უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება

19 May 2022 01:27
11
დღეს უმე-ს წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს ბრძოლა. ფოტო: СПЖ დღეს უმე-ს წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს ბრძოლა. ფოტო: СПЖ

ბოლო ხანებში იკვეთება უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება: ტაძრების შებღალვა, საქმიანობის აკრძალვა და უკანონო გადასვლები მეუ-ში. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევებში?

უკრაინაში ომის განვითარებასთან ერთად ჩვენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სულ უფრო მეტად ექცევა ზეწოლის ქვეშ. ტაძრების სროლების შედეგად ფიზიკური განადგურების გარდა, უმე-ს წინააღმდეგ „საბრძოლო მოქმედებები“ ერთდროულად რამოდენიმე შიდა „ფრონტზე“ მიმდინარეობს.

ტაძრების შებღალვა

უმე-ს წინააღმდეგ ყველაზე „უწყინარი“ გამოხტომებია ტაძრების შებღალვა, შეურაცხმყოფელი გრაფიტები და მუქარა მღვდელმსახურების ან მორწმუნეები მისამართით. მაგალითად, 2022 წლის 8 მაისის ღამეს ლვოვში შეიბღალა წმინდა მთავარ ვლადიმირის ტაძარი. შესასვლელ კარებს შეასხეს სამონტაჟო ქაფი, ხოლო კედლები მოხატეს წარწერებით: „რუსები ადამიანები არ არიან“, „ფსბ-ს ეშმაკები“, „პუტინის სახლი“.

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 1
ვლადიმირის ტაძარი ქ. ლვოვში. ფოტო: მჟკ.

აქამდე რამოდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 25 აპრილს, დიდ ორშაბათს ტაძარს ჯიპით მიუახლოვდა ავტომატიანი მამაკაცი, რომელიც იმუქრებოდა შენობის დანგრევით და ყვიროდა: „სიკვდილი მოსკალებს!“ ამასთან, ვიდეოზე, რომელიც გადაიღო ტაძრის მრევლმა, ჩანს, რომ მამაკაცი ყველაფერს ტელეფონით იღებდა, საიდანაც ჩნდება ვარაუდი, რომ ვიზიტის მიზანი (ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი) იყო შესაბამისი პოსტი სოცქსელებში.

მსგავსი მოქმედებების მიზანი გასაგებია - დაშინება, ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება. აქ მიზანშეწონილია გვახსოვდეს უფლის მოწოდება, რომელიც ხშირად ისმის წმინდა წერილში, ამასთან, ძალიან განსხვავებულ სიტუაციებში: „ნუ გეშინია!“ ბიბლიის სინოდალურ თარგმანში ეს მოწოდება 400-ზე მეტჯერ გვხვდება. ამიტომაც, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - საკუთარ თავში ძალების პოვნა არ მოექცე ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. თუ ძალები ვერ მოიძებნა, მაშინ უნდა მიყვე მოციქულ იაკობის რჩევას: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს“ (იაკ. 1: 5, 6).

მეორე, რა უნდა გაკეთდეს - მოახდინოს ყველა ამ მოვლენის დოკუმენტირება და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი უფლებების კანონიერი დაცვისთვის. შეიძლება, ამან უშუალო ახლა არ იმოქმედოს, მაგრამ მომავალში ამან შეიძლება შეადგინოს აუცილებელი იურიდიული ბაზა თითოეული კონკრეტული თემის უფლებების და მთლიანობაში, უმე-ს დასაცავად. გარდა ამისა, არაა საჭირო ანგარიშში არ ჩავაგდოთ ევროპული საზოგადოებრიობისადმი აპელირების შესაძლებლობა, რომელიც შეეჩვია სხვათა უფლებების შელახვის შემთხვევებზე რეაგირებას და ასევე  საერთაშორისო სასამართლო ორგანოებისადმი მიმართვის შესაძლებლობა. ერთი სიტყვით, უმე-ს უფლებების დარღვევის თითოეული დოკუმენტირებული შემთხვევა არის ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლისთვის, ეპისკოპოს ვიქტორისთვის (კოცაბა)  გაწეული დახმარება მის საქმიანობაში.

ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებები საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით უმე-ს საქმიანობის აკრძალვის ტენდენცია, რომელიც დაიწყო უკრაინის დასავლეთ მხრიდან, უკვე კონტოპამდე მივიდა. ამ ქალაქის მერმა არტემ სემენიხინმა არა მხოლოდ ხელი მოაწერა ბრძანებას ქალაქში უმე-ს აკრძალვის შესახებ, არამედ გასცა განკარგულება აღიწეროს ტაძრების ქონება, ხოლო თავად ტაძრები დაილუქოს და დაცვის ქვეშ აიყვანონ. სხვათაშორის, ეს სწორედ ის მერია, რომელმაც 2020 წლის აპრილში გასცა განკარგულება გადაეთხარათ გზები უმე-ს ტაძრების ირგვლივ, გამოერთოთ მათთვის ელექტროენერგია და წყალი და ასევე გაეწყვიტათ მათთან იჯარის ხელშეკრულებები.

გადაწყვეტილებები უმე-ს აკრძალვის შესახებ ასევე მიღებულ იქნა დროგობიჩში, გოროდკაში, ნეტეშინში, ბროვარში, ოვრუჩში, კაზატინში და სხვა ადგილებში.

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 2
ოვრუჩის ქალაქის საბჭოს საიტის სქრინშოტი

ამასთან, საქმე სასაცილო ელფერს იძენს. კაზატინის მერმა ტატიანა ერმოლაევამ მოუწოდა უმე-ს მორწმუნეებს გადავიდნენ არა მხოლოდ მეუ-ში, არამედ ნებისმიერ ვინმესთან - უნიატებთან, კათოლიკებთან ან თუნდაც პროტესტანტებთან.

არც ადგილობრივ საბჭოებს, არც მერებს, არც აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება არა აქვთ არა მხოლოდ აკრძალონ, არამედ შეზღუდონ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.

თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები უმე-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ უკანონოა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ უკრაინის კანონის თანახმად, არც ადგილობრივ საბჭოებს, არც მერებს, არც აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება არა აქვთ არა მხოლოდ აკრძალონ, არამედ შეზღუდონ კიდეც რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა. „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების“ შესახებ უკრაინის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რელიგიური თემის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისიც მკაცრად დათქმულ შემთხვევებში და ასევე თავად თემის გადაწყვეტილებით.

კანონი „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ ამ მხრივ არაფერს ცვლის. ამიტომაც, საჭიროა ოპერატიულად შედგეს საჩივრები სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებში. ის, რომ თავად ამ ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ თათბირებში და როცა მათ მერები აძლევენ უკანონო განკარგულებებს დალუქონ ტაძრები, საქმეს არ ცვლის. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია. თუ ვცდილობთ უახლოეს მომავალში ევროკავშირში შევიდეთ, მოგვიწევს ამის საქმით დამტკიცება. არსებობს თემების ლიკვიდაციის წესი, არსებობს კანონი „სინდისის თავისუფლების შესახებ“, სადაც რეგლამენტირებულია თემების ერთი კონფესიიდან მეორეში გადასვლის პროცედურა. კეთილი ინებეთ და დაიცავით ეს! აშკარად უკანონო გადაწყვეტილებების მიღება კი არის დანაშაული უკრაინის ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, არაფერს ვამბობთ რა საზოგადოების გახლეჩაზე, რაც დაუშვებელია ომის პირობებში.

ბროვარის საბჭოს მოქმედებების უკანონობის შესახებ უკვე განაცხადეს ბორისპოლის ეპარქიის იურიდიულ განყოფილებაში. იქ სამართლიანად უწოდეს უმე-ს აკრძალვას იურიდიული ძალის არმქონე, ხოლო ტაძრის შესასვლელის ბლოკირების შემთხვევაში ურჩიეს პოლიციისთვის მიმართვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით, რამდენადაც მოცემული ქმედება ექცევა „რელიგიური წეს-ჩვეულებების განხორციელებისთვის ხელის შეშლის“ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის განსაზღვრების ქვეშ. სხვათაშორის, მოცემულ დანაშაულზე მაქსიმალური სასჯელი არის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

და მაინც, თუ საკუთარი უფლებების დაცვის მცდელობა იურიდიულ ველში არ მოიტანს დაუყოვნებლივ შედეგებს, მათ შეუძლიათ თავიანთი როლის მომავალში თამაში.

უკანონო გადასვლები

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 3
მეუ-ში „გადასვლის“ კრება სკოლის სპორტდარბაზში სოფელ სუხოვოლში

დღეს გააქტიურდა ეკლესიაზე ზეწოლის ეს ფორმაც. ის საკმაოდ პოპულარული იყო მეუ-ს შექმნისთანავე, როცა პ. პოროშენკოს ხელისუფლების დროს ჩინოვნიკები შეეცადნენ თემების უმე-დან გადაბირებას. რეიდერული სქემა გამოიყურებოდა გულუბრყვილოდ: ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა ტერიტორიული თემის კრების ორგანიზებას მორწმუნეების კრების სახით. ერთი სიტყვით, სოფლის ან ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც არ დადიოდნენ ტაძარში, იღებდნენ გადაწყვეტილებას მეუ-ში საეკლესიო თემის გადასვლის თაობაზე. ეს წარმოადგენს უკანონოს, რამდენადაც მრევლის ბედი შეიძლება განსაზღვროს მხოლოდ რელიგიურმა თემმა და არა ტერიტორიულმა. „სინდისის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რელიგიური თემის დაქვემდებარების ცვლილების შესახებ მიიღება მისი წევრების არანაკლებ ორი მესამედის მიერ. ამასთან, თემის ყველა წევრმა უნდა დაადასტუროს ეს წერილობით.

ამის მიუხედავად, ახლა თითქმის ყოველდღიურად ჩნდება „გადასვლების“ ფოტო, სადაც ვიღაც ადამიანები ჩინოვნიკების ხელმძღვანელობით იკრიბებიან კლუბებში ან სკოლის სპორტდარბაზებში და წყვეტენ საეკლესიო თემის ბედს.

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 4
სოფელ ხორევის კლუბში მეუ-ში „გადასვლის“ კრება

ახლა ბევრი თვლის, რომ ყურადღების გამახვილება კანონის მოთხოვნებზე არაა სავალდებულო. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია შეპეტოვკა. იქ, 2022 წლის 7 მაისს ქალაქის მერმა ვიტალი ბუზილმა, „ევროსოლიდარობის“ („ყოფილი „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“) წარმომადგენელმა უმე-ს საკათედრო ტაძრის წინ მოიაწყო  არა ტერიტორიული თემის, არამედ უბრალოდ ყველა მსურველის კრება.

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 5
კრება შეპეტოვკაში საკათედრო ტაძრის წინ. ფოტო: Скриншот видео ФБ-страницы Михайловского собора

შეკრებილებს შორის, როგორც ხდება ასეთ შემთხვევებში, იყვნენ საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლები: ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები და ა.შ. პრაქტიკულად ყველა დამსწრეს, როგორც განუცხადა მჟკ-ს კორესპონდენტს საკათედრო ტაძრის მრევლმა, მიქაელის სახელობის თემთან არანაირი კავშირი არა აქვს. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლება გადაეწყვიტათ მისი ბედი. ხელისუფლების ცინიზმი იქამდე დავიდა, რომ საეკლესიო თემის „გადაყვანის“ შესახებ კენჭისყრა ტარდებოდა ამ თემის „ცხვირწინ“, რომლის მორწმუნეები შეკრების დროს იდგნენ ტაძრის კარების წინ და იდგნენ.

მსგავს შემთხვევებში ასევე უნდა მოხდეს საკუთარი უფლებების დაცვა იურიდიული მეთოდებით. სარჩელების შეტანა, საჩივრებისა და განცხადებების წერა სამართალდამცავ ორგანოებში და ა.შ. არავის შეუძლია თქვას, თუ როგორ იქნება საქმე მომავალში, მაგრამ ადრე მოცემული მეთოდი საკმაოდ ეფექტური ჩანდა. მაგალითად, 2019 წლის თებერვალ-მარტში ვოლინის, ჩერნოვიცის, როვენის, ხმელნიცკისა და კიევის ოლქის სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილებები უმე-ს რელიგიური თემების მიმართვების თაობაზე ტაძრების მიტაცების და ჩინოვნიკების სხვა უკანონო მოქმედებების შესახებ და მათ დაავალდებულეს პროკურორები და სხვა უფლებამოსილი პირები დაეწყოთ საგამოძიებო მოქმედებები უმე-ს ტაძრების მეუ-ში უკანონო გადასვლებთან დაკავშირებით.

2020 წლის ოქტომბერში ჩერნიგოვის დესნიანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო და გააუქმა ჩერნიგოვის ოსა-ს გადაწყვეტილებები მართლმადიდებლური თემის მეუ-ში ჩერნიგოვის ოლქის იჩნიანის რაიონის პარაფიევკას დაბაში ხელახალი რეგისტრაციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ უმე-ს თემის ხელახალი რეგისტრაცია „შედგა ნამდვილი რელიგიური თემის ნების გარეშე, მრევლის კრების წევრების გარეშე და არა მრევლის წევრების მიერ, წინამძღოლის მონაწილეობის გარეშე და „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის წინააღმდეგ, ხერხით, რომელიც არაა გათვალისწინებული წესდებით და ნებისმიერი სარეგისტრაციო მოქმედებების ჩატარების აკრძლვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ“.

მთავარი ფაქტორი

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს უმე-ს მორწმუნეების მიერ თავიანთი უფლებების დაცვაში წარმოადგენს არა იურიდიული დოკუმენტების შედგენის ან სასამართლოებში სიარულის უნარი, არამედ საკუთარი ეკლესიის მრევლის ერთგულება, მათი მხრიდან იმის შეგნებული გაგება, თუ რატომ ეკუთვნიან ისინი სწორედ უმე-ს და არა რომელიმე სხვა კონფესიას.

ამ მხრივ საკმაოდ სამაგალითოა იგორ საპოჟკოს, ქალაქ ბროვარის მერის სიტყვები, სადაც 2022 წლის 6 მაისს ბროვარის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შეჩერდა უმე-ს საქმიანობა.

უმე-თან ბრძოლის სამი მიმართულება фото 6
ბროვარის მერი ი. საპოჟკო. Brovarymedia-ს გვერდის სკრინშოტი.

ი. საპოჟკო: „ვერ ვხედავ აზრს ვესაუბრო მოსკოვის საპატრიარქოს კონფესიის წარმომადგენლებთან გადასვლების თაობაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მოცემული ტაძრების მრევლთან ურთიერთობა, რომელთაც შეუძლიათ სთხოვონ ხალხს მიიღონს ეს გადაწყვეტილებები“.

აქ საინტერესოა ორი მომენტი.

ჯერ ერთი, ქალაქის თავი საუბრებს მღვდლებთან გადასვლების თაობაზე თვლის უსარგებლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ უმე-ს სამღვდელოება აცნობიერებს იმას, რომ უმე-დან ნებისმიერ სამწყსოში გადასვლა არის ქრისტეს ეკლესიის ღალატი და ხსნის კიდობანის მიტოვება, რომელსაც წარმოადგენს ეკლესია. სამღვდელოება უმეტეს შემთხვევაში რჩება ერთგული.

მეორე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი თვლის, რომ სამწყსო არის ის სუსტი რგოლი, რომლის დარწმუნებაც შეიძლება მეუ-ში გადასვლასთან დაკავშირებით. და აი, აქ მთავარ როლს თამაშობს ის, შეძლო თუ არა თემის წინამძღოლმა თავისი მრევლში ჭეშმარიტი რწმენისა და ნამდვილი ეკლესიურობის ჩანერგვა. ასწავლიდა თუ არა ის მათ ერწმუნათ „ერთიანი, წმინდა და სამოციქულო ეკლესია“ თუ მათთვის იყო უბრალო თხოვნის შემსრულებელი. გარეგნულად მსგავსი წესები შეიძლება შეასრულოს მეუ-ს „მღვდელმაც“, ხოლო ადამიანის ქრისტესთან დაკავშირება, ჭეშმარიტი კურთხეული საიდუმლოებების გადაცემა, უფალთან მიყვანა მხოლოდ უფლის ნამდვილ მღვდლებს შეუძლიათ. ამის გაგება მრევლის მიერ წარმოადგენს იმის მთავარ პირობას, მართლმადიდებლური თემის განადგურების ყველა მცდელობა აღმოჩნდენა ამაო. თუნდაც წაიღონ ტაძარი, თემი არსად წავა.

უმე-ს ყველა არამეგობარს შევახსენებთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „არაფერია ქრისტეს ეკლესიაზე ძლიერი. ვინც მასთან გადაწყვეტს  ბრძოლას, ის აუცილებლად დაღუპავს თავის ძალებს: ეს იგივეა დაირაზმო ზეცის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ