მიტროპოლიტი ლუკა: მმართველობაში უმე-ს გამანადგურებელი მანქანა არ გაჩერებულა

20 January 2021 14:59
25
ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო: pravlife.org ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო: pravlife.org

ზაპოროჟიეში უმე-ს კლირიკებზე თავდასხმა შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი საფრთხე ეკლესიის ყველა წევრისათვის, თვლის ზაპოროჟიეს და მელიტოპოლსკის მიტროპოლიტი ლუკა.

პეტრე პოროშენკოს დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსპობისათვის გაშვებული გამანადგურებელი სახელმწიფო მანქანა ამ ხელისუფლების დროს შეყოვნდა, მაგრამ არ გაჩერებულა. ამაზე ზაპოროჟიეს და მელიტოპოლსკის მიტროპოლიტმა ლუკამ (კოვალენკო) განაცხადა ინტერვიუში PavlovskyNews ამასწინანდელი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ზაპოროჟიეს ეპარქიის უმე-ს მღვდლებზე.

ჩვენ ახლა დისკრიმინაციის და პროპაგანდის ნაყოფს ვიმკით, რომლებიც გაშვებული იყო "პეტრე-განდგომილის" (პეტრე პოროშენკოს-რედ.) მიერ, -განაცხადა ეპისკოპოსმა. -  ასეთი აგრესიით და სიძულვილით ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება შევაფასოთ როგორც პირდაპირი საფრთხე არა ეკლესიის მიმართ, რადგანაც ეს ღვთიურადამიანური ორგანიზმია, არამედ თითოეული მისი წევრის მიმართ".

მისი სიტყვებით, ზაპოროჟიეს ეპარქიის ტერიტორიაზე ცალსახად იგრძნობა ნეგატიური დამოკიდებულება უმე-ს სასულიერო პირების მიმართ "მათგან, ვისაც სასტიკად სძულს კანონიკური ღვთიური ეკლესია, და ძალების, რომლებიც კავშირშია პოროშენკოს სტრუქტურებთან."

ნაწილობრივ, განმარტა ეპისკოპოსმა,საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ არასწორ და სიძულვილით სავსე ინფორმაციას უმე-ს მღვდლებზე, და "საზოგადოებრივი ტელევიზია", სადაც  რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა უმე-ს საქველმოქმედო მარაფონი "სიყვარული ქველმოქმედია" და გადაცემებში მონაწილეობდნენ მღვდელმსახურები,რომლებიც საუბრობდნენ რწმენისა და ქველმოქმედების შესახებ, წელს "მსახურების პირდაპირი ჩართვისას" არც კი შეწუხდნენ საეთერო დროის რამდენიმე წამი მაინც დაეთმოთ ჩვენი ტაძრებისათვის".

გარდა ამისა, განაცხადა მან, "ჩვენი სახსრებით აღჭურვილი ერთერთი სამხედრო ნაწილი დისლოცირებული ზაპოროჟიეში და ჩვენს მიერ ტაძრად ნაკურთხი, რომელშიც ვმსახურობდით, ახლა ჩვენ იქ არ გვიშვებენ. მღვდლები გააგდეს სამხედრო ნაწილიდან, საიდანაც ისინი წარმოთქვამდნენ "ღვთის სიტყვას" რამდენიმე წლის განმავლობაში და დღემდე არ უშვებენ". ასევე არ არეგისტრირებენ სამრევლოს, "მიუხედავად  იმისა, რომ დისკრიმინაციული ანტიეკლესიური კანონებით ისინი ფარავენ თავიანთ ქმედებებს ,  ეხება არა სამრევლოს,არამედ ეპარქიებს,  რომლებიც დაბლოკილია სასამართლო გადაწყვეტილებებით, რადგანაც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას".

"ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ "პეტრე-განდგომილის" დროს გაშვებული იყო გამანადგურებელი სახელმწიფო მანქანა ჩვენი ეკლესიის დასანგრევად. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეაჩერა, მაგრამ არ გააჩერა",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ლუკამ.

მან განმარტა, რომ პირველ რიგში "ხელისუფლებაში დარჩნენ  "არმია, ენა სარწმუნოება"-იდეოლოგიის თავგამოდებული მომხრეები, რომლებიც ელოდებიან პეტრე პოროშენკოს დაბრუნებას ხელისუფლებაში. "რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კარგად შეანჯღრიონ სიტუაცია ქვეყანაში, მათ შორის რელიგიური მიმართულებითაც."

მეორის მხრივ, ზოგიერთი მოქმედი მინისტრების მხრიდან და საინფორმაციო საშუალებებითაც "მუდმივად ისმის ცრუ, დაუდასტურებელი და სიძულვილის მთესველი ინფორმაცია როგორც მღვდელმსახურების მიმართ, ასევე დედა-ეკლესიის მიმართაც, რაც უფრო აძლიერებს უკანასკნელთან საზოგადოების აგრესიას".

მესამე, დღევანდელ ხელისუფლება არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ანტიეკლესიურ კანონებზე, რაც ეპისკოპოსის აზრით, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც ფაქტიური მხარდაჭერა.

მეოთხე, "იხარჯება ფული სახელმწიფო პროგრამებზე სხვადასხვა უნცირესობების უფლებების დაცვაზე, და არაფერი არ კეთდება, რომ დაიწიოს სიძულვილის დონემ უკრაინულ საზოგადოებაში, პირიქით- უფრო ანჯღრევენ".

და ბოლოს, მეხუთე, "სიძულვილის მიმართვა ეკლესიისაკენ- საზოგადოების ყურადღების გადატანის და თავისი ბინძური საქმეების დაფარვის კარგი საშუალებაა".

ზაპოროჟიეს ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანამ ხელისუფლება არ მიმართავს მთელს თავის შესაძლებლობებს დაბლა დასწიოს აგრესიის დონე საზოგადოებაში, ნებისმიერი გამოვლინება სიძულვილის და სიბრაზის,- ასეთი თავდასხმებისგან არავინ არ არის დაცული, და "დაცვა ჩვენთვის მხოლოდ ერთია- ღმერთი, საშუალება-ლოცვა".

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 16 იანვარს ზაპოროჟიეში უცნობმა ბოროტმოქმედმა შეიარაღებულმა დანით თავდასხმა განახორციელა უმე-ს დიაკონზე გიორგი ჩერპაკოვზე და მის ოჯახზე. რამდენიმე დღით  ადრე, 12 იანვარს, ზაპოროჟიეს ეპარქიის უმე-ს მღვდელი, დეკანოზი ვლადიმერ გუმენიუკი თავში დაჭრეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ