მიტროპოლიტმა ანტონმა ახსნა,რატომ იღებენ პოლიტიკოსები ანტიეკლესიურ კანონებს

10 April 2021 00:30
9
მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებს პასუხობდა  უმე-ს ზეწოლაზე. ფოტო: скриншот / Центр информации УПЦ მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებს პასუხობდა უმე-ს ზეწოლაზე. ფოტო: скриншот / Центр информации УПЦ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი ყვებოდა უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ ანტიეკლესიური კანონების მიღების მოტივებზე და შედეგებზე.

8 აპრილს, კიევო-პეჩორის ლავრაში პრეს-საუზმის დროს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა განმარტა, რატომ იღებენ პოლიტიკოსები უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს და რა შედეგებს მოუტანს ეს  სახელმწიფოს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტები ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას და ამიტომ მათ არსებობის უფლება არ აქვთ, აღნიშნა მეუფე ანტონმა. ეს კანონები უეჭველად გამოიწვევენ დესტაბილიზაციას უკრაინულ საზოგადოებაში.

პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ანტიეკლესიური კანონების მიღებით ისინი გავლენას მოახდენენ მომავალ არჩევნებზე და  ეკონომიკური მარცხის გადაფარვას შეძლებენ, თქვა საქმეთა მმართველმა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას  მთელი პასუხისმგებლობით ემსახურონ უკრაინელ ხალხს.

„პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ ყველა აქ დროებით ვართ, ამ ცხოვრებაში, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა. - პოლიტიკური ცხოვრებაც არ გრძელდება ხანგრძლივად.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხია, რომლებმაც სახელმწიფოს უნდა ემსახურონ. მათ მთელი ძალები, შესაძლებლობები, სახელისუფლებო მმართველობა, ყველაფერი, რაც გააჩნიათ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ იზრუნონ სახელმწიფოზე“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა სახელმწიფო შეადარა გემს, რომელსაც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები მართავენ.

„მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ნაცლად იმისა, რომ მართონ გემი, პირიქით, აზიანებენ მის ფსკერს, რომ წყალი შეუშვან, - აღნიშნა მღვდელმთავარმა. -  უნდა გვესმოდეს, თუ გემი დაიწყებს ჩაძირვას, მასთან ერთად ყველა ჩაიძირება: არა მარტო უბრალო ადამიანები, არამედ პოლიტიკოსებიც“.

მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიაზე ზეწოლის იმპულსები უკრაინაში საზღვარგარეთიდან მოდის, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვება არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური საკითხია.

„თუ ღმერთი გვაკურთხებს, რომ მოვითმინოთ, ჩვენ ამას  როგორც ჯვარს ისე მივიღებთ“, -თქვა მეუფემ. ასეთი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ეკლესიის მთავარი მიზანი  ამქვეყნიურობით კი არ შემოიფარგლება, არამედ მან ჩვენი სულები მარადისობისკენ  უნდა მიმართოს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ასევე  უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის  განვითარებისთვის. ამიტომ ეკლესია მიიღებს  ყველა კანონიერ ზომას მათი უფლებების დასაცავად.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „ხალხის მსახურები“ მოითხოვდნენ  რელიგიური ორგანიზაციების დახურვას „სახელმწიფო ღალატის“ გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ