რაც დაკავშირებულია ტომოსთან, არ არის კავშირში ღმერთთან, - კვიპროსის მიტ.

04 August 2021 19:30
20
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: vladivostok-eparhia.ru ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: vladivostok-eparhia.ru

კვიპროსის იერარქმა აღნიშნა, რომ რაც ტომოსთან და უკრაინის ავტოკეფალიასთან არის დაკავშირებული, ღმერთთან კავშირში არ არის და დროთა განმავლობაში გაივლის.

ტომოსისა და უკრაინის ავტოკეფალიის სიტუაცია გაივლის, რადგან ის, რაც მათთან კავშირშია, ღმერთთან კავშირში არ არის, თქვა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ (ნიკოლაუ) არხის «Перший незалежний» ეთერში. 

უკრაინაში საეკლესიო სიტუაციის კომენტირებისას, მეუფე ათანასემ თქვა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას არავითარი სიხარული არ მოაქვს. 

„თავიდანვე არ მქონდა კარგი დამოკიდებულება ამის მიმართ, - თქვა მან. - ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. უნდა გვესმოდეს, რომ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. მაგრამ ის, რაც ტომოსთან და ავტოკეფალიასთან არის დაკავშირებული, ღმერთთან კავშირში არ არის. ბოლო-ბოლო ეს გაივლის. ღმერთი ყველაფერს განკარგავს და ისევ თავის ადგილზე დააბრუნებს. უნდა გვესმოდეს, რომ არის საეკლესიო კანონები და არაკანონიკური ეპისკოპოსები კანონიკურებად ვერ ჩაითვლებიან“. 

კვიპროსის იერარქმა აღნიშნა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს კანონიკურობა ეჭვგარეშეა. 

 „იმას, ვისაც ამ მომენტამდე  ვაღიარებდით, ახლაც ვაღიარებთ“, - ხაზი გაუსვა მან. 

„მე ვთვლი, რომ სხვა ეკლესიის მხრიდან არასწორი ქმედებები განხორციელდა. უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი ყველაფერს განკარგავს, რომ კანონები პირველ ადგილზეა, ერთხელაც ყველაფერი კარგად იქნება“, - დაამატა მიტროპოლიტმა ათანასემ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კვიპროსის ეკლესიის მეთაური დაემუქრა იმ იერარქებს, ვინც არ აღიარა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ