მიტროპოლიტი ესაია ტამასოსელი: ერთი გარდასახვის ისტორია

03 December 2022 11:45
2774
მიტროპოლიტი ესაია - წინამძღვრის ტახტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ფოტო: СПЖ მიტროპოლიტი ესაია - წინამძღვრის ტახტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ფოტო: СПЖ

კვიპროსის საჭეთმპყრობელის ტახტზე ერთ-ერთი პრეტენდენტი მიტროპოლიტი ესაიაა. ჯერ კიდევ გუშინ ის მეუ-ს „იერარქებს“ ერისკაცებად მოიხსენიებდა, ახლა კი მათთან თანამსახურებას ეწევა. რა შეხედულებები გააჩნია მას დღეს?

წინა სტატიაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის არჩევნებს მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ კვიპროსისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვისაც. ამის მიზეზია განგრძობადი   სრულიად მართლმადიდებლური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია მეუ-ს ტომოსის მიერ. მოცემული სტატიით ჩვენ დავიწყებთ პუბლიკაციების ციკლს, რომლებიც რაც შეიძლება დეტალურად განიხილავენ იმ მღვდელმთავრების პოზიციებს, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირდნენ კანდიდატის სახით კვიპროსის ეკლესიის მეთაურის პოსტზე.

ესენი არიან ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, ტამასოსა და ორინიის მიტროპოლიტი ესაია, მორფიის მიტროპოლიტი ნეოფიტი, პათოსის მიტროპოლიტი გიორგი, კირინეის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი და კონსტანტიისა ამოქოსტიის მიტროპოლიტი ვასილი.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ტამასოსელ მიტროპოლიტ ესაიაზე. რატომ არის ჩვენი სიის სათავეში სწორედ ეს მღვდელმთავარი? სამი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის იყო მეუ-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე. იერარქის შეურიგებლობა ამ სტრუქტურის მიმართ აძლევდა იმედს უკრაინისა და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მეუ-ს აღიარების საკითხი, ბოლოსდაბოლოს, პოლიტიკურიდან ეკლეზიოლოგიურ და კანონიკურ სიბრტყეში გავიდოდა.

მეორეც, ბოლო თვის განმავლობაში მეუფე ესაიამ მსუყე წერტილი დაუსვა ამ იმედებს, სრულიად გადაუსვა რა ხაზი იმას, რასაც ის ადრე ამბობდა. ახლა მისთვის არა მხოლოდ მეუ-ს აღიარება „ არ ექვემდებარება გადახედვას“, არამედ მისი „იერარქებთან“ თანამსახურებაც არ იწვევს ეჭვს.

მესამე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მასზე ფსონი გააკეთეს, როგორც ფანარიონზე (გამოდის, სახელმწიფო დეპარტამენტშიც), ასევე სინოდსა და კვიპროსის პარლამენტში.

სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ამ მღვდელმთავრის პიროვნებაზე ყურადღების გამახვილებას და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მის ინვოლუციას - ეკლესიის კანონების მომხრედან მათ უგულვებელმყოფელამდე.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობა

მიტროპოლიტი ესაია დაიბადა 1971 წლის 12 დეკემბერს ნიქოზიის გარეუბანში. ის მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 1990 წელს მან ჩააბარა მოციქულ ბარნაბას სახელობის სემინარიაში. იმავე წელს ის მორჩილად მიიღეს ღვთისმშობლის ხატის სახელობის კიკიის მონასტერში, სადაც მისი სულიერი მოძღვარი გახლდათ კიკიის ამჟამინდელი მიტროპოლიტი ნიკიფორე.

1997 წელს მან დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია. საინტერესოა, რომ ის იქ სწავლობდა მოსკოვის პატრიარქ ალექსის ლოცვა-კურთხევით. მისი სიტყვებით, რმე-ს მეთაურმა განაცხადა, რომ „კარგი იქნებოდა რუსეთში ჩამოსულიყავი სასწავლებლადო“ და ის დალოცა. „შეცბუნებული ვიყავი, როგორ თუ რუსეთში?! ენა მე არ ვიცი და გეგმებიც სულ სხვა მქონდა. ჩვენმა იღუმენმა ნიკიფორემ კი ოდნავ მოგვიანებით შთამაგონა: „პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ნიშანია, ასე რომ მოემზადე და რუსეთში გაემგზავრები“, - იგონებდა მიტროპოლიტი ესაია.

მართალია, მოგვიანებით, როცა მას ბრალად დასდეს რუსეთთან ზედმეტ კავშირებში მის მიერ მეუ-ს აუღიარებლობის გამო, ის უპირატესობას ანიჭებდა დუმილს პატრიარქ ალექსის როლზე მოსკოვში სწავლის გადაწყვეტილებაში. ტამასოსიის მიტროპოლიაზე საიტზეც იმდენია ნათქვამი, რომ მოსკოვის სასულიერო სკოლებში ის დალოცა იღუმენმა ნიკიფორემ.

ზოგადად მეუფე ესაიას ცხოვრებაში ბევრი გვერდი უკავშირდება რუსეთს. მაგალითად, ის გახდა პირველი მღვდელი, რომელიც ასაზრდოებდა კვიპროსზე დაპატიმრებულ რუსებს და ასევე ქალებს, რომლებიც სექსუალურ მონობაში იმყოფებოდნენ. საკანდიდატო დისერტაციაც მან სწორედ მაკ-ში დაიცვა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მომავალ მიტროპოლიტ ესაია ტამასოსელს საეკლესიო-სლავური ენა ასწავლა რმე-ს სსკგ-ს მომავალმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა). ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ტამასოსელის მიტროპოლიის ტერიტორიაზე რუსი მეცენატის ვიაჩესლავ ზარენკოვის მიერ 2017 წელს აიგო ტაძარი მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ყველა წმინდანის საპატივსაცემოდ, რომლებმაც განანათლეს რუსეთი. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 6-დან 8 მილიონამდე დოლარი და ალბათ, ამიტომაც მეუფე ესაიას დიდი ხნის მეგობარი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ტაძრის გახსნაზე დარწმუნებული იყო „მჭიდრო ურთიერთობებში რუსეთისა და კვიპროსის ორ ეკლესიას შორის“ და „კუნძულის ყველა მკვიდრს უსურვა მართლმადიდებლური რწმენის დაცვა“.

თუმცა, როგორც ჩვენ ვიცით, კვიპროსის ეკლესიამ არ შეინარჩუნა, არც მჭიდრო ურთიერთობები და არც მართლმადიდებლური რწმენა. ეს მათ შორის ეხება ტამასოსის მიტროპოლიას.

მიტროპოლიტი ესაია მეუ: არჩევნებამდე

ჯერ კიდევ ორი წლის უკან აღმოჩნდა, რომ მიტროპოლიტი ესაია ტამასოსელი კვიპროსის ეკლესიის რამოდენიმე მღვდელმთავართან ერთად არიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები, რომლებიც პრინციპულად დგანან კანონიკური სამართლის და  არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან ნაციონალური სიმპათიების პოზიციაზე.

2020 წელს, როცა კვიპროსის ეკლესიის სინოდმა სკანდალით ცნო მეუ, მიტროპოლიტი ესაია ტამასოსელი გახდა ერთ-ერთი იმ ოთხი მღვდელმთავრიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსისადმი მიმართვას მოთხოვნით გაეუქმებინა ეს გადაწყვეტილება.

მაშინ მიტროპოლიტი ესაია ამტკიცებდა, რომ პატრიარქ ბართოლომეოსის აქტი განხეთქილებაში მყოფი უკრაინული სტრუქტურებისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭების თაობაზე „წარმოადგენდა თვითნებურ, ანტიკანონიკურ და ანტისაეკლესიო ქმედებას“, რომ მეუ-თვის ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „წმინდა წესებისა და არსებული საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ“ და რომ ამ პრობლემის გამო მსოფლიო მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი  განხეთქილების დასარეგულირებლად „საჭიროა სასწრაფოდ წინამძღოლთა კრების მოწვევა“.

მეუფემ უარი თქვა მეუ-სა და მისი „წინამძღოლის“ ეპიფანეს აღიარებაზე, აფუძნებდა რა თავის გადაწყვეტილებას „მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებაზე, რწმენაზე, საეკლესიო და კანონიკურ ტრადიციაზე“. მისი სიტყვებით, „საქმე ეხება არა უთანხმოებებს უბრალო ადმინისტრაციულ ან მეორეხარისხოვან საკითხებზე, არამედ  მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა და ჩვენს საეკლესიო სწავლებას წმინდა საიდუმლოებებსა და სამოციქულო მემკვიდრეობითობაზე, საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს გადარჩენას“.

 

მიტროპოლიტი ესაია მუდივად ხაზს უსვამდა, რომ დუმენკოს არ ჰქონდა კანონიკური ხელდასმა, რადგანაც „ის მოდიოდა უკრაინული ეკლესიის განხეთქილებაში მყოფი ჯგუფებიდან“.

ის აცხადებდა, რომ მეუ-ს ხელმძღვანელობაში არ არსებობს სამოციქულო მემკვიდრეობა, შესაბამისად მას არ შეუძლია „დაეთანხმოს ხელდასმისა და იმ საიდუმლოებების ნამდვილობას, რომელთაც ეს ხელმძღვანელობა ასრულებს“.

უკრაინის ეკლესიის წინამძღოლს წარმოადგენს მისი უნეტარესობა, კიევის მიტროპოლიტი ონუფრი. ამიტომაც, კანონიკური მოთხოვნის თანახმად, „დაე, არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი“, უარს ვამბობ ვაღიარო სხვა „წინამძღოლი“, განსაკუთრებით, როცა მას ფაქტიურად არ გააჩნია არც კანონიკური, არც ნამდვილი ხელდასმა“.

                                       ესაია, ტამასოს მიტროპოლიტი

 

ამის საფუძველზე ესაიამ უარი თქვა არქიესპისკოპოს ქრიზოსტომოსთან თანამსახურებაზე, რამდენადაც, მისი სიტყვებით, მას „არ შეუძლია ვინმესთან თანამსახურება, ვინც მოიხსენიებს ეპიფანეს, რამდენადაც ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ის აღიარებს იმას, ვინც არ იყო ხელდასმული სათანადო სახით“ და „ეს არაა ახირების ან ეგოიზმის გამოვლინება, არამედ ესაა სურვილის უქონლობა კონფლიქტში შევიდეს თავის იერარქიულ სინდისთან“. მაშინ მან ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კვიპროსის ეკლესიის მიტროპოლიტები არ მოიხსენიებენ დუმენკოს ლიტურგიის დროს, რადგანაც სინოდის გადაწყვეტილება „ეხებოდა მხოლოდ არქიექპისკოპოს ქრიზოსტომოსს და არა ჩვენ“.

მიტროპოლიტი ესაია და მეუ: არჩევნების დრო

როცა ცნობილი გახდა, რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი უკურნებელი სენით იყო ავად და სხვა სამყაროში გადადიოდა, მიტროპოლიტმა ესაიამ დაიწყო თავისი რიტორიკის შეცვლა მეუ-თან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ მეუფემ გადაწყვიტა კენჭი ეყარა კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის პოსტზე. თუმცა, ესაია არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კვიპროსელი მიტროპოლიტი და მას არ გააჩნია საკმარისი მხარდაჭერა სინოდში.

ამიტომაც, იერარქმა მიიღო გადაწყვეტილება მხარდაჭერა მიეღო პატრიარქ ბართოლომეოსისგან. 2022 წლის ზაფხულში ის ეწვია ფანარიონს და მისი დამოკიდებულება მეუ-ს მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მან დაიწყო საუბარი, რომ აპროტესტებდა არა იმდენად მეუ-ს, რამდენადაც იმ პროცედურას, რომლის დახმარებითაც იქნა მიღებული დუმენკოს აღიარების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ კვიპროსის ეკლესიის ყველა იერარქი ვალდებულია უსიტყვოდ მიიღოს სინოდის გადაწყვეტილება, ხოლო ეკლესია უნდა შეიცვალოს და არა „მოექცეს ვიწრო კანონიკურ წესებში“. „ქიროტონიებთან“ დაკავშირებით, მიტროპოლიტი ესაია 2022 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ „მსოფლიო ტახტის წმინდა სინოდის მისი მაღალუსამღვდელოესობა არქიმდივან გრიგოლ ფრაგაკისის მიერ მომზადდა ბრწყინვალე სამეცნიერო კვლევა უკრაინელი ეპისკოპოსების ხელდამის კანონიკური წარმოშობის შესახებ, რომლებიც ცნო მსოფლიო საპატრიარქომ“.

მეუფის სიტყვებით, „ეს კვლევა ნათელს მოჰფენს  ბევრ რამეს ამ მწვავე კითხვაზე, რომელიც იყო ჩვენი შენიშვნების მთავარი მიზეზი და ასევე ბევრი სხვა ეპისკოპოსის შენიშვნებს მართლმადიდებლობაში“.

ნოემბერში კი, ფანარიონზე მეორე ( და შემდეგ მესამე) ვიზიტის შემდეგ, მეუფე ესაია აცხადებდა, რომ „მისი პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით განისაზღვრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს“. გამოვტოვოთ ის ცხადი ფაქტი, რომ ომებს არ შეუძლია ერისკაცების „ქიროტონია“ კანონიკური გახადონ. კითხვა: თუ მიტროპოლიტ ესაიას პოზიცია „განისაზღვრა მეორე დღეს“, მაშინ რატომ დუმდა ის ამ პოზიციის თაობაზე ამდენი თვე? რატომ არ განაცხადა მან ამის შესახებ აგვისტოს თვეში გამოცემა Рhilenews.com მიცემულ ვრცელ ინტერვიუში? შესაძლოა, იმიტომ, რომ აგვისტოში მისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოოს დარჩა არა წლები, არამედ კვირეები და დღეებიც კი.

21 ნოემბერს მეუფე ესაია კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც „უკან დასახევი არ გააჩნია“ ფანარიონის გადაწყვეტილებებს მეუ-თან დაკავშირებით, ხოლო 30 ნოემბერს ის კიდევ უფრო შორს მიდის და „თანამსახურებას ასრულებს“ მეუ-ს „ეპისკოპოს“ აგაპიტ გუმენკოსთან. საინტერესოა, რომ მეუ-ს წარმომადგენელთან ერთობლივი ლიტურგიის შემდეგ მიტროპოლიტი ესაია, პასუხობს რა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ნიშნავს ეს „თანამსახურება“ მეუ-ს მხარდაჭერას, პასუხობს: „ეს ნიშნავს იმას, რომ მე მხარს ვუჭერ ფანარიონს“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყოველივე რაც მოხდა არის მხოლოდ „იმ განვითარების დასრულება“, რომელიც უკავშირდება 90-იან წლებს, როცა ის პირველად ეწვია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.

 მიტროპოლიტი ესაია და არჩევნები

ამდენად, რა გვაქვს ჩვენ ამ მომენტისთვის? აქვს თუ არა მეუფე ესაიას შანსი სათავეში ჩაუდგეს კვიპროსის ეკლესიას? აქვს.

ჩვენ გვახსოვს, რომ კვიპროსელი ხალხი ირჩევს მხოლოდ სამს წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან, სინოდი კი მათგან ირჩევს წინამძღოლს.

ამ მომენტისთვის კვიპროსელ ხალხში ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. საქმე მხოლოდ მორწმუნეების მიერ მხარდაჭერას რომ ეხებოდეს, ის მოიპოვებდა ხმათა 44% და დიდი უპირატესობით გახდებოდა წინამძღოლი.

მას კვალდაკვალ მოყვება ტამასოს მიტროპოლიტი ესაია და მიტროპოლიტი გიორგი პათოსელი, კვიპროსის წმინდა სინოდის ამჟამინდელი მდივანი. შემდეგ მოდიან მორფიის მიტროპოლიტი ნეოფიტი და კონსტანტიიის მიტროპოლიტი ვასილი. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბოლო ორი მიტროპოლიტიდან ნებისმიერი შეიძლება ჩაებას მეორე და მესამე ადგილებისთვის ბრძოლაში. ამიტომაც, ცხადია: იმის გათვალისწინებით, რომ კვიპროსში დაახლოებით 500 000 მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს, თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა.

კვიპროსზე ყველა მართლმადიდებელი თანასწორია, მაგრამ კვიპროსელები - უფრო მეტად

კვიპროსის ეკლესიის წესდების თანახმად, ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელიც კვიპროსზე ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომელიც ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს ის. ამისათვის საკმარისია რეგისტრაცია საარჩევნო უბანზე.

2022 წლის 28  ნოემბერს კვიპროსის ეკლესიის სინოდი იღებს მოულოდნელ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს უცხოელებს. ფორმალური მიზეზია შეზღუდული დრო არჩევნების მოსამზადებლად, რეალური კი - ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ მათ, ვინც ზუსტად აირჩევს იმ კანდიდატს, რომელიც გამოდის მეუ-ს წინააღმდეგ. ახლა ხომ კვიპროსზე დაახლოებით 200 000 რუსი ცხოვრობს და დაახლოებით ამდენივე უკრაინელი. გასაგებია, რომ თითქმის ყველა მათგანი ხმას მისცემს არა მათ, ვინც მოიხსენიებს დუმენკოს. ეს კი ნიშნავს იმას, მიტროპოლიტი ესაია ან მიტრპოლიტი გიორგი ლიდერების სამეულში შეიძლება ვერ მოხვდნენ.

ასეთი მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოელებისთვის კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის არჩევის აკრძალვის თაობაზე. მიტროპოლიტი ესაია კვიპროსიდან ფანარიონზე წავიდა და ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა, რათა ეჭვი არ შეეტანათ იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება მას ხელს აძლევდა.

ფანარიონზე იერარქის ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზია მისი ლოიალობის ჩვენება მეუ-ს „ეპისკოპოსთან“ თანამსახურების მეშვეობით  და პატრიარქ ბართოლომეოსის მხარდაჭერის მოპოვება კვიპროსელი სინოდალების თვალში. ფანარიონის მეთაურის ერთი სიტყვა საკმარისია, რომ სინოდში ბევრმა ხმა მისცეს მას. აქედან მოდის ღალატიც. მისი ფასია არა ომი, არა ეკლესიის კანონები და დოგმატიკა, არამედ ხელისუფლების ბანალური სურვილი. სამწუხაროა, რადგანაც ძალაუფლებამ ბევრი დაღუპა.

ამჟამად კვიპროსზე გაუგონარი წინასაარჩევნი კამპანიაა. კანდიდატები კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის პოსტზე და მათი მხარდამჭერი ჯგუფები მოსახლეობის სხვდასხვა ჯგუფის ხმათა მიღებითა და ლიდერთა სამეულში მოხვედრის შანსის გაძლიერების მიზნით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანების გადაბირებას ეწევიან. ეს კეთდება ტაძრებში და სოცქსელებში და პირადი კონტაქტების მეშვეობითაც. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მართლმადიდებლები დაარწმუნონ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან ხმის მისაცემად და მხარი დაუჭირონ წინამძღოლის ტახტზე მათი რჩულის არჩევას. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაზუსტებით: ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე არის უპირობო ლიდერი. დანარჩენებთან მიმართებაში ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, მორფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, რომელიც ხაზს უსვამს მეუ-ს აუღიარებლობას, სამეულის ლიდერებს მხოლოდ 4%-ით ჩამორჩება, ხოლო მიტროპოლიტ ესაია ღალატთან დაკავშირებით - უფრო მცირედითაც.

პირველი ტურის მოგება ჯერაც არ ნიშნავს არჩევნების მოგებას. რადგანაც კიდევ არის სინოდი. და ჩვენ არ ვიცით, თუ ვის დაუჭერენ მხარს სინოდალები: და თუმცა კი მიტროპოლიტი ესაია უკვე ისე იქცევა, როგორც კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი, იღებს რა თავის რეზიდენციაში სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩს, ხვდება რა მაღალი რანგის ჩინოვნიკებსა და დამაჯერებლობას გამარჯვების კუთხით, მასზეც და სინოდზეც და რაც მთავარია, ეკლესიაზე მაღლა დგას ქრისტე. ის გადაწყვეტს, ვინ გახდება წინამძღოლი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რათა ეს ადამიანი გახდეს უფლის მიერ კურთხეული მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის და არა სასჯელი მისი ცოდვების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ