უმე-ს საზოგადოებას ჩერნიგოვის დალუქული საკათედრო ტაძრიდან ნივთების გატანის უფლება არ მისცეს

06 October 2023 15:53
853
ჩერნიგოვში პოლიციის თანამშრომლები და შეიარაღებული სამხედრო პირები მორწმუნეებისგან ,,იცავენ'' წმინდა სამების ტაძარს. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Дозор на ჩერნიგოვში პოლიციის თანამშრომლები და შეიარაღებული სამხედრო პირები მორწმუნეებისგან ,,იცავენ'' წმინდა სამების ტაძარს. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Дозор на "Першому Козацькому"»

ადრინდელი დაპირების საწინააღმდეგოდ, ოფიციალური პირები უმე-ის წარმომადგენლებს ჩერნიგოვის სამების ტაძარში შესვლის უფლებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.

ჩერნიგოვში უმე-ის სამების საკათედრო ტაძრის საზოგადოებამ, რომელიც დალუქულია კულტურის სამინისტროს კომისიის მიერ, ჩერნიგოვში, კომისიის ხელმძღვანელის მარიანა ტომინის დაპირების მიუხედავად, ვერ შეძლო ტაძრიდან თავისი კუთვნილი ნივთების გატანა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი «Дозор на "Першому Козацькому" იტყობინება.

სამების საკათედრო ტაძრის მრევლის დაცინვა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. – ტომინი სასულიერო პირებს და სალოცავის მრევლს პირადი ნივთების აღების შესაძლებლობას დაჰპირდა. მან თავისი სიტყვების გასამყარებლად რაღაც სახის ქვითარიც კი მისცა. როდესაც 6 ოქტომბერს უმე-ის სასულიერო პირები და მორწმუნეები მივიდნენ საკათედრო ტაძარში, მათ უბრალოდ უარი განაცხადეს ტაძრის კარების გაღებაზე“.

ტელეგრამ-არხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, საკათედრო ტაძარში შესასვლელი სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა და სამხედროებმა გადაკეტეს.

,,პერში კოზაცკი’’-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვა ხელისუფლებამ ორი მღვდელი ტაძარში და ნივთების ასაღებად ორი საათი მისცა დრო.

„როდესაც მორწმუნეები აღშფოთდნენ ამ აშკარა დაცინვით, ჩინოვნიკებმა 4 სასულიერო პირს მისცეს შესვლის უფლება. რამდენიმე საათში სასულიერო პირები ყოველგვარი დახმარების გარეშე იძულებულნი გახდნენ გადაერჩინათ სამრევლო ქონება“, - წერს არხი.

როგორც მჟკ იტყობინება, 5 ოქტომბერს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მიღება-გაცემის კომისიამ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე „გადაუდებელი შემოწმებისა და აღდგენის“ საბაბით დახურა ჩერნიგოვის სამების, ფერისცვალებისა და მიძინების საკათედრო ტაძრები. რომლებიც იყო უმე-ს სარგებლობაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ