ტერნოპოლის ოლქში მეუ-ს მორწმუნე ქალს ტაძარში ვალის გამო „წესი არ აუგეს“

15 November 2021 00:00
214
მეუ-ს უხუცესი ს. რეშნოვკაში. ფოტო: скриншот/YouTube/«Сегодня» მეუ-ს უხუცესი ს. რეშნოვკაში. ფოტო: скриншот/YouTube/«Сегодня»

მეუ-ს თემმა უფლება არ მისცა ქალს, რომ დედისთვის „წესის აგება“ ჩაეტარებინა „ტაძრის გადასახადის“ გადაუხდელობის გამო.

ტერნოპოლის ოლქის სოფელ რეშნოვკას მეუ-ს მორწმუნე ქალის „წესის აგება“ არ დაუშვეს განხეთქილების სტრუქტურის ტაძარში, იმიტომ რომ მის ოჯახს ტაძრის ვალი ჰქონდა, იუწყება «Сегодня».

ლუდმილას გარდაეცვალა დედა, რომელიც სოფელ რეშნოვკის მეუ-ს ტაძრის მრევლში იყო. შვილმა დაიწყო დასაფლავების ორგანიზება და გაიგო, რომ ტაძარში დედამისს „წესს აუგებენ“ მხოლოდ ვალის გადახდის შემდეგ. 2015 წლიდან სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა შეიტანონ ტაძრის რემონტის გადასახადი - 100 გრივნა ყოველ თვე თითო სულისგან. გარდაცვლილის ოჯახი ამას არ ასრულებდა, რადგან მთელი ფული ლუდმილას  ქალიშვილის მკურნალობაზე იხარჯება, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია. 

დიდი ოჯახი იმით ცხოვრობს, რომ საკუთარი ბოსტნიდან  პროდუქტებს და ორი ძროხის რძეს ყიდის. ამიტომ მათ საშუალება არ აქვთ, მაგრამ მეუ-ს თავმჯდომარემ არ დათმო  და ტაძარი არ გახსნა.

 ეს ჩემი მოგონილი არ არის, - თავს იმართლებდა მეუ-ს ფერიცვალების ეკლესიის თავმჯდომარე ივანე ვუინი. - თემმა თქვა: ვინც არ იხდის, მღვდელი ილოცებს და ასაფლავებენ. მთელი ჩემი დანაშაული იმაშია, რომ თემს დავემორჩილე“.

მეუ-ს „მღვდელმა“ უარი თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ტელეფონით კი თქვა, რომ ყველაფერი შეასრულა, რაც მასზე იყო დამოკიდებული და „გადაიხადა პანაშვიდი“.

თავმჯდომარის სიტყვებით, რეშნიკოვოს ტაძრის აღდგენაზე უკვე ორ მილიონ გრივნაზე მეტი დაიხარჯა, რემონტი კი ჯერ კიდევ გრძელდება. ეს ყველაფერი გლეხების შენატანია.

დასაფლავების კონფლიქტის შემდეგ ლუდმილამ გარდაცვლილი დედის სახელზე მსახურება ქალაქში შეუკვეთა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს კლირიკოსმა „წესი აუგო“ ცნობილ ექსტრასენსს, რომელიც COVID-19-გან გარდაიცვალა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ