ქსელში გამოაქვეყნეს ლენკოვცში უმე-ს მორწმუნეთა სასტიკი ცემის ვიდეო

11 February 16:53
4595
ხელჩართული ჩხუბი ლენკოვცში. ფოტო: скриншот видео Черновицкой епархии ხელჩართული ჩხუბი ლენკოვცში. ფოტო: скриншот видео Черновицкой епархии

პეტრე-პავლეს ტაძრის მისატაცებლად ლენკოვცში ჩასული დაქირავებულები სასტიკად გაუსწორდნენ მრევლს.

ჩერნოვიცის ეპარქიამ ფეისბუქ-ქსელში გამოაქვეყნა ლენკოვცში უმე-ს პეტრე-პავლეს ტაძრის მიტაცების მცდელობის ვიდეო, სადაც ჩამოსულმა ადამიანებმა „ბალაკლავებში“, რომლებშიც მრევლმა  დაცვის ფირმის «Тигр»-ის თანამშრომლები ამოიცნო, ეკლესიის შენობა კონტროლის ქვეშ აიყვანეს.

კადრებში ჩანს, რომ კიბეზე მდგომი რეიდერები უეცრად თავს დაესხნენ ერთ-ერთ მორწმუნეს და მას სახეში გაარტყეს. იმ წუთშივე დაიწყო ზედახორა, რომლის დროს ჩამოსულებმა წააქციეს ერთ-ერთი მორწმუნე და ხელ-ფეხით ცემდნენ მას. ამის შემდეგ ერთ-ერთი ბანდიტი ზურგიდან მიუახლოვდა მიწაზე მჯდომ მამაკაცს და ფეხით თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა მას. კაცმა გონება დაკარგა.

ამ დროს მეუ-ს „მღვდლები“ დაწყობილები გაემართნენ უმე-ს პეტრე-პავლეს ტაძრის შენობისკენ.

ჩერნოვიცის ეპარქიაში განაცხადეს, რომ მათ ამოიცნეს ადამიანი, რომელიც „ხელმძღვანელობდა დაცვის ფირმის "Тигр"-ის  დაქირავებულ მებრძოლებს ლენკოვცში, უმე-ს პეტრე-პავლეს ტაძრის მიტაცების მცდელობისას. ეს ადამიანი მონაწილეობას იღებდა მთელ ბუკოვინაში მართლმადიდებლური სიწმინდეების რეიდერულ მიტაცებებში. ტოვტრი, ვასლოვოვცი, სოკირიანი, ზადუბროვკა, ლენკოვცი. იცნობდეთ - მაქსიმე აბდულრაგიმის ძე სულეიმანოვი“.

აგრეთვე პრეს-სამსახურში გაიხსენეს დუმენკოს სიტყვები, თითქოს „პროვოკაციებს“ უმე-ს მორწმუნეები აწყობენ და სინამდვილეში თითქოს არანაირი დევნა არ არის.

„რამდენი ღვარძლი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასე ილაპარაკოს?“, - კითხულობენ ჩერნოვიცის ეპარქიაში.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს ტაძრებს სოკირიანში და ლენკოვცში ერთი და იგივე ხალხი იტაცებდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ