უუს-ში უნდა გავიმარჯვოთ, რომ სხვებს აღარ დევნიდნენ, - უმე-ს მღვდელი

13 April 2021 23:21
45
დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

საქმე, რომელიც უშიშროების სამსახურმა განაახლა დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის წინააღმდეგ, შეიძლება გახდეს პრეცედენტი უმე-ს სხვა მღვდლების შევიწროვებისთვის.

უნდა მივაღწიოთ, რომ  როვენის ოლქის უშიშროების სამსახურის ქმედებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების წინააღმდეგ ჩაითვალოს უკანონოდ, რათა გამოირიცხოს მომავალში მსგავსი სქემით მორწმუნეთა დევნა, აღნიშნა დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ «Перший Козацький»-ის არხის კომენტარში.

მამა ვიქტორმა აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს სურთ დახურონ საქმე მის წინააღმდეგ „ხანდაზმული ვადის გამო“.

„ჩვენ ეს არ გვაწყობს, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ გამიჩაღებია არანაირი შუღლი და არ გამივრცელებია არანაირი აკრძალული ლიტერატურა, - ხაზი გაუსვა მღვდელმა. - მთელი ლიტერატურა, რომელიც მოგვეპოვებოდა, ეს იყო ლიტერატურა განხეთქილების შესახებ, იმაზე, თუ რას ნიშნავს  განხეთქილება. ეს ტერმინები ჩემი მოგონილი კი არ არის, არამედ ჩვენი ეკლესიის კრებებზეა შემუშავებული.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ეპარქიაში უშიშროების სამსახურის ქმედებებს აფასებენ როგორც მღვდელმსახურებზე ზეწოლას, რადგან ბევრ მღვდელთან და ეპისკოპოსებთანაც კი ჩატარდა უსაფუძვლო ჩხრეკები.

დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ აღნიშნა, რომ ეს საქმე უკვე მისი პირადი პრობლემა აღარ არის და ყველა მორწმუნეს ეხება.

„აქ საქმე უკვე ჩემს პერსონაში არ არის. ვინაიდან პროკურატურა გვთავაზიბდა წინასასამართლო განხილვის დროს „მორიგებას“ - გამომიწერდნენ ჯარიმას, რომ მე ნაწილობრივ მაინც ვაღიარო ჩემი დანაშაული. დამაკისრებდნენ რაღაც მცირე ჯარიმას და ამით დევნა შეწყდებოდა.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გახდება პრეცედენტი. მომავალშიც იგივე სქემით დაიწყება ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურების დევნა. ამიტომ ჩემთვის და ჩვენი დამცველებისთვის ამ ეტაპზე მთავარია სვლა გამარჯვებისკენ და სასამართლოს მიერ ყველა ამ ქმედების უკანონოდ  ცნობა“. 

მამა ვიქტორს ბრალად უყენებენ რელიგიური შუღლის გაღვივებასა და აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი შეიტანს შუამავლობას საქმის დახურვის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ