იკვეთება ფანარიონისა და ვატიკანის გაერთიანების კონტურები

21 November 2022 19:00
2244
უახლოეს ხანებში ფანარიოტებსა და კათოლიკეებს განზრახული აქვთ აღდგომის ზეიმის საერთო დღის დადგენა. ფოტო: СПЖ უახლოეს ხანებში ფანარიოტებსა და კათოლიკეებს განზრახული აქვთ აღდგომის ზეიმის საერთო დღის დადგენა. ფოტო: СПЖ

პატრიარქ ბართლომეს განცხადება რკე-თან აღდგომის აღნიშვნის საერთო თარიღის დადგენის შესახებ გაერთიანების ახალ ეტაპს ხსნის. რატომ არ უნდა დაეთანხმონ ამას მართლმადიდებლები?

2022 წლის 10 ნოემბერს პატრიარქმა ბართოლომეოსმა ჟურნალისტებს განუცხადა განზრახვის თაობაზე დაადგინონ კათოლიკურ ეკლესიასთან საერთო, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. ფანარიონის მეთაურმა ისაუბრა პაპ ფრანცისკესთან ერთად I მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი ძალისხმევის თაობაზე, რომელიც ჩატარდა ნიკეაში 325 წელს, შეგვახსენა რა, რომ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს შორის იყო აღდგომის აღნიშვნის თარიღის დადგენაც.

სამწუხაროდ, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე არ ვზეიმობთ მას ერთად, მრავალი ასწლეულია. ამიტომაც ამ წლისთავის ჩარჩოებში პაპთან ერთად ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს ამ პრობლემის გადაწყვეტა. იქნებ, ჯერ არაა დრო ვისაუბროთ დეტალებზე, მაგრამ მსურს ხაზი გავუსვა, რომ მართლმადიდებლური და კათოლიკური მხრიდან არის ეს კეთილი ნება ბოლოსდაბოლოს, დადგინდეს საერთო თარიღი ქრისტეს აღდგომის აღსანიშნავად“, - განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.

ანუ ჩვენს წინ არის  ფანარიონისა და ვატიკანის გაერთიანების პირველი პარამეტრი, რომელზეც (გაერთიანებაზე) პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართოლომეოსი არა ერთი წელია საუბრობენ: აღდგომის აღნიშვნა ერთ დღეს.

რატომ არის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700- წლის იუბილე ესოდენ ხელსაყრელი გაერთიანებისთვის

მჟკ-ს გვერდებზე უკვე არაერთხელ იქნა გაჟღერებული აზრი, რომ სწორედ ნიკეაში პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების იუბილე ყველაზე უკეთ შეესაბამება მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების გაერთიანების პროექტის ჩაშვებას. საქმე იმაშია, რომ ამ საეკლესიო კრებაზე საერთოდ არ წყდებოდა სულიწმინდის გადმოსვლის საკითხი, არამედ სწორედ ამ საკითხში უთანხმოება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებას, რომელიც ყოფს მართლმადიდებლებსა და ლათინებს.

მართლმადიდებლებს შეიძლება სწამდეთ, რომ სულიწმინდა მამისგან მოდის, კათოლიკებს კი - მამისგან და ძისგან, მაგრამ ორივე ფორმალური ნიშნებით (კიდევ ერთხელ - ფორმალურით) იქნება ნიკეის ღვთისმეტყველების შესაბამისი. მეორე ძირითად საკითხი, რომელმაც დაყო მართლმადიდებლობა და კათოლიკობა, ეს არის რომის პაპის პრიმატის, მთელს ეკლესიაში მისი მეთაურობის საკითხი. აქ ასევე არის ნიუანსი. არიანული არეულობის დროს, როცა აღმოსავლეთში ადგილი ჰქონდა საღვთისმეტყველო დავებს უფლის ძის შექმნისა თუ ხელთუქმნელობის შესახებ, დასავლეთისთვის (და პირველ რიგში, რომის პაპი) უცხო იყო ეს დავები და ის მტკიცედ ემხრობოდა მართლმადიდებლურ სწავლებას. რომაელ ეპისკოპოსებს ეპაექრებოდნენ არიანელთა მოწინააღმდეგეები, მათ უგზავნიდნენ წერილებს და სთხოვდნენ ჭეშმარიტი რწმენის დაცვას.

პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაც კი, რომლის ჩატარებასაც თავდაპირველად იმპერატორი კონსტანტინე გეგმავდა გალათიის ანკირში, გადატანილ იქნა ნიკეაში, „იქედან გამომდინარე, რომ ჩამოვიდოდნენ ეპისკოპოსები იტალიიდან და ევროპის სხვა ადგილებიდან“. ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად ფასდებოდა მაშინ რომის ეკლესიის აზრი. თუ ამ სიტუაციას გადმოვიტანთ აწმყოში, გამოდის, რომ პაპი 1700 წლის იუბილეს დაგეგმილ აღნიშვნაში რომის იმპერატორის არარსებობისას ითამაშებს წამყვან როლს და ეს ასევე იქნება თავად ნიკეას საეკლესიო კრებასთან თავსებადი.

არის მესამე მომენტიც - ესაა თავად აღდგომის ზეიმობის თარიღის საკითხი. საქმე იმაშია, რომ ნიკეას საეკლესიო კრების შემონახულ დადგენილებებში ეს საკითხი არაა. იმის შესახებ, რომ სწორედ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო და მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება, ჩვენთვის ცნობილია სხვა, უფრო გვიანდელი წყაროებიდან, რომელიც მიუთითებს ამ საეკლესიო კრებაზე.

ამ დადგენილების ტექსტი არის შემდეგი: „როცა დადგა საკითხი აღდგომის წმინდა დღეზე, საერთო თანხმობით მიზანშეწონილ იქნა, რომ ეს დღესასწაული აღნიშნული ყოფილიყო ყველას მიერ ერთსადაიმავე დღეს ყველგან... ჭეშმარიტად, პირველ რიგში, ყველას საკმაოდ უღირსად მოეჩვენა ის გარემოება, რომ ამ უწმინდესი დღესასწაულის აღნიშვნაში ჩვენ უნდა მივემხროთ იუდეველთა წესებს“.

ძნელი არაა იმის შენიშვნა, რომ მოცემული დადგენილების ტექსტი მოითხოვს, რომ აღდგომა ყველა ქრისტიანის მიერ აღინიშნოს ერთ დღეს, თუმცა ის არ მიუთითებს,  კერძოდ რომელ დღეს. უფრო მეტიც, ის არც კი მოიცავს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ეს დღე. ეს გარემოება ასევე წარმოადგენს საკმაოდ ხელსაყრელს ვატიკანისა და ფანარიონის გაერთიანებისთვის: ისინი თითქოსდა ახდენენ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოთხოვნის შესრულების დეკლარირებას აღდგომის ერთ დღეს ზეიმობის შესახებ, მაგრამ ამასთან მათ შეუძლიათ ამ დღის განსაზღვრა თავიანთი სურვილის მიხედვით.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად მართებულია ეს და რამდენად მნიშვნელოვანია  მორწმუნე ადამიანის ცნობიერებისთვის თავად აღდგომის (ან უმჯობესია, პასქალიის) თარიღი, საჭიროა მოკლედ აღვწეროთ საკითხის არსი.

პასქალიის პრობლემა

უთანხმოებები იმის შესახებ, თუ როდის უნდა აღინიშნოს აღდგომა, ეკლესიაში არსებობდა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. თანდათან ჩამოყალიბდა ორი ძირითადი პრინციპი:

  • მცირე აზიური, რომლის თანახმადაც აღდგომის აღნიშვნა ხდებოდა ნისანის (დაახლოებით შეესაბამება გრიგორიანული კალენდრის მარტ-აპრილს) თვის 14 რიცხვში, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რომელ დღეს ხვდებოდა ეს რიცხვი.
  • დასავლური, რომელიც  გულისხმობდა აღდგომის აღნიშვნას ებრაულის პასექის შემდეგ პირველ კვირა დღეს, ანგარიშობდნენ რა მის თარიღს, როგორც სავსემთვარეობას გაზაფხულის ბუნიაობის დღის შემდეგ.

იმ პერიოდის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეები ცდილობდნენ შეთანხმებულიყვნენ აღდგომის დღესასწაულის ერთიან დღეზე. მაგალითად, 155 წელს წმინდა მოწამე პოლიკარპე სმირნელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რომის ეპისკოპოს ანიკეტთან, მაგრამ უშედეგოდ. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ რომის პაპი ვიქტორი მოითხოვდა, რომ მცირე აზიის ეკლესიებს უარი ეთქვათ თავიანთ ტრადიციაზე და გადასულიყვნენ დასავლურ ტრადიციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმუქრებოდა ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტით. 325 წელს ნიკეას საეკლესიო კრება ყველასგან მოითხოვდა აღდგომის ერთ დღეს აღნიშვნს, მაგრამ მან ფორმალურად არ განსაზღვრა თავად დღე. ამჟამად გამოყენებული ფორმულა წერილობით წყაროებში ჩნდება გვიან.

ასე, მაგალითად, მათე ბლასტარი თავის ანბანურ სინტაგმში წერს: „ჩვენს აღდგომასთან დაკავშირებით აუცილებელია ყურადღების მიქცევა ოთხ დადგენილებაზე, რომელთაგან ორი შედის სამოციქულო წესში, ხოლო ორი სათავეს იღებს დაუწერელი გადმოცემიდან. პირველი - ჩვენ აღდგომა უნდა ვიზეიმოთ გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ, მეორე - არ აღვნიშნოთ ის იუდეველებთან ერთად ერთ დღეს; მესამე - არა მხოლოდ ბუნიაობის შემდეგ, არამედ პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც ბუნიაობას მოსდევს და მეოთხე - სავსემთვარეობის შემდეგ, როგორც შვიდეულის პირველ დღეს“. როგორც ვხედავთ, აქ ბლასტარი აღდგომის გამოანგარიშების თარიღს ზეპირ გადმოცემას განაკუთვნებს.

როგორც ჩანს, ნიკეაში მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა ან მიღებულ იქნა, რომ ალექსანდიის ეპისკოპოსმა ყოველ წელს უნდა გამოიანგარიშოს, მიმდინარე წლის თუ რომელ დღეს უნდა მოხდეს აღდგომის აღნიშვნა და გარკვეულ დროს ამის შესახებ განუცხადოს ყველა ეკლესიას. დროთა განმავლობაში ეს გზავნილები შეიცვალა განსაკუთრებული კანიონით, პასქალიით, რომელშიც აღდგომის დღე იანგარიშება რამოდენიმე წლით წინ. პირველი პასქალია შეადგინა ტიმოთე ალექსანდრიელმა 388 წელს. შემდეგ კირილე ალექსანდრიელმა შექმნა ახალი პასქალია 95 წლით და ა.შ.

ადგილობრივმა ანტიოქიის საეკლესიო კრებამ 341 წელს მიიღო საკმაოდ მკაცრი წესი აღდგომის დღესასწაულთან თანხმობაში არმყოფების წინააღმდეგ ნიკეას საეკლესიო კრების  გადაწყვეტილების თანახმად: „ყველა, ვინც გაბედავს ნიკეაში გამართული წმინდა და დიდი საეკლესიო კრების დადგენილებას აღდგომის წმინდა დღესასწაულის შესახებ, განიკვეთოს ეკლესიისგან და ურთიერთობისგან, რამეთუ გააგრძელებენ კეთილი დადგენილების წინააღმდეგ ცნობისმოყვარეობით წინააღმდეგობას“.

ასეთი მკაცრი განსაზღვრის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, თუ ვინ ემხრობა იმავე ალექსანდრიის პასქალიას, რომელიც არსებითად დამტკიცებულია ნიკეას საეკლესიო კრების მიერ - კათოლიკები თუ მართლმადიდებლები.

ისტორიაში იყო მომენტები, როცა რომის ეკლესიას ალექსანდრიის ეკლესიასთან მუდმივი კომუნიკაციის არარსებობის მიზეზით უწევდა თავად გამოეანგარიშებინა პასქალია. ამის გამო, ხდებოდა, რომ რომში აღდგომას სხვა დღეებში აღნიშნავდნენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრიის პასქალია გამოიყენებოდა მთელს ქრისტიანულ სამყაროში XVI საუკუნის ბოლომდე, როცა პაპმა გრიგოლ XIII ახალი პასქალია შემოიღო, ამას კი მოჰყვა მთელი კალენდრის შემოღება, რომელსაც მოგვიანებით გრიგორიანული ეწოდა.

რეფორმის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ იულიანეს კალენდრის კალენდა  რული წელიწადი არ ემთხვეოდა ასტრონომიულ წელს. ასტრონომიული წელიწადის ხანგრძლიობა (მას ასევე უწოდებენ ტროპიკულსაც) ახლა შეადგენს 365 დღეს 5 საათს 48 წუთს 45,19 წამს, ამასთან ეს სიდიდე სულ იცვლება, თუმცა კი ძალიან ნელა. ამის შედეგად, თუ 325 წელს, როცა ნიკეას საეკლესიო კრება იღებდა თავის გადაწყვეტილებას, გაზაფხულის ბუნიობა ემთხვეოდა 21 მარტს,  XVI საუკუნეში ის დგებოდა 10 დღით ადრე. კალენდრის რეფორმა მოწოდებული იყო გამოესწორებინა პასქალია, მაგრამ სინამდვილეში მან ის მხოლოდ არია, რასაც, სხვათაშორის, აღიარებს ამ დრომდე ბევრი დასავლელი მეცნიერი და ღვთისმეტყველი. მაგალითად, ზოგიერთ წელს ლიტურგიული ცხოვრების წლიური წრიდან საერთოდ ქრება  პეტრე-პავლობის მარხვა. თუმცა, გრიგორიანული პასქალიის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღდგომა კათოლიკებში ხშირად იზეიმება იუდეველთა პასექსზე ადრე ან ერთ დღეს, რის წინააღმდეგაც ასე ხისტად გამოდიოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიები, როგორც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე, ასევე მის შემდეგაც.

როცა გრიგოლ XIII 1582 წელს მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემიას წინადადებით ერთად გადასულიყვნენ გრიგორიანულ პასქალიაზე, მან მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა 1583 წლის კონსტანტინოპოლის დიდი საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილება: „ვინც არ მიყვება ეკლესიის ადათ-წესებს და იმას, თუ როგორ გვიბრძანა შვიდმა წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმინდა აღდგომაზე და წმინდა კალენდარზეე და სიკეთეზე წმინდა მამებმა, არამედ სურს მიჰყვეს გრიგორიანულ პასქალიას და კალენდარს, ის უღვთო ასტრონომებით ეწინააღმდეგება წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებების ყველა განსაზღვრებას და სურს მათი შეცვლა და შესუსტება - დაე, გადაეცეს ანათემას“.

იმისათვის, რომ ანათემის ქვეშ არ მოხვედრილიყო ( და ასევე სხვა მიზეზების გამოც) ზოგიერთი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია გადავიდა ე.წ. ახალ იულიანეს კალენდარზე, რომელიც სრულად იქნება გრიგორიანულთან თანხვედრაში კიდევ რამოდენიმე ასწლეული. ამდენად, ეს ეკლესიები ყველა უძრავ საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავს კათოლიკებთან ერთად. თუმცა, ამასთან, პასქალია ყველა ასეთ ეკლესიაში დარჩა  ალექსანდრიის ეკლესიის ტრადიციულად, რომელიც ეფუძნება იულიანეს კალენდარს. ლათინებმა კი ეს პასქალია შეცვალეს, მოხვდნენ რა ანტიოქიის საეკლესიო კრების ანათემის ქვეშ, არაფერს ვამბობთ რა უკვე 1583 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე.

საეჭვო სინქრონულობა

მჟკ-ს გვერდებზე და სხვა რესურსებზეც გამოითქვა ვარაუდი, რომ ფანარიონისა და ვატიკანის გაერთიანების მოსინჯვა მოხდება უკრაინაში უბკე-სა და მეუ-ს მაგალითზე. უნიატები წარმოადგენენ კათოლიკური ეკლესიის შემადგენელ ნაწილს, ხოლო  მეუ ექვემდებარება ფანარიონს იმ საკითხებში, რომელიც „მნიშვნელოვნად“ არის მოხსენიებული 2019 წლის ტომოსის თანახმად.

ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში უბკე-ს მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ მის რელიგიურ სტრუქტურას სურს გადასვლა ახალ კალენდარზე მეუ-ს „მართლმადიდებელ ძმებთან“ ერთად. ამასთან, ის არ მალავდა, რომ მოცემულ ქმედებას გააჩნია ეკუმენური ასპექტი. „უკრაინას თავისი განსაკუთრებული კონტექსტი გააჩნია, კერძოდ, ეკუმენური, ტრადიციული, არის გარკვეული ისტორიული მომენტები, რომლებიც მაინც სადღაც ქვეცნობიერად არიან ჩვენს გულებში და ეს მოითხოვს არა ერთპიროვნულ, არამედ საერთო სახალხო ეკლესიათშორის, ეკუმენურ განხილვასა და მოძრაობას“, - განაცხადა მაშინ შევჩუკმა.

და აი, ახლა გრიგორიანულ კალენდარზე სინქრონული გადასვლის თემა აქტიურად არის შემოგდებული საინფორმაციო სივრცეში. 2022 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში მეუ-ს „სინოდმა“ განაცხადა შობის 25 დეკემბერს „სატესტო“ აღნიშვნასთან დაკავშირებით „უახლოეს ხანებში კალენდარული ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რეალური საეკლესიო მოთხოვნის შესწავლის მიზნით“. უბკე-ში კი ანალოგიური განცხადება გააკეთეს  უბკე-ს პოლონეთის მიტროპოლიაში კალენდარული რეფორმის შესახებ.

2022 წლის 20 ოქტომბერს მეუ-ს ტერნოპოლისა და კრემენეცკის „არქიეპისკოპოსმა“ ნესტორმა განაცხადა, რომ ქრისტეს შობის გრიგორიანული კალენდრით ანუ 25 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით, საკმარისია მორწმუნეთა სურვილი, „დამატებით არანაირი გადაწყვეტილების მიღება საჭირო არაა“. ანუ თუ მრევლს სურს, მათ შეუძლიათ შობის ზეიმი 25 დეკემბერს იზეიმონ, რათა შემდეგ... ის კვლავ იზეიმოს უკვე 7 იანვარს, რამდენადაც ამ დღეს შობას მეუ-ს ყველა სამწყსოში იზეიმებენ, მიუხედავად იმისა,  იყო თუ არა მსახურება 25 დეკემბერს.

უკვე ნოემბერში მეუ-სა და უბკე-ს მრავალმა სამწყსომ განაცხადა არა მხოლოდ შობის გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ახალ სტილზე სრული გადასვლის თაობაზეც. მათ რიცხვშია მამაევცელი „მღვდელი“ ივან ჩოკალიუკი, რომელსაც უწოდებენ მეუ-ს მეთაურის ღვიძლ ბიძად. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ახალ იულიანეს (ანუ გრიგორიანულ) კალენდარზე გადასვლის პროცესი ზემოდან არის დაშვებული. ჯერჯერობით, გაუხმაურებლად. თუმცა, ეჭვსგარეშეა, რომ როგორც კი სამწყსოს ნაწილი ახალი სტილით დაიწყებს ცხოვრებას, გამოცხადდება ამ კონფესიების სრული გადასვლის თაობაზე.

და აი, ასეთი მოვლენების ფონზე, პატრიარქი ბართოლომეოსი აცხადებს, რომ უკვე საქმე ეხება აღდგომის აღნიშვნის სინქრონიზაციას. შეიძლება კი ამას ვუწოდოთ შემთხვევითობა?

დასკვნები

ჯერ ერთი, პატრიარქ ბართოლომეოსის ტონისა და სიტყვის მიხედვითაც აღდგომის კათოლიკებთან ზეიმობის სინქრონიზირების განზრახვის თაობაზე, ის თავს ავლენს, როგორც მთელი მართლმადიდებლობის წარმომადგენელი. ის საუბრობს არა თავის კონსტანტინოპოლის ეკლესიაზე, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობაზე, უწოდებს რა მას „მართლმადიდებლურ მხარეს“. ესაა ფანარიონის „პირველი თანასწორთა გარეშე“-ს იდეოლოგიის წინ წამოწევა, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოადგენს მართლმადიდებლური სამყაროს ერთგვარ მეთაურს. მოცემული იდეოლოგია, რასაკვირველია, ეწინააღმდეგება იმის მართლმადიდებლურ გაგებას, თუ რა არის ეკლესია და ვინ წარმოადგენს მის ჭეშმარიტ მეთაურს. თუმცა, პატრიარქი ბართოლომეოსი ამ ფაქტს იგნორირებას უკეთებს და ცდილობს კათოლიკებთან გაერთიანების პროექტში ჩართოს მთელი მართლმადიდებლური სამყარო. ახლა კი დგება დრო, როცა თითოეული ადგილობრივ ეკლესიაზე, არსებითად კი თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანზე არის დამოკიდებული, იქნება მართლმადიდებლობა ჩართული ამ პროექტში თუ არა.

მეორე, ჩვენს თვალწინ გაერთიანების პროექტი შედის თავის გადამწყვეტ ფაზაში, ივსება რა კონკრეტიკით. პირველი კონტური უკვე მოხაზულია - ესაა აღდგომის ზეიმის სინქრონიზაცია. როგორც მოსალოდნელია, მას მოჰყვება სხვა დანარჩენებიც.

მესამე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვატიკანი ამ საკითხში შეიძლება დაუბრუნდეს ალექსანდრიის პასქალიას, წარმოაჩენს რა ამას, როგორც დათმობას ფანარიონისთვის. ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი იულიანეს (არსებითად გრიგორიანული) კალენდრის გამოყენების პრაქტიკამ ალექსანდრიის პასქალიასთან ერთად დაადასტურა, რომ ასეთი რამ  სავსებით შესაძლებელია.

 მითუმეტეს, რომ რომი ამ პასქალიით სარგებლობდა XVI საუკუნემდე. თუმცა, ამ თითქოსდა, დათმობისთვის ვატიკანს შეუძლია დათმობები მოითხოვოს ფანარიონისგან ე.წ. პირველობის საკითხში ანუ მოითხოვოს აღიაროს რომის პონტიფიკატზე მეთაურობა მომავალ გაერთიანებაში. ამასთან, მეორე, ყველაზე მნივნელოვანი უთანხმოება,  კათოლიკური სწავლება ფილიოკვაზე, შეიძლება საერთოდ იქნეს გატანილი ფრჩხილებს გარეთ ანუ შეიძლება აღიარებულ იქნეს, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკები შესაძლოა იყვნენ ერთიანნი ამ საკითხზე არსებითი უთანხმოების დროს. ეს, რასაკვირველია, აშკარად ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციულ შეხედულებას იმაზე, თუ რა არის ერესი და როგორ უნდა მიუდგე მას.

სხვათაშორის, შეიძლება ვატიკანს ეყოს ძალები აიძულოს ფანარიონი მიიღოს თავისი კათოლიკური პასქალია.

მეოთხე, არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მეუ-სა და უბკე-ს სინქრონული განცხადებები გრიგორიანულ/ახალი იულიანეს კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით თავისთავად არ ჩნდება, არამედ გაერთიანების უფრო გლობალური პროცესების ჩარჩოებში, რომლებიც  ფანარიონისა და ვატიკანის კვალდაკვალ მიმდინარეობს.

რას ნიშნავს ყოველივე ეს უმე-თვის?

უმე-თვის, ერთის მხრივ, ეს პროცესები მუქარის შემცველად გამოიყურება. თუ მეუ უკბე-თან ერთად გადავა ახალ სტილზე, საზოგადოებაში გაჩნდება ახალი არგუმენტი  მის მოსაწამლად. ენისა და საერთო „არაპატრიოტულობის“ საკითხს დაემატება კალენდრის საკითხი. იულიანეს კალენდარს გამოაცხადებენ „მოსკოვის კალენდრად“, ხოლო ყველა დანარჩენს, ვინც მას მიემხრობა მოსკალებად და მოღალატეებ ად, რომელთაც არ სურთ დღესასწაულების აღნიშვნა „ყველა ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად“. თუმცა, მეორეს მხრივ, იმ პირობებში, როცა ფანარიონი ვატიკანთან ერთად ( და მათი სატელიტები) მოხაზავენ გაერთიანების კონტურებს, იულიანეს კალენდრისადმი და ტრადიციული ალექსანდრიის პასქალიისადმი ერთგულება იქნება კიდევ ერთი შტრიხი, რომელიც მოახდენს უმე-ს, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის იდენტიფიკაციას (დანარჩენი უკრაინული რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით).

დღეს, უმე-ზე ზეწოლას ახდენენ სხვადასხვა მხრიდან და აიძულებენ მას მეუ-თან გაერთიანებას, წარმოაჩენენ რა ამას, როგორც უკრაინული მართლმადიდებლობის გაერთიანებას. ბევრი არაეკლესიური ადამიანისთვის ასეთი ხედვა წარმოადგენს სრულიად ლოგიკურს, განსაკუთრებით რფ-თან ომის პირობებში. თუმცა, ახლა ჩნდება სულ უფრო მეტი ნიშანი, რომ უახლოეს წლებში შეიძლება წარმოიქმნას რმე-სა და ფანარიონის ახალი გლობალური უნია. ის მოწოდებული იქნება, როგორც წარმოუდგენელი წარმატება ქრისტიანების ერთიანობისთვის, მაგრამ სინამდვილეში ის იქნება მართლმადიდებლების ნაწილის კათოლიკეთა მიერ შთანთქმა. როგორც ჩანს, 2025 წელი იქნება მარკერული ამ პროცესში.

დიახ, საეკლესიო კალენდარი და ალექსანდრიის პასქალიაც კი არ განეკუთვნება ეკლესიის დოგმატებს, მაგრამ დღევანდელ რელიგიურ განხეთქილებებში მათდამი ერთგულება შეიძლება აღმოჩნდეს მართლმადიდებლობისადმი, როგორც ასეთისადმი ერთგულების ნიშანი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ