უნია 2.0: უბკე და მეუ- გეზი აიღეს „ახალი ერთიანობისკენ“

10 February 2023 15:19
2079
სვიატოსლავ შევჩუკი დარწმუნებულია, რომ უნია გააერთიანებს უკრაინას. ფოტო: СПЖ სვიატოსლავ შევჩუკი დარწმუნებულია, რომ უნია გააერთიანებს უკრაინას. ფოტო: СПЖ

შევჩუკი დაკავებულია უკრაინის ისტორიის ხელახლა გადაწერით, იმის მოყოლისას, რომ კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ხალხის გაერთიანებას. რის საფუძველზე ამბობს ის ამას და რა ხდება სინამდვილეში?

უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი რამოდენიმე დღე მიყოლებით მისი სამწყსოსადმი მიმართვებში ამბობდა ისეთ რამეებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაკეთდეს დასკვნა, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ახალი უნიის შექმნის პროცესი უახლოვდება ლოგიკურ დასასრულს. თუ შევაჯამებთ ყველაფერს, რაც განაცხადა შევჩუკმა, პირველ, მეორე და მესამე ვიდეოში, მისი პოზიცია გამოიყურება ასე:

  1. მიტროპოლიტი ისიდორე კიეველი, რომელმაც უარყო მართლმადიდებლობა ფლორენციის საეკლესიო კრებაზე და სიცოცხლე დაასრულა კათოლიკური კარდინალის სახით, შევჩუკისთვის არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ „გაეერთიანებინა კიევის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან და ლათინური წესის ეკლესიასთან“.
  2. ბრესტის უანია - ეს არაა პაპისა და რეჩი პოსპოლიტას პოლიტიკური პროექტი მართლმადიდებლების გაკათოლიკების კუთხით, არამედ „ერთიანობის ისტორიული აღსრულება“.
  3. კიევში 1620 წელს იერუსალიმის პატრიარქ თეოფანეს მიერ კათოლიკების მიერ განადგურებული მართლმადიდებლური იერარქიის აღდგენა არის „პარალელური იერარქიის შექმნა“, რაც გახდა „კიევის ეკლესიის განსაკუთრებული ჭრილობა და განხეთქილება“.
  4. პეტრე მოგილა შევჩუკის ისტორიის ახალ ვერსიაში აღმოჩნდა რომ „ოცნებობდა რომთან გაერთიანებაზე კიევის საპატრიარქოში“.
  5. დასკვნის სახით შევჩუკი ამტკიცებს, რომ უკრაინის ქრისტიანებმა უნდა იმოძრაონ სრული ხილული „ერთიანობისკენ“, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გახდება ის სივრცე, რომელზეც განხორციელდება ეს „ერთიანობა“.

გამოდის, რომ უნია არის სიკეთე უკრაინისთვის, ხოლო მართლმადიდებლობისადმი ერთგულება -ბოროტება და „ჭრილობა“ უკრაინელი ხალხის სხეულზე. იმისათვის, რომ გავიგოთ ასეთი პოზიციის სრული სიმცდარე და რაც მთავარია, გავიგოთ ის, თუ რისთვის ამბობს შევჩუკი ასეთ რამეებს, საჭიროა თუნდაც მოკლედ გავერკვიოთ მისი თითოეული თეზისი.

მიტროპოლიტი ისიდორე: „გამაერთიანებელი“ თუ მოღალატე?

კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, ანტიოქიის უწმინდეს პატრიარქ ისიდორეს სამოციქულო ტახტის მცველი იყო ფლორენციის საეკლესიო კრებაზე კათოლიკებთან უნიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე.

ის, როგორც ბევრი ბერძენი მღვდელმთავარი (ისიდორე დაიბადა მონემვასიაში, საბერძნეთში) იმედოვნებდა, რომ თუ მართლმადიდებლები აღიარებდნენ რომის პაპის ევგენის მეთაურობას და ხელს მოაწერდნენ რომთან უნიას, ბიზანტიის სახელმწიფო მიიღებდა სამხედრო დახმარებას ევროპისგან თურქებთან ბრძოლაში. მისი ხელმოწერა ვატიკანთან შეთანხმებით რომეების ავტოკრატ იოანე პალეოლოგოსისა და ანტიოქიის საპატრიარქოს ორი წარმომადგენლის ხელმოწერის შემდეგ დგას.

თუმცა, უნია არ მიიღო უბრალო ხალხმა და სამღვდელოებამ და მთელი „გამაერთიანებელი“ წამოწყება ფერფლად იქცა. 1440 წლის 6 სექტემბერს მიტროპოლიტი ისიდორე ფლორენციიდან წავიდა, ხოლო ორი კვირის შემდეგ დაინიშნა პაპის ლეგატად პოლონეთისთვის, ლიტვისა და ლივონიისთვის. 18 დეკემბერს ის გახდა კათოლიკეთა კარდინალი. ხოლო 1441 წლის 19 მარტს ის მოსკოვში ჩავიდა, სადაც მაშინ განთავსებული იყო კიევის მიტროპოლიტის რეზიდენცია (კიევში ისიდორე არასდროს ყოფილა).

მოსკოვში ისიდორემ დიდ მთავარ ვასილის გადასცა პაპ ევგენის წერილი, რომელიც მოიცავდა თხოვნას კარდინალის მიმართ რუსული ეკლესიია და რომის გაერთიანების საქმეში დახმარებისთვის.

მიძინების სახელობის ტაძარში მღვდელმთავართა ღვთისმსახურების დროს ისიდორემ მოიხსენია რომის პაპი და ამბიონიდან წაიკითხა ფლორენციის „კრების“ დადგენილებები. სამი დღის შემდეგ კარდინალი დააპატიმრეს და ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. რუსეთის სამღვდლოების საეკლესიო კრებაზე ისიდორემ განაცხადა, რომ უნიაზე უარს არ იტყოდა. მოგვიანებით, როგორც ჩანს ვასილის ნებით, ის გაიქცა. ის გარდაიცვალა რომში და დაკრძალეს წმინდა პეტრეს ტაძარში ვატიკანში. მისი საქმიანობა ასევე გახდა მიზეზი რუსეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის ფაქტიური გამოცხადებისთვის.

რასაკვირველია, უბკე-ში შეიძლება მას ნებისმიერი რამ უწოდონ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მიტროპოლიტ/კარდინალ ისიდორეს ისტორია არის მოღალატეს ტიპიური ბედი.

ბრესტის უნია - სიკეთე თუ ბოროტება?

1596 წელს კიევის მიტროპოლიის რამოდენიმე მღვდელმთავარტმა მიხეილ როგოზის მეთაურობით გადაწყვიტა რომთან უნიაში გადასვლა. ს. შევჩუკისთვის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი „სიკეთე“, რადგანაც ის ხელს უწყობდა უკრაინელი ხალხის „გაერთიანებას“. თუმცა, ასეა თუ არა ეს?

უნია არის უკრაინელი ხალხის ძალისმიერი გაკათოლიკების რელიგიურ-პოლიტიკური პროექტი. უმეტესად, ესაა კრიტიკული მომენტი მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ამ ტერიტორიაზე, რამდენადაც სწორედ უნიამ დაუდო სათავე პროცესს, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაყოფა და გათიშვა.

რომი, თავის მხრივ, უკრაინას განიხილავდა, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაფართოებულიყო მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში და რუსული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

უფრო მეტიც, სწორედ უკრაინის პოლონური გაკათოლიკება თითქმის მთავარ ფაქტორად იქცა უკრაინული იდენტურობის გაცამტვერებაში. უნიასთან ერთად ყველაფერ უკრაინულს უწოდებდნენ „მონურს“. ამ დროიდან მართლმადიდებლად ყოფნა ნიშნავდა „მაღალი“ კათოლიკური კულტურისადმი უცხოდ ყოფნას და ა.შ. შედეგად, ჩვენი ხალხის ბევრი ტრადიცია და ის კულტურულ-მართლმადიდებლური ფონი, რომელშიც ის იზრდებოდა, დაინგრა.

ამდენად, უკრაინის გაკათოლიკება გახდა კრიტიკული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ისტორიაში, რადგანაც მან სათავე დაუდო პროცესს, რომელმაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია უკრაინის დაყოფა და ფრაგმენტაცია. სწორედ ამიტომაც, შევჩუკის მონაყოლი ჩვენი ხალხისთვის რაღაც „სარგებელზე“ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და გაკვირვების გარდა, არაფერს იწვევს.

საკმარისია გავიხსენოთ დიდი კობზარის, ტარას შევჩენკოს სიტყვები იმის შესახებ, რომ „  прийшли ксьондзи і запалили наш тихий рай, І розлили широке море сльоз і крові“, რათა გავიგოთ, რამდენად შორსაა ჭეშმარიტებისგან კარდინალ შევჩუკის სიტყვები.

პატრიარქი თეოფანე და იერარქიის აღდგენა უკრაინაში

შევჩუკის კიდევ ერთი სადაო თეზისი გვაუწყებს, რომ 1620 წელს იერუსალიმის პატრიარქ თეოფანეს მიერ კათოლიკების მიერ განადგურებული მართლმადიდებლური იერარქიის აღდგენა არის „პარალელური იერარქიის შექმნა“ და „განსაკუთრებული ჭრილობა და კიევის ეკლესიის განხეთქილება“.

არ შევალთ შევჩუკის სრულიად აბსურდული განცხადების კანონიკურ დეტალებში „პარალელური იერარქიის“ შესახებ და უბრალოდ ვიკითხავთ: მართლაც არ უნდოდა უკრაინის მორწმუნე ხალხს მართლმადიდებლად ყოფნა და უკრაინაში კათოლიკურ სამღვდელოებას აღიქვამდა, როგორც სახალხო „ერთიანობის“ საწინდარს? არა, ასე არაა.

მაგალითად, მიხეილ გრუშევსკი წერს, რომ 1620 წელს მოსკოვის დიდი სამთავროს დედაქალაქში გაემგზავრა კაზაკების დელეგაცია, რათა მოლაპარაკებოდნენ იერუსალიმის პატრიარქ თეოფანეს (სადაც ის მაშინ იმყოფებოდა) უკრაინისთვის მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისა და მღვდლების დადგენის შესახებ, რომელც თითქმის სრულად იყო განადგურებული კათოლიკების მიერ.

სხვა მკვლევარი, პოლონელი მ. დროზდოვსკი ამტკიცებს, რომ გეტმან საგაიდაჩნმა პატრიარქ თეოფანეს შესთავაზა კაზაკთა 1500 კაციანი ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე მისი ყოფნის დროს დაცვის მიზნით.  დროზდოვსკის აზრით, სწორედ კაზაკტა ჯარის მხარდაჭერა წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელმაც საშუალება მისცა პატრიარქ თეოფანეს აღედგინა მართლმადიდებლური იერარქია რეჩი პოსპოლიტაში. კაზაკების მონაწილეობამ იერუსალიმელი იერარქის მისიაში აირიდა თავიდან საპასუხო რადიკალური ზომები რეჩი პოსპოლიტას მთავრობის მხრიდან პატრიარქ თეოფანესთან და ახალდასმულ იერარქიასთან  მიმართებაში.

როგორც ვხედავთ, უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა გეტმან საგაიდაჩნის სახით გამოდიოდა რეგიონში მართლმადიდებლობის აღდგენისთვის. უმეტესწილად, სწორედ პატრიარქ თეოფანეს საქმიანობა უწყობდა ხელს კონფესიათშორისი ურთიერთობების პრობლემის გადაწყვეტას ისეთ პოლიეთნიკურ და პოლიკონფესიურ სახელმწიფოში, როგორსაც წარმოადგენდა რეჩი პოსპოლიტა. ანუ თუნდაც, უკრაინელი ხალხის მოჩვენებითი ერთიანობის მიღწევა იყო იერუსალიმის პატრიარქის ძალისხმევის შედეგი. ამას მოწმობს მეფე ვლადისლავ IV მიერ მართლმადიდებლური იერარქციის ლეგალიზაცია 1633 წელს. ვლადისლავ IV, არსებითად აგრძელებდა პატრიარქ თეოფანეს საქმეს ახალ პირობებში საკანონმდებლო დონეზე.

ამდენად, მართლმადიდებლური ეკლესია ისწრაფვოდა უკრაინელ ხალხში საშინელი დაპირისპირების შეწყვეტისკენ, რომელიც პროვოცირებული იყო კათოლიკების მიერ და არა პირიქით, როგორც ამას შევჩუკი ამბობს.

პეტრე მოგილა და კათოლიციზმი

იმისათვის, რომ განმანათლებელ პეტრე მოგილას ვუწოდოთ უნიის მომხრე, უნდა გვქონდეს მდიდარი ფანტაზია. მტკიცებულებები, რომ ის ოცნებობდა რომთან გაერთიანებაზე, არა მხოლოდ არ დასტურდება ისტორიული მტკიცებულებებით, არამედ წარმოადგენს კიდეც აშკარად გაუმართლებელს.

მაგალითად, პოლონეთის მეფე ვლადისლავ IV განმანათლებელი წერდა: „ჩვენ არ გვინდა, არც პაპის, არც სხვა ნებისმიერი მეფის, არამედ მხოლოდ ქრისტეს იურისდიქციის ქვეშ ყოფნა“.

ასევე არსებობს ბევრი ინფორმაცია, რომ განმანათლებელი აქტიურად გამოდიოდა რომის მცდელობების წინააღმდეგ უკრაინაში მართლმადიდებლი ქრისტიანები კათოლიკეებად მოექცია. ისტორიული მტკიცებულებების თანახმად, ის ცნობილი იყო მართლმადიდებლური რწმენის მგზნებარე დამცველად და მართლმადიდებელი ქრისტიანების უფლებებს დაცვის ძალისხმევით. ამიტომაც, მტკიცება, რომ ის მომხრე იყო კათოლიკურ ეკლესიასთან უნიისა, არის ისტორიის ხელახლა გადაწერის უსუსური მცდელობა.

ვინ ფიქრობს უკრაინაში კათოლიკებისა და მართლმადიდებლების „ერთიანობაზე“?

 შევჩუკის მხოლოდ ბოლო თეზისს შეიძლებ გარკვეულწილად დაეთანხმო. მართლაც, უკრაინაში არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები (მეუ), რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ წავიდნენ კათოლიკებთან სრული ხილული „ერთიანობისკენ“.

თვითონ შევჩუკი და უბკე-ს სხვა იერარქებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გახდება ის სივრცე, რომელზეც მოხდება მართლმადიდებლების და კათოლიკების „ერთიანობა“. ასევე ზოგიერთი მართლმადიდებელი იერარქი და რელიგიური ექსპერტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მეუ შეიქმნა ფანარიონსა და რომს შორის ახალი უნიის აპრობაციისთვის „მოედნის“ სახით. შევჩუკის ბოლო განცხადებებიც მკაფიოდ ადასტურებს, რომ მეუ-სა და უბკე-ს გაერთიანების პროცესი სრული სვლით მიდის.

ალბათ, სწორედ ამ მიზეზით ეპიფანე დუმენკოს რომში მისი ვიზიტის დროს ჰქონდა ცალკე შეხვედრა კარდინალ კურტ კოხთან, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ერთიანობის საკითხებით.

როგორც ჩანს, სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ წავიდა მეუ ასე მკვეთრად კალენდარული რეფორმის მხარეს, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს კათოლიკებთან განსხვავებების აღმოფხვრა ძირითადი ქრისტიანული თარიღების აღნიშვნაში. გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, თუ როგორ ხდება მეუ-ში ერთობლივი „ღვთისმსახურების“ ჩატარება უნიატებთან ერთად. და თუნდაც, ჯერჯერობით არ იყოს საუბარი ლიტურგიაზე, მაგრამ სვლა ამ მხარეს რომ არ შენიშნო, ძალიან ძნელია.

არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ მეუ არის იდეალური პარტნიორი კათოლიკებთან გაერთიანებისთვის.

ჯერ ერთი, მეუ გეოგრაფიულად მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის შუაგულში, რაც საშუალებას მისცემს მას იყოს შემაკავშირებელი რგოლი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ისევე როგორც ადრე, უკრაინის გაკათოლიკება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ამოსავალი წერტილი აღმოსავლეთში კათოლიკობის შემდგომი წინსვლისთვის. მეორე, მეუ-ს შიგნით კათოლიკებთან შერწყმის პროცესი არანაირ შიდა პროტესტს არ გამოიწვევს.

მესამე, ომის პრიობებში ისეთი „ფორმალობები“, როგორიცაა დოგმატური და სარწმუნოებრივი მოძღვრების განსხვავებები კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, სავსებით შეიძლება ჩანაცვლდეს „პოლიტიკური მიზანშეწონილობით“ და უკრაინელი ხალხის „გაერთიანების“ სურვილით.

სხვათაშორის, უმე-ს განადგურება სწორედ ამ ჭრილშია, რამდენადაც მისი მეშვეობით მოხდება ეკლესიის განადგურება, რომელიც გამოდის მართლმადიდებლური სწავლების ნიველირების წინააღმდეგ. საკუთრივ, ასეთივე შაბლონით მიდიოდნენ კათოლიკე-შლიახტიჩები XVI-XVII საუკუნეებში.

სხვა სხიტყვებით თუ ვიტყვით, შევჩუკის ბოლო გამოსვლები მეტყველებს იმაზე, რომ კათოლიკებისა და მართლმადიდებლების გაერთიანების პროცესები მიდის სრული სვლით და უნიატებს ამ პროცესებში სურთ წამყვანი როლის დაკავება. შევჩუკი უბრალოდ ამზადება იდეოლოგიურ ბაზას მომავალი უნიისთვის და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი უბკე გამოჩნდეს უკრაინელი ხალხის „გამაერთიანებლად“ და არა სტრუქტურად, რომელიც აქ მართლმადიდებლობას ანადგურებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ