იერუსალიმის მთავარი რაბინი: მიწისძვრები გამოწვეულია ლგბტ გარყვნილებით

01 March 2023 16:23
1799
იერუსალიმის მთავარი რაბინი შლომო ამარი. ფოტო: jpost.com იერუსალიმის მთავარი რაბინი შლომო ამარი. ფოტო: jpost.com

შლომო ამარმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, არ გაათანაბროს ტრადიციული ქორწინებისა და ერთსქესიანი გაერთიანებების უფლებები.

იერუსალიმის მთავარმა რაბინმა, შლომო ამარმა, ისრაელის ყოფილმა მთავარმა სეფარდულმა რაბინმა, თქვა, რომ მიწისძვრები მთელს მსოფლიოში ახლა ხდება „ლგბტ თემის ქმედებებით გამოწვეული გარყვნილების გამო“, იუწყება deita.ru.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიბრძვით ამ ადამიანების უფლებების გასამყარებლად და მათი ქორწინების გასაადვილებლად - მივმართავ მთავრობას და მოსამართლეებს, არ დაამტკიცონ ეს“, - ციტირებს რაბინს საიტი detaly.co.il.

ამარი ხაზს უსვამს, რომ სტიქიური უბედურებები აიხსნება „ადამიანის უკანონობით“. „ღმერთმა რამდენიმე წამში გვაჩვენა რა შეუძლია. როგორ ვიყოთ გულგრილები, სად არის პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე?“ - ამბობს რაბინი.

მანამდე შლომო ამარმა ლგბტ წარმომადგენლებს უკვე "საზიზღარი სექტა" უწოდა.

2023 წლის დასაწყისში მან მკვეთრად გააკრიტიკა ქნესეტის (პარლამენტის) დეპუტატები, რომლებმაც სპიკერად აირჩიეს კაცთან „ქორწინებაში“ მყოფი ამირ ოჰანა.

როგორც მჟკ წერდა, ცნობილი ისრაელელი რაბინები დარწმუნებულნი არიან, რომ მესიის მოსვლა უახლოეს მომავალში მოხდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ