ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებმა ტანზანიაში თემს წყალი გადაუკეტეს

16 February 2022 22:03
24
ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებმა ტანზანიაში თემს წყალი გადაუკეტეს

აფრიკის ეგზარქოსი ყვებოდა, რომ ტანზანიაში ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებმა სოფელ სოკოინეში წყალი გადაკეტეს და  ავადმყოფი  ბავშვების  დახმარება შეწყვიტეს.

აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ლეონიდემ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ტანზანიაში სოფელ სოკოინაში ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსებმა მრევლის დაბრუნების მიზნით გადაკეტეს წყალი და სოფელში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიეს.

„ბევრი რამ ახლაც გაუგებარია. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ. შეგვეწიოს ყველას უფალი!“ - აღნიშნა მეუფემ.

დეკანოზი  ანდრია ნოვიკოვი ესტუმრა სოფელ სოკოინეს და ადგილობრივ მართლმადიდებლურ შერეულ მასაი-ტანზანიურ თემს, რომელსაც  მღვდელი ქრისტეფორე კასიანი მვენდელე ხელმძღვანელობს.

შეგროვდნენ  თემის დიდი რაოდენობით  არა მარტო მართლმადიდებელი წევრები, არამედ სხვა ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელთა შორის მამა ქრისტეფორე აწარმოებს მისიონერულ სამსახურს. ჯერ აღასრულეს საერთო ლოცვა სუაჰილზე, შემდეგ ყვებოდნენ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ. მამა ანდრიამ ჯვრები და ხატები დაარიგა.

მღვდელი ქრისტეფორე კასიანი მვენდელე მისიონერული ჯგუფის წევრებს უყვებოდა, რომ სოფელში მდებარეობს დიდი ტაძარი, სადაც სოკოინეს მართლმადიდებელი მოსახლეობა ადრე ღვთისმსახურებისთვის იკრიბებოდა, სანამ ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააძევებდნენ.

იცოდნენ რა მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობა, ალექსანდრიის ეკლესიის ადგილობრივი ეპისკოპოსი შეეცადა მოესყიდა მრევლი, ამიტომ  სოკოინაში ბურღულეულით  და ფქვილით სავსე  ტომრები ჩამოიტანეს, რომ მორწმუნეებ „გონს მოსულიყვნენ“ და მასთან დაბრუნებულიყვნენ.

მას შემდეგ, რაც მრევლმა ერთხმად უარი თქვა მოქრთმვაზე, ალექსანდრიის  კლირიკოსებმა გადაკეტეს მისადგომი სოფლის სუფთა წყლის ერთადერთ ღრულთან, რომელიც ტაძართან მდებარეობს. მათ განაცხადეს, რომ წყალთან მისვლა შეეძლება მხოლოდ იმათ, ვინც გააგრძელებს ალექსანდრიის საპატრიარქოს ტაძარში სიარულს. მათ აგრეთვე შეუწყვიტეს მედიკამენტებით დახმარება ორ მძიმე ავადმყოფ ბავშვს ადგილობრივი მართლმადიდებლური ოჯახებიდან.

„დასახლებულ  პუნქტში გაჩნდა ნამდვილი ჰუმანიტარული კრიზისი. მრევლმა და მოსახლეობამ მიმართეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დახმარების თხოვნით, რომ მიაწოდონ სუფთა წყალი, გახსნან სამედიცინო პუნქტი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, აფრიკაში საბავშვო თავშესაფრებს, რომელთა ორგანიზატორები მეუ-ს წინააღმდეგ განწყობილი  მღვდლები იყვნენ, დახმარება შეუწყვიტეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ