რა „ოიკუმენეში“ ექაჩებიან უკრაინელებს?

16 February 2023 19:00
2478
უბკე და მეუ უკრაინას ,,იოკუმენეში'' ექაჩებიან. ფოტო: უბკე და მეუ უკრაინას ,,იოკუმენეში'' ექაჩებიან. ფოტო:

ხელისუფლება ამბობს, რომ კალენდრის ახალი სტილი მეუ-ში და უსკე-ში - დასავლეთის მადლიერებაა რფ-ის წინააღმდეგ ომში დახმარებისთვის. როგორია ამ მადლიერების ფასი და სად მიიყვანს ის უკრაინას?

2023 წლის 11 თებერვალს უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა განაცხადა, რომ უკრაინა ღვთისმსახურებაში უნდა გადავიდეს „ახალ კალენდარზე“, რადგან  მადლიერება უნდა გამოხატოს სულიერი ოიკუმენეს დასავლეთის ქვეყნებისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.

ამასთან ერთად იურაშმა ხაზი გაუსვა, რომ საქმე არა მარტო „მადლიერებაშია“. მისი სიტყვებით, „ეს გადასვლა ძალზე სიმბოლური აქტია... ეს არა იმდენად ღვთისმეტყველების საკითხია, ეს კულტურულ-იდეოლოგიური საკითხია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ. ლოგიკურია, რომ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი კუთვნილება ამ განზომილებაში“.

სხვა სიტყვებით, ღვთისმსახურებაში „ახალ სტილზე“ გადასვლა  გარკვეული სიმბოლური აქტი იქნება, რომელიც განამტკიცებს უკრაინელი ხალხის გარკვეული ნაწილის კუთვნილებას „დასავლური სულიერი ოიკუმენესადმი“.

ანდრეი იურაში უკრაინულ ხელისუფლებაში ძალზე ნიშანდობლივი ფიგურაა. სწორედ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რელიგიის საკითხებში სახდეპარტამენტის უფროსი, ანუ პასუხს აგებდა კონფესიებთან სახელმწიფოს მუშაობაზე. ამიტომ მისი სიტყვები ცარიელი ბგერები არ არის.

მართალია, მან არ მიუთითა, რა არის „ოიკუმენე“ და როგორია მისი სულიერება. რა გაეწყობა, ჩვენ უნდა მივუთითოთ.

რა დგას „კალენდრის რეფორმის“ უკან?

იურაშის სიტყვები სრულიად კონკრეტულად ადასტურებენ იმას, რომ „კალენდრის საკითხი“ მხოლოდ ერთ-ერთი  ნაბიჯია, რომელიც მიმართულია უკრაინელთა გადაბირებაზე ახალ უნიაში. ასევე, მეუ და უსკე უკვე მთელი ძალისხმევით ემზადებიან იმისთვის, რომ „ახალ სტილზე“ გადავიდნენ. და თუ ადრე ამაზე ლაპარაკი არასერიუზული იყო, ახლა სულ სხვა სიტუაციაა: დუმენკოსთვის და შევჩუკისთვის კალენდარი იდენტობის და არა ღვთისმეტყველების საკითხია.

ეს „დასავლური იდენტობა“ სრულიად საწინააღმდეგო უნდა იყოს „აღმოსავლური იდენტობისა“. რით? ჩვენ არაერთხელ გაგვიგია, რომ უსკე-ის და მეუ-ს წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან ერთად აცხადებდნენ, რომ შობა უნდა აღინიშნებოდეს არა მოსკოვთან, არამედ ევროპასთან ერთად, რომ „ახალი კალენდარი“ ღვთისმსახურებაში უფრო დაგვაახლოვებს დასავლეთის ქრისტიანებთან. და ეტყობა, რომ „დაახლოვების“ პროცესში აქტიურად ჩართულია სხვადასხვა სახის ძალები.

მაგალითად, უკრაინაში გაჩაღებულია ძლიერი კამპანია უმე-ს დისკრედიტაციისა და შემდგომი აკრძალვისთვის. ამავე დროს, უსკე და მეუ ბევრს და ხშირად ლაპარაკობენ გაერთიანებაზე. აღსანიშნავია აგრეთვე ფანარიონისა და ვატიკანის საოცარი ძალისხმევა ახალი უნიის შექმნისთვის.

ამასთანავე, ყველა „გამაერთიანებელ“ პროცესში ყოველთვის ფიგურირებს „კალენდრის რეფორმის“ აუცილებლობა. რა გამომდინარეობს აქედან?

ის, რომ ამ „რეფორმის“ მიზანი მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ გადაიყვანონ უკრაინელები რომთან უნიაში. ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ მართლმადიდებლობა ჩვენს მიწაზე შეიცვლება დასავლეთის ცივილიზაციის ახალი „სულიერებით“, როგორც ამას იურაშმა უწოდა - ოიკუმენე. სწორედ ეს „სულიერება“ იქმნება ახლა ქრისტიანული კონფესიების აქტიური მონაწილეობით - ანგლიკანებიდან და სხვა უამრავი პროტესტანტული დენომინაციიდან ვატიკანამდე და ფანარიონამდე.

მოცემული სიტუაცია რაღაცით ჰგავს იმას, რომელიც შეიქმნა XVI-XVII საუკუნეებში, როდესაც ახლანდელი უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელ ქრისტიანებს ძალით ექაჩებოდნენ რომთან უნიაში.

მაშინ  მის დაძვრას ძირითადად იეზუიტები ახორციელებდნენ, რომლებიც  აღმოსავლეთში კათოლიციზმის გავრცელებას ცდილობდნენ. ეს კამპანია, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო მხარდაჭერილი და აშკარად დევნიდა მართლმადიდებლობას, განსაკუთრებით „წარმატებული“ რეჩი პოსპოლიტაში იყო, სადაც ცხოვრობდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა, მიუხედავად სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოების კათოლიკე იერარქების, შლიახტისა და ხელისუფლების  მთელი ძალისხმევისა, მართლმადიდებელმა ხალხმა არ მიიღო უნია და მას რწმენის ღალატად თვლიდა.

ახლა კი ყველაფერი გაცილებით უარესად არის, ვიდრე მაშინ. თუ XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთი თუნდაც ფორმალურად რჩებოდა ქრისტიანული, ხოლო ხელისუფლება ევროპაში მხარს უჭერდა ქრისტიანულ ღირებულებებს, ახლა ყველაფერი შეიცვალა.

„დასავლური სულიერი ოიკუმენე“ და ანგლიკანები
დღესდღეობით ევროპა ყოველწლიურად ხდება სულ უფრო აშკარა ბრძოლის ცენტრი იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის. მრავალი ქვეყნის ხელისუფლებებმა უკვე დიდი ხანია მიიღეს გეი-ქორწინებების ლეგალიზების გადაწყვეტილებები. პრაქტიკულად ყველა ევროპულ სახელმწიფოში ჰომოსექსუალიზმის კრიტიკა ან ლგბტ-იდეოლოგიის უარყოფა შეიძლება დასრულდეს სრულიად რეალური პატიმრობის ვადით.

და თუ ცოტა ხნის წინ ეს ყველაფერი წარმოებდა მხოლოდ საერო სარბიელზე, ახლა ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ხელისუფლებები დიდ ზეწოლას ახდენენ საეკლესიო სტრუქტურებზე, აიძულებენ მათ არა მარტო აღიარონ ახალი „გენდერული რეალობა“, არამედ საეკლესიო კურთხევაც მისცენ გარყვნილებას.

2023 წლის თებერვლის დასაწყისში ანგლიკანურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ლგბტ-წყვილების „კურთხევაზე“. მაგრამ, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის ჯასტინ უელბის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება მოდიოდა ხელისუფლებისგან, რომელიც „იმუქრებოდა საპარლამენტო ქმედებებით“ იმ შემთხვევაში, თუ ანგლიკანური ეკლესია უარს იტყვის „დაქორწინებაზე“ ან თუნდაც ჰომოსექსუალისტების დალოცვაზე. აი მისი სიტყვები: „მე ორჯერ დამიბარეს პარლამენტში და საპარლამენტო ქმედებებით მემუქრებოდნენ, რომ თავს მოეხვიათ ჩვენთვის ერთსქესიანი ქორწინებები, რასაც ინგლისში თანაბარ ქორწინებებს უწოდებენ“. ამასთან ერთად უელბიმ აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში ადამიანთა უმრავლესობა ათეისტები არიან: „ისინი არც ქრისტიანები, არც მუსულმანები, არც წარმართები, არც ებრაელები, არც ინდუისტები არიან. ისინი არც ერთ სარწმუნოებას არ მიეკუთვნებიან“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ დასავლეთის ათეისტები ახლა „აიძულებენ“ მორწმუნეებს აღიარონ ის, რაც უცხოა ეკლესიის ბუნებისთვის. თანაც ლაპარაკია არა მხოლოდ ანგლიკანებზე, არამედ კათოლიკებზე და მართლმადიდებლებზეც.

„დასავლური სულიერი ოიკუმენე“ და კათოლიკები

მსგავსი პროცესები უკვე აღინიშნება რომის კათოლიკურ ეკლესიაშიც.

პაპ ფრანცისკეს უკვე დიდი ხანია აქვს  რეპუტაცია ადამიანისა, რომელიც ლგბტ-იდეოლოგიის მიმართ სიმპატიას ამჟღავნებს. 2020 წლის ოქტომბერში მან თქვა: „ჰომოსექსუალისტებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი ღვთის შვილები არიან და ოჯახის ყოლის უფლება აქვთ. არავინ არ უნდა იყოს გარიცხული. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირებზე. ამ ფორმით ჰომოსექსუალისტები სამართლებრივი დაცვით ისარგებლებენ“. ამ  სიტყვებმა კათოლიკებსა და საერთოდ ქრისტიანებს შორის სკანდალი გამოიწვია. მაგრამ უკვე 2023 წლის 25 იანვარს ის სრულიად მშვიდად მსჯელობს იმის შესახებ, რომ „არატრადიციული ურთიერთობები“ დანაშაული არ არის.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ლაპარაკია კათოლიკურ ეკლესიაზე, სადაც პაპის სიტყვას კანონის ძალა აქვს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკვე 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გერმანულმა „სინოდალურმა გზამ“ მოამზადა 13-გვერდიანი მოხსენება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, რომ მოუსმინონ ლგბტ და აბორტების მომხრეებს და შეწყდეს მათი მარგინალიზება.

2022 წლის 20 სექტემბერს კარდინალმა იოზეფ დე კესელმა და ბელგიის ზოგიერთმა სხვა ეპისკოპოსმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი სახელწოდებით „ჰომოსექსუალ ხალხთან მამობრივი სიახლოვე - ეკლესიის ვალია, რომელიც არავის არ გამორიცხავს“.

ამ დოკუმენტში განთავსებულია გეი-ქორწინებების „კურთხევის“ წესის პროექტი, რომელიც შეიცავს ლოცვებს, წმინდა წერილის კითხვას და ნაწილს, სადაც წყვილს შეუძლია „გამოხატოს ღვთის წინაშე მათი ერთგულება ერთმანეთის მიმართ“.

გარდა ამისა, ამ ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ ყოველ ეპარქიაში დანიშნული იქნება ვინმე „მოძღვარი“, რომელიც „ყურადღებას მიაქცევს ჰომოსექსუალი ხალხის, მათი მშობლებისა და ოჯახების მდგომარეობას“.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სოდომელთა საეკლესიო „კურთხევის“ ერთ-ერთმა მომხრემ, ბელგიის ეპისკოპოსმა იოჰან ბონმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა შეთანხმებულია რომის პაპთან და პონტიფიკოსი მხარს უჭერს ერთსქესიან წყვილთა ქორწინების კურთხევას. „ახლა მე ვიცი, რას ფიქრობს ის ამაზე. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და მე ვიცი, რომ  ჰომოსექსუალ წყვილთა კურთხევაზე ჩვენი რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ ცოტა ხნის გამოვაქვეყნეთ, პაპ ფრანცისკეს აზრს ემთხვევა“, - თქვა იოჰან ბონმა.

გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში უკვე ტარდება „ღვთისმსახურებები“ გეებისთვის, კათოლიკე მღვდლები ღიად „აკურთხევენ“ გეი-წყვილებს, ხოლო ეპისკოპოსები მხარს უჭერენ ჰომოსექსუალისტებს ტაძრებში. ეჭვგარეშეა, რომ მალე „ეს ყველაფერი მართლმადიდებლებამდეც მიაღწევს.

„დასავლური სულიერი ოიკუმენე“ და მართლმადიდებლები

ჩვენ გვახსოვს, როგორი სკანდალი ატყდა იმის გამო, რომ 2022 წლის 9 ივლისს ათენის გარეუბანში ვულიაგმანის ტაძარში აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორემ გეი-წყვილის შვილები მონათლა. მისმა საქციელმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საბერძნეთის მორწმუნეთა შორის და ამას  ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაც მოყვა.

პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ზოგადად თქვა, რომ ელპიდოფორემ მოახდინა „მოუნანიებელ სოდომელთა ფაქტიური მოწონება და მათი სვლა ეკლესიის წიაღში, როგორც თითქოს „ღვთისმოშიში პირების“, რაც „პირდაპირ შეურაცხყოფს ერთიანი წმინდა სამოციქულო ეკლესიის ანთროპოლოგიას და სოტერიოლოგიას“.

თითქოს აშშ-ში ფანარიოტული საარქიეპისკოპოსოს მეთაურის საქციელს უნდა გამოეწვია რამე ნეგატიური რეაქცია ფანარიონის მხრიდან. თუმცა პატრიარქმა ბართლომემ პირიქით მხარდაჭერა გამოხატა არქიეპისკოპოს ელპიდოფორეს მიმართ. გამომცემლობა The National Herald იუწყებოდა, რომ ფანარიონის სინოდის სხდომის დროს „სინოდის წევრთა აზრის მიუხედავად, პატრიარქმა იგნორირება გაუკეთა ამ საკითხს (გეი-წყვილის ბავშვთა ნათლობას, - რედ.) და არ მისცა უფლება რამე ჩაერთოთ ამის შესახებ კომიუნიკეში. პატრიარქმა თქვა, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია ყოველ სამ წელიწადში ეპისკოპოსების შეცვლა ამერიკაში“.

მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საქმე არა მარტო იმაშია, რომ ბართლომეს არ სურდა ელპოდოფორეს შეცვლა. ყველაფერი ბევრად უფრო სამწუხაროა, ვინაიდან არსებობს მტკიცებულებები, რომ ფანარიონის მეთაური არ არის ლგბტ-„უწყების“ წინააღმდეგი. 2022 წლის 3 ოქტომბერს ფანარიონის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ღვთისმეტყველმა, ბართლომესთან დაახლოებულმა ადამიანმა, „მსოფლიო კათედრის“ არქიდიაკონმა იოანე ქრისავგისმა, გეების შვილების ნათლობის კომენტირებისას განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ, ღვთისმეტყველებს, არ შეგვიძლია  ჩვენი შეხედულებების მხარდაჭერა მხოლოდ წარსულით, როგორი წმინდა და დამაჯერებელიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ აგრეთვე პატივი უნდა მივაგოთ თანამედროვე მეცნიერებას, მედიცინას და ფსიქიატრიას“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დღეს მედიცინა ამბობს, რომ ლგბტ ახლა ნორმაა, მაშინ ეკლესიამაც იგივე უნდა თქვას.

და თუ მედიცინა და მეცნიერება იტყვის, რომ ევთანაზია ნორმაა? რა უნდა თქვას ამ შემთხვევაში ეკლესიამ? ეს უბრალო კითხვა არ არის, იმიტომ რომ იგივე ჯასტინ უელბი ამბობს, რომ ევროპაში ევთანაზიის მიმართულებით მოძრაობა უფრო მეტად პოპულარული ხდება და ძალიან მალე ეკლესია აღმოჩნდება  ფაქტის წინაშე, რომ აუცილებელია „ასისტირებული თვითმკვლელობების“ მოწონება.

ციტატა: „ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად სხვა კულტურაში, ფინანსურად უფრო მდიდარ სამყაროში, ვიდრე 30 წლის წინ.  მორალი და ქრისტიანული რწმენა ჩვენ  საკუთარ სხეულზე პირადი კონტროლით ჩავანაცვლეთ. გენეტიკურად კონსტრუირებული ბავშვების დაბადება არც ისე შორს არის. ხოლო სიკვდილი არის ის, რაც, ბევრის აზრით, შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ნება-სურვილით და იმ დროს, როდესაც მოვისურვებთ. ჩემი წინამორბედიც კი ჯორჯ კერი ასისტირებული თვითმკვლელობის სასარგებლოდ აშკარად გამოთქვამს აზრს  პარლამენტის პალატაში - ლორდთა პალატაში“.

ამიტომ ძნელი მისახვედრი არაა, რომ თუ ანგლიკანებმა ხელისუფლების ზეწოლით აღიარეს ლგბტ-ქორწინებები, ისინი ევთანაზიასაც მიიღებენ. „დასავლეთის სულიერი ოიკუმენე“ და უკრაინა

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინელთა უნიაში გადაბირების პროცესი უკრაინაში მიმდინარეობს ლგბტ-ღირებულებებისა და იმ ყველაფრის წინ წამოწევის პროცესის პარალელურად, რასაც იურაში „დასავლურ სულიერ ოიკუმენეს“ უწოდებს.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წელს დუმენკომ განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ ლგბტ-ს აღიარების საკითხზე საჭიროა მუშაობა. რისთვის? „რომ არ იყოს ეს კონსერვატიზმი, რომ დავშორდეთ ამ რუსულ ტრადიციას, რომ ეკლესია იყოს გახსნილი. ვინაიდან ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ხოლო რუსული მართლმადიდებლობა ძალიან კონსერვატულია და შორს არის ხალხისგან.  ჩემი პოზიცია კი ხალხთან ყოფნაა, მათი პრობლემების გაგება“, - თქვა მაშინ დუმენკომ. ამ შემთხვევაშიც, როგორც „კალენდრის საკითხთან“ დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ლაპარაკია „აღმოსავლეთის მართლმადიდებლობისგან დაშორებაზე, რომელსაც დუმენკო „რუსულს“ უწოდებს.

იქვე ეპიფანემ ხაზი გაუსვა, რომ ლგბტ-ს მხარდაჭერის საკითხი „რთული საკითხია, რომელიც ჩვენი გზის დასაწყისში არ უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ თქვენ იცით, თუ როგორ აღიქვამს ამ საკითხს უკრაინის საზოგადოება. ახლა უნდა ვიმუშავოთ ამაზე, რომ უკრაინის საზოგადოებამ ეს აღიქვას. ეს გრძელი გზაა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პასუხები  რთულ კითხვებზე“. ეტყობა, რომ ეპიფანემ იპოვა ეს პასუხები.

ისევე, როგორც ნაპოვნია ისინი უსკე-ის მიერ. მაგალითად, 2022 წლის 10 ოქტომბერს ტელეგრამ-არხმა Churcher გამოაქვეყნა უწყება იმის შესახებ, რომ უსკე-ის შიგნით ვრცელდება რეკომენდაცია, თუ როგორ ვიმუშავოთ სხვადასხვა გენდერული ორიენტაციების წარმომადგენლებთან კათოლიკურ სკოლებში.

„ქრისტიანობის თანახმად, გენდერი რაღაც განსხვავებული რამ არის  ბიოლოგოური სქესისგან. გენდერი ჩვეულებრივ თავისუფლად განისაზღვრება, ხოლო სქესი უფლის მიერ არის მინიჭებული. გენდერის შეცვლა შესაძლებელია და ის მერყეობს ქალსა და კაცს შორის, ეს სუბიექტური, პირადი არჩევანია“, - დარწმუნებულები არიან უკრაინელი უნიატები. 

ლგბტ-ს მიმართ სიმპატიები უსკე-სთვის სიახლე არ არის. მაგალითად, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი, რომლის რექტორი ბორის გუდზიაკია, უკვე დიდი ხანია ცნობილია როგორც გეი-პროპაგანდის ცენტრი.

გარდა ამისა, იგივე გუდზიაკმა, რომლის მამა ახლოს იყო აშშ-ს დემოკრატიულ პარტიის პოლიტიკოსებთან, საეპისკოპოსო ქიროტონიაზე უსკე-ში დაუწერა რეკომენდაციები ორ კანდიდატს - ნიკოლაი სემენიშინს და ანდრეი ხიმიაკს. პირველი ადრე ივან-ფრანკოვსკის უნიატური სასულიერო სემინარიის ვიცე-რექტორი და კიევის სამი მღვდელმთავრის უნიატური სემინარიის მოძღვარი იყო, მეორე კი უსკე-ის სინოდის მდივნის მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი.  სემენიშინს და ხიმიაკსაც იცნობდნენ როგორც დახურული უნიატური გეი-შეკრებების მუდმივ მონაწილეებს. შესაბამისად, მათი ქიროტონია წარმოადგენს ერთ-ერთ დასტურს, რომ უსკე-ის ხელმძღვანელობამ კურსი აიღო ლგბტ-ს ლეგალიზებაზე.

შედეგები

1.    ამ მომენტში წარმოებს „დიალოგი“ რომსა და ფანარიონს შორის  მეუ-სა და უსკე-ს გაერთიანებაზე.

2.    ამ ყველაფერს ახლავს ლგბტ-იდეოლოგიის წინ წამოწევა ქრისტიანული კონფესიების შიგნით.

3.    უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აკრძალოს უმე და ერთდოულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინელებმა უნდა შეცვალონ კალენდარი „დასავლურ სულიერ ოიკუმენესთან“ შესაერთებლად.

ამრიგად, ეს ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ კალენდრის დეკლარირებული შეცვლა ითვალისწინებს არა მარტო თარიღების შეცვლას, არამედ ქრისტიანობის შეცვლას რაღაც სუროგატით  „დასავლური სულიერი ოიკუმენეს“ სახელწოდებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტესთან, სახარებასთან და ეკლესიასთან. და თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, ეს სუროგატი მალე ჩვენი რეალობაც გახდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ