უკან სსრკ-ში: სიყალბე, როგორც ეკლესიის აკრძალვის კანონპროექტების დასაბუთება
სახალხო დეპუტატები, რომლებიც ადგენენ კანონპროექტებს უმე-ს აკრძალვის შესახებ, დასაბუთების სახით იყენებენ მისი „დანაშაულების“ მტკიცებულებებს.
2022 წლის 12 მაისის უმე-ს ბოლო სინოდის გადაწყვეტილებებში ოფიციალურად არის დაგმობილი რფ-ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მღვდელმათავრებმა ეკლესიის სახელით მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინელი მეომრების მიმართ და მოუწოდეს უკრაინელებს გაერთიანებულიყვნენ გამარჯვების სახელით. თუმცა, გამოიწვია თუ არა ამან მისი ოპონენტების აგრესიული რიტორიკის შერბილება? არა. მეუ-ში მოუწოდეს ცენტრალურ ხელისუფლებას აეკრძალათ უმე, ხოლო ანტისაეკლესიო კანონპროექტების სახალხო დეპუტატ-ავტორებმა კი მხოლოდ გააძლიერეს კრიტიკა მათი მხრიდან.
„სვობოდოვკა“ ოქსანა სავჩუკი („უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“ N7204 კანონპროექტის ავტორი) ტელევიზიის ეთერით ყვება „ათეულობით შემთხვევაზე, როცა ფსბ-ს აგენტები ანაფორებში აბარებდნენ ჩვენი სამხედროების პოზიციებს, იყვნენ ცეცხლის მაკორექტირებლები“.
N7213 კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ფრაქცია „გოლოსის“ (ხმა) სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა აქვეყნებს მთელს სტატიას „რატომ „ეწვის კუდი“ უმე მს -ს დარეგისტრირებული კანონპროექტის გამო?“, სადაც მას მოჰყავს უმე-ს „დანაშაულების“ მთელი ჩამონათვალი. სხვა ბრალმდებლებისგან განსხვავებით, რომლებიც საუბრობენ ზოგადად, პიპას მოჰყავს სრულიად კონკრეტული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც გვთავაზობს ეკლესიის აკრძალვას.
ამიტომაც, გთავაზობთ მათ დეტალურად და ძირეულად განხილვას.
უმე-ს „დანაშაულების სია“ ნატალია პიპასგან
- ძალოვანების მიერ უმე-ს მღვდელის მიხეილ პავლუშენკოს დაკავება, „რომელსაც ჰქონდა ჩანაწერები და სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ადასტურებდნენ აგრესორთან თანამშრომლობას“.
- „ონუფრის რუსეთის საპატრიარქოს (უმე მს) მღვდლის“ დაკავება. მან „შეაგროვა“ ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების შესახებ, ხოლო მღვდლის სახლში იპოვეს რუსეთის დროშა და Z-სიმბოლიკა“.
- უმე-ში უარის თქმა უკრაინელი მეომრებისთვის წესის აგებაზე 2014 წლიდან დღემდე.
- ზაპოროჟიეში უმე-ს მღვდლებმა „უარი თქვეს დაესაფლავებინათ პატარა გოგონა, რომელიც ომის დროს დაიღუპა“ იმ მიზეზით, რომ „ის კიევის საპატრიარქოს უმე-ში იყო მონათლული“.
არის კიდევ პიპას ემოციური გამოსვლები უმე-ს სინოდის გადაწყვეტილებების მხარეს, რომელიც მისი სიტყვებით, „საერთოდ არ ჯდება არც ლოგიკაში, არც თავში“. სახალხო დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია დოკუმენტის ფორმულირებამ, სადაც მორწმუნეების უფლებების დარღვევად დასახელებულია:
- ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებები უმე-ს აკრძალვის შესახებ;
- კანონპროექტები უმე-ს აკრძალვის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი პიპამ შეიშუმავა.
სახალხო დეპუტატი სტატიას ასრულებს შემდეგი პასაჟებით: „მოსკოვის საპატრიარქოს მრავალმრიცხოვანი დანაშაული უნდა დაისაჯოს. პირთა სასულიერო სტატუსი არ შეიძლება ფარავდეს მოსკოვის დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე... ახლა, როცა ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ უმე (მს) ზიანს აყენებს უკრაინელებს, აწარმოებს ძირგამომთხრელ საქმიანობას, რჩება ერთადერთი სწორი გამოსავალი: აიკრძალოს მოსკოვის საპატრიარქო. იმაზე, უარს ვიტყვით თუ არა ჩვენ მოსკოვის ეკლესიაზე - ჩვენი ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი გამარჯვება!“
თუ უმე-ს გვერდიდან შევხედავთ, შეინიშნება მასშტაბური დანაშაულები უკრაინისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, იქნებ, მართლაც მოვიდა დრო, აიკრძალოს ის? თუმცა, უკრაინა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ამასთან, სახალხო დეპუტატისადმი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ღირს გადავამოწმოთ მისი ბრალდებები, მითუმეტეს, რომ ის არ იყო ბევრი.
„მღვდელი-დივერსანტის“ თაობაზე „სცეპიალური მოწყობილობებით“
ბრალდებები დეკანოზ მიხეილ პავლუშენკოს მისამართით პირველია უმე „დანაშაულების“ პიპასეულ სიაში. ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ის მართლაც დააკავეს სამართალდამცავებმა ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის სიახლოვეს, მიიჩნიეს რა ის დივერსანტად. თუმცა, ეს შეცდომა აღმოჩნდა. მამა მიხეილი ცხოვრობს კიევის შემოგარენში, გოსტომელთან, სადაც ჩამოვარდა თვითმფრინავი. ის ჩამოვარდა მღვდლის სახლის უკან მინდორში, ამიტომაც, მისი ჩამოვარდნის ადგილას პირველი ის აღმოჩნდა. არ იცოდა რა, თუ ვის ეკუთვნოდა ჩამოვარდნილი ჰელიკოპტერი, მამა მიხეილი მისკენ გაიქცა, იფიქრა რა, რომ საჭირო გახდებოდა მისი დახმარება. მღვდელი პრაქტიკულად მყისვე დააკავეს და ბუჩაში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, სამართალდამცველები ოპერატიულად გაერკვნენ სიტუაციაში. 25 თებერვალს, დილით, მამა მიხეილი სახლში გაუშვეს.
ერთი სიტყვით, არც „სპეციალური მოწყობილობები“, არც „დივერსიული საქმიანობა“ არ ყოფილა. სახეზეა გაუგებრობა და შეცდომა.
პიპას სიაში „მოსკოვის დანაშაულების მტკიცებულება“ არის ფეიკი.
„მღვდელ-ონუფრის“ შესახებ Z-სიმბოლიკით
პიპას მეორე ბრალდება უმე-ს მისამართით - სამართალდამცველების მიერ „რუსეთის საპატრიარქოს (უმე მს) მღვდლის - ონუფრის დაკავება“. საქმე ეხება ვიღაც ადამიანს ტრუსებში, რომელსაც ბევრმა მის-მა ნაჩქარევად უწოდა უმე-ს კლირიკოსი.
ამის მიუხედავად, ეს აღმოჩნდა ტყუილი. უმე-ში 16 მარტს გამოაქვეყნეს ოფიციალური უარყოფა: „კიევის მიტროპოლია იტყობინება, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შტატში ბერ-მონაზონი ონუფრი საერო სახელით სერგეი ტარასოვი, არ არსებობს“.
რესურსი „სტოპკორი“ კი გვატყობინებს, რომ ამ ადამიანმა „მართლაც დაამთავრა სემინარია 2009 წელს, მაგრამ არასდროს ყოფილა სასულიერო პირთა რიგებში. უფრო მეტიც, ჩვენ გავიგეთ ჩვენი წყაროებიდან, რომ ეს მოქალაქე უკვე იყო შემჩნეული დანაშაულის ჩადენაში - ის ძარცვავდა სრულიად რეალურ და არა წარმოსახვით მღვდელს, მიითვისა რა მისი სახსრები“.
ამდენად, „მოსკოვის დანაშაულების მეორე მტკიცებულება“ პიპას ნუსხაში ფეიკი აღმოჩნდა.
უმე-ს უარი პარაკლისი გადაუხადოს უკრაინელ მეომრებს
ნატალია პიპა: „ჯერ კიდევ 2014 წლიდან უმე მს-ს მღვდლებმა უარი თქვეს პარაკლისი გადაეხადათ ატმ-ს დაღუპული მეომრებისთვის. მამაომ განაცხადა, რომ ის არ გადაუხდის პარაკლისს ყმაწვილს, რადგანაც ის ჩვენს ძმებს ესროდა“. დღეს, ისინი კვლავ აგრძელებენ უარის თქმას დაღუპული უკრაინელებისთვის წესის აგებაზე“.
საუბრები მეომრებისთვის წესის აგებაზე უარის თქმაზე არის უმე-ს წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი პროპაგანდული „ვეშაპი“. ეს ეკლესიის საყვარელი ბრალდებაა მეუ-ს, მის-ებისა და უბრალოდ „არაგულგრილი ადამიანების“ მხრიდან. თუმცა, არავინ არასდროს არ აზუსტებს - თუ კონკრეტულად მღვდლებიდან ვინ თქვა უარი უსძ-ის მეომრებისთვის წესის აგებაზე?
საბედნიეროდ, ნატალია პიპამ თავის პუბლიკაცაიაში მოიყვანა ბრჭყალებში ჩასმული ციტატა, რომლითაც ჩვენ ვიპოვეთ პირველწყარო. საქმე ეხება ჟიტომირის მხარის ლუგინის რაიონის სოფელ ბოსვუნის შემთხვევას, რომელიც 2014 წელს მოხდა. უცნობი დარჩა, თუ დააგდო ხმა „წესის არაგებაზე“, მაგრამ „დეპო“-ს ჟურნალისტები, რომელთაც სულაც არ მოსდით თვალში უმე, დაუკავშირდნენ დაღუპულის ნათესავებს და თავად მღვდელს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ბრალდება აღმოჩნდა სიცრუე.
„ეს არაა მართალი, მსგავსი არაფერი ყოფილა. მამა ვლადიმირი, პირიქით, ეხმარებოდა დასაფლავებაში, - ამბობს ატუ-ს გარდაცვლილი მებრძოლის და, სვეტლანა. - ეს ძალიან კარგი მამაოა, მას მოუგონეს. ვინ და რისთვის - არ ვიცი. ვიმედოვნებ, თქვენ გამოასწორებთ ამ შეცდომას“.
მაშინ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ თავად მამა ვლადიმირს
„არ ვიცი, რატომ თქვეს ჩემზე ასეთი, არასდროს არ გავაკეთებდი ამას, მთელი სოფელი მიცნობს - მობრძანდით, შედით ეზოებში, გაესაუბრეთ ხალხს - ცრემლებით გასცა პასუხი „დეპო“-ს მამა ვლადიმირმა. გარდაცვლილის ოჯახთან ჩვენ შორეული ნათესავები ვართ, მეზობლები. თავად გავაცილე ის (ალექსანდრე, ჯარისკაცი - დეპო) ჯარში. ვიცნობ მის ოჯახს. ძალიან მეწყინა“.
პიპას ბრალდებები, თითქოს უმე ახლაც „უარს ამბობს გარდაცვლილი უკრაინელებისთვის წესის აგებაზე“, უკვე ძალიან დაბალი დონის სიცრუედ გამოიყურება. იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია გადავფურცლოთ მჟკ-ს საიტის გვერდები ან ეკლესიის ოფიციალური რესურსები - პრაქტიკულად ყოველდღიურად ყველა ეპარქიაში ხდება დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წესის აგება.
ამდენად, პიპას ნუსხადან „მოსკოვის დანაშაულების მესამე მტკიცებულებაც“ ფეიკი აღმოჩნდა.
იყო გოგონა?
ნატალია პიპა: „ზაპოროჟიეში მამაომ უარი თქვა პატარა გოგონას დასაფლავებაზე, რომელიც ომის დროს დაიღუპა. იცით, როგორი იყო არგუმენტი? ის მონათლულია უმე-ს კიევის საპატრიარქოში“.
ზაპოროჟიის ეპარქიაში უკვე მოახდინეს რეაგირება ამ პასაჟზე: „ჩვენ უმე-ს ზაპროჟიის ეპარქიაში მღვდლებს დავუსვით კითხვა ამ განცხადების რეალურობაზე, თუ სამღვდელოებიდან ვის მიმართეს წესის აგებასთან დაკავშირებით - მოქმედი მღვდლებიდან არავის დაუდასტურებია ეს“.
ეპარქიაში თვლიან, რომ პიპა ცრუობს, მისდევს რა თავის მიზნებს. ის საზოგადოებაში აღვივებს ეკლესიისადმი სიძულვილს, ამით წინ სწევს რა თავის კანონპროექტს.
სხვათაშორის, შესაძლოა პიპა უბრალოდ დაიბნა? უკრაინაში ხომ ცოტა ხნის წინ მართლაც გადაიარა ერთი ზაპოროჟიელი მღვდლის მოწამვლის ტალღამ, რომელმაც უარი თქვა გარდაცვლილი ბავშვისთვის წესის აგებაზე, რომელიც მშობლებმა უმე კს-ში „მონათლეს“. აი, ეს იყო არა ომის დროს, არამედ 2017 წლის ბოლოს, დაიღუპა ბიჭი და არა გოგონა და სიტუაცია არა გასვენებაზე მოხდა, არამედ ბინაში. „“ბრალდებულმა“ მღვდელმა თვითონ დაურეკა უმე კს-ს წარმომადგენელს, რომელიც წესს ასრულებდა.
საიდუმლოებებოს აღიარების ან არაღიარების საკითხი არის შიდა საეკლესიო, რომელშიც სახალხო დეპუტატების ჩარევა ნამდვილად არ ღირს. აი, ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელმაც დუმენკოს მისცა ტომოსი, როგორც არ აღიარებდა კიევის საპატრიარქოს 2017 წელს, ასევე არ აღიარებს მას ამჟამად.
ნებისმიერ შემთხვევაში, პიპას მეოთხე „მტკიცებულებაც“ ფეიკი აღმოჩნდა.
ფეიკები ოფიციალურ დოკუმენტებში
როცა სახალხო დეპუტატი აქვეყნებს ფეიკებს მის-ში ეს არაა სასიამოვნო, მაგრამ არც მომაკვდინებელია. აი, როცა ტყუილი ხდება კანონპროექტების საფუძველი - ეს უფრო უარესია.
პიპას N7213 კანონპროექტის ყურადღებით შესწავლისას გავარკვიეთ საინტერესო დეტალი - მის განმატებით ჩანაწერში 1 კარში „აქტის მიღების აუცილებლობის დასაბუთება“ მაინც არის უმე-ს ყალბი „დანაშაული“, რომელიც ზემოთ განვიხილეთ.
„მაგალითად, 2022 წლის 25 თებერვალს კიევის მხარეში, გოსტომელთან დაკავებულ იქნა უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი მიხეილ პავლუშენკო, რომელიც ეხმარებოდა რუსულ არმიას. 2022 წლის 16 მარტს კიევში დააკავეს უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი მამა ონუფრი. მისი სახლის ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ ის თანამშრომლობდა რფ-ს სპეცსამსახურებთან. და ასეთი შემთხვევა არაა ერთეული“, - აი, ასეთია უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ჩანაწერის ტექსტი. მასში ძნელია არ შეიცნო „პიპას სიის“ პირველი ორი პუნქტი.
და აქ არაა მნიშვნელოვანი - პიპა თავის სტატიას წერდა მის-ში განმარტებითი ჩანაწერის მოტივების მიხედვით თუ ის თავად წარმოადგენს საკანონმდებლო დოკუმენტის ავტორს. მნიშვნელოვანია, რომ იქ წერია ტყუილი. და სწორედ ამ ტყუილის საფუძველზე უმაღლეს რადას წარედგინა ქვეყნის ყველაზე დიდი კონფესიის საქმიანობის აკრძალვა:
„ყოველივე ეს გვიჩვენებს იმ რელიგიური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების აკრძალვის საკანონმდებლო განმტკიცების აუცილებლობას, რომელთაც მართავენ სახელმწიფოები, რომელიც უკრაინაში აღიარებულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ჩამდენად“.
***
ალბათ, ბევრი ჩვენგანი კითხულობს რა საბრალდებლო პროცესების სტენოგრამებს, რომელიც სსრკ-ში ხორციელდებოდა მღვდელმსახურების წინააღმდეგ, სვამს კითხვას - საერთოდ როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანისთვის წინ აღუდგეს ეკლესიას ყალბი და აბსურდული ბრალდებებით? როგორ შეიძლებოდა უდანაშაულო ადამიანების ბანაკებში გაგზავნა და დახვრეტა? ჯერჯერობით, ეს ჩვენთვის არაა გასაგები სრულად. თუმცა,ა რის შეგრძნება, რომ ხვალ შეიძლება ეს გავიგოთ.