ვნებათაღელვა პატრიარქ ალექსის II-ის სიგელის გამო
პატრიარქ ალექსის სიგელი არის დოკუმენტი, რომელიც მოწმობს, რომ უმე არის თავად ვლადიმერის ეკლესიის მემკვიდრე.
ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ეკლესიისადმი მისი ოპონენტების მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ უმე-ს არ სურს პატრიარქ ალექსი II სიგელზე უარის თქმა, სადაც დეკლარირებულია მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სტატუსი. კერძოდ, ამის შესახებ საუბარი მიმიდინარეობდა პრეს-კონფერენციაზე «Итоги деятельности УПЦ в 2022 г.» (უმე-ს მოღვაწეობის შედეგები 2022 წელს), რომელიც 2022 წ. 29 დეკემბერს კიევო-პეჩერის ლავრაში გაიმართა.
უმე-ს მიმართ ანტიპატიურად განწყობილი ადამიანები მოუწოდებენ მას, რომ უარი თქვას სიგელზე, ვინაიდან ის თითქოს გამოცემულია არასწორი, იმპერიალისტური და ა.შ. რმე-ის მიერ. ამ მოწოდებებს დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა შემდეგნაირად უპასუხა: „სიგელი დაბადების მოწმობას ჰგავს. ყველას, ვინც 90-იან წლებამდეა დაბადებული, აქვთ მწვანე წიგნაკი ღერბით, შესაბამისი წარწერით, რომელიც გამოცემული იყო სსრკ-ის დროს. შეიძლება უარის თქმა მასზე? შეიძლება უარის თქმა დაბადების მოწმობაზე? თვით ეს სიგელი არ მიუთითებს რუსეთთან დაქვემდებარებაზე და დამოკიდებულებაზე. სიგელი მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიენიჭა დამოუკიდებლობა და თავისუფლება“.
მიუხედავად ამისა, უმე-ს მიმართ კრიტიკა არ დამცხრალა.
მაგალითად, კიევში წმ. ანდრიას ეკლესიის საიტმა (უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკზარქატი) გამოაქვეყნა რელიგიათმცოდნის ალექსანდრე საგანის გამონათქვამები სახელწოდებით „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქო გამუდმებით რაღაცეებს იგონებს და ცრუობს“, სადაც ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს:
„ახალ წესდებაში მათ განაცხადეს (თავი 1, პ.1) თავიანთი ერთგულების შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს 1990 წლის 27.10. სიგელის მიმართ, რომელსაც, როგორც გუშინ პრეს-კონფერენციაზე გაირკვა, თავიანთ „მეტრიკად“ (დაბადების მოწმობად) მიიჩნევენ. ეს სიგელი კი გამოცემულია რმე-ის 1990 წლის 25-26 ოქტომბრის სამღვდელმთავრო კრების გადაწყვეტილებების საფუძველზე. სიგელში წერია, რომ უმე-მ „თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სახელმძღვანელოდ“ აირჩია ამ კრების განმარტება „უკრაინის მე-ის შესახებ“.
ამ განმარტების პუნქტი 8 ავალდებულებს „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, როგორც უმე-ს წინამძღვარს“, იყოს „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი“.
შეიქმნა ასეთი ვითარება: გამოხვალ სინოდიდან - სიგელს ეწინააღმდეგები. სიგელი კი, როგორც აღმოჩნდა, მათთვის ყველაფერია. სად უნდა მოიპოვონ მერე დაბადების ახალი მოწმობა?“
რადგან ეს არ არის მეუ-ს რიგითი მომხრის პირადი მოსაზრება, არამედ ქვეყნდება ფანარიონის ოფიციალური სტრუქტურების მიერ, აუცილებელია მისი უფრო ვრცლად განხილვა.
რატომ არ არის უმე ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი
აი, რა დაადგინა რმე-ის 1990 წლის 25-26 ოქტომბრის სამღვდელმთავრო კრებამ:
„სინოდისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს თხოვნის ზედმიწევნით შესწავლისა და განხილვის შემდეგ, სამღვდელმთავრო კრება განსაზღვრავს:
- უმე-ს თავის მმართველობაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება ენიჭება.
- ამასთან დაკავშირებით უქმდება სახელწოდება „უკრაინის საეკზარქოსო“.
- უმე-ს წინამძღვარი არჩეული უნდა იყოს უკრაინის საეპისკოპოსოს მიერ და იკურთხება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ.
- უმე-ს წინამძღვარი „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის“ ტიტულს ატარებს.
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, უმე-ს ფარგლებში, ენიჭება „უნეტარესის“ ტიტული.
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ორი პანაღეის ტარებისა და ღვთისმსახურების დროს ჯვრის გამობრძანების უფლება აქვს.
- უმე-ს სინოდი ირჩევს და აყენებს მმართველ და ვიკარიულ მღვდელმთავრებს, აარსებს და აუქმებს ეპარქიებს უკრაინის ფარგლებში.
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, როგორც უმე-ს წინამძღვარი არის რმე-ის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი.
- რმე-ის სამღვდელმთავრო კრების ეს განსაზღვრება ექვემდებარება რმე-ის ადგილობრივი კრების დამტკიცებას შესაბამისი ცვლილებების შეტანით წესდებაში რმე-ის მმართველობის შესახებ“.
ყურადღება მოვაქციოთ ამ მე-8 პუნქტს, რასაც საგანი ხაზს უსვამს. იქ არავითარი ვალდებულება არ არის. მხოლოდ იმ დროის ფაქტის კონსტატირებაა: უმე-ს წინამძღვარი არის რმე-ის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი. და სხვა არაფერი! ახლა სხვა, საწინააღმდეგო ფაქტია: უმე-ს წინამძღვარი არ შედის რმე-ის წმინდა სინოდის შემადგენლობაში. და ეს ფაქტი არანაირად არ ახდენს გავლენას არც რმე-ის 1990 წ. 25-26 ოქტომბრის სამღვდელმთავრო კრების, არც პატრიარქ ალექსი II სიგელის გადაწყვეტილებათა განხორციელებაზე. ზუსტად ასევე, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც უმე-ს წინამძღვარმა უარი თქვა „ორი პანაღიის ტარებაზე“ ან „ჯვრის გამობრძანებაზე ღვთისმსახურების დროს“, უმე-მ არ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
და სინამდვილეში რისიც ეშინიათ უმე-ს მიმართ ანტიპატიურად განწყობილ ხალხს, ეს არის ის მტკიცებულებები, რომ უმე უკრაინის საეკზარქოსოს კანონიერი და ერთადერთი სამართალმემკვიდრეა.
1686 წ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადაიყვანა. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ სტატიაში «Та самая Грамота: так передавал ли Константинополь Церковь Украины Москве». (იგივე სიგელი: გადასცა თუ არა კონსტანტინოპოლმა მოსკოვს უკრაინის ეკლესია).
თუ როგორ გრძნობდა თავს კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, კარგად თუ ცუდად, - სადისკუსიო საკითხია, მაგრამ ერთი რამ უდავოა - უკრაინის ტერიტორიაზე არ არის და არ ყოფილა სხვა მართლმადიდებელი ორგანიზაცია (ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას ვერ ჩავთვლით მართლმადიდებლურად, ვინაიდან ის კათოლიკური ეკლესიის ნაწილია). კიევის მიტროპოლიის ბედი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში რთული იყო, მაგრამ 1990 წ. ის მიესადაგა უკრაინის საეკზარქოსოს ფორმას, რომელიც გაუქმებული იყო რმე-ის 1990 წ. 25-26 ოქტომბრის სამღვდელმთავრო კრების მიერ და მის მაგივრად უმე წარმოიქმნა.
ზემოთხსენებული სამღვდელმთავრო კრების გადაწყვეტილებები და პატრიარქ ალექსი II სიგელი მოწმობენ იმას, რომ ახლანდელი უმე იგივე ეკლესიაა, რომელიც შეიქმნა წმინდა მოციქულთასწორ ვლადიმერის დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიის ფორმით და არსებობდა მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიათა ერთობაში, XX საუკუნეში ის გადაკეთდა უკრაინის საეკზარქოსოდ და 1990 წ. გახდა დამოუკიდებელი უმე. ამ მხრივ პატრიარქ ალექსი II-ის სიგელი ნამდვილად გარკვეულ წილად დაბადების მოწმობას წარმოადგენს, როგორც თქვა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.
რატომ გაჩნდა მეუ ცარიელ ადგილზე
აქ თავიდანვე უნდა ვუპასუხოთ კითხვას უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც წარმოიქმნა 1920-იან წლებში, ისიც ხომ არ არის კიევის მიტროპოლიის სამართალმემკვიდრე? სწორედ უამე-გან წარმოიშვა კს უმე, ხოლო შემდგომში კი - მეუ. არა, უამე არ არის სამართალმემკვიდრე, ვინაიდან გადაწყვეტილება მისი შექმნის შესახებ მიღებული იყო კიევის სოფიაში ეგრეთ წოდებულ პირველ სრულიად უკრაინის კრებაზე 1921 წ. ოქტომბერში (ბოლშევიკთა მმართველობის დროს და მათი მხარდაჭერით), სადაც არც ერთი ეპისკოპოსი არ იღებდა მონაწილეობას და როგორც ცნობილია: ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიაც არ არსებობს. ვინაიდან ვერც ერთი მღვდელმთავრის გადმობირება ვერ მოხერხდა, ინიციატორები იძულებულები იყვნენ მიემართათ მკრეხელობისთვის. მათ ჩაატარეს თავიანთი „ეპისკოპოსის“ ვასილი ლიპკივსკის „ხელდასხმა“ მღვდლების საშუალებით და ამისთვის გამოიყენეს წმინდა მოწამის მაკარი კიეველის წმინდა ნაწილები. ამ ქმედების გამო მათ სამართლიანად უწოდეს «самосвяты» (თვითმაკურთხეველნი). ამრიგად, უამე ვერ ჩაითვლება კიევის მიტროპოლიის სამართალმემკვიდრედ და საერთოდ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიადაც კი.
რა წერია პატრიარქ ალექსის სიგელში?
უმე-ს მიმართ ანტიპატიურად განწყობილთა კრიტიკის კიდევ ერთი მაგალითი. ლუდმილა ფილიპოვიჩმა, უკრაინის რელიგიათმცოდნეების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროგრამა «Факты ICTV» ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქ ალექსი II-ის სიგელში „პირველ ხაზზევე“ წერია, რომ უმე რმე-ის ნაწილია. „და ახლა სცადეთ წინააღმდეგობის გაწევა. მათ ან ვერ წაიკითხეს ბოლომდე, ან ბოლომდე ვერ დაამუშავეს ეს საკითხი. თქვენ ყველაფრის თქმა შეგიძლიათ. მაგრამ ჩვენ სიტყვებით კი არა, ქმედებებით ვსჯით“, - ხაზი გაუსვა ფილიპოვიჩმა.
მოდით, წავიკითხოთ პატრიარქ ალექსი II-ის სიგელი და ვნახოთ, რა წერია პირველ ხაზებზე.
„ჩვენ, მდაბალი ალექსი II, ღვთის მადლით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან - მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთად, შევიკრიბეთ 1990 წლის 25-27 ოქტომბერს წმინდა დანიელის მონასტერში ღვთივდაცულ ქალაქ მოსკოვში, ვისწრაფვით რა კურთხეული მშვიდობისკენ, ქრისტეს უანგარო სიყვარულისკენ და ძმური ერთობისკენ საერთო ქმედებით ღვთის ყანაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსით, მისი ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრების სურვილისა და მონდომების გათვალისწინებით, რომლებიც მიმდინარე, 1990 წლის 9 ივლისს შეიკრიბნენ ღვთივდაცულ ქალაქ კიევში, რომ იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მათი საეკლესიო ცხოვრების თაობაზე, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საწყისებზე ამ ჩვენი სიგელით ვაკურთხებთ ცხოველმყოფელი სულიწმიდის ძალით, რომ ამიერიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის მმართველობაში, თქვენ კი - მისი წინამძღვარი, ერთხმად არჩეული 1990 წლის 9 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს მიერ. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა იწარმოებს ღვთისა და წმინდა კანონების შესაბამისად და წმინდა მამებისგან გადმოცემული კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის და ამ სამღვდელმთავრო კრების განჩინებებით. ჩვენ ყველა ერთობლივად მთელი გულით და ჩვენი ბაგეებით ვევედრებით მოძღვართსარქალ უფალს, რათა მოგვმადლოს ზეციური მეოხება და უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა ერთიან და სამოციქულო ეკლესიასთან გაერთიანებული, მთელი მართლმადიდებლური კათოლიკე სისავსის გარეშე დაე ვერ შეცვლის ვერაფერს, რაც შეეხება რწმენის დოგმატებს და წმინდა კანონებს. შემოქმედმა და ყოვლადწმინდა ცხოველმყოფელმა სამებამ: მამა, ძე და სულიწმიდამ - მარად გააძლიეროს უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, მიჰმადლოს მას დიდება და პატივი და აკურთხოს მისი მყოფობა ღვთივსათნო სისავსის შენარჩუნებისთვის“.
როგორც ჩანს, პატრიარქ ალექსი II სიგელში არ არის ზუსტი ფორმულირებები იმის შესახებ, რომ უმე რმე-ის შემადგენლობაში შედის. არის სიტყვები, რომ უმე მსოფლიო მართლმადიდებლობასთან რმე-ის საშუალებით არის დაკავშირებული. მაგრამ ესეც მოცემულია როგორც იმდროინდელი ფაქტი და არა გარემოება, რომელიც სიგელის ნამდვილობას განაპირობებს. ეს „შეერთების“ საშუალება ასახული იყო უმე-ს წესდებაში.
თუმცა ახლა, ფეოფანიაში 2022 წ. 27 მაისის უმე-ს კრების გადაწყვეტილებების შემდეგ, წესდების ეს პუნქტი უმე-ს დამოუკიდებლობის შესახებ ამოიღეს. უმე დაკავშირებულია „ერთიან წმინდა სამოციქულო ეკლესიასთან“ არა რმე-ს მეშვეობით, არამედ უშუალოდ. და ეს არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ სიგელის ნამდვილობას. სიგელის ტექსტში აღნიშნულია გარემოება, რომელიც განაპირობებს სიგელის ნამდვილობას, ის მდგომარეობს შემდეგში: „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, <…> მთელი მართლმადიდებელი კათოლიკე სისავსის კრებითი გადაწყვეტილების გარეშე დაე ვერ შეცვლის ვერაფერს, რაც შეეხება რწმენის დოგმატებს და წმინდა კანონებს“.
როგორც ცნობილია, უმე-ს არაფერი შეუცვლია არც დოგმატებში, არც კანონებში, ეს კი ნიშნავს, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ მის არაკანონიკურობაზე ან არანამდვილობაზე ვილაპარაკოთ პატრიარქ ალექსი II-ის სიგელის მიხედვით.
თუ სიგელის იდეას ლოგიკურად განვავითარებთ, როგორც უმე-ს „დაბადების მოწმობას“ სამართალმემკვიდრეობის დადგენის კონტექსტში, შეგვიძლია მივიდეთ შემდეგ დასკვნამდე.
სიგელი არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ უმე თავად ვლადიმერის ეკლესიის მემკვიდრეა.
ახლა უმე-ს და მეუ-ს პტეტენზია აქვთ იმაზე, რომ ისინი კიევის მიტროპოლიის სამართალმემკვიდრეებად ითვლებიან. თუ სამოქალაქო სამართალთან გავავლებთ ანალოგიას მემკვიდრეობის სფეროში, მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია არა მარტო პრეტენდენტის განცხადება მემკვიდრეობაზე, არამედ დოკუმენტიც, რომელიც მემკვიდრეობის უფლებას მოწმობს. უმე-სთვის ასეთ დოკუმენტად შეიძლება განიხილებოდეს სწორედ პატრიარქ ალექსი II-ის სიგელი. ისევე, როგორც სამოქალაქო საქმეებში, ძირითადი უფლების დამამტკიცებელი დოკუმენტი არის სწორედ დაბადების მოწმობა და არა პასპორტი, რომელიც მხოლოდ პიროვნების დამადასტურებელია, მაგრამ არ მიუთითებს მემკვიდრისა და მემკვიდრეობის მფლობელის სამართლებრივ კავშირზე. ყველა დანარჩენი დოკუმენტი დამატებითი და დამაზუსტებელია.
1990 წლის ოქტომბრამდე უსსრ ტერიტორიაზე ეკლესიას ერქვა: რმე-ის უკრაინის ეკზარქატი, სხვა ეკლესიები არ იყო. 1990 წლის 25-26 ოქტომბრის რმე-ის სამღვდელმთავრო კრებამ დაადგინა უკრაინის მართლმადიდეწბელი ეკლესიის არსებობის უფლება ქონებრივი და ისტორიული მემკვიდრეობის ყველა უფლებით, აგრეთვე ავტონომიურ ეკლესიამდე კანონიკური სტატუსის ამაღლებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გაჩნდა პატრიარქ ალექსი II-ის სიგელი. და უკვე ამ გადაწყვეტილებისა და სიგელის საფუძველზე მოწვეული იყო უმე-ს კრება, რომელმაც უმე-ს წესდების პირველი რედაქცია მიიღო.
ამრიგად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული საპატრიარქო სიგელი ნამდვილად წარმოადგენს ერთგვარ დაბადების მოწმობას, ეს კი კიევის მიტროპოლიისა და უკრაინის ეკზარქატის ქონებრივი და ისტორიული მემკვიდრეობის უფლების მოწმობასაც გულისხმობს.
ახლა გაჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი მემკვიდრეობაზე - მეუ. მას არ აქვს „დაბადების მოწმობა“, აქვს მხოლოდ „პასპორტი“, რომელშიც შეიძლება ტომოსი ვიგულისხმოთ, და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ ფანარიონს უკან მიაქვს კიევის მიტროპოლია. ეს გადაწყვეტილება, არც მეტი, არც ნაკლები, არის განაცხადი იმაზე, რომ ოდესღაც, 300 წლის წინ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინაში თავისი ქონებრივი და კანონიკური უფლებები ჰქონდა. მეუ-სთვის, მემკვიდრეობაზე სამოქალაქო საქმეების ანალოგიურად, ეს დნმ-ის ანალიზის ცნობის მსგავსია, რომელიც მოწმობს მის 300-წლიან კავშირს წინაპართან, რომელსაც აქ რაღაც უფლებები გააჩნდა.
ვის მიანიჭებს სამოქალაქო სასამართლო უპირატესობას, პრეტენდენტს დაბადების მოწმობით თუ პრეტენდენტს ცნობით? პასუხი აშკარაა. აი, ამიტომ უმე-ს მიმართ ანტიპატიურად განწყობილი ადამიანები ასე აქტიურად უბიძგებენ მას უარი თქვას პატრიარქ ალექსი II-ის სიგელზე. უბიძგებენ იმის საფუძველზე, რომ ეს თითქოს იმპერიალისტური, საბჭოთა წარსულის და ა.შ. მოწმობაა. და თუ უმე უარს იტყვის მასზე, მაშინ უმე-ს და მეუ-ს პრეტენზიები კიევის მიტროპოლიის მედმკვიდრეობაზე გათანაბრდება.
მაგრამ როგორც დასკვნით პრეს-კონფერენციაზე დეკანოზმა სერგი იუშჩიკმა განაცხადა: „მე დაბადების მოწმობა 42 წლის წინ მომცეს. ეს სხვა ქვეყანა იყო, სხვა სახელწოდებით“, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ მოწმობაზე გამოსახულია სსრკ-ის ღერბი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ნამდვილი არ არის. ასევეა პატრიარქ ალექსი II-ის სიგელის შემთხვევაშიც.