სტამბულის კონვენცია შეიცავს ბავშვებზე ლგბტ იდეოლოგიის თავს მოხვევას-იურისტი

27 October 2021 02:03
22
ოლეგ დენისოვი. ფოტო: СПЖ ოლეგ დენისოვი. ფოტო: СПЖ

სამართალდამცავი ოლეგ დენისოვი ყვებოდა უკრაინის სტამბულის კონვენციის შესაძლო რატიფიცირების შედეგებზე, რომელიც ერთი შეხედვით  ქალთა ძალადობისგან დაცვაზე არის მიმართული.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, ცნობილი როგორც სტამბულის კონვენცია, ითვალისწინებს ლგბტ იდეოლოგიის წარმოჩენასა და პროპაგანდას ბავშვებში. ამის შესახებ ბლოგში „მე - კორესპონდენტი“ წერდა არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაციის «Public Advocacy» („სამოქალაქო სამართალდაცვა“) ხემძღვანელი და უკრაინაში საეჭვო გენდერული თეორიების წარმოჩენის წინააღმდეგ მიმართული პეტიციის ავტორი ოლეგ დენისოვი.

სამართალდამცავმა განმარტა, რომ სტამბულის კონვენციის შედეგების გაგებისთვის „გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ამ აქტის ფარგლებში გამოიკვეთება ქალთა ძალადობისგან დაცვის არა მარტო და არა იმდენად მისაღები და სწორი იდეები, რომლებიც ისედაც უზრუნველყოფილია ეროვნელი  სისხლის სამართლისა და  სხვა სფეროებით, არამედ გენდერული იდენტობა ადამიანის არჩევანის სახელმწიფოს მიერ წოდებული ფსევდო-უფლებით, მათ შორის ბავშვების, - მათი  სქესობრივი კუთვნილების.

ვინაიდან გენდერული იდენტობა უკვე დიდი ხანია ვლინდება არა როგორც არჩევანი მამრობით და მდედრობით სქესს შორის, არამედ როგორც არჩევანი სხვა სექსუალური ორიენტაციების (მათ შორის ჰომოსექსუალური, ტრანსგენდერული) - საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სკოლებში ვრცელდება სტამბულის კონვენციის საფარქვეშ, გადმოსცემენ არა მარტო გენდერის გაგებას სრული სისავსით, არამედ ბავშვების სტიმულირებას საკუთარი სქესობრივი კუთვნილების „უფრო შეგნებული არჩევანისთვის“, რასაც ფაქტიურად ყოველთვის ახლავს ქცევის სხვადასხვა სექსუალური ფორმების პროპაგანდა ბავშვის ფორმირების ყველაზე ადრეულ ეტაპზე“, - დაამატა ოლეგ დენისოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სტამბულის კონვენციის გაგება, როგორც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის ნორმატიული აქტისა, რაც  უკრაინის მასმედიაში წარმოდგენილია უმაღლეს რადაში მისი რატიფიცირების განხილვის წინ, არასრულია, რადგან არ ითვალისწინებს კონვენციის ავტორთა რეალურ მიზნებსა და მისი მიღების შედეგებს.

კერძოდ, განმარტა „საზოგადოებრივი სამართალდაცვის“ ხელმძღვანელმა, ლაპარაკია განათლების სისტემაში დანერგვის რისკზე და გენდერული იდენტობის, მისი ფართო გაგებით, სამართლის ბლოკის მართვაზე, ქორწინების ცნების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის  გაქარწლებაზე  და განათლების სისტემაში ლგბტ უფლებების წარმოჩენაზე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მორწმუნეები ითხოვენ უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ელექტრონული პეტიციის მხარდაჭერას:  „უარის თქმა გენდერულ თეორიებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, კერძოდ კი,  სტამბულის კონვენციის ხელმოწერაზე და (ან) რატიფიცირებაზე უარის თქმის გზით და „ბიარიცის პარტნიორობის“ საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის განხორციელებით“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ