უმე-ს მიმართ „მხიარული მღვდელის“ და მასთან ახლოს მყოფების საკითხების შესახებ

18 January 2023 17:17
5698
მღვდელმა ანდრეი პინჩუკმა და უმე-ს კლირიკოსებმა გამოაქვეყნეს პოროვოკაციული კითხვები ეკლესიის მიმართ. ფოტო: Коллаж СПЖ მღვდელმა ანდრეი პინჩუკმა და უმე-ს კლირიკოსებმა გამოაქვეყნეს პოროვოკაციული კითხვები ეკლესიის მიმართ. ფოტო: Коллаж СПЖ

უმე-ს რამოდენიმე მღვდელმა საჯაროდ მოუწოდა მღვდელმთავრებს განემარტათ, მარღლა გაემიჯნა თუ არა ეკლესია რმე-ს? გავაანალიზოთ, რა დგას ამ საკითხების უკან.

2022 წლის 12 იანვარს უმე-ს 8 მღვდელმსახურმა გამოაქვეყნა „უმე-ს სამღვდელოებისა და მორწმუნეების მიმართვა წმინდა სინოდისა და უმე-ს ეპისკოპატისადმი“, რომელშიც ისინი მღვდელმთავრებს უსვამენ კითხვებს უმე-ს ამჟამინდელ სტატუსზე, რმე-თან, მის პატრიარქთან ურთიერთდამოკიდებულებაზე და ა.შ. მიმართვა ფართოდ იყო რეკლამირებული ბევრი საერო რესურსის, ძირითადად იმათ მიერ, რომლებიც გაძლიერებულად სვრიან ტალახში უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, აქვეყნებენ მასზე ფეიკს, შეურაცხყოფას და ღია სიცრუეს. მიმართვის გავრცელების ძირითად სამუშაოს ასრულებს ერთ-ერთი მისი მონაწილე, დნეპროპეტროვსკის ეპარქიის კლირიკოსი, მამა ანდრეი პინჩუკი, ტელეგრამ-არხის წამყვანი, სახელწოდებით „მხიარული მღვდელი“.

უმე-ში ალბათ ნახეს მიმართვა და ამა თუ იმ ფორმით გასცემენ პასუხს ინიციატორებს. თუმცა, რამდენადაც მღვდლებმა განცხადება გააკეთეს საჯარო ფორმატით, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეხატა საკუთარი პოზიცია.

თავიდან გავაკეთოთ რამოდენიმე წინასწარი შენიშვნა.

შენიშვნა N1.

აღიარეთ ძმებო და მამებო, რომ თქვენ სვამთ კითხვებს არა უმე-ს კანონიკური სტატუსის გარკვევის, არამედ იმის დამტკიცების განზრახვით, რომ თითქოს უმე ჯერ კიდევ წარმოადგენს რმე-ს ნაწილს, რომელიც თითქოსდა თანაუგრძნობს რუსულ აგრესიას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა მისგან გაქცევა, რაც შეიძლება შორს. საით უნდა მოხდეს გაქცევა, ეს შესანიშნავად მოგეხსენებათ - მეუ-ში. ყველა თქვენი კითხვა სწორედ ისეა ჩამოყალიბებული, რომ მათზე ნებისმიერი პასუხი აღიქმება ან როგორც კითხვისგან გაქცევა, ან როგორც უსუსური მცდელობა დაამტკიცო, რომ უმე ნამდვილად არის დამოუკიდებელი ეკლესია. თქვენი გამოსვლით თქვენ წინ სწევთ მეუ-თან გაერთიანების იდეას და არ ცდილობთ საკითხის არსში გარკვევას. ის ფაქტი, რომ ამ კითხვებს ღიად სვამთ, მეტყველებს თქვენს ჭეშმარიტ განზრახვაზე. ეს თემა ხომ ძალიან ფეთქებადსაშიშია და ნებისმიერი გაუფრთხილებელი ნაბიჯი სავსეა კატასტროფული შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, ზოგიერთი ქალის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაში „დედა-რუსეთზე“ გალობა.

შენიშვნა №2

რას უწოდებთ კანონიკურ სამართალას? ზოგადსავალდებულო კანონიკური წესები არის მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების და ასევე წმინდა მამების წესები, რომელთა სრული ჩამონათვალიც დამტკიცებულია 691-692 წლების მეექვსე (სხვაგვარად მეხუთე- მეექვსე ან ტრულის საეკლესიო კრების) მე-2 წესით. ყველა სხვა დანარჩენი არის საეკლესიო კრებების ან ცალკეული იერარქების გადაწყვეტილებები, რომელთაც არ ჰქონდათ მსოფლიო საეკლესიო კრების ავტორიტეტი. ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესები სსავალდებულო არაა, არამედ იმას, რომ მათი გაუქმება ან შეცვლა შეუძლია ეპისკოპოსთა ასეთივე კრებას. ზოგადსავალდებულო კანონიკური წესები კი, რომელიც ეხებოდა ეკლესიის ადმინისტრაციულ მოწყობას ან მართვას, კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში მიიღებოდა და მათმა დეტალურმა გამოყენებამ დღეს შეიძლება გამოიწვიოს შედეგები, რომელიც ზოგჯერ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმათ, რომელთაც მოიაზრებდნენ ამ წესების მიმღები მამები.

გარდა ამისა,  წესების უმრავლესობა განპირობებულია კონკრეტული გარემოებებით და გამოყენებადი არაა ნებისმიერი სხვა სიტუაციის დროს. მაგალითად, იმისათვის რომ არ ვიყოთ უსაფუძვლო, ავიღოთ იმავე ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესი: „თუ რომელი პრესვიტერი ან ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაბედავს უარი თქვას თავის პატრიარქთან ურთიერთობაზე და არ მოიხსენიების მის სახელს, გარკვეული და დადგენილი ხარისხის მიხედვით“. ის მიღებულ იქნა იმ პირობებში, როცა პატრიარქები იყოფოდნენ მიტროპოლიებად, ხოლო მიტროპოლიები საეპისკოპოებად. აი, ისეთი წარმონაქმნები, როგორიცაა ავტონომიური ეკლესია, მაშინ მოფიქრებულიც არ იყო.

აქედან გამომდინარეობს ის, რომ კანონიკური წესების დეტალური გამოყენება ყოველთვის არაა შესაძლებელი და რომ პირველ რიგში, უნდა ვიხელმძღვანელოთ არა სიტყვით, არამედ კანონიკური წესების სულისკვეთებით, მათი არსით, იმ შედეგით, რომლის მიღწევასაც ცდილობდნენ საეკლესიო კრების მამები იღებდნენ რა ამა თუ იმ წესს. ყველაზე მთავარი არის სიყვარული, „რომელიც არის სრულყოფის ერთობლიობა“ (კოლ. 3:14).

შენიშვნა № 3

ეკლესიის ერთიანობა ყოველთვის აღქმული იყო, როგორც ევქარისტული და არა ადმინისტრაციული ერთიანობა. ეკლესია - პირველ რიგში, არის ქრისტეს სხეული, ხოლო შემდეგ ( შესაძლოა, მეათე ადგილზე) ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც შეკავშირებულია ძალაუფლებისა და დაქვემდებარების ურთიერთდამოკიდებულებებით. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ქრისტეს ეკლესიის მიკუთვნება, პირველ რიგში, განისაზღვრება შემდეგი მომენტებით:

  • სარწმუნოებრივი მოძღვრების ერთიანობით;
  • ზნეობრივი სწავლების ერთიანობით;
  • ხელდასმის სამოციქულო მემკვიდრეობითობით;
  • საეკლესიო კრების მოწყობით.

ბოლო მომენტზე ცოტა დეტალურად შევჩერდეთ. ახალი აღთქმის წმინდა წერილში შეიძლება დავინახოთ ეკლესიის მოწყობის გარკვეული ადმინისტრაციული შტრიხები და ასევე მითითება იმაზე, ამ მოწყობაში თუ რა არის საკრალური ( ანუ არ შეიძლება შეიცვალოს), და რა - გარდამავალი და ცვლადი. საკრალურ ხასიათს გააჩნია ქრისტიანულ თემს, რომელსაც მეთაურობს ეპისკოპოსი, ვისაც გააჩნია ხელდასმის სამოციქულო მემკვიდრეობითობა (ჩვენს პირობებში ესაა ეპარქია) და ასევე საეკლესიო კრების ერთიანობის პრინციპი იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც სცდება ასეთი თემის ჩარჩოებს. ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობისა და მართვის ყველა დანარჩენი ფორმა ჩამოყალიბდა ისტირიულად და იცვლებოდა გარე პირობების ცვლილებით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დისკუსია უნდა მიდიოდეს არა უმე-ს ადმინისტრაციული სტატუსის სიბრტყეში, არა იურიდიული კაზუისტიკის მეთოდითა და ამა თუ იმ სხვა საეკლესიო დოკუმენტების ფორმულირებებში ხელის ფათურით, არამედ იმის გაგების კუთხით, რომ

უმე წარმოადგენს ქრისტეს მადლმოსილ ეკლესიას და ამ თავის „სტატუსში“, ის წარმოადგენს ერთადერთს უკრაინაში, რომლის მადლმოსილებაც აღიარებულია ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ, მეუ-გან განსხვავებით.

უმე არის ქრისტიანული სარწმუნეობრივი მოძღვრებისა და ზნეობრივი სწავლების ერთგული, მის ეპისკოპოსებს გააჩნიათ ხელდასმის სამოციქულო მემკვიდრეობითობა და ის ყველა თავის საკითხს წყვეტს საეკლესიო კრებით. მათ შორის, საკითხს რმე-გან სრული დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც გადაწყდა თეოფანიაში საეკლესიო კრებაზე 27.05.2022 წელს.

ახლა კი გადავიდეთ კითხვებზე პასუხების გაცემაზე.

საკითხი №1

რა სტატუსი გააჩნია ამჟამად უმე-ს? ის თავს სრულად ავტოკეფალურად, ავტონომიურად თუ თვითმართვად ნაწილად მიიჩნევს რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში? გთხოვთ, ოფიციალურად განმარტოთ ეს, რამდენადაც სხვა სტატუსი, სხვა ადგილობრივი ეკლესიების სტრუქტურული ქვედანაყოფების ავტოკეფალიის, ავტონომიის ან თვითმართვადი ნაწილების გარდა, მართლმადიდებლური კანონიკურ სამართალში არ არსებობს“.

თქვენი შეკითხვა მომდინარეობს ცრუ წარმოდგენიდან ეკლესიის ერთიანობის შესახებ (იხ. წინასწარი შენიშვნები). თქვენ გსურთ საქმე ისე წარმოაჩინოთ, თითქოს ეკლესია არაა ქრისტეს სხეული, არამედ არის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების ერთგვარი კონფედერაცია, რომელშიც შეუძლებელია იყო ეკლესიის ნაწილი ამ ადგილობრივი ეკლესიებიდან რომელიმე ერთისადმი კუთვნილების გარეშე. თუმცა, ეს ასე არაა.

შეიძლება მოვიყვანოთ ისტორიული ანალოგია პირველი ათასწლეულიდან, როცა საკმაოდ გავრცელებული იყო მტკიცება, რომ არსებობს პენტარქიის სისტემა და რომ არ შეიძლება ეკუთვნოდე ეკლესიას, მაშინდელი ხუთი საპატრიარქოდან არც ერთში შესვლის გარეშე. დღეს, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში არსებობს ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია (ამე, Orthodox Church in America), რომელმაც ავტოკეფალია მიიღო რმე-გან 1970 წელს. ამ ავტოკეფალიას აღიარებენ რმე, საქართველოს, ბულგარეთისა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიები და არ აღიარებენ სხვა დანარჩენები, მაგრამ არავის არ ეპარება ეჭვი ამ ეკლესიის მადლმოსილებაში. ამე წარმოადგენს ამერიკის კანონიკური მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მუდმივი კონფერენციის მონაწილეს, ხოლო მისი იერარქები მონაწილეობენ ყველა მართლმადიდებელი იურისდიქციის ერთობლივ ღვთისმსახურებებში.

თქვენ წერთ, რომ კანონიკური სამართალი არ ცნობს სხვა სტატუსს ავტოკეფალიის, ავტონომიის ან თვითმართვადი ეკლესიის გარდა ადგილობრივი ეკლესიის შემადგენლობაში (თქვენ დაგავიწყდათ საეგზარქოსოები). თქვენ გაკვირვებულები დარჩებით, მაგრამ ზოგადსავალდებულო კანონიკური სამართალი (იხ. შენიშვნა N2) საერთოდ არ ცნობს ასეთ სტატუსებს. არც ავტონომიები, არც თვითმართვადი (ამ ტერმინის ამჟამინდელი მნიშვნელობით) ეკლესიები მსოფლიო ეკლესიების ეპოქაში არ იყო. უფრო მეტიც, ზოგადსავალდებულო კანონები არ განსაზღვრავენ ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსსაც კი.

არ არსებობს ავტოკეფალიის უფლებებისა და უფლებამოსილებების არანაირი ჩამონათვალი. არ არსებობს იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ავტოკეფალური ეკლესია, როგორი მართვის ორგანოები უნდა ჰქონდეს მას, რა ურთიერთდამოკიდებულებებში უნდა იყოს ის სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან და ა.შ. ამჟამინდელი ავტოკეფალური ეკლესიები სარგებლობენ განსხვავებული უფლებამოსილებებით, რომელიც, ისევ და ისევ ისტორიულად ჩამოყალიბდა. სადღაც არის პატრიარქები, სადღაც მიტროპოლიები, ხოლო სხვაგან - არქიეპისკოპოსები. ზოგი ეკლესია დამოუკიდებლად ხარშავს მირონს, სხვა - არა. და ასე გრძელდება. კანონები გვახსენებენ ავტოკეფალურ ეკლესიებს, როგორც იმ მომენტში ჩამოყალიბებულ ისტორიულ ფაქტებს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი ეკლესია თავისი კანონიკური ტერიტორიით მხოლოდ 451 წელს IV მსოფლიო საეკლესიო კრების დროს, მაგრამ 381 წ. II მსოფლიო საეკლესიო კრების დროიდან კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი იყო მეორე რომის ეპისკოპოსის შემდეგ, თუმცა ფორმალურად ის შედიოდან ჰერაკლეას მიტროპოლიის ოლქში.

თქვენი კითხვის მზაკვრობა მდგომარეობს იმაში, რომ გსურთ უმე მოაქციოთ „სტატუსებისა“ და „იურისდიქციების“ შესახებ მსჯელობების ჩარჩოებში და ის დააყენოთ არჩევანის წინაშე: ან გამოაცხადოთ ავტოკეფალია ან ხელი მოაწეროთ იმას, რომ უმე წარმოადგენს რმე-ს.

პირველი გამოიწვევს უნაყოფო და საშიშ კინკლაობას მთელს მართლმადიდებლობაში აღიარების ან აუღიარებლობის გამო, მეორე დაადასტურებს უმე-ს განადგურების მცდელობის მართლზომიერებას ხელისუფლების მხრიდან და ასევე საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ყოველივე ეს ჰგავს სახარებისეულ ისტორიას იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ ფარისევლები ქრისტეს მოქცევას მათ მიერ მოფიქრებული დიხოტომიის ჩარჩოებში: გადაეხადათ კეისარისთვის ხარკი თუ არა.

ამიტომაც პასუხი კითხვაზე უმე-ს სტატუსის შესახებ შეიძლება იყოს ასეთი: უმე არის ყველას მიერ აღიარებული ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, რომელიც ინარჩუნებს მოძღვრების სწავლებისა და ზნეობრივი სწავლების ერთიანობას, რომელსაც გააჩნია სამოციქულო ხელდასმის მემკვიდრეობითობა, არის დამოუკიდებელი მართვაში, რომელიც ხორციელდება ერთიანობის პრინციპზე. მისი სტატუსის იურიდიული განსაზღვრა, ისევე როგორც საეკლესიო პრობლემების გადაწყვეტა უკრაინაში შესაძლებელია ომის დასრულების შემდეგ საერთო მართლმადიდებლურ დონეზე.

კითხვა 2.

„ადასტურებს თუ არა წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას რმე-ს შემადგენლობიდან უმე-ს სრული გასვლის შესახებ? თუ დიახ, მაშინ კერძოდ რომელი ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებენ ამ გამოსვლას? გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ასეთი დოკუმენტების ასლი“.

ეს დოკუმენტი  არის 27.05.2022 წ. უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილება: „4. საეკლესიო კრებამ მიიღო შესაბამისი დამატებები და ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის შესახებ წესდებაში, რომელიც ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას“. და რატომღაც ვფიქრობთ, რომ მიმართვის ავტორებისთვის ეს შესანიშნავად არის ცნობილი. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს იმის სრულაიდ საკმარის მტკიცებულებას, რომ უმე არა მხოლოდ არ შედის რმე-ს შემადგენლობაში, არამედ არც არის დაკავშირებული რმე-ს მეშვეობით მთელს მართლმადიდებლობასთან. საჭირო არაა არანაირი დამატებითი დოკუმენტები. მიტროპოლიტი ონუფრი რელიგიისა და ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის ელენა ბოგდანის სახელზე დაწერილ წერილში განმარტავს, რომ უმე-ს წესდებაში საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა „უმე-ს სრულ კანონიკურ დამოუკიდებლობასა და რმე-გან გამიჯვნაზე“ და ასევე იმაზე, რომ „რმე-ს საეკლესიო კრებების დადგენილებები არ წარმოადგენს საფუძველს უმე-ს ეპისკოპოსების საეკლესიო კრების საქმიანობისთვის. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა შეწყვიტა წევრობა რმე-ს წმინდა სინოდში“. შესაბამისი დებულებები გაწერილია უმე-ს წესდების ახალ რედაქციაშიც, 2022 წლის 27 მაისის საეკლესიო კრების შემდეგ.

კითხვა 3.

„აგზავნიდა თუ არა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი რმე-ს სინოდში ოფიციალურ განცხადებას ან აქტს რმე-ს შემადგენლობიდან სრული გამოსვლის შესახებ? გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ასეთი დოკუმენტების ასლი“.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ მღვდელ-მომმართველთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით, მამა ანდრეი პინჩუკი) ყველანაირად დემონსტრირებს  რმე-ს მიუღებლობას, ხაზს უსვამს თავის არმიკუთვნებულობას მის მიმართ, აკრიტიკებს და შეურაცხყოფს მის წინამძღოლს. და უცებ ჩვენ ვხედავთ რაღაც მოულოდნელ პიეტეტს მოსკოვის საპატრიარქოს წინაშე. ნუთუ თქვენ გულწრფელად თვლით, რომ უმე უნდა აგზავნიდეს ერთგვარ „განცხადებებს“ რმე-ში?

თუ თქვენ გინდათ უმე მოაქციოთ დიპლომატიური, უმჯობესია ვთქვათ, ბიუროკრატიული პროცედურების ჩარჩოებში, რომელიც ახასიათებს საერო ორგანიზაციებს? თუმცა, ეკლესია არ ცხოვრობს ასეთი წესებით. „ დაე, იყოს ნება თქვენი: „ჰო, ჰო“; „და არა არა“;  ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისმიერია“ (მათ. 5:37). უმე -მ 27.05.2022 წ. საეკლესიო კრებაზე განაცხადა თავისი გადაწყვეტილება, ის საჯაროდ გაახმოვანა. ნუთუ გსურთ, რომ რადგან რმე-ს მისამართით არ გაიგზავნა რაიმე ნოტა ან განცხადება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილება ბათილია? თუ გსურთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილობა დამოკიდებულებაში იყოს იმასთან, თუ როგორ ირეაგირებენ მასზე რმე-ში?

უმე-ს წესდების თანახმად, „საეკლესიო ხელისუფლებისა და მართვის უმაღლეს ორგანოს“ წარმოადგენს მისი საეკლესიო კრება. გავიმეორებთ 27.05.2022წ. უმე-ს საეკლესიო კრების მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული გადაწყვეტილებები სრულიად საკმარისია უმე-ს სრული დამოუკიდებლობის დამტკიცებისთვის.

კითხვა 4.

„გამოვიდნენ თუ არა უმე-ს წინამძღოლი და სხვა იერარქები ოფიციალურად სინოდის შემადგენლობიდან, მღვდელმთავართა და ადგილობრივი საეკლესიო კრებების შემადგენლობიდან, საეკლესიო კრებათშორისი საკრებულოდან და რმე-ს სხვა საეკლესიო-კანონიკური ორგანოებიდან? თუ დიახ, გთხოვთ გამოაქვეყნოთ რმე-ს სინოდში განცხადებების ასლები უმე-ს ეპისკოპატის მიერ რმე-ს ყველა მმართველი ორგანოდან ოფიციალური გამოსვლის (და არა მონაწილეობის დროებითი „შეწყვეტის“ შესახებ)“.

ეს ზუსტად ისეთივე მზაკვრული კითხვაა, როგორც წინამორბედი და პასუხი მასზე უკვე დიდი ხანია გაცემულია.

კითხვა 5.

„თვლის თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი 19990 წლის 25-26 ოქტომბრის რმე-ს მღვდელმთავართა საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომლითაც განისაზღვრება მოსკოვის პატრიარქის მიერ უმე-ს ახალარჩეული წინამძღოლის კურთხევის ვალდებულება და უმე-ს წინამძღოლის მუდმივი წევრობის ვალდებულება წმინდა სინოდის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით ,ისეთად, რომელმაც ძალა დაკარგა? თუ დიახ, მაშინ გთხოვთ გამოაქვეყნოთ ისეთი ოფიციალური დოკუმენტების ასლები, რომლებიც ამას ადასტურებენ“.

ჩვეულებრივი ლოგიკა გვკარნახობს - თუ საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები უმე-ს სრული კანონიკური (არა მხოლოდ ადმინისტრაციული) დამოუკიდებლოების შესახებ, ყველა მსგავსი საკითხი არააქტუალურია. ვაკოპირებთ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურის ე. ბოგდანისაადმი უნეტარესის განმარტებას“ „უმე-ს წინამძღოლს უმე-ს საეპისკოპოსო ირჩევს სიკვდილამდე შემდგომი კურთხევის გარეშე... რმე-ს საეკლესიო კრებების დადგენილებები არ წარმოადგენს საფუძველს უმე-ს ეპისკოპოსთა საეკლესიო კრების საქმიანობისთვის. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა შეწყვიტა რმე-ს წმინდა სინოდში წევრობა“.

ამჟამად ნამდვილად არის წინააღმდეგობა 1990 წლის რმე-ს მღვდელმთავართა საეკლესიო კრების დოკუმენტებსა და 2022 წლის უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს შორის. თუმცა, ჩვენ, ვიმყოფებით რა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ვხელმძღვანელობთ ჩვენს საქმიანობაში  მისი მთავარი მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებებითა და მისი წესდების დებულებებით.

კითხვა 6.

„თვლის თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი ძალადაკარგულად მოსკოვის პატრიარქ ალექსის 1990 წლის 28 ოქტომბრის სიგელების იმ პუნქტებს, სადაც კანონიკურად არის გამოცხადებული უმე-ს დამოკიდებულება რმე-ზე და აღიარებულია, რომ უმე სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს უკავშირდება სწორედ რმე-თან კავშირის მეშვეობით და მან უნდა იხელმძღვანელოს რმე-ს მღვდელმთავართა საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებით? პატრიარქ ალექსი II-ის სიგელი უმე-ს ამყოფებს რმე-ზე ფარულ დამოკიდებულებაში, ხოლო „უმე-ს მართვის შესახებ წესდების“ ახალი რედაქცია ამტკიცებს ასეთ დამოკიდებულებას ამ სიელის ხსენებით წესდების პირველ პუნქტში. თუ უმე-ს წმინდა სინოდი სიგელის ამ პუნქტებს თვლის ბათილად მისთვის, გთხოვთ გამოაქვეყნოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი“.

კითხვაში იკითხება აშკარა მოწოდება უარი ითქვას პატრიარქ ალექსის „ცუდ“ სიგელზე. თუმცა, არის თუ არა მასში ჩაწერილი რმე-ზე დამოკიდებულება?

ჯერ ერთი, სიგელში სულაც არაა „გამოცხადებული უმე-ს კანონიკური დამოკიდებულებაზე რმე-ზე“. იქ საუბარია იმაზე, რომ უმე- მ უნდა შეასრულოს მხოლოდ 1990 წლის 25-26.11 -ის რმე-ს მღვდელმთავართა კონკრეტული საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები. ციტატა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იხელმძღვანელებს საღვთო და წმინდა კანონებისა და წმინდა მამებისგან მემკვიდრეობით მიღებული კათოლიკე მართლმადიდებლური ეკლესიის ადათ-წესებისა და ამ მღვდელმთავართა საეკლესიო კრების დადგენილებების თანახმად“.

მეორეც, ეს სიგელი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უმე-ს მემკვიდრეობითობას, „პასპორტს“, რომ ის არის ის კანონიკური სამოციქულო ეკლესია, რომელიც სათავეს იღებს მთავარ ვლადიმირის ეკლესიისგან, რომელიც 988 წელს კიევის სანაპიროებზე აღმოცენდა. უნდა თქვას თუ არა უმე-მ უარი თავის პასპორტზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მასში დაინახა რმე-ზე „ფარული დამოკიდებულება“?

კითხვა 7.

„თვლის თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი ძალადაკარგულად „რმე-ს წესდებას“, კერძოდ, მის X კარს, რომელმაც განსაზღვრა უმე-ს დაქვემდებარება რმე-სა და მის ორგანოებთან მიმართებაში? ამ წესდებას 2017 წელს ერთხმად ხმა მისცეს უმე-ს იერარქებმა, როგორც რმე-ს მღვდელმთავართა საეკლესიო კრების წევრებმა. თუ უმე-ს წმინდა სინოდი მისთვის უკვე ბათილად ცნობს მათ მიერ მოწონებულ „რმე-ს წესდებას“, გთხოვთ გამოაქვეყნოთ დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებენ, კერძოდ, ოფიციალური გადაწყვეტილება და წერილი რმე-ს სინოდში“.

ისევ და ისევ გვიწევს ცხადზე ცხადის გამეორება, ამასთან, ცხადის თავად კითხვის ავტორებისთვის - უმე აღარ ხელმძღვანელობს თავის საქმიანობაში რმე-ს წესდებით. გადაწყვეტილებებს მისი ცალკეული კარების ბათილობის ან ნამდვილობის შესახებ იღებს თავად რმე. აღიარო რმე-ს წესდება (როგორც რუსეთის ფედერაციის კორპორატიული სამართლის ნორმატიული დოკუმენტი) ნამდვილად უკრაინის ტერიტორიაზე - ეს იგივეა, რომ ცნო რფ-ს კანონი მისთვის უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული მხარის მიერთების შესახებ.

კითხვა 8.

„უგზავნიდა თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს სამშვიდობო სიგელებს უმე-ს რმე-ს შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ და დაიწყო თუ არა მან სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მოლაპარაკებები უმე-ს სრული ავტოკეფალიის ცნობისა და მისი კანონიკური სტატუსის დარეგულირების შესახებ? თუ დიახ, გთხოვთ გამოაქვეყნოთ ასეთი დოკუმენტების ასლი“.

იხ. პასუხი № 1 კითხვაზე.

კითხვა 9.

„გმობს თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი მოსკოვის პატრიარქ კირილის განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისა და საფუძვლიანობის შესახებ და ასევე მათ მიერ პროპაგანდირებულ „რუსული მშვიდობის“ ფუნდამენტალისტურ იდეოლოგიას, რომელიც ყველა ნიშნით ატარებს ერეტიკულ და არამართლმადიდებლურ ხასიათს? ჩვენ ყველა ველით არა უბრალოდ ფორმალურ, მდუმარე ან გაურკვეველ „დაუთანხმებლობას“, არამედ სწორედ ამ განცხადებებისა და იდეების, როგორც არამართლმადიდებლური დაგმობას ოფიციალურ საეკლესიო დონეზე უმე-ში. თუ უმე-ს წმინდა სინოდმა ნამდვილად დაგმო ისინი, გთხოვთ ამის დასტურად გამოაქვეყნოთ ოფიციალური დოკუმენტები“.

და ისევ, თავად კითხვაში სჭვივის ეშმაკობა. ის ხომ უკვე თავისთავად მოიცავს ბრალდებას - თითქოს, თუ ჩვენ მას ვსვამთო, ეს ნიშნავს იმასო, რომ საზოგადოება თვლის, რომ უმე პატრიარქ კირილის პოზიციას ეთანხმება ომთან ან „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიასთან დაკავშირებითო. მისი ავტორები მშვენივრად ხვდებიან, რომ უმე-ს, როგორც მისი წინამძღოლის, მიტროპოლიტ ონუფრის, ასევე საეკლესიო კრების სახით, ომის პირველი დღიდან დაწყებული არაერთხელ გამოუხატავს უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ომის პირველ დღეს მიტროპოლიტმა ონუფრიმ რფ-გან მოითხოვა „დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ძმათამკვლელი ომი. უკრაინელი და რუსი ხალხი გამოვიდა დნეპრის ნათელღების ერთი ემბზიდან და ომი ამ ორ ხალხს შორის არის კაენის ცოდვის განმეორება, რომელმაც შურის გამო მოკლა მისი ღვიძლი ძმა. ასეთ ომს გამართლება არა აქვს არც ღმერთთან, არც ადამიანებთან“.

წმინდა სინოდის განცხადება:

12.05.2022წ.: „უმე -მ უმალ დაგმო რფ-ს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ ომი არის დიდი ცოდვა. ... უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სრულად იზიარებს უკრაინელი ხალხის ტკივილსა და ტანჯვას“.

23.11.2022 წ.: „270 დღეზე მეტია მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსული ჯარების შეჭრის პირველი დღიდან უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო ეს ომი და ის თანმიმდევრულად გამოდის უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის“.

რაც შეეხება დამოკიდებულებას რმე-ს პატრიარქის პოზიციასთან დაკავშირებით. აი, 27.05. 2022 წ. საეკლესიო კრების განცხადება: „არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით“.

თუმცა, არა მხოლოდ და არა იმდენად უმე-ს განცხადებები ადასტურებენ მის პოზიციას, არამედ ძირითადად ის დახმარება უმე-ს მხრიდან უშძ-სა და მშვიდობიანი მოსახლეობისადმი, რომლებიც დაზარალდნენ ომისგან. ციტატა 20.12. 2022 წ. წმინდა სინოდის სხდომის ოქმიდან: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებს გადაეცა 180 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს გაეწია 4 მილიონი გრივნას ოდენობის სამედიცინო დახმარება. მღვდელთავრები, სამღვდელოება, სასულიერო სკოლების სტუდენტები და ერისკაცები რეგულარულად აბარებენ სისხლს დაჭრილებისა და დაზარალებულებისთვის. ჩვენი დამცველებისთვის შესყიდულ იქნა და მათ გადაეცა 80 ავტომობილი. უშძ-თვის გაწეული დახმარების საერთო თანხა შეადგენს დაახლოებით 30 მილიონ გრივნას“.

კიდევ რას მოითხოვთ უმე-ს მღვდელმთავრებისგან? კიდევ რა მტკიცებულებები გჭირდებათ? გამოვაქვეყნოთ უმე-ს ოფიციალურ რესურსებზე მოსაწყენი კარიკატურები და პატრიარქ კირილის შეურაცხყოფა, როგორც ეს რეგულარულად კეთდება არხზე „მხიარული მღვდელი“? ვფიქრობთ, რომ ასეთი პრაქტიკა ზოგადად შორსაა ქრისტიანობისგან.

რაც შეეხება „რუსული მშვიდობის“, როგორც ერეტიკული იდეოლოგიის დაგმობას, ერესად შეიძლება ცნობილ იქნა მხოლოდ საეკლესიო სარწმუნოებრივი სწავლების დამახინჯება და არა პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა კონცეფციები. „რუსული მშვიდობა“, ისევე როგორც „ელინური“ ან სხვა ნებისმიერი არის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი იდეოლოგია. კვლავ შეგახსენებთ, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული და არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ შეიძლება მისგან მოითხოვო, რომ ის აუცილებლად გამოხატავდეს აზრს სხვადასხვა სახის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეკლესია ზნეობრივ შეფასებას აძლევს ამა თუ იმ ქმედებებს და უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს ომი უკვე შეფასდა ამომწურავად.

კითხვა 10.

„გმობს თუ არა უმე-ს წმინდა სინოდი რმე-ს სინოდის მიერ უმე-ს მთელი რიგი ეპარქიისა და სამწყსოს უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და გმობს თუ არა წმინდა სინოდი კოლაბორაციონიზმის სამწუხარო ფაქტებს უმე-ს ცალკეულ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს შორის? თუ დიახ, გთხოვთ გამოაქვეყნოთ ოფიციალური დოკუმენტები ამის შესახებ“.

საკითხი უმე-ს მრევლისა და ეპარქიების საქმიანობის შესახებ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან რთულია. აქ ორიენტირად გამოდგება 27.05.2022 წ. უმე-ს საეკლესიო კრების ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გვამცნობს:

„სამხედრო მდგომარეობის პერიოდის განმავლობაში, როცა კავშირები ეპარქიებსა და საეკლესიო მმართველ ცენტრს შორის გართულებულია ან არ არსებობს, საეკლესიო კრება მიზანშეწონილად მიიჩნევს ეპარქიის მღვდელმთავრებს მისცეს უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ეპარქიის ცხოვრების ამა თუ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება წმინდა სინოდის ან უმე-ს წინამძღოლის კომპეტენციას, შესაძლებლობის აღდგენისთანავე, მღვდელმთავართა შემდგომი ინფორმირებით“.

უმე-ს მღვდელმთავართათვის მთავარს წარმოადგენს არა  რმე-ს მოქმედებების დაგმობა ან არდაგმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამწყსოების მიხედვით, არამედ ზრუნვა იმაზე, რომ არ გახდეს ამ სამწყსოთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე. უმე მოქმედებს ძალიან ფრთხილად და ეს წარმოადგენს მართებულს.

რაც შეეხება სასულიერო პირებს შორის კოლაბორაციონიზმის ფაქტებს, რაიმე სახის გადაწყვეტილების მისაღებად საეკლესიო სასამართლოს სჭირდება, რომ სამოქალაქო სასამართლოში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით გამოტანილ იქნეს მოტივირებული და დამტკიცებული გამამტყუნებელი განაჩენი. ჯერჯერობით, ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა. ასეთი გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე საეკლესიო დაგმობა დაემგვანება ანგარიშსწორებას ვინმეს მითითებით. წმინდა სინოდმა ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა, როცა განაცხადა, რომ არ შეიძლება ყველა იმ მღვდლისა და ეპისკოპოსის კოლაბორანტებში ჩაწერა, რომლებმაც არ მიატოვეს თავიანთი სამწყსო და დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ციტატა წმინდა სინოდის 23.11.2022 წ. განცხადებიდან:“ სამწუხაროდ, დრეს უმე-ს ზოგიერთი მღვდელმსახურის მისამართით ისმის ბრალდებები კოლაბორაციულ საქმიანობაში.  თავის მხრივ, მხედველობაში ვიღებთ რა სხვადასხვა გარემოებას, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს სამხედრო აგრესიის შედეგად, ვაცხადებთ, რომ ეს ხელოვნური ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ის ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც დარჩნენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აგრძელებენ იქ მსახურებას, არ წარმოადგენენ კოლაბორანტებს. პირიქით, ბევრი მათგანი წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნამდვილ გმირს. მძიმე გარემობებეში, რომელიც ომის შედეგად წარმოიქმნა, მათ არ დატოვეს თავიანთი სამწყსო. რისკავენ რა საკუთარი რეპუტაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენი უკრაინელი ხალხი  გადარჩეს იქ, სადაც ომი ანადგურებს შანსებს ადამიანის სიცოცხლისთვის“.

დასკვნა

და ბოლოს დავასრულებთ იმით, რითიც დავიწყეთ. კითხვები, რომელთაც სვამს „მხიარული მღვდელი“ მეგობრებთან ერთად არის აშკარა პროვოკაცია, რომელიც მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ. მისი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, პირველ რიგში, მისი სასულიერო პირებისა და მორწმუნეების თვალში. ადამიანი, რომელიც ეძებს სულის ხსნას, პირველ რიგში, სვამს კითხვას: სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? თუმცა, როგორც ჩანს, „მხიარულ მღვდელს“ ეს საკითხი არ აინტერესებს. ისევე როგორც არ აინტერესებს საკითხი იმის შესახებ, თუ საიდან აქვს სერგეი პეტროვიჩ დუმენკოს ეპისკოპოსობის მადლი, თუ ის „ხელდასმულია“ ადამიანის მიერ, რომელიც ეკლესიისგან განკვეთილია? თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ყველა, ერთად აღებულ კანონზე მაღლა დგას?

მხოლოდ ის ერთი ფაქტიც კი, რომ უმე-ს მადლმოსილად ცნობს ყველა ადგილობრივი ეკლესია, ხოლო მეუ-ს მისი მხოლოდ მცირე ნაწილი, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ უმე არის ჭეშმარიტი ეკლესია. და თუ ეს ასეა, არის კი საცხოვნებელი შეუერთდე მის მდევნელებს, რომლებიც ცდილობენ მის განადგურებას?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ