პატრიარქმა ილია II მიულოცა წინამძღვარს მღვდელმთავრად ქიროტონიის 30 წლისთავი

11 December 2020 01:08
87
საქართველოს პატრიარქი ილია II. ფოტო: vestikavkaza.ru საქართველოს პატრიარქი ილია II. ფოტო: vestikavkaza.ru

საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა რომ ლოცულობს ღვთის წინაშე უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრესთვის.

2020 წლის 9 დეკემბერს სრულიად საქართვეკლოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია || მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს უნეტარეს ონუფრეს ეპისკოპოსად ქიროტონიის 30 წლისთავი, იუწყება უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

,,თქვენო უნეტარესობავ!გულითადად გილოცავთ მღვდელმთავრობის ქიროტონიის 30 წლისთავს და ეპისკოპოსობის მადლის ზეგარდამოსვლას თქვენზე",-წერს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მეთაური.

პატრიარქმა ილია ||-მ  მოახსენა უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ,რომ ლოცულობს მისთვის.

,,აღვავლენთ ლოცვებს,რათა უფალმა გაგაძლიეროთ თქვენ,შეგეწიოთ წინამძღვრობის ჯვრის ტვირთვაში და რომ თქვენი მაღალი მსახურება მომავალშიც სათნო იყოს ღვთისთვის",-აღნიშნა კათალიკოსმა.

როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, უნეტარესმა პატრიარქმა კირილემ აგრეთვე  მიულოცა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრეს საეპისკოპოსო მოღვაწეობის 30 წლისთავი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ