„იერარქი“, რომელმაც ქალი სცემა, მეუ-ში ერთი წლით გაანთავისუფლეს

24 November 2021 16:40
67
ადრიანე კულიკის სელფი სპორტულ დარბაზში. ფოტო: Фейсбук-страница Кулика ადრიანე კულიკის სელფი სპორტულ დარბაზში. ფოტო: Фейсбук-страница Кулика

მეუ-ს „სინოდმა“ დასასვენებლად გაუშვა „იერარქი“ კულიკი 27-ე სამოციქულო კანონის თანახმად, რაც ხარისხის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

2021 წლის 22 ნოემბერს მეუ-ს „წმინდა სინოდმა“ განაჩინა ერთი წლით დასასვენებლად გაუშვას „იერარქი“ რუსლან (ადრიანე) კულიკი,  რომელმაც ოქტომბრის ბოლოს კიევში თავისი მეზობელი ქალი სცემა, იუწყება მეუ-ს ოფიციალური საიტი.

კერძოდ, „სინოდმა“, ეპიფანე დუმენკოს თავმჯდომარეობით, კულიკი დამნაშავედ სცნო 27-ე სამოციქულო კანონის დარღვევაში. თვით კანონი ამბობს, რომ „ეპისკოპოსი, პრესვიტერი, დიაკონი რომელიც ხელს აწევს ცოდვის ჩამდენ მართალზე ან არამართალზე და ამით ცდილობს დააშინოს იგი, უსიტყვოდ მოეხსნება წმინდა ხარისხი“. მაგრამ მეუ-ში  არ შესრულდა აღნიშნული კანონი და კულიკი ერთი წლით დასასვენებლად გაუშვეს საჯარო ღვთისმსახურებების ჩატარების აკრძალვით, რის შემდეგაც „სინოდი იმსჯელებს მისი შემდგომი მსახურების შესახებ“. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევში „მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ სცემა ქალი და ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თვით „იერარქმა“ კულიკმა განაცხადა, რომ კადრები, სადაც ის ქალს სცემს, დამონტაჟებულია, მას კი, „როგორც ქრიატიანსა და ადამიანს, სულში სრული სიმშვიდე აქვს“. შემდგომში მან სინანული გამოთქვა, რომ  მის გამო მეუ-ს იმიჯი შეილახა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ