შავი პიარი ეკლესიის წინააღმდეგ უკრაინასა და სსრკ-ში: არის განსხვავება?
„95-ე კვარტალის“ შეურაცხმყოფელი რგოლი უუს-ს მიერ უმე-ს ტაძრებისა და მონასტრების „ვიზიტის“ ფონზე გამოჩნდა. გავაანალიზოთ, თუ როდის იყენებდნენ ასეთ ტაქტიკას ჯერ კიდევ ეკლესიის წინააღმდეგ.
„95-ე კვარტალის“ სკანდალურმა როლმა, რომელშიც მისმა წამყვანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ღმერთს, წმინდა წერილს, ეკლესიასა და საერთოდ ქრისტიანობას, შოკში ჩააგდო უკრაინელები თავისი დაუფარავი შეურაცხყოფით. თუმცა, ძალიან ცოტა არ აცნობიერებს, რომ მუშაობა ეკლესიის წინააღმდეგ სიახლე არის „კარგად დავიწყებული ძველი“. ყველაზე ზედაპირული ისტორიული ანალიზი საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ ამჟამინდელი მოვლენები უმე-ს ირგვლივ - ეს ძირითადად ბოლშევიკური მეთოდების კალკაა.
თავად „კვარტალელების“ რგოლი გამოჩნდა უუს-ს მასობრივი ჩხრეკის ფონზე, რომელიც ხორციელდება უმე-ს ასეულობით, თუ არა ათასობით ტაძარსა და მონასტერში. ესპანეთში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელი მამა ტარასი პეტრუნიაკი ამის შესახებ ამბობდა: „ასეთი პრიმიტიული სატირა წარმოადგენს უმე-ზე ხელისუფლების ზეწოლის ინსტრუმენტს, განსაკუთრებით უუს-ს თანამედროვე ნკვდ-ს წარმომადგენლების ჩხრეკის კონტექსტში“. ძნელია არ დაეთანხმო ასეთ პარალელებს. ამჟამინდელი სიტუაცია საბჭოთა მეთოდებს მოგვაგონებს.
ერთის მხრივ, ხელისუფლება ეკლესიაზე ახდენს ზეწოლას თავისი ძალოვანი სტრუქტუურებით, მეორეს მხრივ - აყალიბებს საზოგადოებაში მის ნეგატიურ სახეს ხელის ჟურნალისტების მიერ.
მოდით, გავიხსენოთ არცთუ შორეული წარსულის მოვლენები.
თითქმის 100 წლის წინ, კერძოდ კი, 1919 წელს საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლენინმა გამოსცა ბრძანება ნომერი 1866672, რომლის თანახმადაც, „სახალხო კომისარების საბჭოსა და სცაკ-ს გადაწყვეტილებით, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოუღოს ბოლო მღვდლებსა და რელიგიას“. ლენინმა ხაზი გაუსვა, რომ „მღვდლები უნდა დააპატიმრონ, როგორც კონტრრევოლუციონერები და საბოტაჟის მომწყობები, დახვრიტონ უმოწყალოდ და ყველგან. და რაც შეიძლება მეტი“.
რატომ აკეთებდა ის ამას?
მიზეზი არა მხოლოდ მის პირად სიძულვილშია ეკლესიისადმი, არამედ სურვილში დაეუფლოს საეკლესიო ქონებას. როგორც ახლა ამბობენ, არაფერი პირადული, უბრალოდ ბიზნესია. სახკომის საბჭოს სჭირდებოდა ფული და ოქრო ომში არმიის მხარდასაჭერად თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ომში და ასევე იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ შიმშილით გამოწვეული აჯანყებები. სამოქალაქო ომით გაღატაკებულ ქვეყანაში ძალიან ძნელი იყო ოქროს შოვნა. ტაძარს თუ გაძარცვავდი მხოლოდ. ამის გასაკეთებლად საჭირო იყო სასულიერო პირებისა და მორწმუნეებისგან განთავისუფლება. ეს კი ერთი დღის ამოცანა როდია.
საბჭოთა ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ასეთი ბრძანების წამიერი და ზუსტი შესრულება გამოიწვევდა სამოქალაქო დაპირისპირების გაძლიერებას ქვეყნის შიგნით. ამიტომაც, თანამედროვე ტერმინებით თუ ვიტყვით, საჭირო იყო „შავი პიარი“ - ხალხითვის იმის შთაგონება, რომ სამღვდელოება, ეკლესია და მთლიანად, რელიგია ერთად აღებული არის სიცრუე, ეშმაკის მსახურები, მუქთახორები, შპიონები და მოღალატეები. ერთი სიტყვით, ესენი არიან ხალხის მტრები, რომლებიც შეიძლება და უნდა განადგურდნენ, რომლებიც არ უნდა შეიცოდო.
და აი, საბჭოთა ხელისუფლება უშვებს ანტისაეკლესიო აგიტაციის ძლიერ მქნევარას. 1921 წელს სსრკ კომპარტიის ცკ-ს აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების პროპაგანდის ქვეგანყოფილებასთან ანტირელიგიური ბრძოლის კოორდინაციისთვის წარმოიქმნა ანტისაეკლესიო კომისია. გაზეთ „უღმერთოს“ მეგობრების საზოგადოების საფუძველზე შეიქმნა „მეომარი უღმერთოების კავშირის“ მასობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. საქმიანობის დაწყებისთანავე „კავშირის“ თანამშრომლებმა ეკლესიისა და მორწმუნეების მიმართ გამოიყენეს შეურაცხყოფა, დაცინვა, მკრეხელობა, კარიკატურული გახადეს ყველაფერი, რაც რწმენას უკავშირდებოდა.
მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები
რამდენადაც „საბჭოებისთვის“ მთავარ მტრებს წარმოადგენდნენ კაპიტალისტები, მღვდლები მათ ხელშემწყობებად გამოაცხადეს. როგორ შეეძლო უბრალო მღვდელს, რომელიც სადღაც გადასაკარგავში ცხოვრობდა, დახმარებოდა ამერიკელ ან გერმანელ ფაბრიკის მფლობელს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში - უცნობია. ამიტომავ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს. მთავარი - საჭირო იყო „სწორი“ სურათი, რომელიც იქმნებოდა კიდეც. როგორც, მაგალითად, ეს:
ამჟამად მის-ში ბევრი მსგავსი კარიკატურაა, მხოლოდ იქ უმე-ს სასულიერო პირები არიან, რომლებიც ამავდროულად რუსულ მშვიდობასთან ერთად უპირისპირდებიან უკრაინელ პატრიოტებს.
რასაკვირველია, უბრალო ხალხში სამღვდელოების მიმართ სიძულვილის აღსაძვრელად მტკიცება იმის თაობაზე, რომ „მღვდლები ეხმარებიან კაპიტალისტებს“, აშკარად არასაკმარისი იყო. ვიღაცა ამას დაიჯერებდა, ვიღაც - არა. ამიტომაც საჭირო იყო იმის ჩვენება, რომ „მღვდლები“ არა მხოლოდ ემსახურებიან ოკეანისმიღმა ფაბრიკის მფლობელებს, რომლებიც თვალითაც არ უნახავთ სოფლებში, არამედ „მუშაობენ“ კიდევ კონკრეტულ მტერზე. მაგალითად, ტაძარში მალავენ იარაღს და სამრეკლოებში საცეცხლე წერტილებს აწყობენ, საიდანაც თავადაც კი გაისვრიან. მაგალითად, როგორც ამ პლაკატზეა:
ეს კარიკატურა უკრაინაში ძალიან აქტუალურია. ამჟამად ყველა უთოდანაც კი გაისმის, რომ უმე თავის ტაძრებში იარაღს და დივერსანტებს მალავს.
გარდა ამისა, მღვდლები და ეპისკოპოსები მაქსიმალურად არასასურველ ჭრილში იყო წარმოჩენილი. მათ ამცირებდნენ და დასცინოდნენ, არ იშურებდნენ შეურაცხყოფას, სიმდაბლესა და მავნებლურ კარიკატურებს. ხშირად დაცინვის საგანი ხდებოდნენ ეპისკოპოსები, რომლებსაც ყოველთვის წარმოაჩენდნენ მჩაგვრელების სახით, რომლებიც ფუფუნებასა და სიუხვეში ცხოვრობენ. იმ დროს „მერსედესები“ არ იყო, ამიტომაც ბოლშევიკური „იუმორისტები“ საჭმლის თაობაზე „ხუმრობდნენ“. როგორც ამ სააგიატიო პლაკატზე:
ამჟამად იუმორისტები ასევე სიამოვნებით იყენებენ „გაუმაძღარი მღვდლების“ თემას. ამისათვის ჩვეულებრივ იყენებენ ერთი დიაბეტის მქონე სავსე მღვდლის გაფოტოშოპებულ ფოტოს.
რასაკვირველია, დასცინოდნენ არა მხოლოდ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, არამედ ყველაფერ იმას, რაც წმინდა იყო ქრისტიანისთვის - ღვთისადმი რწმენას, წმინდა წერილს, ეკლესიას, წმინდანებს, დღესასწაულებსა და ა.შ. დასცინოდნენ ბოროტად, საძაგლად და უტიფრად. აი, მაგალითი:
ასეთი „აგიტაციის“ ბუნებრივ შედეგად იქცა მოწოდება სამღვდელოებაზე ფიზიკური ძალადობისა და ანგარიშსწორებისკენ. „ობივატელს“ თვალსაჩინო დასკვნას აწვდიდნენ: თუ მღვდელი არის კაპიტალისტების მსახური, ეხმარება მტერს და ანაფორის ქვეშ ატარებს თეთრგვარდიელების სამხრეულებს, ერთადერთი სწორი საქციელი მის მიმართ არის ანგარიშსწორება. მოცემული დასკვნა მყარდებოდა საჭირო სურათებით, რომელთა შემდეგაც მღვდლისთვის ხელის დარტყმა, მისი შეურაცხყოფა ან დამცირება, განსაკუთრებული სახის სიმამაცედ ითვლებოდა. ისევე როგორც ამ სურათებზე:
საბოლოო ჯამში, მსგავსი მასობრივი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ გადაიქცა შეთითხნილ საეკლესიო პროცესებად სამღვდელოებასა და მორწმუნეებზე, რომელთა შედეგადაც ასეულ ათასი მორწმუნე, ათეულ ათასი მღვდელი და ბერ-მონაზონი, ასეულობით ეპისკოპოსი დახვრიტეს და ციხეებში ამოალპეს. ხოლო თუ ვინმე სამღვდელოებიდან ცდილობდა ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ბოლშევიკების სინდისის ხმის მოხმობას - მას პასუხისგებაში აძლევდნენ „საბჭოთა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის“.
მაგალითად, განმანათლებელ ტიხონის (ბელავინის) საგამოძიებო საქმეში არის დადგენილება (რომელმაც ძალაში შესვლა ვერ მოასწრო მისი გარდაცვალების გამო) პატრიარქის სასამართლო პასუხისგებაში მიცემის თაობაზე „რეპრესიების შესახებ ცნობების შედგენის გამო, რომელსაც იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიის მსახურთა მიმართ, სარგებლობდა რა არასათანადოდ მართებული წყაროების ცნობებით“, მიზნად ისახავდა რა „საბჭოთა ხელისუფლების დისკრედიტაციას“.
ზუსტად ასეთივე ბრალდებით 1925 წელს სამი წლით გადაასახელს სოლოვკაზე მოსკოვის უნივერსიტეტისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ი.ვ. პოპოვი. 1930 წელს კომის ასსრ-ს განსაკუთრებული დანიშნულების ჩრდილოეთ ბანაკში სამი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა მოსკოვში ადგილობრივი ეკლესიების მეტოქიების ყოფილ მდივანს ა.ი. დროსის ეკლესიაზე დევნის თაობაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის წერილის შედგენის გამო. ანუ რეპრესიებზე საუბარიც კი არ შეიძლება, რამეთუ ეს იყო „დისკრედიტაცია“!
ასეთივე ცრუ ლოგიკით არ სარგებლობენ ამჟამად უმე-ს ოპონენტები, როცა ამბობენ, რომ მორწმუნეების ჩივილს მეუ-ს რეიდერობაზე რუსული პროპაგანდა გამოიყენებს უკრაინის დისკრედიტაციისთვის?
სამეცნიერო წყაროების შეფასების მიხედვით, 1917-1950-იან წლებში მართლმადიდებელი ქრისტიანების რწმენისთვის დაზარალებულთა საერთო რიცხვი შეფასდა 564 ათასი ადამიანის სახით.
დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ერთი ფეხის ნაბიჯზეა ევროკავშირთან, ჩვენ ისევ განვიცდით ეკლესიაზე დევნის პერიოდს, რომელიც რაღაცით ჰგავს იმას, რაც 100 წლის წინათ ხდებოდა.
ჯერჯერობით ეს არაა „ის“ მასშტაბები და საბოლოო შედეგები. თუმცა, სტილი და მეთოდები ძალიან ნაცნობია - ძალოვანების ზეწოლის შერწყმა „შავი პიარის“ კამპანიასთან.
„95-ე კვარტალის“ დამცინავი რგოლი ყველაზე უკეთ გვიჩვენებს, რომ უმე-ს ტაძრებისა და მონასტრების ყველა ჩხრეკის, ყოველივე იმის მიღმა, რაც დღეს ეკლესიასთან მიმართებაში ხდება არის ჩვეულებრივი „დაკვეთა“. ვიღაცას კიდევ ერთხელ დასჭირდა ეკლესიის გამოყენება თავისი მიზნების მისაღწევად. მხოლოდ ამჟამად, „ოქროსა“ და „საეკლესიო ფასეულობების“ ნაცვლად სასწორზე დევს ძალაუფლება.
საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ ვინაა მიმდინარე მოვლენების დამკვეთი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა გავიგოთ, ვის აწყობს ეს ხელს. უკრაინელ ხალხს? არა, რასაკვირველია. ხალხს სურს ომში გამარჯვება და ქვეყანაში მშვიდობა. მოქმედ ხელისუფლებას? არც მათ უნდა აწყობდეთ ეს, მათ ასევე სურთ გამარჯვება, მშვიდობა და სტაბილურობა. თუნდაც იმისათვის, რომ მართონ მომავალშიც ქვეყანა. მაშ, ვის?
ჩვენ არ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ძლიერი და მძლავრი სახელმწიფო, რომელიც ასეთივე გზით მიდიოდა, უკვე არაა.