"ჩლიქოსანმა" ნეჟინიდან უმე-ს წინააღმდეგ პროვოკაციის დეტალებზე ისაუბრა

12 July 2021 23:10
33
ჯვაროსანთა თავდამსხმელების მონაწილე ნეჟინში  სტანისლავ პროშჩენკო.ფოტო: orthodox.cn.ua ჯვაროსანთა თავდამსხმელების მონაწილე ნეჟინში სტანისლავ პროშჩენკო.ფოტო: orthodox.cn.ua

ყველაფერში დამნაშავე ჯვაროსნები არიან, რომლებსაც არ მოუნდათ თავისი ტრადიციული მარშრუტის შეცვლა, განმარტა ნეჟინში უმე-ს ჯვრით მსვლელობის მონაწილეებზე თავდამსხმელმა.

პროტესტის მონაწილეებს გზა არ გადაუკეტიათ და კონფლიქტის პროვოცირება არ მოუხდენიათ - ასე აღწერა 2021 წლის 23 ივნისის მოვლენები სტანისლავ პროშენკომ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეჟინის ეპარქიის ყოველწლიურ ჯვაროსნულ მსვლელობაზე თავდასხმის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მონაწილემ, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა იოანე ტობოლსკელის ხსოვნის დღეს.

აქტივისტი, რომელიც ესროდა მართლმადიდებელ ჯვაროსნებს თხის ჩლიქებს, ინტერვიუში «Релігійній правді» განმარტა: პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ჯვაროსნულ მსვლელობას შეეცვალა თავისი ტრადიციული მარშრუტი და არ ჩატარებულიყო  აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპული მეომრებისა და ზეციური ასეულის გმირების ძეგლთან ახლოს.  გამომცემლობაში დააზუსტეს, რომ გაერთიანება "ნეჟინის ლოცვითი მაიდანი"-ს მონაწილეები ამ ძეგლის ახლოს ყოველი კვირის ოთხშაბათს ატარებენ "რელიგიათაშორის ლოცვას".

პროშენკოს სიტყვებით, პროტესტის მონაწილეებს "არ გადაუკეტიათ გზა" და ჯვაროსნების გამოჩენამდე ნახევარი საათით ადრე ცდილობდნენ პოლიციასთან მარშრუტის შეცვლაზე მოლაპარაკებას .

"ჩვენ ვიდექით ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლებოდა შემოტრიალება მარჯვნივაც და მარცხნივაც.   მარცხნივ იყო ძალიან მოსახერხებელი, მათ შეეძლოთ გოგოლის პარკის ირგვლივ შემოვლა და დაბრუნება თავის ტაძართან. ეს იქნებოდა მარშრუტი კილომეტრზე მეტის, შემოივლიდნენ თავის წრეს, თავის ჯვაროსნულ მსვლელობას და ამით დასრულდებოდა",-თქვა მან.

ამასთან პოლიცია კი არ დაეხმარა, არამედ პირიქით-  დაანგრია აქტივისტების "ინსტალაცია", მაგრამ ამის შემდეგაც  მათ "არ ჰქონდათ ისეთი აგრესია, რომ გადაეკეტათ მათთვის (ჯვაროსნული მსვლელობისათვის,-რედ.) გზა, არა", აღნიშნა პროშენკომ. როგორ ასხამდნენ ჯვაროსნებს შარდს არ მინახავს ("კოლათი" ასხამდნენ ბიჭები- ვის რა ჰქონდა ხელში"), აშშ-ის დროშებით, რომელიც მოიტანეს პროტესტის მონაწილეებმა, ამაშიც არ არის არაფერი საშიში ("ეს ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა დღეს, რომელიც გვეხმარება "მოსკოვიასთან" ბრძოლაში").

კონფლქტს კი, მისი სიტყვებით,  პროვოცირება გაუკეთეს "ტიტუშკებმა", რომლებიც თან ახლდნენ ჯვაროსნულ მსვლელობას. და ჯვაროსნების მიერ დაღუპული მეომრის დედის ცემა, როგორც ეს  უკრაინის მასმედიაში გავრცელდა, არ ყოფილა, აღიარა სტანისლავ პროშენკომ.

იმაზე, რომ "პროტესტის მონაწილეები იქცეოდნენ მშვიდად და თავშეკავებულად" გამოცემას განუცხადა "ლოცვითი მაიდანის" წარმომადგენელმა, პროტესტანტების პასტორმა ვლადიმერ ლეონტიევმა.

"იმიტომ, რომ მსვლელობის წინ - ეს რუსული სულისკვეთებით გაკეთდა - მათ გაუშვეს ბავშვები. ამიტომ ახალგაზრდები იყვნენ ძალიან ფრთხილები, მათ მხოლოდ პლაკატები ეჭირათ და მსვლელობის მონაწილეებს უყვიროდნენ, რომ მოსკოვში წასვლა სხვა გზითაა საჭირო",-განმარტა მან.

ადრე მჟკ წერდა, რომ 23 ივნისს უკრაინელი "პატრიოტები" აშშ -ის დროშებით თავს დაესხნენ ნეჟინში უმე-ს ჯვაროსნულ მსვლელობას  და მოახდინეს ჩხუბის პროვოცირება. თავდასხმის ყველაზე აქტიური  მონაწილე აღმოჩნდა სტანისლავ პროშჩენკო, რომელიც ატარებს მეუ-ს ინტერესებს ამ რეგიონში.

ასევე შეგახსენებთ, რომ უმე-მ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს  დაგმონ მორწმუნეების ცემა ნეჟინში, ხოლო უკრაინის ხელისუფლებას - მოახდინონ სათანადო რეაგირება უკრაინის მოქალაქეების თავისუფლებისა და ფუნდამენტალური უფლებების დაღვევებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ