დააბრუნებს თუ არა ლუკაშენკო უკრაინას „ნამდვილი რწმენის“ წიაღში?
ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკის ტაძარში გააკეთა რეზონანსული განცხადება უკრაინის თაობაზე, განხეთქილებაზე და ავტოკეფალიაზე. ვკითხულობთ და ვაანალიზებთ.
7 იანვარს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის ღირსი ოპტინელი ბერების ტაძარში შობის მსახურების დროს გააკეთა რამოდენიმე საკმაოდ რეზონანსული განცხადება.
კერძოდ, მან განაცხადა: „მე ავიღე უფრო ხისტი კურსი იმისკენ, რომ შევინარჩუნო ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რათა ჩვენ ვიყოთ სახელმწიფო. თუმცა, ვიყავით მჭიდრო კავშირში ჩვენს უახლოეს მეგობრებთან და ძმებთან. ვინ არიან ესენი? ესაა რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. არა აქვს მნიშვნელობა, რა ხდება დღეს იქ, იქ ხალხი არის უკიდურესად დაბეჩავებული. ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა დავაბრუნოთ ჩვენი ნამდვილი რწმენის წიაღში. იქ რელიგიური მიმართულებებით ისეთი განხეთქილება მოხდა, რომლის დაძლევაც საკმაოდ რთული იქნება. ესაა ის, რაც ჩვენთან სურდათ 2020 წელს: ავტოკეფალია, ჩვენი ეკლესიის განხეთქილება და ა.შ. თქვენ ეს ყველაფერი იცით, ჩვენ მოვახერხეთ ამის თავიდან არიდება. და მე არ მინდა, რომ ეს ჩვენს მეზობლებთან განმეორდეს. ყაზეხეთი არის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოზე შეტევის მცდელობა რუსეთის პერიმეტრზე. მათ სურთ სისხლში ჩაახრჩონ რუსეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ რუსეთი დაეცემა, ჩვენ ვერც კი შევამჩნევთ, სად აღმოვჩნდებით. აი, ჩვენ უბრალოდ გადაგვაბიჯებენ, დოლაბში დაგვაქუცმაცებენ და გამოგვაფურთხებენ. ამიტომაც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი მართლმადიდებლობის ცენტრი და არა მხოლოდ“.
რაში არ არის მართალი ლუკანშენკო
დავიწყოთ იქიდან, რომ დაუშვებელია ერისკაცი, თუნდაც სახელმწიფოს მეთაური, იდგეს ღია აღსავლის კარის ცენტრში და აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს. ეს ჩვენი პეტრე პოროშენკოს სტილია, რომელიც მეუ-ს ტაძრებში „ტომოს-ტურებზე“ რეგულარულად აქცევდა ამბიონს პოლიტიკურ პროპაგანდისტულ ტრიბუნად. გასაგებია, რომ ლუკაშენკო შესაძლოა ვერ აცნობიერებდა, რომ ადგილს, რომელზეც დგას გააჩნია საკრალური მნიშვნელობა და იქ დგომა შეუძლია მხოლოდ მღვდელმსახურის ანაფორით მოსილ ადამიანს. თუმცა, ტაძრის სასულიერო პირმა უნდა მისცეს შენიშვნა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურს და მას მიკროფონი დაუყენოს არა აღსავლის გაღებულ კარებთან. მითუმეტეს, რომ ბელორუსის ეკლესიის წინამძღოლს მიკროფონი დაუყენეს მარჯვნივ.
მეორე უსიამოვნო მომენტი არის მტკიცება, რომ უკრაინაში „ხალხი უკიდურესად დაბეჩავებულია“. ეს ასე არაა. რასაკვირველია, უკრაინის მოქალაქეების ცხოვრების დონე ბელარუსში ანალოგიური მაჩვენებლების ქვემოთაა, მაგრამ „უკიდურესობამდე“ ჩვენ მაინც არ მივსულვართ, თუმცა ჩვენი მთავრობის ძალისხმევის „წყალობით“, შესაძლოა აქამდე შორიც არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტის პირიდან ეს მინიმუმ, არაკორექტულად ჟღერს.
და მესამე მომენტი - დაპირება, გაკეთდეს ყველაფერი, რათა უკრაინა დაბრუნდეს ჩვენი ნამდვილი რწმენის წიაღში“. რა რწმენა აქვს მხედველობაში ა. ლუკაშენკოს? მართლმადიდებლობა? თუმცა, ეს მისი კომპეტენციის სფერო არაა. რუსული ცივილიზაცია? მოძმე ხალხთა კავშირი? შესაძლოა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მსგავი საკითხები უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ხალხმა და არა გარე ძალებმა. და თუ ამერიკელი ცინოვნიკები, მთლიანობაში ე.წ. კოლექტიური დასავლეთი ღიად არაფრად მიიჩნევს ჩვენი ხალხის სუვერენიტეტს, ბელარუსის პრეზიდენტს მაინც უნდა გამოეჩინა კორექტულობა ამის თაობაზე.
რაში ვერ შეედავები ლუკაშენკოს
ჯერ ერთი, ესაა იმის გაგება, რომ აშშ ებრძვის რუსეთს, ხოლო ყოფილი რესპუბლიკები არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ ამ ბრძოლაში იყენებს. ამერიკელები არასდროს გაჩერებულან იმის წინაშე, რომ საჭიროების შემთხვევაში გაეწირათ ისინი ამერიკის ინტერესების წინაშე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ს გასვლა ავღანეთიდან 2021 წელს,როცა ამერიკელებმა თალიბებს შეატოვეს ავღანელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ადრე აშშ-ზე მუშაობდნენ. ცოტათი ადრე ისინი ანალოგიურად მოექცნენ თავიანთ მოკავშირე-ქურთებს სირიაში, როცა მათ წინააღმდეგ თურქული არმიის ოპერაცია გაიშალა. საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, რომელშიც ამერიკელები ფერად რევოლუციებს აწყობდნენ ან „დემოკრატიას“ ნერგავდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების მეშვეობით, დიდი ხნით დაისადგურა ქაოსმა, კრიმინალმა, ეკონომიკის ჩამოშლამ, სოციალური ინსტუტუტების დეგრადაციამ და ა.შ. რასაკვირველია, ამ ქვეყნების რა სუვერენიტეტზე იყო საერთოდ საუბარი. მათ აშშ მართავდა, რომელიც სულაც არ ითვალისწინებდა ამ ქვეყნების ხალხთა ინტერსებს. ერაყი, ლიბია, სირია, ავღანეთი და ა.შ. ამიტომაც, როცა ა.ლუკაშენკო ამბობს „ჩვენ უბრალოდ გადაგვაბიჯებენ, დოლაბში დაგვაქუცმაცებენ და გამოგვაფურთხებენ“, ის დიდი ალბათობით, აბსოლუტურად მართალია.
მეორე, უკრაინაში ნამდვილად არსებობს მასშტაბური განხეთქილება. დიახ, ის თითქმის 30 წლის წინ დაიწყო ფილარეტის მიერ. თუმცა, ის ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განამტკიცეს მეუ-ს სახით, რომლებმაც ამისთვის უდიდესი დიპლომატიური სამუშაო გასწიეს. ამ პროექტის მიზანი იგივეა - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დასუსტების გზით რუსეთის დასუსტება. ნუთუ ვინმე სერიოზულად შეიძლება ფიქრობდეს იმაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები თავიანთ დროსა და რესურსებს იმაზე ხარჯავდნენ, რომ მართლმადიდებლობა აეყვავებინათ? არა. სამწუხაროდ, მეუ-ც და ფანარიონიც მხოლოდ ინსტრუმენტებია ამერიკული ჰეგემონიის დასამკვიდრებლად.
ახალი არაფერი ამერიკულ პოლიტიკაში არაა, ეს ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა მოიფიქრეს- გათიშე და იბატონე. უკრაინაში მათ მოახერხეს არსებული განხეთქილების განმტკიცება, ხოლო ბელარუსში ის ჩავარდა. რატომ? იმიტომ, რომ ე.წ. ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა წარმოადგენდა პოლიტიკური ბრძოლის ელემენტს. 2020 წლის აგვისტოში, როცა ბელარუსში იყო „მაიდანის“ და კანონიერი ხელისფულების დამხობის მცდელობა, სიტუაციის დაძაბვის ერთ-ერთი ხერხი იყო ავტოკეფალიის შექმნის ინიციატივის აქტივაცია. ბელარუსში მოვლენებამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2019 წლის 17-18 აგვისტოს ჩერნიგოვში მეუ-ს ეგიდის ქვეშ შედგა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ავტოკეფალიის მიღების საკითხს. ანუ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები, რომლებიც ლეგალიზებული არიან ფანარიონის მიერ, თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ ბელორუს კოლეგებს. 2020 წლის აგვისტოში დაპირისპირების დროს, ოპოზიციონერების მიერ შემუშავებულ იქნა ე.წ. „რეფორმების რეანიმაციული პაკეტი“, რომელშიც ცალკე პუნქტად გათვალისწინებული იყო „ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის “, როგორც „რმე-ს ბელარუსის ეგზარქატის ნაციონალური ალტერნატივის“ აღდგენა.
ე.წ ბელორუსის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა წარმოადგენდა პოლიტიკური ბრძოლის ელემენტს.
ის, რომ ბელორუსის ავტოკეფალიას უნდა გამოეწვია საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების ზრდა, არავის მიერ არ იყო დაფარული. დიახ, უკრაინის მაგალითმაც, სადაც მეუ-ს შექმნამ გამოიწვია ტაძრების მრავალრიცხოვანი მიტაცება, ძალადობა და მტრობა ერთიდაიმავე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს შორის, ძალიან ნათლად დაგვანახა ეს. სხვა ყველაფერი სხვაა და ამ საკითხში ბელორუსის ხელისუფლება გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი აღმოჩნდა. ა. ლუკაშენკომ მაშინ რეაგირება მოახდინა ავტოკეფალიის შექმნის პერსპექტივაზე: „ჩვენ ახლა აღმოვჩნდებით ომში, კონფესიათშორის ბრძოლაში და ამ ნიადაგზე, ეროვნებათშორის ბრძოლაში. და ყველაფერი იმით, რითაც ვამაყობდით (ეროვნული თანხმობა - რედ.), იქნება უარყოფილი და შელახული“. ბელარუსებმა მოახერხეს ასეთი სცენარის თავიდან აცილება 2020 წელს, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებთ, კონფესიათშორისი განხეთქილება შეიძლება ამ ქვეყანაში ისევ დადგეს დღის წესრიგში.
ამის შესახებ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა მეუ-ს სპიკერმა ივანე (ევსტრატი) ზორიამ: „სინამდვილეში ისეთების განცხადებები, როგორიცაა ლუკაშენკო - შესანიშნავი რეკომენდაციაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. უცნაური იქნებოდა, ბანდიტები რომ გვაქებდნენ. ასევე მისი განცხადება მოწმობს იმას, რომ ბელარუსის სისხლიანი ლუკაშენკოს დიქტატურისგან განთავისუფლების შემდეგ მოვა ბელარუსის ეკლესიის ავტოკეფალიის დროც“.
როგორც ვხედავთ, ი. ზორია ბელარუსის ეკლესიის ავტოკეფალიას აკავშირება არა მართლმადიდებელი ხალხის სურვილთან, არამედ ა. ლუკაშენკოს რეჟიმის დაცემასთან, რომელსაც ის „სისხლიანს“ უწოდებს. უდაოა, რომ მომდევნო ეტაპი უნდა იყოს ავტოკეფალიის მომხრეების მიერ ბელარუსის დამოუკიდებლობის დაცვა (უკრაინის ანალოგიის მიხედვით). შეიძლება სხვადასხვაგვარად უდგებოდე ბელარუსის პრეზიდენტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სწორედ მის პერიოდში ბელარუსში არის მშვიდობა და სამოქალაქო საზოგადოების თანხმობა, ხოლო სისხლიანი მოვლენები და არეულობა მაშინ წარმოიშვა, როცა სცენაზე ბელარუსი ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ასევე ავითარებდნენ ავტოკეფალიის იდეას.
ზორია ბელორუსის ეკლესიის ავტოკეფალიას უკავშირებს არა მართლმადიდებელი ხალხის სურვილს, არამედ ა. ლუკაშენკოს რეჟიმის დაცემას, რომელსაც ის „სისხლიანს“ უწოდებს.
მესამე, დღეს საქმე მართლაც ეხება იმას, რომ მართლმადიდებლობა ჩვენს მიწაზე ექცევა სერიოზული საფრთხისა და გამოცდის ქვეშ. უცნობია, აცნობიერებდა თუ არა ა. ლუკაშენკო იმას, თუ რა მუქარა იყო ის, როცა ამბობდა, რომ „გვჭირდება ჩვენი ცივილზიაციის ცენტრის, ჩვენი მართლმადიდებლობის ცენტრის შენარჩუნება“, მაგრამ არსებითად, ჩვენ ახლა ვაკვირდებით დასავლეთის მცდელობას სადაო გახადოს წმინდა მთავარ ვლადიმირის ცივილიზებული არჩევანი. მართლმადიდებლობა ახლა დარტყმის ქვეშაა.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ უკრაინაში მეუ და უბკე ცდილობენ გაერთიანებას ამა თუ იმ ფორმით. უფრო მეტიც, თავად მოსალოდნელი უნია ვატიკანსა და ფანარიონს შორის შეიძლება სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს. ბელორუსის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შემთხვევაში ბელარუსი ასევე აღმოჩნდებოდა ამ პროექტში ჩართული. ისტორიული უნიატური ეკლესია, რომელიც 1596 წელს ბრესტის საეკლესიო კრებაზე წარმოიქმნა, თავის საქმიანობას ავრცელებდა თანამედროვე რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ისტორიული გამოცდილება შეიძლება დღეს აქტუალიზებული იყოს გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებში და გამოყენებულ იქნეს მორიგი უნიატური პროექტის რეალიზაციისთვის.
თუმცა, უნია მოიცავს არა მხოლოდ წმინდა რელიგიური ხასიათის საფრთხეს. მართლმადიდებლობამაც და კათოლიციზმმაც შესაბამის ქვეყნებში ჩამოაყალიბეს ცალკეული თვითკმარი ცივილიზაციები, რომლებშიც რელიგიური მსოფლმხედველობა დაღს ასვამს საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროს. ეს ხდება იმ შემთხვევებშიც, როცა ადამიანები უკვე არ თვლიან თავს რელიგიური ცნობიერების მატარებლად.
და აი, ახლა ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენი ცივილიზაციური პარადიგმის, ჩვენი ცივილიზაციური კოდის ცვლილება. ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მენტალურად გავხდებით ფრანგები, გერმანელები ან პოლონელები, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს იმას, რომ აღმოვჩნდებით „ივანები, რომელთაც არ ახსოვთ თავიანთი წარსული“, ადამიანები წარსულის და შესაბამისად, მომავლის გარეშე.
სწორედ ამ ჩვენი ნაციონალური იდენტურობის, ჩვენი ცივილიზაციური კოდის შენარჩუნებაზე მიმდინარეობს ამჟამად შეურიგებელი ბრძოლა. ამ მტკიცებას ვერ შეედავები.
დასკვნა
თავის სიტყვაში ა. ლუკაშენკომ კიდევ რაღაც თქვა: „ეს წელი (2022-რედ.) არ იქნება მარტივი. სამყარო სერიოზულად შეიცვლება. სამყარო შეიცვლება ხალხთა და სახელმწიფოების კავშირებად გაერთიანების კუთხით“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გველოდება ერთგვარი მასშტაბური მოვლენები. ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, რა იქნება ეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გვახსოვდეს შემდეგი:
- უკრაინაში ხელისუფლების სუვერენს წარმოადგენს ხალხი, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი;
- ქრისტიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს უფლის მცნებები, არც ერთი მიწიერი კეთილდღეობა არ ღირს იმად, რომ ამას ანაცვალო მარადიული სიცოცხლე;
- მადლობა უფალს, რომელმაც ამ რთულ დროს ეკლესიის სათავესთან ღირსეული და სულიერი მოძღვრები დააყენა: მიტროპოლიტი ონუფრი უკრაინაში და მიტროპოლიტი ბენიამინი ბელარუსში. მათი მოწოდებებისა და დარიგებების შესრულება არის იმის საწინდარი, რომ ჩვენი ხალხი მოახერხებს რყევებისა და ტრაგიკული მოვლენების თავიდან არიდებას.
რაც შეეხება სტატიის სათაურად გამოტანილ საკითხს, ბელორუსის პრეზიდენტის სადმე დასაბრუნებელი არ ჭირს რამე უკრაინას, არჩევანი თავად ჩვენმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ის გარემოება, რომ სამი წლის განმავლობაში, როგორც უკრაინის ხელისუფლების, ასევე ამერიკელი ჩინოვნიკების მასშტაბური მხარდაჭერისას, მეუ-ს პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ წარუმატებელი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა ხალხმა თავად გააკეთა ეს არჩევანი. და ეს არჩევანი არის მართლმადიდებლობისადმი ერთგულება.
კირილ ალექსანდროვი.