მართლმადიდებელი სამყარო ხედავს, რომ შეიცვალა არა უმე, არამედ ფანარიონი

25 August 2021 00:22
8
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: golos.ua კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: golos.ua

დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა შეახსენა, რომ უმე-ს არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ არ ჩათვალონ ის  ეკლესიად ან გამოაცხადონ როგორც კანონიკურად არარსებული.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ შეცვლილა- შეიცვალა კონსტანტინოპოლი. ამაზე საერთაშორისო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, უმე-ს სპიკერმა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა დაწერა თავის ტელეგრამ არხზე ორშაბათს, 23 აგვისტოს.

"მთელ ამ ისტორიაში ტომოსთან დაკავშირებით და ამაში კონსტანტინოპოლის როლზე (რაც უფრო აქტუალური გახდა პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით), მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი უბრალო რამ: მთელი ამ ხნის განმავლობაში უმე არ შეცვლილა და არ შეუცვლია თავისი პოზიცია. უმე არ გამქრალა, რომ გამოაცხადონ  ის "არარსებულად", არ ჩავარდნილა ერესში ან სქიზმაში, რომ  არ ჩათვალონ ის ეკლესიად ან გამოაცხადონ როგორც კანონიკურად არარსებული",-აღნიშნა ღვთისმსახურმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უმე კვლავაც მიყვება მართლმადიდებელი ეკლეზიოლოგიის პრინციპებს.

ხოლო ვინ შეიცვალა, ხელყო კანონები და მართლმადიდებლური ეკლეზიოლოგია- ეს კონსტანტინოპოლია, რომელიც თავიდან აღიარებდა კანონიკურ ეკლესიას უკრაინაში, ხოლო შემდგომ აღიარა სქიზმატიკოსები და შექმნა პარალელური ეკლესიური სტრუქტურა.

"პატრიარქი ბართლომე- აი ვინ შეიცვალა და შეცვალა თავისი პოზიცია, გადააბრუნა ეკლესიაში ყველაფერი თავიდან ფეხებამდე, დაარქვა რა შავს თეთრი და პირიქით. და ახლა ცდილობს დაუმტკიცოს ყველას, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა. თუმცა ეს ყველაფერი ასე არ არის და მთელი მართლმადიდებელი სამყარო ხედავს  და უყურებს ამას დამწუხრებით", - დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა კომენტარი გაუკეთა ფანარიონის მეთაურის სიტყვებს იმაზე, რომ უმე-ში ზრუნავენ უცხოურ ინტერესებზე და არა ეკლესიურ კრიტერიუმებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ