პოლიციამ აღძრა საქმე მეუ-ს ჩინოვნიკ-პროპაგანდისტის წინააღმდეგ

17 August 2021 23:10
22
დიმიტრი გორევოი. ფოტო: religionpravda.com.ua დიმიტრი გორევოი. ფოტო: religionpravda.com.ua

სტატია, რომლითაც გორევოის წინააღმდეგ აღძრეს საქმე, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთისა და 3 წლამდე გარკვეული თანამდებობების დაკავების აკრძალვის სასჯელს.

ქალაქ კიევის პოლიციის პოდოლსკის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ჩინოვნიკის დიმიტრი გორევოის მიმართებით რელიგიური შუღლის გაღვივების ფაქტებზე, რომლებიც წარმოადგინეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა. წინასწარი გამოძიების ამონაწერი ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან გამოაქვეყნა ერისკაცების («Миряне») тг-არხმა.

საზოგადოებრივ ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის რელიგიებისა და ეროვნებების განყოფილების უფროსი აგრძელებს ვიდეორგოლების გადაღებას, რომლებშიც აღვივებს მტრობას და ზიზღს რელიგიურ ნიადაგზე, „ჩვენ კი მას ვამხელთ“.

სისხლის სამართლის წარმოება გორევოის მიმართ დარეგისტრირებულია 7 აგვისტოს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტატიის 1 ნაწ. - მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური კუთვნილების  ან რელიგიური შეხედულებების მიხედვით. სტატიის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთისა და 3 წლამდე გარკვეული თანამდებობების დაკავების აკრძალვის სასჯელს.

მანამდე «Миряне»-მ განაცხადეს, რომ ეცდებიან უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის პროპაგანდისტის დიმიტრი გორევოის, რომელიც სისტემატურად მონაწილეობს  უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციისა და დევნის აქტებში, ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის კულტურის საკითხებში დეპარტამენტის რელიგიებისა და ეროვნებების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებას.

 «Мирян» -ს სარჩელით სისხლის სამართლის წარმოების დაწყება გორევოის მიმართებით პოლიცია დაავალდებულა კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ. თვით ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩინოვნიკის განთავისუფლების საფუძველს ვერ ხედავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ