ზელენსკის მთავრობა განაგრძობს პოროშენკოს რელიგიურ პოლიტიკას,- იურაში

18 August 2021 19:10
18
ანდრეი იურაში. ფოტო: lb.ua ანდრეი იურაში. ფოტო: lb.ua

ანდრეი იურაში ამტკიცებს, რომ მეუ-ს "ავტოკეფალია" მნიშვნელოვანი ელემენტია უკრაინის სახელმწიფოებრიობის სულიერ მხარდაჭერასა და განმტკიცებაში.

უკრაინის მთავრობის დეპატრამენტის უფროსი ეთნონაციონალურ და რელიგიურ საკითხებში ანდრეი იურაში თვლის, რომ ვლადიმერ ზელენსკის მთავრობა აგრძელებს პოროშენკოს მთავრობის რელიგიურ პოლიტიკას.

კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის სახელმწიფოსათვის ფანარიონის მეთაურის ვიზიტს უკრაინაში, პასუხზე იურაშმა თქვა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ეს ვიზიტი იმართება უკრაინის პრეზიდენტის მოწვევით".

იურაშის აზრით, პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის ორგანიზება სახელმწიფო დონეზე ნიშნავს, რომ "უკრაინის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად ყველა დონეზე ამტკიცებს თავისი პოზიციის თანმიმდევრობას- რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის და ნაბიჯები ბუნებრივად გადაიდგა ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართულებით".

"სინამდვილეში,  ამაშია უკრაინის სახელმწიფოს სტრატეგიული პოზიცია, რომელიც ეჭვქვეშ არ აყენებს დედა-ეკლესიის როლს, რომლისგანაც 1033 წლის წინ მიღებულ იქნა ქრისტიანობა, რომლის მეშვეობით უკრაინა- მაშინდელი კიევის რუსეთი- შეუერთდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს იმ ტრადიციების ფარგლებში, რომელიც არსებობდა ბიზანტიის იმპერიაში",- თქვა ჩინოვნიკმა.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ "უკრაინის სახელმწიფოს ესმის, რომ უკრაინის ადგილობრივი საეკლესიო ტრადიციის დიდი ხნის ნანატრი ინსტიტუციონალიზაცია, რომლისკენაც უკრაინული საზოგადოება მიილტვოდა 100 წელზე მეტია, და რომელიც განხორციელდა დედა-ეკლესიის კურთხევითა და მონაწილეობით, არის მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და სულიერ მხარდაჭერაში".

ადრე მჟკ წერდა, რომ უკრაინელი პოლიტოლოგისა და პოლიტტექნოლოგ  მიხეილ პოგრებენსკის აზრით, ზელენსკი დაუბრუნდა პოროშენკოს პოზიციას უმე-ს მიმართ აშშ-ის  ზეგავლენით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ