კიევში რევიზორი ჩადის: უკრაინაში ფანარის დელეგაციის ჩამოსვლაზე

ქალკიდონის მიტროპოლიტი ემანუელი კიევში ჩამოდის. ფოტო: СПЖ

2023 წლის 26 ივლისს ცნობილი გახდა კიევში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ბერძნულმა გამოცემა „რომფეა“-მ ფანარის წმინდა სინოდში მის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას სათავეში ჩაუდგება ქალკიდონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი), რომელიც თითქოსდა კიევში მიიწვია პირადად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. გასაგებია, რომ უმე-თან მიმდინარე  მოვლენებთან დაკავშირებით ფანარიოტების ვიზიტი არ შეიძლება იყოს ფორმალობა. ასეთ შემთხვევაში რას ნიშნავს ეს?

რისთვის სჭირდება კიევს „ტომოსის მამა“?

როგორც „რომფეია“ ადასტურებს, სინამდვილეში ფანარიოტების დელეგაციის ვიზიტი უნდა შემდგარიყო ცოტა ხნით ადრე - 2023 წლის 15 ივნისს. თუმცა, უკრაინაში მის წყაროებზე მითითებით, ბერძნები წერენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ „უარი თქვა მიეღო დელეგაცია მიტროპოლიტ ემანუელის მონაწილეობის გარეშე, რის შედეგადაც ვიზიტი გაუქმდა“. თუ ეს სიმართლეა, ჩნდება კითხვა, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ოფისისთვის ემანუელი?

საქმე იმაშია, რომ მისი პიროვნება რაღაც გაგებით მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობდა კიევში მეუ-ს „გამაერთიანებელ კრებას“ და დაკავებული იყო მეუ-ს ტომოსის წინსვლით მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში. აქ საკმარისი გავიხსენოთ ბულგარეთში ემანუელის ბოლო ვიზიტი, სადაც ის პირდაპირ მოითხოვდა პატრიარქ ნეოფიტისგან „შესრულოს ადრე მიცემული პირობა დუმენკოს აღიარების შესახებ“. ერთი სიტყვით, ტომოსი არის ის ბავშვი, რომელზეც ის ბევრი წელი მუშაობდა და რომელზეც უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. ახლა ორს ვუმატებთ ორს.

ბოლო ხანებში უმე-ს დევნამ  ხელისუფლების მხრიდან უფრო გადამწყვეტი ხასიათი მიიღო. შესაძლოა, მათი გაძლიერება უკავშირდება სწორედ ფანარიოტების მოსალოდნელ ვიზიტს. რადაში მჟკ-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ 27 ან 28 ივლისს ხელისუფლება კენჭისყრისთვის გამოიტანს (ხმების არსებობის შემთხვევაში) კანონს N8371 რელიგიური ორგანიზაციების სრული აკრძალვის შესახებ, „რომლებიც აფილირებულნი არიან სახელმწიფო-აგრესორთან“. ძნელი არაა იმის ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, თუ ვინაა კერძოდ „აფილირებული“ - ეს უმე-ა.

ასევე 27 ივლისს ჩატარდება მეუ-ს „ადგილობრივი კრება“, რომელიც მოიწონებს და მხარს დაუჭერს ურ-ს გადაწყვეტილებას უკრაინის „სრული სასულიერო დამოუკიდებლობის შესახებ“.

ამ კონტექსტში მიტროპოლიტი ემანუელი, „რომფეიას“ აზრით უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის რომ „აკურთხოს“ დევნა და „სიკეთე“ უწოდოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საკანონმდებლო აკრძალვას. წავა თუ არა ამაზე ფანარიოტელი მიტროპოლიტი - უცნობია, რამდენადაც „უმე-ზე დევნის ძალისხმევა ძირს გამოუთხრის ფანარის პრესტიჟს, რასაც შესანიშნავად ხვდება მსოფლიო პატრიარქიც და მიტროპოლიტი ემანუელიც“, წერენ ბერძნები. მითუმეტეს, რომ მჟკ-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, პატრიარქი ბართლომე ძალიან უკმაყოფილო იყო იმ ველური ინციდენტებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ივან-ფრანკოში, სადაც მეუ-ს მომხრეებმა გამოიყენეს ნერვულ-პარალიტიკური გაზი და თეთრ ეკლესიაში, სადაც დუმენკოს სტრუქტურის კლირიკოსები ძალაყინითა და უროთი ამტვრევდნენ კარებს ფერისცვალების ტაძარში. თუმცა, თუ ეს უკმაყოფილება იყო, ეს გამოიხატა მხოლოდ პირად დონეზე, რადგანაც საჯარო სიბრტყეში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია პატრიარქ ბართლომეს.

ასე რომ, ფანარიოტებთან ურთიერთობის გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ მათი გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად არის დამოკიდებული იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეუძლია ფანარს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებულად იმედის ქონა „ტომოსის მამის“ რაიმე პრინციპულ პოზიციაზე არ ღირს.

საკითხის ფასი?

ბანკოვში ასევე ხვდებიან, რომ ფანარიოტებთან მოლაპარაკებებში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფასს, რომლის გადახდისთვისაც არიან მზად საკითხის „პოზიტიური“ გადაწყვეტის გამო. და ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა ფულზე.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა უმე-ს პროტოდიაკონისა და უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ვადიმ ნოვინსკის მიერ იმის შესახებ, რომ „საკითხის ფასი“ კიევ-პეჩერის ლავრაა, თითქოსდა რომლის გადაცემასაც ფიქრობს ხელისუფლება ფანარიოტებისთვის. ამის შესახებ წერდა გამოცემა „რომფეიაც“.

თუმცა, ამ პუბლიკაციების შემდეგ ფანარის პრეს-სამსახურის მეთაურმა განაცხადა, რომ ცნობები ზელენსკისა და ბართლომეს მოლაპარაკებებზე კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით „არ შეესაბამება სინამდვილეს“. ფანარიოტების გაგება შეიძლება იმიტომაც, რომ კიევ-პეჩერის მონასტერი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ მიიღებს მხარდაჭერას უბრალო უკრაინელი მორწმუნეების მხრიდან. მითუმეტეს, რომ ლავრის ირგვლივ საკმაოდ დიდი ხმაურია და მისი დაკავების ყველა მცდელობა მხოლოდ მიმტაცებლების დისკრედიტაციას გამოიწვევს და მათ წაართმევს ხალხის ჰიპოთეზურ მხარდაჭერასაც კი.

მეორეს მხრივ, ფანარისთვის მთავარია არა კონტროლი კიევ-პეჩერის ლავრაზე, არამედ გლობალური გამარჯვება რმე-ზე. მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე.

უმე-ს ლიკვიდაციის გეგმა

„რომფეია“ წერს, რომ 2023 წლის 8 ივლისს, ფანარზე ზელენსკის ვიზიტის დროს, „უკრაინის მხარემ გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ ამ თარიღებისთვის (28-29 ივლისი - რედ.) ის მოახერხებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციიის შერბილებას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით“. ანუ ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ უნეტარესი „უფრო დამთმობი იქნებოდა, ვიდრე ეს 8 ივლისამდე იყო.

ბერძნები ამტკიცებენ, რომ ადრე ვიქტორ ელენსკიმ შეიმუშავა უმე-ს ლიკვიდაციის ერთგვარი გეგმა, რომელიც „ითვალისწინებდა თანდათანობით ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მისი რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტის მიზნით“.

„რომფეია“ წერს: „მიიჩნევა, რომ ამის შემდეგ უმე-ს არ ექნება ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მხარდაჭერა და ჩავარდება იზოლირებულო „განხეთქილების“ მდგომარეობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კანონის მიღება მისი დაშლისა და მეუ-თან მისი თემის იძულებითი გაერთიანების შესახებ“.

ამ გეგმის რეალიზაციისთვის პირველ ეტაპად იქცა ელენსკის ულტიმატუმი, რომელიც მან წაუყენა უმე-ს ხელმძღვანელობას. მოკლედ შეგახსენებთ მის ძირითად პუნქტებს:

  1. ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნება რმე-ს შემადგენლობიდან უმე-ს გამოსვლის შესახებ ყველა მის ეპარქიასთან და მრევლთან ერთად.
  2. ოფიციალურად ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის ცნობების მიწოდება რმე-ს შემადგენლობიდან უმე-ს გამოსვლის შესახებ;
  3. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მღვდელმთავრისა და კლირიკოსის განკვეთა, რომლებიც „თანამშრომლობენ რუს ოკუპანტებთან“.
  4. ოფიციალურად დაგმობა „პატრიარქ კირილის მოძღვრების უკრაინაში დაღუპული ოკუპანტებისთვის ცოდვების მიტევების თაობაზე, უკრაინის წინააღმდეგ ომის კურთხევა მათთვის და ასევე საეკლესიო ხელისუფლების ორგანოების ქმედებების უმე-ს ეპარქიების ანექსიასთან დაკავშირებით“.

31 მაისს ეს ულტიმატუმი გაეგზავნა უმე-ს ხელმძღვანელობას, ხოლო 2023 წლის 12 ივნისს სტამბულში, სადაც ჩავიდა ვიქტორ ელენსკი, ის მოიწონა პატრიარქმა ბართლომემ.

25 ივლისს ელენსკი შეხვდა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის. როგორც ჩანს, სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაური კიდევ ერთხელ შეეცადა დაერწმუნებინა უმე-ს წინამძღოლი იმაში, რომ სხვა გამოსავალი მეუ-თან გაერთიანების გარდა, არ არსებობს. გარდა ამისა, მან შესთავაზა უნეტარესს მიეღო ზემოთ აღნიშნული ულტიმატუმი ან როგორც წერს „რომფეია“, გამოეცხადებინა უმე-ს „თვითდაშლის“ შესახებ. ყველა წინადადებას უმე-ს წინამძღოლმა ერთი სიტყვით უპასუხა - არა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზეწოლა ჩვენს ეკლესიაზე მხოლოდ გაძლიერდება.

რას ამზადებს ფანარის დელეგაცია?

რა როლს ითამაშებს ამაში ფანარის დელეგაცია - ვნახოთ. გვსურს გვჯეროდეს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომელთაგან სამს გააჩნია უკრაინული ფესვები, მხოლოდ იმისთვის არ მოდის, რომ „აკურთხოს“ სახალხო დეპუტატების გადაწყვეტილება უმე-ს განადგურების თაობაზე.

როგორც არ უნდა იყოს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესანიშნავად ხვდებიან, რომ ტომოსს არც ერთიანობა და არც ეკლესიის მშვიდობა მოუტანია უკრაინაში. უფრო მეტიც, განხეთქილებაში მყოფების ლეგიტიმაციით, რომელთაგან ბევრი შორსაა ქრისტესგან, როგორც საბჭოთა ბოლშევიკები, ფანარიტოებმა „ლეგიტიმურობა მისცეს“ უროს, რკინის საჭრელებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას „საეკლესიო დავების“ გადასაწყვეტად. ფანარზე უკვე ხვდებიან, რომ მეუ-ში უამრავი რაოდენობის სულიერად არაჯანმრთელი ადამიანია, რომელთაც არ შეიძლება ქრისტიანები ვუწოდოთ.

ასევე ჩვენ ვწერდით, რომ ახალი წესდება მეუ-ს მართვის შესახებ შეიცავს რამოდენიმე პუნქტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ტომოსს. ჩვენი სტატიის შემდეგ მეუ-ს ხელმძღვანელი დუმენკო ძალიან ანერვიულდა და ამტკიცებდა, რომ მისი „ეპისკოპატის“ გადაწყვეტილებები არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს ფანარის მიერ გაცემულ დოკუმენტს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში კი სერგეი პეტრეს ძეს სიტყვებს არ დაუჯერეს და განაცხადეს, რომ აუცილებლად გააგზავნინა „ავტორიტეტულ კომისიას“, რომელიც შეამოწმებს მეუ-ს წესდების ახალ პუნქტებს ტომოსთან შესაბამისობაზე.

ამიტომაც, ემანუელის ვიზიტი არის დუმენკოს საქმიანობის რევიზიაც მეგობრებისგან. ალბათ, პირდაპირ ახლა არ იქნება რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება ამ საკითხზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დუმენკოს მოუწევს ღელვა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუძლია დიდხნიანი თამაში და ზუსტად არავინ იცის, რა სიურპრიზები მოუმზადეს ფანარზე... უკრაინელებს.

მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლება: ვატიკანის კვალი?

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი იოანათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გაათავისუფლეს და უკრაინა დაატოვებინეს. ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

უკრაინა დღეს: პირველი ეპისკოპოსი-მოწამეები

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელ დევნაში უკვე გამოჩნდნენ პირველი ეპისკოპოსი-აღმსარებლები. ეპისკოპოს ონათანთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.

როგორ ამსხვრევს ისტორიულ სტერეოტიპებს უმე?

უმე-ს ქცევა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღიქმება, როგორც სათანადო, ამასობაში კი, ფართო ისტორიულ კონტექსტში ის საკმაოდ არატიპიურია. რატომ? მოდით, განვიხილოთ.

ბულგარეთის პატრიარქის არჩევა: პოლიტიკა, საიდუმლო მანევრები, ინტრიგები და ღვთის ნება

ბულგარეთის ეკლესიაში მალე ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ძალიან რთულია იმის თქმა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. მაგრამ უკვე ცნობილია, ვინ დაუპირისპირდება საპატრიარქოს.

უმე და ხელისუფლება: შესაძლებელია თუ არა მეგობრული ურთიერთობების დამყარება?

2024 წლის 11 ივნისს უმე-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს G7-ის ელჩებთან შეხვედრაში. რა სახის შეხვედრა იყო ეს და შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ეკლესიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების იმედი აქვს?

ფანარი და უკრაინელი სქიზმატების ლეგალიზაცია: ხედვა ბულგარეთიდან

რატომ არ აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლება გააუქმოს სხვა პატრიარქების აქტები ან იყოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის უზენაესი მოსამართლე?