინიკური მოწოდება: „მოგიწოდებთ საკანონმდებლო ინიციატივების ფართო განხილვისკენ, რომლებიც ეხება რელიგიური ცხოვრების რთულ და ხშირად მტკივნეულ საკითხებს“. ვინმე უსმენს უმე-ს პოზიციას ანტიეკლესიურ კანონპროექტებთან დაკავშირებით?! ვინმე აქცევს ყურეადღებას მისი უფლებების დარღვევის დოკუმენტურად ასახულ შემთხვევებს?!
IV. მონაწილეები აფიქსირებენ, რომ უკრაინის საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა შეხედულებები „ამ საკითხებზე“ და თვალსაც არ ახამხამებენ, ისე გვთავაზობენ „პირველ (!) ნაბიჯებს ჩვენი დაახლოებისთვის“.
ეს შემდეგი ნაბიჯებია:
- უმე-ს და მეუ-ს ურთიერთთანამშრომლობა სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში;
„ორივე ეკლესიის წარმომადგენელთა ერთობლივი მსახურება ადგილობრივი და ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კულტურულ-რელიგიური ღონისძიებების ჩატარების დროს“;
ერთობლივი ლოცვა პარაკლისებზე, პანაშვიდებზე და განსაკუთრებით დაღუპულ მეომართა დაკრძალვის დროს;
„საეკლესიო საიდუმლოებებისა და მსახურების მადლმოსილების“ აღიარება;
„ბარიერების მოშლა, რომლებიც ხელს უშლიან <...> ორივე ეკლესიის ევქარისტიულ ურთიერთობას“.
ამასთან ერთად, დიალოგის მონაწილეებს არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ მთავარი „ხელისშემშლელი ბარიერი“ არის სწორედ ის, რომ მეუ-ს წარმომადგენლებში არ არის მღვდლობის მადლმოსილება.
ალბათ ამის შესახებ ყველაზე კარგად თქვა ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ანასტასიმ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს მიმართ წერილში: „მთელი ის დრო, სანამ ბატონი ფილარეტი ჩამოქვეითებული და ანათემირებული იყო, ის აღასრულებდა არაკანონიკურ ქმედებებს, რომლებიც არ იყო ჭეშმარიტი საიდუმლოებები.
ამიტომ მის მიერ აღსრულებული ქიროტონიები ჭეშმარიტი არ არის, ცარიელია, მადლმოსილებისა და სულიწმინდის მოქმედების გარეშე. სხვა ქიროტონიებს შორის, აღსანიშნავია მისი მდივნის, სერგეი დუმენკოს, ამჟამად მიტროპოლიტ ეპიფანეს ქიროტონიებიც ჯერ დიაკვნად, შემდგომში მღვდლად და ბოლოს ეპისკოპოსად.
არქიეპისკოპოსი ანასტასი, ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი. თქვენს 24 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ნათქვამია: „ჩვენ აღვადგინეთ ისინი მათ საეპისკოპოსო და სამღვდლო ხარისხებში“. თუმცა ვსვამთ კითხვას: რა დონეზე მიიღეს ბატონ ფილარეტის მიერ აღსრულებული ქიროტონიები, იმ დროს, როდესაც ის ჩამოქვეითებული და ანათემირებული იყო, კანონიკური ქიროტონიის, სულიწმიდის ჭეშმარიტებისა და მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის ჭეშმარიტი ბეჭედის გარეშე?
სრულიად მართლმადიდებლობის მიერ აღიარებულია და ძირითად ეკკლესიოლოგიურ პრინციპად მიჩნეულია, რომ ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა ქიროტონიები, განსაკუთრებით კი ჩამოქვეითებულების და განკვეთილების, ასევე „საიდუმლოებები“ ეკლესიის გარეშე, ნამდვილი არ არის. ეს ძირითადი პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული მართლმადიდებლურ სწავლებასთან სულიწმიდის შესახებ და წარმოადგენს მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის ურყევ საფუძველს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა დაუშვებელია“.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალსაზრისი დაფუძნებულია ეკლესიისა და სულიწმიდის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებაზე და აღიარებულია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობის მიერ, დიალოგის მონაწილეები ამ ყველაფერზე უბრალოდ თვალის დახუჭვას და მეუ-ს „ეპისკოპოსთა“ მადლმოსილების აღიარებას გვთავაზობენ.
მეუ-ს წარმომადგენლებთან ნებისმიერი ერთობლივი ლოცვის საკითხი ცალსახად წყდება წმინდა მოციქულთა მე-10 კანონის საფუძველზე: „ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს“.
„ხელიშემშლელი ბარიერის“ მოშორება მთლიანად მეუ-ს ხელშია. თუ ისინი თუნდაც ფანარიონისგან, ან სხვა ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიიდან მიიღებენ კანონიკურ ქიროტონიებს, მაშინ შევძლებთ საუბარს. მანამდე კი კანონები, განკვეთის შიშით, გვიკრძალავენ მათთან ერთად ლოცვას.
V. დიალოგის მონაწილეები მოგვიწოდებენ „ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი მოდელების დამუშავების მიზნით, რომლებიც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემენ უმე-ს და მეუ-ს გაერთიანებას ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიად“.
ამ პუნქტშიც აგრეთვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ ის მონაწილეები, რომლებიც თითქოს უმე-დან არიან, მთლიანად და სავსებით მეუ-ს პოზიციაზე გადადიან. დიალოგის დაწყების მოწოდება ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე ნიშნავს ეპისკოპოსობის მადლმოსილების აღიარებას იქ, სადაც ის არ არსებობს. ხოლო „უმე-ს და მეუ-ს გაერთიანება ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიად“ სხვა არაფერია, თუ არა უმე-ს მეუ-სთან მიერთება, მეუ თავს უწოდებს სწორედ ყველაზე „ერთიან ადგილობრივს“, ხოლო სხვა დანარჩენებს მხოლოდ მასთან მიერთება შეუძლიათ.
VI. მონაწილეები გამოხატავენ „გულწრფელ იმედს, რომ ჩვენს ხმას ორივე ეკლესიის ათასობით მორწმუნე შეუერთდება, რომლებსაც გული შესტკივათ მართლმადიდებლობის ბედზე უკრაინაში და ისწრაფვიან ერთობისკენ და გამარჯვებისკენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“.
აქ შეინიშნება ცნებათა აღრევა, რაც იმ ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული, ვისაც სახარება არ წაუკითხავს. იმისთვის, რომ გავერთიანდეთ „ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვებისთვის“, ეკლესია სულ არ არის საჭირო. ამისთვის არსებობენ გაერთიანების სხვა ფორმატები და სხვა ინსტიტუტები, პირველ რიგში კი - სახელმწიფო. ეკლესია საჭიროა ერთადერთი მიზნისთვის - ქრისტესთან ერთობისთვის და საუკუნო ცხოვრებისთვის მასთან ერთად. ვრცელ კატეხიზმოში წერია: „ეკლესია არის ადამიანთა ღვთივდადგენილი საზოგადოება, გაერთიანებული მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სჯულის კანონით, წმინდა იერარქიით და საიდუმლოებებით“.
იგივე სამი ასპექტი, რომლებზეც უმე ლაპარაკობს მეუ-სთან დიალოგის საკითხთან დაკავშირებით:
- რწმენა;
- ზნეობა;
- მოციქულებრივი მემკვიდრეობითობა.
ზემოთ უკვე შევეხეთ მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის საკითხს. რა შეეხება მორალურ ნორმებს, მეუ-ს მომხრეებმა ეს უკვე ნათლად დაამტკიცეს ტაძრების მიტაცების, ძალადობის, უმე-ს მორწმუნეთა შეურაცხყოფის და მათი მისამართით სიცრუის ფორმით. რწმენას რაც შეეხება, ის უპირველესად მრწამსში არის ფორმულირებული, მეუ-ს წარმომადგენელთა განცხადებები კათოლიკებთან გაერთიანების პერპექტივებზე, მათ კი, როგორც ცნობილია, შეცვალეს მრწამსის ტექსტი, - ეს უკვე მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდისგან განდგომის დაანონსებას წარმოადგენს.
დასკვნები
დიალოგის მონაწილეთა მოწოდების ყველა ეს პუნქტი სწორი და მისაღები იქნებოდა, საქმე ეკლესიას კი არა, საზოგადოებრივ ორგანიზაციას რომ ეხებოდეს. მაშინ მართლაც გამარჯვებისა და თავისუფლების სახელით შესაძლებელი იქნებოდა გაერთიანება და არსებულ უთანხმოებებზე თვალის დახუჭვა. ეკლესიაში კი ყველაფერი სხვაგვარად არის. ეკლესია ამქვეყნიური არ არის და ამქვეყნიური მიდგომები მის მიმართ დაუშვებელია. უმე-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ძლიერთათვის ამა ქვეყნისა, საზოგადოების ფართო წრეებისთვის, მეუ-ს წარმომადგენლებისთვის და, სამწუხაროდ, დიალოგის იმ მონაწილეთათვის, რომლებიც თითქოს უმე-ს სახელით გამოდიოდნენ, რაღაც წვრილმანს წარმოადგენს. კონკრეტულად კი: მეუ-ს „იერარქებში“ კანონიკური ქიროტონიების არარსებობა. მეორე ადგილზეა მეუ-ს წარმომადგენლების მიერ ძალადობა და უმე-ს ტაძრების მიტაცება.
საინტერესო მომენტი. უმე-ს წარმომადგენლებს არ ჩაუდენიათ არანაირი უკანონო ქმედებები მეუ-ს მიმართ. ყველაფერი პირიქით არის. მაგრამ სწორედ უმე-ს წარმომადგენლებს ადანაშაულებენ მიუღებლობასა და მტრობაში. თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს, რომ მეუ-ში შეწყდეს ღვთის მცნებების დარღვევა, ძალადობა და უკანონობა ჩვენს მიმართ და ბოლოს და ბოლოს სამღვდლო ხარისხში კანონიკური ხელდასხმის მიღება.