რუმინეთის ეკლესია, ფანარიონი და ავტოკეფალიის საკითხი
რუმინეთის სინოდმა განაცხადა, რომ ახალი ავტოკეფალიები უნდა დამკვიდრდეს ყველა ეკლესიის მიერ. თუმცა, ეს ეწინააღმდეგება ფანარიონის „პრივილეგიებს“. კონფლიქტი ნათელია და როგორ გადაწყდება ის?
2022 წელს სერბეთის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა მაკედონიის ეკლესიას. დღეს კი რუმინეთის ეკლესიამ მთელი მართლმადიდებლობის დღის წესრიგში ჩასვა საკითხი ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურის შესახებ. ფორმალურად მაკედონიის სიტუაციისთვის, ფაქტზე კი რუმინელებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი ავტოკეფალია უნდა დამტკიცდეს ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ.
2023 წლის 13 თებერვალს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაეწყო კონსულტაცია მაკედონიის ეკლესიისთვის ავტოკელაფიის შესახებ „საბოლოო“ ტომოსის გაცემის საკითხის თაობაზე. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ თარგმანის სიფაქიზეს: რუმინულენოვან ვერსიაში განცხადება არის „Tomos final de autocefalie”, ინგლისურენივანში “A final tomos of autocephaly”. ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომლებზეც საუბარი იქნება ქვემოთ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ უფრო მართებული იქნებოდა თარგმანი არა „საბოლოო“, არამედ „შემაჯამებელი“.
განსხვავება აი რაშია: დავინახავთ რა სიტყვას „საბოლოო“ ტომოსთან მიმართებაში, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სწორედ ეს „საბოლოო“ ტომოსი წარმოადგენს იმ საჩვენებელ დოკუმენტს, რომელსაც ეყრდნობა კიდეც მაკედონიის (მოცემულ შემთხვევაში) ეკლესიის ავტოკეფალური სტატუსი. თუმცა, ეს ასე არაა, რამდენადაც ამის მამტკიცებელს წარმოადგენს სხვა დოკუმენტი, კერძოდ კი - ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც გაცემულია მაკედონიელებისთვის სერბეთის ეკლესიის მიერ 2022 წლის 5 ივნისს. “Tomos final de autocefalie”, რომლის წარმოქმნითაც შეფიქრიანებულია რუმინეთის ეკლესია არის დოკუმენტი, რომელიც არ „წარმოქმნის“ ავტოკეფალიას, არამედ მოწმობს ამ ავტოკეფალიის აღიარების პროცესის დასრულებას. შეიძლება ანალოგიის მოყვანა: ადამიანი იბადება მშობიარობით და არა დაბადების მოწმობის მიღების მეშვეობით, ეს უკანასკნელი მხოლოდ დოკუმენტურად ადასტურებს დედამიწაზე ახალი ადამიანის გაჩენას.
ცოტა რამ „მაკედონიის საკითხის“ ისტორიაზე. თავად მაკედონიის ეკლესიის თვალსაზრისით, მისი ისტორია იწყება ცნობილი ოჰრიდის არქისაეპისკოპოსოდან, რომელიც არსებობდა XI-XVIII საუკუნეებში. 1913 წლიდან ოჰრიდში ეპისკოპოსის კათედრა იმყოფებოდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში, ხოლო 1915 წლიდან - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში, 1919 წლიდან - ისევ სერბეთის ეკლესიის, ხოლო 1941 წლიდან - ისევ ბულგარეთის , 1945 წლიდან ავტოკეფალიის მიღებამდე კი - სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. 1967 წელს მაკედონიის რესპუბლიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცალმხრივი წესით გამოაცხადა ავტოკეფალია, რომელიც არ ცნო არც ერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ. დაიწყო მაკედონიის განხეთქილება. მისი პრინციპული განსხვევბა უკრაინის განხეთქილებისგან მდგომარეობს იმაში, რომ მაკედონიელ მღვდელმთავრებს ჰქონდათ კანონიკური ქიროტონია. რამოდენიმეჯერ სცადეს მაკედონიის განხეთქილების მოშუშება, მაგრამ უშედეგოდ.
პრაქტიკულად უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან პ. პოროშენკოსთან ერთდროულად, ფანარიონზე მოლაპარაკებებს მართავდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებიც მაკედონიის განხეთქილების აღიარების შესახებ. ფანარიოტები მთლიანობაში ასრულებდნენ მაკედონიელებისთვის ხელსაყრელ განცხადებებს, თუმცა საქმე შორს არ წასულა. 2022 წლის 16 მაისს სერბეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა განაცხადა მაკედონიის განხეთქილების მოშუშებისა და მაკედონიის ეკლესიასთან ერთიანობის აღდგენის თაობაზე. ამასთან, სერბეთის ეკლესიამ გამოაცხადა მაკედონიელებისთვის ავტოკეფალიის უახლოეს მომავალში მინიჭების თაობაზე. დეტალურად ამის შესახებ შეიძლება წაიკითხო სტატიებში: „ფანარიონი დადგა მაკედონელი განხეთქილებაში მყოფების აღიარების გზაზე?“ და „მაკედონიის განხეთქილების მოგვარება და უკრაინის სიტუაცია“.
2022 წლის 5 ივნისს სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა დაამტკიცა ტომოსი მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, ხოლო წმინდა კირილისა და მეთოდის დღესასწაულებაზე წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის საკათედრო ტაძარში სკოპიაში, სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა პატრიარქმა პორფირემ საზეიმოდ გამოაცხადა ეს ავტოკეფალია.
ამას მოჰყვა მაკედონიის ეკლესიის აღიარება მიყოლებით ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან:
- 2022 წლის 15 აგვისტო „მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია - ოჰრიდას არქისაეპისკოპოსო ცნო რუსულმა ეკლესიამ;
- 2022 წლის 18 ოქტომბერი - ანტიოქიის ეკლესიამ;
- 2022 წლის 25 ოქტომბერს - პოლონეთის ეკლესიამ;
- 2022 წლის 23 ნოემბერს - უკრაინის ეკლესიამ;
- 2022 წლის 13 დეკემბერს - ბულგარეთის ეკლესიამ;
- 2023 წლის 7 თებერვალს - ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიამ;
- 2023 წლის 9 თებერვალს - რუმინეთის ეკლესიამ;
- 2023 წლის 14 თებერვალს - საქართველოს ეკლესიამ;
უნდა ითქვას, რომ ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ როდი სნო სწორედ ავტოკეფალია, ზოგიერთმა აღიარა მაკედონიის ეკლესია მართლმადიდებლობის ნაწილად, თუმცა გვერდი აუარა ავტოკეფალიის სტატუსს დუმილით.
და რაც შეეხება კონსტანტინოპოლის პატრიარქს და დანარჩენებს, ე.წ. ბერძნულ ეკლესიებს? აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი. 2022 წლის მაისში, როცა სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიების წარმომადგენლები უკვე გავიდნენ ფინიშზე მაკედონიის განხეთქილების მოგვარების საკითხში, ფანარიონმა გადაწყვიტა დაესწრო და 9 რიცხვში განაცხადა, რომ „ევქარისტულ ურთიერთობაში იღებს ამ ეკლესიის იერარქიას, სამღვდელოებასა და ერისკაცებს არქიეპისკოპოს სტეფანეს წინამძღოლობით, ამით აშუშებს რა განხეთქილების ჭრილობას და „ზეთსა და ღვინოს“ ასხამს ჩვენი მართლმადიდებელი ძმების გამოცდას ამ ქვეყანაში“.
ამასთან, ფანარიონმა მაკედონიის ეკლესიას აუკრძალა თავს უწოდოს მაკედონიის (მხოლოდ ოჰრიდის) ეკლესია, აუკრძალა მას ჰქონდეს სამწყსო ჩრდილოეთ მაკედონიის ფარგლებს გარეთ და სერბეთის ეკლესიას „დაუთმო“ მაკედონიის ეკლესიასთან დაერეგულირებინა „ადმინისტრაციული საკითხები“. თითქოსდა, ფანარიონმა ინიციატივა ჩაიგდო ხელში, მან ფაქტიურად აღიარა ავტოკეფალია და ახლა მაკედონიელები არ საჭიროებენ ამ ავტოკეფალიის თხოვნას სერბებისგან. თუმცა, არა. მომდევნო დღეს, 2022 წლის 10 მაისს, მაკედონიის ეკლესიის სინოდმა განაცხადა სერბეთის ეკლესიასთან დიალოგის გაგრძელების თაობაზე, რომლის შედეგადაც იქცა ავტოკეფალია შემდეგი სქემის მიხედვით: თავიდან მაკედონიელები დაბრუნდნენ სერბეთის ეკლესიის წიაღში, შემდეგ კი სერბეთის პატრიარქის ხელიდან მიიღეს თავიანთი ავტოკეფალია.
მართალია, იმავე დღეს, 2022 წლის 5 ივნისს, როცა სერბეთის ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ავტოკეფალიის შესახებ, მაკედონიის ეკლესიის წინამძღოლმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ველიანოვსკი) მისცა ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა: „ძალაში რჩება კანონებით დაფიქსირებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მსოფლიო პატრიარქი გამოსცემს ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ, ხოლო სხვა ეკლესიები მას მოწიწებით იღებენ“. რა არის ეს: მთელს მართლმადიდებლობაში ფანარიონის მეთაურობის აღიარების ოფიციალური პოზიცია თუ დიპლომატიური რევერანსი, რომელიც მოწოდებულია დაამშვიდოს ფანარიოტები?
რაც შეეხება ელადის ეკლესიას, 2022 წლის 8 ივნისს მან განაცხადა ლიტურგიული ურთიერთობის აღდგენის თაობაზე, მაგრამ „სერიოზული წინააღმდეგობა და შენიშვნები“ გამოთქვა ავტოკეფალიის თაობაზე. მიზეზებად დასახელდა: დაუთანხმებლობა სახელწოდებასთან „მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესია“, ჩრდილოეთ მაკედონიის ფარგლებს გარეთ ეპარქიების არსებობასთან და სერბეთის მართლადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მინიჭების უფლებასთან დაკავშირებით.
რუმინეთის ეკლესიის პოზიცია
და აი, ყოველივე ამის შემდეგ, 2023 წლის 13 თებერვალს რუმინეთის ეკლესიამ გადაწყვიტა დაეყენებინა საკითხი მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე „საბოლოო“ („შედეგობრივი“) ტომოსის შესახებ. საკითხი დაისვა კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინაშე. თუმცა, ნიშნავს კი ეს იმას, რომ რუმინელები სერბეთის ეკლესიის შესახებ ტომოსს არასაკმარისად თვლიან და ვარაუდობენ, რომ „მოცემული“ უნდა გასცეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ? რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადების ტექსტი არ იძლევა ამის ვარაუდის საფუძველს. ეს ტექსტი შემდეგია:
„რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თვალსაზრისი ავტოკეფალიასთან მიმართებაში, რომელიც ასევე იყო წარმოდგენილი შამბეზში (2011წ.) წმინდა და დიდი საეკლესიო კრების მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, ასეთია:
„დედა- ეკლესიის წმინდა სინოდი წარმოადგენს კანონიკურ ინსტანციას, რომელსაც შეუძლია შვილობილი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება დედა-ეკლესიის წინამძღოლის მიერ მისი წმინდა სინოდის ყველა მღვდელმთავართან ერთად. ახალი ავტოკეფალიის აღიარება ეკუთვნის მთელს მართლმადიდებლური ეკლესიას, რომელიც მიიღწევა ავტოკეფალიის აღიარების შესახებ ტომოსით და რომელიც ხელმოწერილია ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების ყველა წინამძღოლის მიერ, მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა საეკლესიო კრებაზე დიპტიხების წესით“.
ამ ინფორმაციის გათვალისწინებისას, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი პატივისცემით მიუდგა რა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიეღო ევქარისტულ ურთიერთობაში იერარქები, კლირიკოსები, ბერ-მონაზვნები და მორწმუნეები არქიეპისკოპოს სტეფანეს წინამძღოლობით და შეეთავაზებინა სერბეთის პატრიარქისთვის დაერეგულირებინა ადმინისტრაციული საკითხები ორ ეკლესიას შორის.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი თავდაპირველი სინოდალური ტომოსის აღიარების შემდეგ, რომელიც გამოიცა 2022 წლის 5 ივნისს სერბეთის პატრიარქის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, მსოფლიო საპატრიარქოსგან ელოდება ინიცირებას (კონსულტაციას) და ავტოკეფალიის შესახებ საბოლოო ტომოსის გაცემას, რათა გამოიხატოს სრულიად მართლმადიდებელთა კონსენსუსი ავტოკეფალიის აღიარების თემაზე“.
ანუ რუმინელთა აზრით, საერთოდ და კერძოდ კი, მაკედონიის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების სქემა უნდა იყოს ასეთი:
- ეკლესია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ავტოკეფალიის მსურველი სტრუქტურა, (დედა-ეკლესია) იღებს გადაწყვეტილებას მისთვის ავტოკეფალიის (ტომოსის) მინიჭების თაობაზე.
- კონსტანტინოპოლის პატრიარქი ახდენს ამ ავტოკეფალიის ადგილობრივი ეკლესიების მიერ აღიარების პროცესის ინიცირებასა და ორგანიზებას.
- ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები ხელს აწერენ „შემაჯამებელ“ ტომოსს მათ შორის „ყოველგვარი განსხვავების გარეშე“. ამასთან, ეს ტომოსი არა ავტოკეფალიის მიღებაზე, არამედ აღიარებაზეა.
ამ სქემიდან ჩანს, რომ დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს გადაწყვეტილება ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა დედა-ეკლესიის და არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ, რომელსაც მხოლოდ ავტოკეფალიის აღიარების პროცესის ორგანიზატორის როლი ენიჭება.
ამ სქემის, როგორც ზოგადად სავალდებულოს მიღება სურდათ კრეტას 2016 წლის საეკლესიო კრებაზე, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მაგრამ ის ასეთად ფაქტიურად არ იქცა. თუმცა, საკითხი არ იქნა გამოტანილი განსახილველად ფანარიონის პოზიციის გამო, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება ავტოკეფალია მიანიჭოს ნებისმიერს და რომ სწორედ მისი ტომოსი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს ახალი ადგილობრივი ეკლესიისთვის.
ამდენდა, რუმინეთის ეკლესია ფანარიონს სთავაზობს დათანხმდეს სქემას, რომელიც მომზადდა კრეტას საეკლესიო კრებისთვის და შექმნას პრეცედენტი, რომელიც შემდგომში შეიძლება გახდეს სავალდებულო წესი მომდევნო ავტოკეფალიებისთვის.
კითხვები და შესაძლო პასუხები
დაეთანხმება თუ არა ამას ფანარიონი? ალბათ, არა, რამდენადაც ეს დარტყმას მიაყენებს მის ამბიციებს გახდეს მართლმადიდებელი სამყაროს აღიარებული მეთაური და მტკიცებებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოადგენს „პირველს თანასწორთა გარეშე“ და გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილება მართლმადიდებლობაში.
აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ მომენტს: ავტოკეფალიის მინიჭების სამი ნაბიჯის სქემიდან, რომელსაც გვთავაზობს რუმინეთის ეკლესია, მეორე ნაბიჯი ანუ ფანარიონის მიერ ავტოკეფალიის აღიარების პროცესის ინიცირება და ორგანიზაცია, შეიძლება ამოღებულ იქნეს მთელი სქემისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რომელიც მას სერბეთის ეკლესიამ მიანიჭა, უკვე მიმდინარეობს ფანარიონის ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე.
ადგილობრივი ეკლესიები იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთი აღიარების შესახებ და ეს არსებითად იქნება ის „შემაჯამებელი“ ტომოსი, თუნდაც არა ფორმალური დოკუმენტის სახით წინამძღოლების ხელმოწერის გარეშე. ამიტომაც, ფანარიონი, რომელმაც უარი თქვა რუმინელთა წინადადებაზე, რისკავს უბრალოდ ვერ შეახტეს დაძრულ ვაგონს. ავტოკეფალიას გამოაცხადებენ, მიანიჭებენ და აღიარებენ მისი მონაწილეობის გარეშე და ფანარიოტები ამასთან ვერაფერს გახდებიან.
რა ხდება მეუ-თან დაკავშირებით?
შეიძლება რუმინელების მიერ შემოთავაზებული სქემა გამოყენებულ იქნეს უკრაინის საეკლესიო საკითხის გადასაწყვეტად? ერთმნიშვნელოვნად არა, რამდენადაც მაკედონიის განხეთქილების მოგვარების შემთხვევაში მაკედონიის ეკლესიის იერარქიას ჰქონდა კანონიკური ქიროტონია. მეუ-თან მიმართებაში თითქმის ყველა მათი „იერარქები“ იყვნენ „ხელდასმულნი“ ეკლესიისგან განკვეთილი ფილარეტ დენისენკოს მიერ, რაც აღიარებული იყო ყველ ადგილობრივი ეკლესიის მიერ გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც, იმისათვის, რომ თუნდაც მივუახლოვდეთ უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას, აუცილებელია მეუ-ს „იერარქების“ „ხელახლა ხელდასმა“, რაზეც უარს ამბობენ მეუ-ც და ფანარიონიც.
საჭიროა კი ახლა იმ კრიზისიდან გამოსავლის ვარიანტების ძიება, რომელშიც აღმოჩნდა მართლმადიდებლობა?
რუმინეთის ეკლესიის წინადადება გამოიყურება, როგორც სწორედ ასეთი მცდელობა. მაკედონიის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღიარება შეიძლება გახდეს ის საკითხი, რომელზეც ადგილობრივი ეკლესიები მივლენ შეთანხმებამდე და ეს კი იქნება იმის ნიშანი, რომ სხვა სადაო საკითხებიც უფრო ადვილად გადაწყდება.
ავტოკეფალიის საკითხი ახლა მთავარი არაა?
თუმცა, ამჟამად მართლმადიდებლობის ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს არა უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ითამაშოს პირველი პარტია ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურაში და არა ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის ფანარიონის მიერ მეუ-ს აღიარების შედეგად და თუნდაც არა ფანარიოტებისა და მათი მომხრეების თანამსახურება სხვა ეკლესიებიდან იმ პირებთან, რომელთაც არ გააჩნიათ სასულიერო წოდება ანუ მეუ-ს „იერარქებთან“.
ჩვენი აზრით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს კათოლიკებთან გაერთიანების პერსპექტივა, რომელიც აშკარად და არაორაზროვნად არის დაანონსებული ვატიკანისა და ფანარიონის წარმომადგენლების მიერ და რომელიც 2025 წლისთვის არის ნავარაუდევი, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 177 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ახლა აუცილებელია კონცენტრაცია არა კომპრომისების ძიებაზე ეკლესიის ერთიანობის სახელით, არამედ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ერთგულება თავად მართლმადიდებლობის, ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრების, ჩვენი დოგმატების, წმინდა მამების აღთქმის მიმართ. ჩვენ უნდა გავძლოთ 2025 წლამდე და შევხედოთ, რა სახით იქნება მაშინ მართლმადიდებელი ეკლესია: ვინ გაყვება ფანარიონს და დაეთანხმება უნიას რომთან და ვინ ჩათვლის ამას მისთვის შეუძლებლად და დარჩება მართლმადიდებლობის ერთგული, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამჟამინდელი მართლმადიდებლური ეკლესიის ამ ორ ნაწილს შორის. ამის გარეშე, არანაირი გადაწყვეტილებები ავტოკეფალიის პროცედურის, განხეთქილების მოგვარების თაობაზე და ა.შ. შეუძლებელი იქნება. დღეს ნაპოვნი კომპრომისი ხვალ უკვე არააქტუალური იქნება (ახალი უნიის ჭრილში).
და ისევ, თუ სქემატურად გამოვსახავთ, კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯები ადგილობრივი ეკლესიებისთვის იქნება შემდეგი:
- მკაფიოდ იქნეს გარკვეული, რაში მდგომარეობს კათოლიკებთან გაერთიანების საშიშროება.
- გადაწყდეს თავისთვის: წავიდეს თუ არა გაერთიანებაზე.
- გამოვიდეს კრიზისიდან იმათთან ერთად, ვინც დარჩება მართლმადიდებლობის ერთგული.
დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიები, რომლებიც დარჩებიან მართლმადიდებლობის ერთგულები ახალი უნიის წინაშე, ყველა სადაო საკითხს ერთმანეთში ძალიან სწრაფად გადაწყვეტენ.