ლიტანიობის აკრძალვა მხოლოდ სასამართლო წესით არის შესაძლებელი, - უმე-ს იურიდიული განყოფილება

24 August 2023 10:52
936
უმე-ს ლიტანიობა. ფოტო: pravlife.org უმე-ს ლიტანიობა. ფოტო: pravlife.org

უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში განაცხადეს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ლიტანიობის აკრძალვის უფლებამოსილება, ამის გაკეთება მხოლოდ სასამართლო წესით არის შესაძლებელი.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ლიტანიობის ჩატარების აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამის შესახებ განაცხადეს  უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში, როდესაც კომენტარს აკეთებდნენ საოლქო საბჭოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე  ცალკეულ ოლქებში ლიტანიობების აკრძალვის შესახებ.

იურიდიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ სასამართლო წესით ლიტანიობების ჩატარების აკრძალვა რეგლამენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც რწმენის არჩევის თავისუფლების უფლება ხორციელდება ერთპიროვნულად ან კოლექტიურად, კერძო ან საზოგადოებრივ ადგილას.

გარდა ამისა, უკრაინის კონსტიტუციის სტ.39, ნაწ. 1 განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლებას მშვიდობიანი შეკრებების, მსვლელობების ან დემონსტრაციების ჩატარებაზე.

უმე-ში აგრეთვე აღნიშნეს, რომ ლიტანიობა ღვთისმსახურებაა, რომელიც ტარდება ეკლესიის წესების მკაცრი დაცვით, ხოლო ლიტანიობის მთავარი შემადგენელი ნაწილი  ლოცვაა.

„ლიტანიობები არასდროს არ აღიქმებოდა როგორც ძალის დემონსტრირება ან პოლიტიკური აქცია. ეს ყოველთვის ღვთისმსახურება იყო, რომლის დროსაც ღვთისადმი ლოცვას არა მარტო გონებით აღავლენენ, არამედ ფიზიკურადაც ირჯებიან - ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივი მსვლელობით“, - განაცხადეს იურიდიულ განყოფილებაში.

„არც ერთი კანონმდებლობით არ არის აკრძალული ღვთისმსახურებების ჩატარება ლიტანიობის სახით, თუმცა კანონით დაწესებულია აკრძალვა, რომ ვინმე ჩაერიოს ამ ღვთისმსახურებაში და მიიღოს გადაწყვეტილება ღვთისმსახურების/რელიგიური რიტუალის აკრძალვის თაობაზე“ - დაამატეს უმე-ში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ტერნოპოლის საოლქო საბჭომ აკრძალა ოლქში უმე-ს ლიტანიობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ