უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები: განხეთქილება თუ არა?

 

2022 წლის 27 მაისს გაიმართა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც გამოაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ. მისმა შედეგებმა უმალვე გამოიწვია ემოციების ბუმი მართლმადიდებლებში, ამასთან დიამეტრალურად საპირისპირო - დიდი სიხარულიდან მწუხარებამდე. რა მოხდა იქ?

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მოწვეული იქნა უმე-ს საეკლესიო კრება და არა ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და ერისკაცების კრება. როცა საეკლესიო კრების ფორმატში საეკლესიო პრობლემების განხილვის შედეგების მიხედვით ნათელი გახდა, რომ ეკლესიას სჭირდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, შედგა წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა, შემდეგ - მღვდელმთავართ კრება და ბოლოს - ადგილობრივი საეკლესიო კრება (სხვათაშორის,  მმართველობის ამ მაღლეს ორგანოს უმე-ს წესდების თანახმად, ეწოდება არა ადგილობრივი, არამედ უბრალოდ: „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო კრება“).

რა მიიღო ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ?

დაუთანხმებლობა პატრიარქ კირილის პოზიციასთან.

„გამოვხატავთ დაუთანხმებლობას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციასთან უკრაინაში ომის თაობაზე“.

პატრიარქის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომზე არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული უმე-ს მორწმუნეებისთვის. ძნელია შედავება, რომ მან ფაქტიურად მოიწონა უკრაინაში რფ-ს ქმედებები, ეს გამომდინარეობს მისი მრავალრიცხოვანი განცხადებებიდან და ქადაგებებიდან ომის დაწყების შემდეგ. მაგალითის სახით შეიძლება გავიხსენოთ, როგორ გადასცა 2022 წლის 14 მარტს მართლმადიდებლობის დღესასწაულის კვირას ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა კირილმა რუსეთის გვარდიის მეთაურს ვიქტორ ზოლოტოვს ღვთისმშობლის წმინდა ხატი სიტყვებით: „დაე, ამ ხატმა შთააგონოს რუსეთის გვარდიის ახალგაზრდა მეომრები, რომლებმაც დადეს ფიცი და რომლებიც სამშობლოს დაცვის გზაზე დგებიან“. რამდენადაც რუსეთის გვარდიელები მონაწილეობდნენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში, პატრიარქის სიტყვები მსგავს საქმიანობაზე კურთხევის ხასიათს იძენს. სწორედ ასე აღიქვა ეს ვ. ზოლოტოვმა, რადგანაც თავის საპასუხო სიტყვაში ის საუბრობდა სწორედ უკრაინაში ომზე: „მინდა გითხრათ, რომ დიახ, ყველაფერი ისე სწრაფად არაა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცისტები იმალებიან...მაგრამ ჩვენ დასახულ მიზანს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და გამარვჯება ჩვენი იქნება“. პატრიარქს ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და არაფერი არ შეასწორა.

უნდა ითქვას, რომ პატრიარქი იძლევა რმე-ს ზოგადი პოზიციის ტონს. მაგალითად, ვორონეჟისა და ლისკინის ყველაზე ავტორიტეტული მიტროპოლიტი სერგეი 2022 წლის 12 აპრილს აცხადებდა: „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს პრეზიდენტს და იმ საქმეს, რასაც ის აკეთებს. სამწუხაროდ, ამ ამოცანის შესრულება უკვე შეუძლებელია სისხლის დაღვრის გარეშე“.

ანუ სისხლისღვრა გამართლებულია მაღალი მიზნებით. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა იეზუიტური პრინციპი: „მიზანი ამართლებს საშუალებებს“. უმე-ს საეკლესიო კრებამ გამოხატა დაუთანხმებლობა ამ პოზიციასთან. მკვლელობები, მათ შორის, ბავშვების და ძალადობა, სახლების დანგრევა შეუძლებელია გამართლებულ იქნეს „მაღალი მიზნებით“.

მირონის ხარშვა

„საეკლესიო კრებას ჰქონდა შეხედულება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მირონის ხარშვის განახლების შესახებ“.

პირველ რიგში, საჭიროა აღინიშნოს ფორმულირება - პირდაპირ არაა გამოცხადებული მირონის ხარშვის შესახებ, საუბარია მხოლოდ „შეხედულებაზე“. თუმცა, ამ სიტყვებმაც უკვე გამოიწვია აღშფოთება ბევრში - მხოლოდ იმიტომ, რომ მირონის ხარშვა ხშირად აღიქმება, როგორც ავტოკეფალური ეკლესიის ნიშანი.

ამის თაობაზე შეიძლება ითქვას ის, რომ მირონის დამოუკიდებლად ხარშვა წარმოადგენს მხოლოდ ავტოკეფალიის ატრიბუტს და არა პირობას, ამასთან, სავალდებულოს. სხვათაშორის, კიევში მირონს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის პერიოდში ხარშავდნენ, როცა ყოფილი კიევის მიტროპოლიის ეპარქიები შედიოდნენ რუსული ეკლესიის შემადგენლობაში.

საზღვარგარეთის სამწყსო

არ მოვიყვანთ მოცემული პუნქტის ტექსტს სრულად. მისი არსი დაიყვანება იქამდე, რომ უკრაინიდან მასობრივი (6 მილიონზე მეტი ადამიანი) მიგრაციის მიზეზით, გაჩნდა საზღვარგარეთ მორწმუნეთა სამწყსოსეული ზრუნვის ორგანიზების აუცილებლობა. მითუმეტეს, ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ იძულებით გადაადგილებულთა რაღაც ნაწილი უკვე აღარ დაბრუნდება უკრაინაში ახლო მომავალში. ამიტომაც, საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა „მომავალშიც განავითაროს მისია საზღვარგარეთ მართლმადიდებელ უკრაინელებს შორის მათ მიერ თავიანთი რწმენის, ენისა და მართლმადიდებლური იდენტობის შენარჩუნებისთვის“.

უმე-ს მორწმუნეთა სამწყსო საზღვარგარეთ ბევრ ქვეყანაში არსებობს: იტალიაში, კანადაში, აშშ-სა და სხვა ქვეყანაში. ზრუნვა საკუთარ სამწყსოზე, რომელიც საზღვარგარეთ აღმოჩნდა თვალნატელი აუცილებლობაა, ამიტომა საეკლესიო კრების დადგენილებების ეს პუნქტი ლოგიკურია. ამის მიუხედავად, ის ასევე იწვევს ბევრ დისკუსიას, რამდენადაც  დიასპორის არსებობა ადასტურებს ეკლესიის დამოუკიდებლობას.

ერთიანობის ძიება უკრაინულ მართლმადიდებლობაში

უმე აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს დიალოგი მეუ-თან, მაგრამ აყენებს სამ პირობას:

უდაოა, რომ მთავარ პირობას წარმოადგენს ეს უკანასკნელი. ფაქტი რჩება ფაქტად: მეუ-ს თითქმის ყველა „ეპისკოპოსმა“ მიიღო ქიროტონია ფილარეტ დენისენკოსგან, როცა ის უკვე განკვეთილი იყო ეკლესიისგან. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მეუ-ს „იერარქიის“ სამღვდელმთავრო ღირსების აღიარებამ არაფერი შეცვალა ამ საკითხში - უკანა რიცხვით „ქიროტონიების“ მადლის აღიარების შეუძლებლობაზე მიუთითებდა ბევრი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი.

რამდენად შეიძლება მეუ-ში ასეთი პირობის შესრულება, ამას დრო გვიჩვენებს. მცირეხნიანი ისტორიის მანძილზე იქ გვიჩვენეს უდიდესი დამოკიდებულება საერო ხელისუფლებაზე, მათ შორის, უცხოურზეც. ამიტომაც, თუ უცებ რაიმე მიზეზით ეს ძალები აუცილებლად ჩათვლიან უკრაინაში მართლმადიდებელი კონფესიების გაერთიანებას, შესაბამისი ზეწოლა მეუ-ზე სრულიად შესაძლებელია.

ამასთან, უმე-ს საეკლესიო კრების დადგენილებაში არაა ნათქვამი, თუ ვისგან შეუძლიათ მეუ-ს წარმომადგენლებს კანონიერი სამღვდელმთავრო ქიროტონიის მიღება. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ „მეუ-ს იერარქიის კანონიკურობის ცნობისთვის აუცილებელია მისი ეპისკოპოსების სამოციქულო მემკვიდრეობითობის აღდგენა“.

სხვათაშორის, დღეისათვის მეუ-თან გაერთიანების შესაძლებლობა აბსოლუტურად დაუჯერებელი ჩანს.

უმე-ს დამოუკიდებლობა

„საეკლესიო კრებამ მიიღო შესაბამისი დამატება და ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის შესახებ წესდებაში, რომელიც ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას“.

ეს პუნქტი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანს საეკლესიო კრების დადგენილებაში, რომლის გადაწყვეტილების გამოც მოხდა საეკლესიო კრების მოწვევა. თუმცა, ტექსტიდან სრულიად  გაუგებარია: ეს ავტოკეფალიაა თუ ჯერ არა?

უმე-ს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების ტექსტი ღიად მისაწვდომი ჯერჯერობით არაა, მაგრამ მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერია) სააგენტო LIGA.net-თვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, თუ რას ითვალისწინება პრაქტიკაში ცვლილებები წესდებაში, უპასუხა:

„პატრიარქის გაუგებრობა, დამოუკიდებლობა ყველა საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში, დაუქვემდებარებლობა რმე-ს რაიმე გადაწყვეტილებებისადმი უმე-თან მიმართებაში“. 

საეკლესიო კრებიდან ორი დღის შემდეგ, 2022 წლის 29 მაისს, კიევ-პეჩორის ლავრაში შედგა ლიტურგია, სადაც მიტროპოლიტმა ონუფრიმ მოიხსენია პატრიარქ კირილის სახელი სხვა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლების რიცხვში“. აქამდე მიტროპოლიტი მას იხსენიებდა, როგორც „დიდ ბატონს“.

მიტროპოლიტმა ონუფრიმ ახსენა პატრიარქ კირილის სახელი სხვა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა რიცხვში. აქამდე მიტროპოლიტი მას ახსენებდა, როგორც „დიდ ბატონს“.

მოდით, გადავიდეთ რმე-თან კავშირებზე.

უმე-ს წესდებაში ბოლო დრომდე ნახსენები იყო ორი ნორმა, რომელიც მიუთითებდა რმე-თან კავშირზე:

საეკლესიო კრების მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ყველა ეს პუნქტი გაქრება. ასეა ეს თუ არა, გაირკვევა, როცა გამოქვეყნდება უმე-ს ახალი წესდება.

ეპარქიების იძულებითი დამოუკიდებლობა

„სამხედრო მდგომარეობის პერიოდში, როცა კავშირები ეპარქიებსა და საეკლესიო მმართველ ცენტრს შორის გართულებულია ან არ არსებობს, საეკლესიო კრება მიზანშეწონილად მიიჩნევს ეპარქიის მღვდელმთავრებს მიანიჭოს უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ეპარქიის ცხოვრების ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც განეკუთვნება წმინდა სინოდის ან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის კომპეტენციებს, შესაძლებლობის აღდგენისთანავე მღვდელმათავართა ხელმძღვანელობის ინფორმირებით“.

დადგენილების ეს პუნქტი შემთხვევით როდი მოვიყვანეთ ბოლოს. რასაკვირველია, ის მოწოდებულია გადაწყვიტოს იმ ეპარქიების ცხოვრების მთელი რიგი საკითხი, რომლებიც აღმოჩნდნენ უკრაინის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე და რომლებთანაც კავშირი ომში გართულებულია ან შეუძლებელი. ეს ეხება საკადრო საკითხებსაც და მონასტრების გახსნასაც, სასწავლო დაწესებულებების დაფუძნებასაც და ა.შ. თუმცა, არის კიდევ ერთი რამ და ის, უმთავრესია.

ასეთ ეპარქიებს ეძლევათ უფლება თავიანთ საქმიანობაში იხელმძღვანელონ უმე-ს ადრინდელი წესდებით. იმის შესახებ, რომ ასეთი უფლებით ისარგებლებენ, უკვე განაცხადეს უმე-ს დონეცკის და ასევე სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპარქიებში.

რეაქცია საეკლესიო კრებაზე

როგორც უკვე ითქვა, უმე-ს ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებმა გამოიწვია მძაფრი რეაქცია უკრაინაშიც და რფ-შიც. განიხილება ორი მთავარი საკითხი:

ეს ავტოკეფალიაა თუ არა?

ეს განხეთქილებაა თუ არა?

ასე, მაგალითად, თავის ტელეგრამ-არხზე განხეთქილების შესახებ განაცხადა რმე-ს სინოდის ეკლესიის საზოგადოებასთან და მის-თან ურთიერთდამოკიდებულების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე შჩიპკოვმა. მან დაწერა, რომ თითქოს უმე-ში უკვე განაცხადეს მირონის ხარშვის აღდგენაზე და ეს ავტოკეფალურობის მთავარი ნიშანია. შჩიპკოვმა ასევე განაცხადა, რომ თითქოს კიევში მირონი არასდროს იხარშებოდა (რაც აშკარა შეცდომაა). თავისი პუბლიკაცია ავტორმა შეაჯამა სიტყვებით, რომ თითქოს, საეკლესიო კრება არის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი, ხოლო მიტროპოლიტი ონუფრი მისი შემსრულებელია. იყო რმე-ს წარმომადგენლების სხვა ემოციური გამონათქვამებიც.

თუმცა, შემდეგ წავიდა ოფიციალური განცხადებების რიგი და ემოციების გრადუსმა დაიწია.

2022 წლის 28 მაისს მს-ს სსკგ-ს მეთაურმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ უმე-ს საეკლესიო კრებამ მხოლოდ დაადასტურა პატრიარქ ალექსის 1990 წლის ტომოსი და რმე-თან ერთიანობა კვლავაც ნარჩუნდება. რმე-ს სპიკერმა ვლადიმირ ლეგოიდამ უმალ განაცხადა, რომ სწორედ მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვები წარმოადგენს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას.

შემდეგ აზრი გამოთქვა პატრიარქმა კირილმაც. მან 29 მაისს ასეთი კომენტარი გააკეთა უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე: „ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ და ეპისკოპატმა მაქსიმალურად გონივრულად უნდა იმოქმედონ დღეს, რათა არ გაართულონ მისი მორწმუნე ხალხის ცხოვრება“.

ოფიციალური თვალსაზრისი კი დაადგინა რმე-ს სინოდმა, რომელიც საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა 29 მაისს. მისი ძირითადი თეზისები შემდეგია:

ამ  გადაწყვეტილებებზე უკვე არაოფიციალურად გააკეთეს კომენტარი რუსული ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლებმა. მაგალითად, ცნობილმა მღვდელმა და ღვთისმეტყველმა გიორგი მაქსიმოვმა განაცხადა, რომ რმე-ში არ დაგმეს უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები, მაგრამ არც დაამტკიცეს ის: „ამდენად მითითებულია, რომ უმე-ს საეკლესიო კრების მიერ შეტანილი ცვლილებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულად“.

რამდენადაც მაქსიმოვს მხარი დაუჭირეს რმე-ს ეპისკოპატშიც (მაგალითად, პატრიარქის ვიკარიუსმა ეპისკოპოსმა საბამ (ტუტუნოვმა)), უნდა აღინიშნოს, რომ უმე-ს წესდება უწინდელი რედაქციითაც არ გულისხმობდა რმე-ში მისი გადაწყვეტილებების დამტკიცებას.  ამას ადასტურებს კარი 15-ის პ.2 : „წესდებაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის წესდებაში ცვლილებების შესახებ“: „მოცემულ წესდებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნია უმე-ს ეპისკოპოსთა კრებას უმე-ს საეკლესიო კრების მიერ შემდგომი მიღებით“.

როგორც არ უნდა იყოს, ყველა, ვინც შიშობდა, რომ ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები არის განხეთქილება, შეიძლება დამშვიდდეს. რუსეთის ეკლესიასთან განხეთქილება არ მომხდარა.

ყველა, ვინც შიშობდა, რომ ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები არის განხეთქილება, შეიძლება დამშვიდდეს.

ღიად რჩება ავტოკეფალიის საკითხი - ასეა ეს თუ არა?

მასზე პასუხის გაცემა შეიძლება ასე: იმ უფლებების მიხედვით, რომელიც ახლა გააჩნია უმე-ს, რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ თავისი ოფიციალური სტატუსის მიხედვით - არა.

აქვს კი ამას მნიშვნელობა იმ მორწმუნეებისთვის, ვინც მოდიოდა და მოვა მის ტაძრებში ღვთისმსახურებაზე? მათთვის არის ესოდენ მნიშვნელოვანი,

იწოდებოდეს უმე ავტოკეფალურად ან ავტონომიურად? მათთვის მართლაც  მნიშვნელოვანია, რომ არანაირი განხეთქილება არ მომხდარა, რომ ეკლესიის ყველა საიდუმლო რჩება ნამდვილი.

უმე ნებისმიერ შემთხვევაში არის და იქნება ერთადერთი მადლმოსილი ქრისტეს ეკლესია უკრაინაში. მას კვლავაც აღიარებენ ყველგან მართლმადიდებლურ სამყაროში. ის ისევ განახორციელებს თავის გადამრჩენელ მისიას დედამიწაზე.

და აი, ახლა შეიძლება ითქვას: ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად აღმოჩნდა უმე, მისმა საეკლესიო კრებამ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება.

ერთის მხრივ, ეკლესიამ განაცხადა თავისი სრული დამოუკიდებლობა: ახლა ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი საფუძველი უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონებისთვის, მისი საქმიანობის აკრძალვისთვის, თემების მეუ-ში „გადაყვანისთვის“ და ა.შ.

მეორეს მხრივ, შენარჩუნდა ლოცვითი კავშირი რუსეთის ეკლესიასთან, თავიდან იქნა აცილებული განხეთქილების საშიშროება. დიახ, ამჟამად სრულად არაა დაკმაყოფილებული არც „ავტოკეფალისტები“, არც „ტრადიციონალისტები“, მაგრამ შენარჩუნდა ეკლესია, ჩვენი, როგორც ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრების ერთიანობა. „ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ“ (რომ. 12:5).

ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად აღმოჩნდა უმე, მისმა საეკლესიო კრებამ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება.

ჩვენ ყველანი ვინარჩუნებთ ერთიანობას ქრისტეში ყველა მართლმადიდებელ თემთან ერთად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე უნდა შევინარჩუნოთ უმე-ს მთლიანობა. დისკუსიები მისი სტატუსის შესახებ არ უნდა გახდეს შიდა განხეთქილების მიზეზი. ჩვენს ეკლესიას ისედაც შეუტია ბევრმა და ამ მძიმე პირობებში ჩვენი ამოცანაა შიდა ერთიანობის შენარჩუნება ჩვენი წინამძღოლის უნეტარესი მიტროპოლიტის, ონუფრის ირგვლივ, რამდენადაც ჩვენი ერთიანობა არის  უკრაინის მიწაზე ჭეშმარიტი და არა ბუტაფორული მართლმადიდებლობის არსებობის საწინდარი.

მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლება: ვატიკანის კვალი?

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი იოანათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გაათავისუფლეს და უკრაინა დაატოვებინეს. ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

უკრაინა დღეს: პირველი ეპისკოპოსი-მოწამეები

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელ დევნაში უკვე გამოჩნდნენ პირველი ეპისკოპოსი-აღმსარებლები. ეპისკოპოს ონათანთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.

როგორ ამსხვრევს ისტორიულ სტერეოტიპებს უმე?

უმე-ს ქცევა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღიქმება, როგორც სათანადო, ამასობაში კი, ფართო ისტორიულ კონტექსტში ის საკმაოდ არატიპიურია. რატომ? მოდით, განვიხილოთ.

ბულგარეთის პატრიარქის არჩევა: პოლიტიკა, საიდუმლო მანევრები, ინტრიგები და ღვთის ნება

ბულგარეთის ეკლესიაში მალე ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ძალიან რთულია იმის თქმა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. მაგრამ უკვე ცნობილია, ვინ დაუპირისპირდება საპატრიარქოს.

უმე და ხელისუფლება: შესაძლებელია თუ არა მეგობრული ურთიერთობების დამყარება?

2024 წლის 11 ივნისს უმე-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს G7-ის ელჩებთან შეხვედრაში. რა სახის შეხვედრა იყო ეს და შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ეკლესიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების იმედი აქვს?

ფანარი და უკრაინელი სქიზმატების ლეგალიზაცია: ხედვა ბულგარეთიდან

რატომ არ აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლება გააუქმოს სხვა პატრიარქების აქტები ან იყოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის უზენაესი მოსამართლე?