ზორია მეუ-ს აღიარების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის განხეთქილებას ვარაუდობს

13 April 2021 23:49
12
მეუ-ს სპიკერი ევსტრატი ზორია. ფოტო: Главред მეუ-ს სპიკერი ევსტრატი ზორია. ფოტო: Главред

მეუ-ს აღიარება იერუსალიმის ეკლესიისათვის შეიძლება გახდეს ,,ბომბის’’ გააქტიურებასავით, ივარაუდა ევსტრატი ზორიამ.

«არქიეპისკოპოსი» ივანე (ევსტრატი) ზორია პროგნოზირებს განხეთქილებას იერუსალიმის მართმადიდებლურ ეკლესიაში, თუ ის აღიარებს მეუ-ს. ამის შესახებ მან განცხადა OrthodoxTimes ინტერვიუში.

«თუ ხვალ პატრიარქი თეოფილე გამოაცხადებს, რომ დიპტიხებში დაამატა მიტროპოლიტი ეპიფანეს სახელი და აღიარა მეუ-ს ტომოსი, რამოდენიმე მიტროპოლიტი სახალხოდ გამოაცხადებს თავის უკმაყოფილებას, – აღნიშნა მეუ-ს სპიკერმა. – ჩვენ მათი სახელებიც კი ვიცით, მათი, ვინც განათლება მიიღო რუსეთში, მათი, ვინც გამუდმებით იზიარებს რუსეთის პოზიციას».

მისი სიტყვებით, «იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია იერუსალიმის საპატრიარქოში ბალანსირდება გავლენის სხვა და სხვა ცენტრებს შორის, ცხადია  არავის არ სურს დაკარგოს ბედნიერება და მიიღოს ,,ბომბი’’, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს და სავალალო შედეგით დასრულდეს».

ამ სიტუაციით, როგორც ყოველთვის, განაცხადა ზორიამ, «სარგებლობს მოსკოვი», რომელიც «ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ ეკლესიებზე, რომელთაც თავის მხრივ აღიარეს მეუ-ს ავტოკეფალია».

«ამიტომაც მე და ჩვენი ეკლესია შევდივართ იერუსალიმის პატრიარქის ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც თითქოს და ამ შეხვედრის ინიციატორია ( «ამანის ფორმატში», – რედ.)», – დაამატა მან.

მეუ-ს სპიკერმა ,,გადასვლის’’ახალი ტალღა დააანონსა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ