კიევში, პარაკლისზე უმე-ს მრევლს სურს გადასცეს „ტომოსი“ ფანარიონის მეთაურს

22 August 2021 12:10
46
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: dialogi.online კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: dialogi.online

კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის საპასუხო „ტომოსში“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები გააზრებისკენ და სინანულისკენ მოუწოდებენ მას.

21 აგვისტოს ლოცვით აქციაზე კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები აპირებენ გადასცენ თავიანთი „ტომოსი“ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს. დოკუმენტის ტექსტი პარასკევს, 20 აგვისტოს, გამოაქვეყნეს «Миряне»-ს тг-არხზე.

მასში მორწმუნეებმა დაწვრილებით აღწერეს ის, რაც  უკრაინის მართლმადიდებლებს მოუტანა ტომოსმა, რომელიც ფანარიონის მეთაურმა  განხეთქილების მონაწილეებს გადასცა და მოუწოდეს პატრიარქ ბართლომეს გააზრებისკენ და სინანულისკენ „ეკლესიის  პირველობის მოთხოვნის გამო, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, კათოლიკებთან გაერთიანების მცდელობისთვის, უკრაინული განხეთქილების აღიარებისთვის, ჩვენი ტაძრების მიტაცებისთვის, მორწმუნეთა ცემისთვის, მტრობისა და ზიზღისთვის, რაც თქვენ ჩვენს მიწაზე მოიტანეთ!“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს მოყავს დოკუმენტის მთელი ტექსტი.

 „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცების ტომოსი პატრიარქ ბართლომე I

თქვენ მოადექით კიევის მთებს, სადაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ჩვენი მაცხოვრის, უფალ იესო ქრისტეს მცნებას ასრულებდა:  „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით(მთ. 28,19). ამ მცნების შესასრულებლად თქვენმა წინამორბედმა პატრიარქმა ნიკოლოზ II ხრისოვერგმა (X ს.) ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსი და პრესვიტერები წარგზავნა მოსანათლად და ხალხის გასანათლებლად. 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ  მართლმადიდებლური სარწმუნოება შემოიტანა რუსეთში. სოლუნელმა ძმებმა, მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ სლავ ხალხს სახარება მშობლიურ ენაზე მისცეს. კიეველმა ბერძენმა მიტროპოლიტებმა მოციქულებრივი შრომა გასწიეს და ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისცემა დანერგეს. ათონის წმინდა მთამ აღზარდა რუსული ბერობის მამამთავარი, ღირსი ანტონი პეჩერსკი, ვისგანაც წამოვიდა ყველა მონასტერი თანამედროვე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში. კიდევ ერთი თქვენი წინამორბედი, პატრიარქი ათანასე III (პენტელარი (XVII ს.), მისი წმინდა ნაწილები განისვენებენ ხარკოვში და ჩვენში ის ცნობილია როგორც ათანასე მჯდომარე, ლუბენსკის სასწაულმოქმედი. ვერ დაითვლი იმ სულიერ მადლს, რომლებიც  ჩვენმა ქვეყანამ კონსტანტინოპოლიდან მიიღო, ამის ყველაფრის გამო ჩვენი ხალხი უკუნითი უკუნისამდე ბერძენი ხალხის მადლიერი იქნება.   

მაგრამ რა მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას, უკრაინას, პირადად თქვენ? თქვენ აღიარეთ განხეთქილება, ეკლესიიდან განკვეთილები და სინანულის გარეშე მიიღეთ ისინი! თქვენ აღავლინეთ საღმრთო ლიტურგია სამღვდლო ხარისხის არმქონე პირებთან! თქვენ განხეთქილების მონაწილეებს ტომოსი გადაეცით ნაკლული ავტოკეფალიით, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს თქვენთვის არ უთხოვია! თქვენ ჩვენს ქვეყანაში მოიტანეთ მტრობა, ზიზღი და ძალადობა! თქვენი სახელით სასტიკი მებრძოლები ტაძრებს იტაცებენ, მღვდლების ოჯახებს საეკლესიო სახლებიდან აძევებენ, მორწმუნეებს ცემენ და სხვა მსგავს უკანონობას ჩადიან! უკრაინა ცრემლს და სისხლს ღვრის იმის გამო, რაც თქვენ ჩვენს ქვეყანას მოუტანეთ!

მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ თქვენ ახალი ერესის დამკვიდრების ფარგლებში მოქმედებთ, რომელსაც დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ავრცელებს. ეს - კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესია. თქვენ თავი გამოაცხადეთ  ეკლესიის მიწიერ მეთაურად, როგორც „პირველი თანასწორთა გარეშე“, როგორც წინამძღოლმა საგანგებო და განსაკუთრებული უფლებამოსილებით. და თქვენ ყველა თქვენი მიმდევარი კათოლიკებთან უნიამდე მიგყავთ, რაც არაერთხელ თქვენ თვითონ განაცხადეთ. ბევრი თქვენი წინამორბედი  პაპიზმის ერესს ებრძოდა იმ დროს, როდესაც ამით რომი დაავადდა. პატრიარქმა მიქაელ I კელურალმა (XI ს.) განაშორა რომაელი ლეგატები და მათი სახით ყველა ის, ვინც ამ ერესს არ იღებდა. ღირსი  მარკოზ ეფესელი (XV ს.) გვასწავლიდა, რომ არანაირ კომპრომისზე არ წავიდეთ და არ მივიღოთ პაპიზმის ერესი. ბევრი წმინდანი და ღირსი მამა, როგორც ბერძენი, ასევე სლავი, საკუთარი ცხოვრებითა და ქადაგებებით მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობას ამტკიცებდა, რადგან ამის გარეშე სულის ცხონება არ არსებობს. 

ვინაიდან უკრაინის ღვთივკურთხეული და ღვთივცხონებული მიწა მართლმადიდებლობაშია დამკვიდრებული  და სახარების ერთგულების შენარჩუნებაშია გაწაფული, ჩვენ უარს ვამბობთ თქვენს მოთხოვნაზე იყოთ ეკლესიის ამქვეყნიური მეთაური და ავმღსარებლობთ, რომ  მხოლოდ „ქრისტე

თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.(ეფ. 5, 23). ჩვენ უარს ვამბობთ რომთან ერთობაზე კათოლიკების სინანულის გარეშე ყველა მათი  ერეტიკული ცდომილებების გამო. 

თქვენ „გააუქმეთ“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენ კი მისი ერთგულები ვრჩებით! თქვენ უარყავით უნეტარესი ონოფრე, ჩვენ კი ვაღიარებთ მას წინამძღოლად და მღვდელმთავრად! თქვენი წყალობით  ჩვენს ქვეყანაში  144 ტაძარია მიტაცებული, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით ახლებს ვაშენებთ! ჩვენ მთელი მსოფლიოს წინაშე ვაღიარებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, მიუხედავად თქვენი გადაწყვეტილებებისა, აღასრულებენ  მაცხოვნებელ მისიას ჩვენს მიწაზე. 

ჩვენ კი მოგიწოდებთ სინანულისკენ ეკლესიის  პირველობის მოთხოვნის გამო, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, კათოლიკებთან გაერთიანების მცდელობისთვის, უკრაინული განხეთქილების აღიარებისთვის, ჩვენი ტაძრების მიტაცებისთვის, მორწმუნეთა ცემისთვის, მტრობისა და ზიზღისთვის, რაც თქვენ ჩვენს მიწაზე მოიტანეთ!  თქვენს მიერ საჯარო სინანულის შემთხვევაში ამ ყველაფრის გამო, ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები, თანხმობას ვაცხადებთ, რომ მომავალშიც აღგიაროთ თქვენ როგორც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, პატივით პირველი თანასწორ წინამძღოლთა შორის,  იმ წმინდანთა მემკვიდრე, ვინც გაბრწყინდა კონსტანტინოპოლის ტახტზე და მღვდელმთავარი ღვთისა. 

ამრიგად, თქვენ გაბარებთ ამ ტომოსს მუდმივი მფლობელობისთვის, რომელიც დაწერილი და გადმოცემულია თქვენთვის ღვთივკურთხეულ ქალაქ კიევში  შთაგონებისთვის და სინანულისთვის. წელი ორი ათას ოცდაერთი, აგვისტოს თვე, 21 რიცხვი. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები იკრიბებიან ერთობლივ ლოცვაზე უმაღლეს რადასთან, სადაც დაგეგმილია ფანარის მეთაურის შეხვედრა სპიკერ დიმიტრი რაზუმკოვთან. ლოცვითი აქციის მიზანია საკუთარი რწმენის აღიარება და პატრიარქ ბართლომესთვის ჩვენება, რომ მისი წარმოდგენა უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაზე შორს არის რეალობისგან. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აწარმოებს მოვლენის ონლაინ-ტრანსლაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ