დასკვნები უმე-ს სინოდის შემაჯამებელი სხდომიდან

21 December 2022 12:22
3312
უმე-ს სინოდის სხდომა, 2022 წლის 20 დეკემბერი. უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.ფოტო: Информационно-просветительский отдел УПЦ უმე-ს სინოდის სხდომა, 2022 წლის 20 დეკემბერი. უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.ფოტო: Информационно-просветительский отдел УПЦ

დეკემბრის ბოლოს შედგა უმე-ს წმინდა სინოდის შემაჯამებელი სხდომა. როგორია მისი შედეგები, რას ნიშნავს ის და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

2022 წლის 20 დეკემბერს შედგა უმე-ს სინოდის 2022 წლის - უმე-ს ისტორიაში ყველაზე რთული წლის შემაჯამებელი სხდომა. ამჟამად, ეკლესია დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. რა გადაწყვიტა სინოდმა, რა განცხადებები და დოკუმენტები მიიღო მან?

შედეგი N1: ეკლესია არ იხრის ქედს ხელისუფლების ზეწოლით

პროტოკოლის ფოტო სინოდის სხდომიდან უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს: სინოდის ოთხი წევრიდან ორი, რომელიც პირადად ესწრება მას და არა ონლაინ, სანქციების ქვეშაა. ესაა მიტროპოლიტი პავლე (ლებედი), კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი და მიტროპოლიტი ანტონი, უმე-ს საქმეების მმართველი. ისინი არ გარიცხეს სინოდის შემადგენლობიდან, არ გაუშვეს და არ გადაიყვანეს სხვა ეპარქიებში დედაქალაქისგან შორს. ეს ნიშნავს იმას, რომ უმე სანქციებს მათ წინააღმდეგ თვლის უკანონოდ, ხოლო ბრალდებებს - დაუსაბუთებულად. ამის შესახებ მკაფიოდ არის ნათქვამი სინოდის ღია მიმართვაში პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ: „პირველად ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში მღვდელმსახურების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის მოქალაქეებს, უკანონოდ და გაუმართლებლად გამოიყენეს „პერსონალური“ სანქციები. ეს არის ღრმა ჩარევა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში. არსებითად, ეს შეზღუდვები არღვევს არა იმდენად მღვდელმსახურების პირად უფლებებს, არამედ თითქმის ათასობით რელიგიური თემის უფლებებს“.

უმე ანალოგიურ პოზიციას გამოხატავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩხრეკებისა და სხვა ქმედებების თაობაზეც: „საეპარქიო სამმართველოებში, ტაძრებსა და ჩვენი ეკლესიის მონასტრებში და ასევე მღვდელმთავრებსა და მღვდელსახურებში ტარდება ჩხრეკები, რომელთა შედეგადაც ჩნდება რაღაც ფურცლები, რომელიც არც არასდროს არსებულაან სიმბოლიკა, რომელსაც შეუძლია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია“.

ანუ უმე აცხადებს, რომ საეკლესიო შენობებში ჩხრეკების დროს ხდება საგნების შეგდება, რომლებიც იძლევიან საბაბს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის.

აცხადებს რა მსგავსი ქმედებების უკანონობის შესახებ, უმე ახდენს მზადყოფნის დემონსტრაციას დაიცვას თავისი უფლებები და არ წავიდეს კომპრომისზე ხელისუფლებასთან. როგორც გვიამბო ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის მიტროპოლიტმა მელეთიუსმა, რომლის ეპარქიაშიც ადგილი ჰქონდა რეზონანსულ მოვლენებს, მას მიანიშნეს, რომ მთელი „ცირკი” უცებ დასრულდება, როგორც კი მოხდება გადასვლა მეუ-ში. თუმცა, უმე ამაზე თანახმა არაა.

უმე-ს მღვდელმთავრობას  შეეძლო ასე ხისტი არ ყოფილიყო თავისი პოზიციის დაცვაში, გაეკეთებინა რამოდენიმე რევერანსი მეუ-ს მხარეს, ისევ მოეწოდებინა ისინი დიალოგისკენ, უარი ეთქვა კრებისთვის დაკისრებულ მოთხოვნებზე. თუმცა, არა, უმე არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას მეუ-ს მიმართ, რისკენაც მას მოუწოდებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ასეთ პოზიციას ამტკიცებს უნეტარესი ონუფრის ბოლოდროინდელი სიტყვები, რომ მეუ-მ ფაქტიურად უარყო წინადადება მოლაპარაკებებზე, გააგრძელა რა ტაძრების ძალადობრივი მიტაცებები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

უმე-ს ასეთ პოზიციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება გააჩნია. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიაზე საბჭოთა დევნის დროიდან გაჩნდა მოვლენა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „სერგიანობა“. რმე-ს მაშინდელი პირველიერარქი (მოგვიანებით პატრიარქი) სერგი (სტრაგოროდსკი) ახდენდა შეთანხმებას საბჭოთა ხელისუფლებასთან, ასრულებდა ყველა მის სურვილს და უარყოფდა ეკლესიაზე დევნას. ის ვარაუდობდა, რომ ასე მოხდებოდა ეკლესიის შენარჩუნება, მაგრამ ისტორია ამტკიცებდა საპირისპიროს. ეკლესია, ატარებდა რა „სერგიანობის“ პოლიტიკას, კიდევ უფრო ხისტი რეპრესიების ქვეშ ექცეოდა, ვიდრე ადრე. ამასთან, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ის მღვდელმთავრები, რომლებიც ყველაფერზე დათმობაზე მიდიოდნენ ხელისუფლებასთან, თუნდაც დევნისა და მისი სრული აკრძალვის მუქარის ქვეშ.

შედეგი N2: ეკლესია მთლიანად უკარაინის მხარესაა

ამავე დროს სინოდმა დაადგინა, რომ უმე თავისი ხალხის გვერდითაა. თუმცა, არა ხელისუფლების, არამედ ხალხის გვერდით.

რუსეთის ფედერაციის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დაწყებიდან უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პირველმა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დაბეჯითებით დაგმო სამხედრო აგრესია და გამოხატა თავისი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდანვე ჩვენი მორწმუნეები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მსხვერპლად სწირავენ რა სიცოცხლეს მშობლიური მიწის განთავისუფლებისთვის. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად ლოცულობს და მატერიალურ დახმარებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ომისგან დაზარალებული მოსახლეობის სხვა კატეგორიებს“ (ვ. ზელენსკისადმი ღია მიმართვიდან).

სინოდის შედეგებზე საინფორმაციო შეტყობინებაში ეს დახმარება და მხარდაჭერა უფრო კონკრეტულად არის აღწერილი:

  • ომის დაწყებიდან 50 ათასზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო საცხოვრებელი და საევაკუაციო დახმარება;
  • სამხედრო მოქმედებებისგან დაზარალებულისთვის გაიცა 3,5 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება და გაიცა 25 მილიონზე მეტი გრივნა ფინანსური დახმარება;
  • შესყიდულია 1,5 მილიონ გრივნაზე მეტი თანხის სამედიცინო პრეპარატი;
  • 550 ათასზე მეტი ულუფა სადილი გაიცა ხელმოკლეებსა და უპოვრებზე;
  • უსძ- სა და ტერიტორიულ დაცვას გადაეცა 180 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება;
  • დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაწეულია თითქმის 4 მილიონი გრივნის სამედიცინო დახმარება;
  • უსძ-თვის შესყიდული და გადაცემულია 80 ავტომობილი;
  • უსძ-თვის დახმარების საერთო თანხა დაახლოებით 30 მილიონ გრივნას შეადგენს.

კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ უნეტარესი ონუფრი გამოვიდა რუსული აგრესიის დაგმობით და უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოწოდებით ომის პირველივე დღეს, როცა ბევრი ანალიტიკოსის აზრით, პირველ რიგში, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, კიევის დაცემამდე 96 საათი იყო დარჩენილი, ხოლო აშშ ვ. ზელენსკის სთავაზობდა პოლონეთში ევაკუაციას და ამისთვის თავისი სპეცრაზმის შეთავაზებასაც. მიტროპოლიტ ონუფრის განცხადება ძალიან ძვირად ფასობს, მაგრამ ამის შესახებ უმე-ს მტრები რატომღაც არ საუბრობენ.

შედეგი N3: კამპანია უმე-ს წინააღმდეგ საზოგადოებას ყოფს

დიდ შეცდომას აკეთებენ ისინი, ვინც ვარაუდობს, რომ უმე-ს განადგურება (თავისთავად ან მეუ-სადმი მიერთების ფორმით) კონსოლიდაციას უწევს უკრაინის საზოგადოებას, ხდის მას უფრო მონოლითურს. ყველაფერი პირიქითაა: არ შეიძლება საზოგადოებიდან გაირიცხოს ან მეორე ხარისხის ადამიანების დონეზე ჩამოვიდეს უმე-ს მილიონობით მორწმუნე, უკრაინის მოქალაქე და იფიქრო, რომ ეს გააერთიანებს საზოგადოებას. კამპანია უმე-ს დისკრედიტაციის თაობაზე, რომელიც მიდის სრული სვლით და რომელსაც შეუერთდნენ პოლიტიკოსები და მედია-რესურსები და სამართალდამცი ორგანოები, არსებითად ემსახურება იმ ძალების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ უკრაინელი ხალხის დაყოფას, საზოგადოების ერთი ნაწილის მეორის წინააღმდეგ მომართვას, ხოლო ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უშლის უკრაინის გამარჯვებას ომში და მშვიდობის დამყარებას.

აი, რას ამბობენ ამის შესახევბ პრეზიდენტისადმი მიმართვაში: „ამ ფონზე დიდ მწუხარებას იწვევს ის მრავალრიცხოვანი ცილისწამება, შეურაცხყოფა და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც უმე-ს მხარეს ისმის. ისინი არა მხოლოდ აყალიბებენ ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს, არამედ აჩაღებენ რელიგიურ შუღლს, რომელიც უკრაინის მოქალაქეების ერთ ნაწილს მეორეს წინააღმდეგ განაწყობს, ყოფს ჩვენს ხალხს, რომელსაც ასე სჭირდება ერთიანობა ომის პირობებში. სიბინძურის ის ნაკადი, რომელიც ეკლესიაზე მოდის, იწვევს მრისხანებასა და ერთმანეთისადმი მიუღებლობას უკრაინის საზოგადოებაში, რაც თავის მხრიც, იწვევს სულიერ დაცემას და ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვას. ეს იწვევს მორწმუნეებისა და მღვდლების ცემის წაქეზებას, ტაძრების მიტაცებასა და ნგრევას და თავად ეკლესიის აკრძალვას. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ დრომდე განზრახ უწოდებენ „რუსულს“ ან „მოსკოვისას“, ხოლო მორწმუნეებს, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის მოქალაქეებს,  უსაფუძვლოდ თვლიან მტრებად მხოლოდ ამ ეკლესიისადმი კუთვნილების გამო“.

უმე ასეთ კამპანიას თვლის საერთოდ დაუშვებლად, მითუმეტს ომის პირობებში.

შედეგი N4: უმე ანტისაეკლესიო კანონპროექტების წინააღმდეგ

„ამჟამად უკრაინის უმაღლეს რადაში მისაღებად მზადდება კანონპროექტები: რეესტრ. N7403 24.05.2022, ავტორი ი.რ. სოვსუნი; რეესტრ. N8012 08.09.2022, ავტორი ა.ვ. ბოგდანეცი; რეესტრ. N8221 23.11.2023, ავტორი მ.ლ. კნიაჟიცკი და სხვ.; რეესტრ. N 8221 23.11.2022, ავტორი მ.ლ. კნიაჟიცკი და სხვ.; რეესტრ. N8262 05.12.2022, ავტორი ი.მ. კონსტანკევიჩი და სხვ. ეს კანონპროექტები არ შეესაბამებიან უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალს, ადგენენ უპირატესობებსა და შეზღუდვებს, რითიც არღვევენ რელიგიური ორგანიზაციების თანასწორობის პრინციპს და მიმართულნი არიან უკრაინის მორწმუნე მოქალაქეების დისკრიმინაციასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე“ (ვ. ზელენსკისადმი ღია მიმართვიდან).

ამ სიტყვებში არის მითითება იმ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნობა უმე საკუთარი ულებების დაცვაში. ესაა უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში, უკრაინის კონსტიტუცია და კანონები. უმე აცხადებს, რომ მიმართავს ამ დოკუმენტებს და დაიცავს თავის უფლებებს ყველა კანონიერი ხერხით. ზემოთაღნიშნული კანონპროექტების ტექსტები არ იწვევენ ეჭვს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან, როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე უკრაინის შიდა კანონმდებლობას და პირველ რიგში - კონსტიტუციას. ისეთი დებულებები, როგორიცაა აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა და ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის პრინციპი, წარმოადგენს საფუძველს უმე-ს სამართლებრივი პოზიციისთვის. ამ დებულებების დარღვევები დაუშვებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში, მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც თავს დემოკრატიულად თვლის და ძალიან ხელისშემშლელია უკრაინის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებისთვის.

უმე მიმართავს საერთაშორისო სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანიზაციებს მისი უფლებების დაცვისთვის. და ამას იაზრებენ ხელისუფლებაშიც. ანტისაეკლესიო კანონპროექტების ერთ-ერთი ავტორი ნ.პოტურაევი უკვე აცხადებდა, რომ უმე-ს აკრძალვის შემთხვევაში უკრაინა მიიღებს სარჩელს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში და აღმოჩნდება ქვეყნის სამარცხვინო მდგომარეობაში, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს.

იქნება თუ არა შესმენილი წმინდა სინოდის ხელისუფლებისადმი მოწოდებები არ მიიღონ ანტისაეკლესიო კანონპროექტები, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.

შედეგი N5: უმე არ შეურიგდება ღვთის გმობას

ცალკე მწვავე თემას წარმოადგენს სტუდია „95-ე კვარტალის“ მზაკვრული გამოსვლა, რომელიც გასცდა მისაღები და ჯანსაღი აზრის ყველა ჩარჩოს და რომელიც ძირითადად წარმოადგენს საჩვენებელს.

პრეზიდენტისადმი მიმართვაში ამის შესახებ ასეა საუბარი: „თავისუფალი აღმსარებლობის უფლების სისტემატური დარღვევა, სიძულვილისა და რელიგიური შუღლის რიტორიკა, რომელიც დაუსჯელად არის კულტივირებული უკრაინულ საზოგადოებაში უმე-თან მიმართებაში, იწვევს ისეთ ნეგატიურ გამოვლინებებს მის-ში, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 7 დეკემბერს. ამ დღეს სატელევიზიო ეთერსა და YouTube - არხზე სახელწოდებით „ოფიციალური არხი სუფთა News” გამოქვეყნდა ვიდეოგადაცემა „ბაირაკტარ New#104”, რომელიც იყო სტუდია „95-ე კვარტალის“ წარმოება. თითქმის 14 წუთის განმავლობაში გადაცემაში ჟღერდა ღვთის გმობა, დაცინვა და მკრეხელობა უფლისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით და ასევე გამოყენებულ იქნა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მორწმუნეების რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა და შეურაცხყოფა და რელიგიური შუღლის გაღვივება.

თუმცა, შოკისმომგვრელი იყო ღვთის მგმობელი სიტყვები, რომელთა გამეორებაც შეუძლებელია. ესაა ცინიკური დაცინვა წმინდა წერილზე, წმინდა სამებაზე და უფალ იესო ქრისტეზე, რომლის გამოც ათასობით ადამიანი სწირავდა თავს და ტანჯვით სიკვდილზე მიდიოდა“.

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ „95- ე კვარტლის“ მსახიობებმა გააერთიანეს „ცინიკური დაცინვა“ უმე-ზე  დაცინვასთან „წმინდა წერილზე, წმინდა სამებასა და უფალ იესო ქრისტეზე“, ამით გვიჩვენეს რა, რომ უმე არის ქრისტეს ეკლესია, მისი მისტიკური სხეული, რომ უფლის დაცინვა ხვდება უმე-ს და პირიქით, რომ მათი გამიჯვნა არ შეიძლება, რომ უფალი ცოცხლობს თავის ეკლესიაში და რომ მათი გმობა მხოლოდ ერთად შეიძლება.

სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ „95-ე კვარტლის“ ღვთის გმობისა და მკრეხელობის წინააღმდეგ არაფერი ისმის, არც მეუ-დან და არც უბკე-დან. როგორ, ისინი ყველაფერ ამას ეთანხმებიან? საქმე ხომ რეზონანსულია. თუ უმე-თან საბრძოლველად ღვთის გმობაც მისაღებია?

წმინდა სინოდი სამართლიანად მიმართავს თქვენს ყურადღებას „95-ე კვარტალის“ მოცემული ქცევის სერიოზულობას, წმინდა წერილში ხომ ღვთის გმობა საკმაოდ მკვეთრად არის დაგმობილი. სახარებაში უფალი ამბობს: „ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად“ (მათ.12:32).

ეს თავად „95-ე კვარტალის“ მსახიობებისთვისაა გაფრთხილება, რომლებმაც მძიმე ცოდვა აიღე საკუთარ თავზე, მაგრამ ასევე მთელი უკრაინული საზოგადოებისაც. თუ საზოგადოება არ დაგმობს მსგავს მკრეხელობას, ეს ნიშნავს იმას, რომ იწონებს, სოლიდარობას უცხადებს მას, ის რისკავს უფლის მრისხანება იწვნიოს, რაზეც საუბრობს წმინდა წერილი. ეს არაა ის შემთხვევა, როცა შეიძლება სახის მიღება, რომ არაფერი მომხდარა. აქ საჭიროა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, რადგანაც საჯაროდ ტელეეთერიდან და სხვა გაჯეტებიდან გამოიფრქვა ყველაზე წმინდას შეურაცხყოფა, რაც კი ჩვენს ხალხს გააჩნია, ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის.

ამიტომაც უმე-ს სინოდმა შემდეგი მოწოდება გააკეთა: „ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებამ და ერისკაცებმა მიმართეს ტელეარხ „1+1“-ის ხელმძღვანელობას და სტუდია „95-ე კვარტალის“ საავტორო კოლექტივს მოთხოვნით საჯარო ბოდიში მოიხადოს გადაცემის გამო და ამოიღოს ის მისი საინფორმაციო სივრციდან და ასევე სამართალდამცავ ორგანოებს ამ სამარცხვინო სიუჟეტის სათანადო გამოძიებისთვის. ველოდებით, რომ აღნიშნული გადაცემის სცენარის ავტორები, მისი წამყვანები და მსახიობები გააკეთებენ სათანადო დასკვნებს და ბოდიშს მოუხდიან უკრაინის ქრისტიანულ საზოგადოებას“.

ამას უნდა დავამატოთ მსახიობების პირადი მონანიებისკენ, მათი ცოდვის აღიარებისკენ მოწოდება აღსარების საიდუმლოებაში, რადგანაც საქმე ეხება მათ სულს, მათ ხვედრს უფლის საშინელ სამსჯავროზე, ხოლო ეკლესიას „სურს ყველას ხსნა და ჭეშმარიტ გონებაზე მოქცევა“.

შედეგი N6: უკრაინამ არ უნდა იმოქმედოს საბჭოთა ხელისუფლების მეთოდებით

„ამჟამინდელი ომი - ჩვენი საერთო ბრძოლაა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისთვის: თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. და ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა გამოვა ომის ცეცხლიდან სწორედ ისეთ ქვეყნად, რომელშიც პატივს სცემენ თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს. სწორედ ამიტომ ჩვენს სახელმწიფოში ადგილი არა აქვს იმ საშუალებებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც აკნინებენ და აძაგებენ ეკლესიას და ცინიკურად შეურაცხყოფენ მილიონობით მორწმუნეს რელიგიურ გრძნობებს. ეს ის მეთოდებია, რომლებსაც იყენებდა ღმერთთან მებრძოლი ხელისუფლება საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს. მაშინ ჩამოერთვა ადამიანის უფლებები, გადასახლებულ და მოკლულ იქნა ათასობით მღვდელმსახური, ბერი და ერისკაცი, რომლებსაც დღეს პატივს ვცემთ, როგორც წამებულებსა და გმირებს. დღეს უკრაინა ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ დაძლიოს ტოტალიტარული წარსული მომავლის სახელით. თუმცა, ჭეშმარიტი დეკომუნიზაცია უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერების სფეროში. კომუნისტური სისტემის ნარჩენების დაძლევა შეუძლებელია, თუ ჩვენ საშუალებას ვიძლევით გამოვიყენოთ მისი მეთოდები, განსაკუთრებით, სამართლებრივ, საჯარო და საინფორმაციო სივრცეში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ომის წარმოება ღმერთის წინააღმდეგ, რადგანაც ესაა გზა თვითგანადგურებისკენ“ (ვ. ზელენსკისადმი ღია მიმართვიდან).

უკრაინამ უნდა დაძლიოს თავის თავში სსრკ-ს ტოტალიტარული მემკვიდრეობა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას კომუნისტური რეჟიმის მეთოდებზე, თუნდაც თუ ის ზოგიერთებს ეფექტურად ეჩვენება.

შედეგი N7: უმე არ დატოვებს თავის სამწყსოს საზღვარგარეთ

 უმე-ს საეკლესიო კრებაზე თეოფანიაში 2022 წლის 27 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმ მორწმუნეების საზრდოობის შესახებ, რომლებიც აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ, ომის საშინელებებისგან თავის დაღწევის მიზნით. სინოდის სხდომაზე წამოიწია საკითხი ამ საქმიანობის შესახებ.

„დღეისათვის მოქმედებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 32 თემი დასავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში. მართლმადიდებელი უკრაინელების სულიერი საჭიროებები იქ უზრუნველყოფილია ჩვენი ეკლესიის ათეულობით მღვდელმსახურის მიერ. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა ვიზიტები განახორციელეს საზღვარგარეთ იმ უკრაინელების სულიერი მხარდაჭერისთვის, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები და ასევე მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამის გათვალისწინებით სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოების მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამ თანამდებობაზე დაინიშნა ჩერნოვიცკო-ბუკოვინის ეპარქიის კლირიკოსი არქიმანდრიტი ბენიამინი (ვოლოშჩუკი). უახლოეს ხანებში შედგება მისი სამღვდელმთავრო ქიროტონია“ (წმინდა სინოდის სხდომის საინფორმაციო შეტყობინებიდან).

უმე-ს სამწყსოების გახსნა მორწმუნე უკრაინელების საზრდოობისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სწორედ უმე წარმოადგენს ეკლესიას, რომელიც აერთიანებს უკრაინელებს, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ესაა იმის მტკიცებულება, რომ უმე არსებითად წარმოადგენს ადგილობრივ ეკლესიას და მას გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები. არადა  მეუ-ს, ტომოსის თანახმად, არ აქვს უფლება იზრუნოს უკრაინელებზე საზღვარგარეთ.

შედეგი N8: უმე აგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას

დღევანდელ მძიმე პირობებშიც კი უმე ცოცხლობს და ვითარდება. წმინდა სინოდის სხდომის საინფორმაციო შეტყობინებაში საუბარია, რომ 2022 წლის განმავლობაში :

  • შექმნილია ორი სამონაზვნო სავანე;
  • დადგენილია კაზაკების (წმინდა საფარველის) მშობლების შაბათი გარდაცვლილი კაზაკებისა და მეომრების მოხსენიებით, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს მართლმადიდებლური რწმენისთვის;
  • შაბათს ღვთისმშობლის წმინდა საფარველის დღესასწაულის წინ მოხდება ჩერკასელი წმინდანების კრების დღესასწაული.

შეწყვეტს თუ არა ხელისუფლება უმე-ზე ზეწოლას

უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია მიმართვის დასასრულს საუბარია შემდეგზე: „ფრიად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო! თქვენს სახეში ჩვენ ვხედავთ უკრაინის კონსტიტუციის დაცვის გარანტს. 2019 წლის არჩევნებზე თქვენ თავი გამოავლინეთ, როგორც ქარიზმატულმა პიროვნებამ, ბიუროკრატიული სისტემით შეუბღალავმა ადამიანმა. ამით თქვენ დაიმსახურეთ ჩვენი ეკლესიის მორწმუნეების ნდობა, რომლებმაც მასიურად მოგცეს ხმები. თქვენ მოახერხეთ უკრაინელი ხალხის კონსოლიდაცია უკრაინის ყველა რეგიონში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების ირგვლივ. აი, რატომ გცემთ და გიჭერთ მხარს მთელი მსოფლიო. დღეს ჩვენ პატივისცემით მოგმართავთ თხოვნით უზრუნველყოთ სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისთვის. დაიცვათ უკრაინის საზოგადოება სიძულვილისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის რიტორიკისგან, რომელიც რელიგიურ შუღლს აჩაღებს ქვეყანაში. დაუშვათ სანქციების ქვეშ მოყოლილი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა მათ მღვლდემთარებთან ერთად. არ დაუშვათ ეკლესიის წინააღმდეგ ანტიკონსტიტუციური კანონების მიღება, რომლებიც განსახილველად არის უკრაინის უმაღლეს რადაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ რელიგიური ნიშნით უკრაინელი ხალხის ხელოვნური განხეთქილების თავიდან აცილებას გარეშე აგრესიის პირობებში. დაე, ის სულიერი ფასეულობები, რომელსაც ვაღიარებთ და ვიცავთ, ჭეშმარიტად განხორციელდეს ცხოვრებაში, ხოლო მათი რეალიზაცია  იქნება ჩვენი ნაციონალური სიმწიფის ნამდვილი საზომი“.

უმეტესწილად ესაა მოწოდება შეწყდეს უკანონო ზეწოლა უმე-ზე და უზრუნველყოფილ იქნეს სინდისის თავისუფლების უფლება ყველა უკრაინელი მოქალაქისთვის გამონაკლისის გარეშე. ეს მოწოდება მიმართულია არა მხოლოდ ვ. ზელენსკისადმი, არამედ მთელი უკრაინული ხელისუფლებისადმი. ეკლესიამ თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა საკმაოდ მტკიცედ, მკაფიოდ და ხისტად. ეს მოთხოვნები არ სცდება კანონმდებლობის ჩარჩოებს. უმე არ ითხოვს არც შეღავათებს, არც პრეფერენციებს, არც რაიმე განსაკუთრებულ დებულებას. ის მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მასთან მიმართებაში  დაცული იქნეს უკრაინული კანონები, ისევე როგორც სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართაც.

ეს მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია. ახლა, როგორც იტყვიან, ბურთი ხელისუფლების მხარესაა. თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება, უკრაინა დაამტკიცებს თავის ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი, გაივლის „ნაციონალური სიმწიფის“ გამოცდას. თუ არა - უმე მზადაა დაიცვას თავისი პოზიცია ყველა კანონიერი ხერხით. ის არ წავა დათმობებსა და კომპრომისებზე და არ იქნება ძლიერთა ამა ქვეყნისათას ნების მორჩილი შემსრულებელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ