ათონის იღუმენმა იერარქებს კლირიკოსთა დასჯისკენ მოუწოდა

18 November 2021 15:20
57
იღუმენი ბართლომე. ფოტო: agiosfotios.gr იღუმენი ბართლომე. ფოტო: agiosfotios.gr

ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს იერარქებს იმ კლირიკოსთა დასჯაში,ვინც ვაქცინების წინააღმდეგ გამოდის,ხოლო  ხელისუფლებას ჟურნალისტებმა უნდა ადევნონ თვალი-იღუმენი ბართლომე.

ათონის წმინდა მთაზე ახალი ესთიგმენის მონასტრის იღუმენმა ეკლესიის მეთაურებს  იმ მღვდელმსახურთა და ბერების დასჯა მოუწოდა, რომლებიც COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან, იუწყება ბერძნული გამოცემა „ვიმა ორთოდოქსია“.

ახალი ესთიგმენის მონასტრის იღუმენი, რომელიც ადრე უკრაინის განხეთქილების მონაწილეებს იღებდა, თვლის, რომ „ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლება (მაგალითად, საბერძნეთიას ეკლესიის წმინდა სინოდი, წმინდა მიტროპოლიები, ათონის მთის წმინდა თემი და ა.შ.) ვალდებულია  ზომები მიიღოს  იმ მღვდელმსახურთა მიმართებით, რომლებიც მათი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მიდიან,  მათ ტერიტორიაზე ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ  ქადაგებენ ან  მათ შტატს მიეკუთვნებიან“.

 „სახელმწიფო ხელისუფლება ვალდებულია“ დაეხმაროს ეკლესიას ამ ამოცანის გადაჭრაში, დარწმუნებულია იღუმენი ბართლომე. გარდა ამისა, ხელისუფლებამ  ინტერნეტში ანტივაქსერული ინფორმაციის გამავრცელებლები უნდა „აკონტროლოს“ და „აკონტროლოს“ ანტივავაქსერული დემონსტრაციები.

იღუმენი ბართლომე აგრეთვე თვლის, რომ ჟურნალისტებმა  „თვალი უნდა ადევნონ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს და თუ ისინი ოპტიმალურად არ ფუნქციონირებენ,  დამოუკიდებლად უნდა აწარმოონ ფუნდამენტური გამოძიება“.

ახალი ესთიგმენის მონასტრის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ „ანტივაქცინაციის მქადაგებლებს ყველა კარგად იცნობს“ და „ინტერნეტში მოძიებისას ნებისმიერი წააწყდება თვითმარქვია „მამებს“ და შესაბამისად მათ ნეგატიურ პოზიციებს ვაქცინებთან დაკავშირებით“.

ესთიგმენის მონასტრის ბერები (ისინი, ვისაც ათონზე „ძველ საძმოს“ უწოდებენ), თავს მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ სუბიექტად თვლიან, მაგრამ არ ცნობენ პატრიარქის ტახტზე ამჟამად მყოდ პატრიარქ ბართლომეს, რადგან თვლიან, რომ „ის მართლმადიდებლობის მტერია“.

2002 წლის ბოლოს  კონსტანტინოპოლის პატრიარქმა  ესთიგმენის საძმო (მაშინ 117 ბერი იყო) ოფიციალურად სქიზმატიკოსებად გამოაცხადა, რასაც, საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, ათონიდან გაძევება მოყვება. დადგენილება ამის შესახებ სალონიკის სასამართლომ მიიღო, შემდეგ კი - საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ. თუმცა  ესთიგმენის მონასტრიდან „ძველი საძმოს“ გაძევება ვერ შეძლეს.

მაშინ, 2005 წელს, შექმნილი იყო პარალელური თემი, რომელსაც „ახალ  ესთიგმენს“ უწოდებენ და რომლის წინამძღვარი ამჟამად იღუმენი ბართლომეა. ეს თემი მდებარეობს კარიესში და სწორედ მას გააჩნია ის უფლებები, რომლებიც ადრე ესთიგმენის „ძველ საძმოს“ ეკუთვნოდა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ იღუმენმა ბართლომემ საბერძნეთის ხელისუფლებას  აუცრელი ბერების დასჯისკენ  მოუწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ