დეპუტატების განხილული კანონები ეკლესიისთვის საშიშროებას წარმოადგენენ

15 February 2022 19:31
20
დეპუტატების განხილული კანონები ეკლესიისთვის საშიშროებას წარმოადგენენ

უმაღლესი რადას ახალი სესიის დღის წესრიგში შევიდა რეკორდული რიცხვი კანონებისა, რომლებიც  მორწმუნეთათვის საშიშია.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მოამზადა 2022 წლის ახალი სესიის დღის წესრიგი. მასში შევიდა რეკორდული რიცხვი კანონებისა, რომლებიც საფრთხეს შეიცავენ მორალისთვის, ოჯახისთვის, ეკლესიისთვის, წერს «Всеукраинский Собор».

ძირითადი საშიში კანონების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაძლოა უმაღლესმა რადამ კენჭი უყაროს:

1.  კანონპროექტი №0931 „ევროპული კავშირის სამართალთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მის მიმართ წიმააღმდეგობის გაწევის სფეროში“. ექსპერტთა აზრით, ეს კანონპროექტი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია სხვადასხვა კონფესიათა მორწმუნეებისთვის. ის გულისხმობს სერიუზულ სასჯელს ლგბტ-ს ნებისმიერი კრიტიკის გამო, ზღუდავს სიტყვისა და აღმსარებლობის  თავისუფლებას.

2.  კანონპროექტი №5488 დისკრიმინაციის გამოვლინებების წინააღმდეგ  ბრძოლის შესახებ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას და თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით ლგბტ-ს მიმართ კრიტიკისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამო. კანონპროექტი პრაქტიკულად წარმოადგენს დიქტატორული კანონპროექტების №3316/2-3/დუბლიკატს, რომლებიც თავის დროზე გაუქმებული იყო მორწმუნეთა აქტიური წინააღმდეგობის გამო.

კანონის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თუ კითხვაზე „რა დამოკიდებულება გაქვთ ლგბტ-ს მიმართ“ ვინმე უპასუხებს „უარყოფითი“, მას დააჯარიმებენ. თუ იგივეს იტყვიან  ეკლესიაში ქადაგების დროს, ეს განიხილება როგორც ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული მიუღებლობის საფუძველზე და შეეფარდება სასჯელი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინულმა საბჭომ ადრე მიმართა პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს მოწოდებით, რომ არ მიიღონ ეს კანონპროექტი.

3.  კანონთა  პროექტი მედიის შესახებ №2693-2 и №2693-д. კანონები 2693-2 და  2693-д აწესებენ ჯარიმას 350 ათასი გრივნის ოდენობით გეი-აღლუმებისა და ლგბტ-ს კრიტიკის გამო. ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინული  საბჭო აგრეთვე  ამ კანონპროექტთა წინააღმდეგ გამოდის.

კერძოდ, ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინული  საბჭო შეშფოთებულია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს „ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელების გამო“. ამ ფორმულირებაში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ხედავენ რისკებს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის.

4.  კანონპროექტი №4598 შეიცავს საფრთხეს სიტყვისა და  აღმსარებლობის თავისუფლებისთვის. ამ კანონში ლაპარაკია ცვლილებების შეტანაზე უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში, რომლებიც სექსიზმის აკრძალვას ეხება. პარალელურად შემოთავაზებულია ცვლილებების შეტანა უკრაინის ადმინისტრაციულ კოდექსში. მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, ეს გამოიწვევს სექსიზმის  ოჯახურ ძალადობასთან გათანაბრებას. დამსჯელი სანქციები, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულია, - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები ან ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღე-ღამით.  

ქრისტიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ფორმულირება, რომ სექსიზმი „გენდერული სტერეოტიპების მხარდაჭერა და გაძლიერებაა“. ამგვარად, გენდერული იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ  ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება შეფასდეს როგორც სექსიზმი და უკანონო ქმედება.

5.  კანონპროექტი №6326-1  საბიუჯეტო სახსრების მიმართვა პროგრამებისა და ღონისძიებების რეალიზებაზე, რომლებიც შეიცავენ პირდაპირი  ან ირიბი  დისკრიმინაციის და მიუღებლობის ნიშნებს ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ.

ეს დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვით ხდება პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის ნიშნების მქონე პროგრამებისა და ღონისძიებების ფინანსირებაზე ვეტოს დადება, რომლებიც შეიცავენ მიუღებლობას ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. ამრიგად, ნებისმიერი სულიერ-საგანმანათლებლო პროექტი  შეიძლება სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩეს, ლგბტ-ს წარმომადგენლების ჩივილის საფუძველზე.

6.  კანონპროექტი №6327-1  დისკრიმინაციის გამოვლინებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შესახებ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია უკრაინის სსკ-ის 161-ე სტატიის ახალი რედაქციის შინაარსზე, სადაც გათვალისწინებული იქნება  მიუღებლობის საფუძველზე (სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა) ძალადობისკენ საჯარო მოწოდებებზე პასუხისმგებლობა, აგრეთვე სხვა შეგნებული ქმედებები, მიმართული მიუღებლობის საფუძველზე (სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა) მტრობისა და ზიზღის გაღვივებაზე, აგრეთვე იგივე ქმედებებისთვის, რომლებიც ჩადენილია თანამდებობის პირის მიერ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

7.  კანონ №6325-1 პროექტი „ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ  პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციისა და მიუღებლობისადმი გამოხატული წინააღმდეგობის შესახებ“. ამ კანონპროექტის ფარული მხარე - უკრაინის კანონის 28-ე სტატიაში „გამომცემლობის საქმის“ შესახებ ცვლილებების შეტანაა. მისი მიღების შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ყველა რელიგიური წიგნი და კვლევა, რომელიც მიმართულია ჰომოსექსუალიზმისა და ლგბტ-ს წინააღმდეგ, შეიძლება ჩაითვალოს როგორც „დისკრიმინაციისკენ მოწოდება“ და, შესაბამისად, შეიძლება მათი აკრძალვა მოხდეს, ბიბლიის ჩათვლითაც კი, რადგან არავითარი გამონაკლისი გათვალისწინებული არ არის.

როგორც რესურსი აღნიშნავს, უკრაინის კანონშიც იგეგმება საშიში ნორმის შეტანა „ბავშვობის დაცვის შესახებ“.

„ყველა ბავშვს  უკრაინის ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი რასისა, კანის ფერისა, ასაკისა, ინვალიდობისა, სქესობრივი კუთვნილებისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა,... ან სხვა ნებისმიერი ვითარებისა აქვთ თანაბარი უფლებები და თავისუფლება“, - ნათქვამია ახალ ტექსტში.

ეს კი ნიშნავს, რომ პირველად ოფიციალურად კანონში უნდა შეიტანონ ის, რომ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და სხვადასხვა გენდერული იდენტობა. სხვა სიტყვებით, ბავშვები შეიძლება იყვნენ გეები, ლესბოსელები, ტრანსგენდერები და კიდევ ასზე მეტი სხვადასხვა გენდერი.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინულმა  საბჭომ მოუწოდა, რომ არ მიიღონ  კანონპროექტი ლგბტ-ს მიმართ „მიუღებლობის“ შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ