ТСН-ის ახალი თავდასხმები: როგორ აღმოჩნდა უმე ჩერნოგორიაში კურატორად

24 September 2021 22:06
2
ТСН-ის ახალი თავდასხმები: როგორ აღმოჩნდა უმე ჩერნოგორიაში კურატორად

ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტის ინტრონიზაციაზე უმე-ს დელეგაციის ვიზიტში ТСН დაინახა სერბეთისა და კრემლის მუშაობა ნატო-ს წინააღმდეგ. გავაანალიზოთ ტელეარხის ფანტაზიები.

ТСН ისევ უტევს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. და ამ არხის შეტევები ისევ არის აბსურდული, აგრესიული და უკიდურესად არაპროფესიონალური. ამ ჯერზე ალა მაზურიმ მეგობრებთან ერთად უნეტარესი ონუფრი დაადანაშაულა კრემლსა და სერბეთზე მუშაობაში და ასევე ნატო-ს წინააღმდეგ მოქმედებებში.

„უბრალოდ მთელი მსოფლიო თვალში კრემლმა მყისიერი სპეცოპერაცია ჩაატარა. თუმცა, ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ საეკლესიო-პოლიტიკურ დეტექტივში, რომელსაც ექსპერტები „ტროას ცხენს“ უწოდებენ ნატო-თვის მოსკოსვის საპატრიარქოს უკრაინელმა მღვდლებმა ითამაშეს“,- არწმუნებს მაყურებელს ტელეწამყვანი ალა მაზური.

ყოველივე ეს გამოიყურება, როგორც მხიარული გათამაშება, მაგრამ ჟურნალისტები საკმაოდ სერიოზულები არიან. 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი არწმუნებენ მაყურებელს, რომ ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ახალი მეთაურის ინტრონიზაცია, საეკლესიო ცხოვრების შიდა მოვლენა, სინამდვილეში არის მოსკოვის დივერსია ჩერნოგორიის წინააღმდეგ, რომელიც კრემლმა უკრაინელი იერარქების ხელით განახორციელა.

ტსნ: „სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც მხარს უჭერს რუსული ეკლესია მისი უკრაინული ფილიალით, გადაწყვიტა თანამდებობაზე აეყვანა სერბეთის ახალი მიტროპოლიტი... კრემლი იღებს სერბეთის ეკლესიის სტრატეგიული პარტნიორის როლს და ნიშნავს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინელ პანოტს კრიზის-მენეჯერად“.

მოდით, განვიხილოთ სიტუაცია ჩერნოგორიაში და პრეტენზიები ტსნ-ს მხრიდან.

2021 წლის 5 სექტემბერს ცეტინის მონასტერში ჩატარდა სერბეთის ეკლესიის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ახალი მეთაურის იოანიკიოსის ინტრონიზაცია. როგორც ვიცით, ახალი წინამძღოლის ინტრონიზაცია უშუალოდ საეკლესიო და მშვიდობიანი მოვლენაა. თუმცა, ამ ჯერად ეს არ მოხდა. და არა ეკლესიის ბრალეულობით. რამოდენიმე ათეულმა და შესაძლოა, ასეულმა რადიკალმა, რომელიც ორგანიზებული იყო პრეზიდენტ ჯუკანოვიჩის მიერ, მიტროპოლიტ იოანიკიოსის ინტრონიზაციის წინააღმდეგ, მოაწყო დარბევა და არეულობები.  ისინი თავს ესხმოდნენ სამართალდამცავებს, ანთებდნენ ფაერებს და ცეცხლს უკიდებდნენ სალტეებს. აქტივისტებს შორის შენიშნული იყო ჩერნოგორიელი განხეთქილებაში მყოფების მეთაურები - მიხეილ დედეიჩი და ბოიან ბოიოვიჩი, რომლის თანამსახურების გამოცა სერგეი დუმენკომ 2019 წელს ბოდიში მოიხადა ჩერნოგორია-პრიმორსკის ადრინდელი მიტროპოლიტის ამფილიოქის წინაშე.

ამჟამად აქტივისტებმა ბარიკადებით გადაკეტეს გზა პოდგორიცადან ცეტინში და სრულად მოახდინეს ქალაქის ბლოკირება. შედეგად, ეკლესიის იერარქები იძულებულნი იყვნენ ცეტინში ინტრონიზაციაზე ვერტმფრენებით მისულიყვნენ.

ТСН-ის ახალი თავდასხმები: როგორ აღმოჩნდა უმე ჩერნოგორიაში კურატორად фото 1
სერბეთის ეკლესიის იერარქების ჩასვლა ცეტინის მონსატერში. ფოტო: RTCG

მიაქციეთ ყურადღება, რომ პატრიარქი პორფირე და მიტროპოლიტი იოანიკიოსი ვერტმფრენიდან ჩადიან და მასში ბრუნდებიან ანტისნაიპერული ფარის მიფარების ქვეშ. სამართალმდამცველები მას მიზეზის გარეშე არ გამოიყენებდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდა მკვლელობის რეალური საფრთხე. თავად, ტსნ-ის ჟურნალისტები იყენებენ გამოთქმას „ანტიტერორისტული ინტრონიზაცია“. ტერორისტული აქტის საფრთხის თაობაზე საუბრობს ევსტრათი ზორიაც კი: „ეს იყო კონტრტერორისტული ღონისძიება“.

სხვათაშორის, ტსნ-ის თვალში, ადამიანები, რომლებიც მღვდელმთავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ - არანაირი ტერორირსტები არ არიან, არამედ არიან უბრალოდ არაგულგრილი მოქალაქეები, რომელთაც რუსული პროპაგანდა ექსტრემისტების იარლიყს აწებებს: „ჩერნოგორიელი მოქალაქეები, რომელთაც რუსული პროპაგანდა ექსტრემისტებად რაცხავს, ქალაქში შესვლის ბლოკადას ახდენს“. თუმცა, თუ რუსეთში ვინმეს ექსტრემისტს უწოდებენ, ისინი ტსნ-თვის პრაქტიკულად გმირები არიან.

და აი, მაზურის აზრით, ცივილიზებული საზოგადოება შეძრა ვერტმფრენის კადრებმა. არა იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს შეიძლება  მკვლელობის საფრთხე შეექმნას, არამედ იმიტომ, რომ მათ სიცოცხლეს სპეცრაზმი იცავს: „კადრები, სადაც სასულიერო პირები სამხედრო თვითმფრინავით მიფრინავენ, ხოლო შემდეგ სპეცრაზმის უკან იმალებიან, ცივილიზებული სამყარო შეძრა. რატომ დასჭირდათ მართლმადიდებელ მამებს ავტომატიანების მხარდაჭერა“. რა საინტერესო კითხვაა ალა მაზურისგან. მოდით, ვუპასუხოთ მას. ჩვეულებრივ, სპეცრაზმელები მუშაობენ იქ, სადაც არის რეალური საფრთხე ადამიანის სიცოცხლისთვის.

თუმცა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტსნ-თვის საკუთარი სიცოცხლის დაცვა  თითქმის სირცხვილია. ჟურნალისტები იცინიან, რომ ინტრონიზაციამ ტერორისტული შეტევის საფრთხის გამო ისე საზეიმოდ არ ჩაიარა, როგორც უნდა ჩატარებულიყო.

ТСН-ის ახალი თავდასხმები: როგორ აღმოჩნდა უმე ჩერნოგორიაში კურატორად фото 2
ტსნ-ზე დარწმუნებულები არიან: ცივილიზებული სამყარო შეძრა იმან, რომ ეკლესიის მღვდელმთავრებმა ისარგებლეს ავტომატიანი სპეცრაზმის დაცვით. ფოტო: скриншот ютуб-канала ТСН

ტსნ: „ცერემონიის პათოსის დავიწყება მოხდა, ახალ მიტროპოლიტს აკურთხებენ ავტომატიანების დაცვის ქვეშ. სხვათაშორის, კურატორი კმაყოფილია“.

მთლიანობაში, ყველაფერი ჩვეულებრივადაა ტსნ-თან, აქტივისტები, რომლებმაც მოაწყვეს არეულობები და მღვდელმთავრების სიცოცხლეს დაემუქრნენ - არიან გმირები, ხოლო მათი პოტენციური მსხვერპლი - მშიშრები და ნაძირლები.

თუმცა, დავუბრუნდეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს.

პროგრამის დასაწყისში ავტორები მრავალმნიშვნელოვნად ახდენენ ჩერნოგორიაში უმე-ს დელეგაციის ჩასვლის დემონსტრაციას და წარმოაჩენენ ვითარებას, როგორც აგენტი-დივერსანტების ვიზიტს.

ტსნ: „სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინიდან ჩერნოგორიის მიწაზე მიფრინავდა, ძალიან მნიშვნელოვან მგზავრებს ატარებს. ახლახანს ჩამოსული წყვილი - პუტინის „მეგობრობის“ ჯიდლოებით დაჯილდოებული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტოპმენეჯერები - მისი საქმეების მმართველი მიტროპოლიტი ანტონი და ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტი სერგეი“.

ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს ორ სიტყვას, რომელიც წარმოთქმული მიტროპოლიტ სერგეის მიერ და მათზე აგებს მთელი კონსპიროლოგიური თეორია.

ტსნ: „სწორედ ის ხვევნისა და კოცნის შემდეგ წარმოთქვამს სიტყვებს „გამარჯვება იქნება“. რა გამარჯვებაზეა საუბარი“?

როგორც გავარკვიეთ შეხვედრის მონაწილეებისგან, საქმე ეხება მაცხოვრის აღდგომას. ისე როგორც ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე, ეკლესია გაიმარჯვებს სასულიერო ბრძოლაში და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. და რას გულისხმობდნენ ტსნ-ში? როგორც ჩანს, გამარჯვება ცეტინში ინტრონიზაციის ჩატარებაში. თუმცა, როცა უმე-ს იერარქები ჩერნოგორიაში მიფრინავდნენ, არანაირი გამარჯვება არ იყო საჭირო, რამდენადაც ჯერ კიდევ არ იყო ანაირი დარბევა აქტივისტებისგან.

მაშ, რაშია ტსნ-ს ლოგიკა? ნუთუ, ისინი თვლიან, რომ უმე-ს იერარქებმა თავიდან მოახდინეს ჯუკანოვიჩის მომხრეთა არეულობები, ხოლო შემდეგ მათზე გამარჯვება უზრუნველყვეს?
ტსნ: „ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტმა სერგეიმ განუცხადა ჩერნოგორიაში სერბეთის ეკლესიის მეთაურს: „გამარჯვება იქნება!“

ТСН-ის ახალი თავდასხმები: როგორ აღმოჩნდა უმე ჩერნოგორიაში კურატორად фото 3
უნეტარესი ონუფრის მეგობრული ვიზიტი ჩერნოგორიაში 2020 წელს ტნს-ს მიერ კურატორის ვიზიტად იქნა აღქმული. ფოტო: СПЖ

რა უნდა ითქვას ამაზე? ნუთუ, მღვდელმთავრის სხვა ქვეყანაში ვიზიტი არის სპეცსამსახურების მუშაობის ნიშანი?

მოდით გავიხსენოთ, რომ ეკლესია ჩერნოგორიაში და ეკლესია უკრაინაში არის ერთი ქრისტეს ეკლესია. უბრალოდ, ისინი სხვადასხვა ტერიტორიებზეა განთავსებული.

ჩვენ ვიცით, რომ მეზობელ სოფლებში ძალიან ხშირად მღვდლები მრევლთან ერთად ერთმანეთს სტუმრობენ ტაძრის დღესასწაულებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამით მათ ხელისუფლების მიტაცება სურთ ამ სოფელში? არა, ისინი უბრალოდ თავიანთ ძმებს სტუმრობენ და მონაწილეობენ საერთო ღვთისმსახურებაში. ზუსტად ასე, ერთი ეკლესიის მღვდელმთავრები და მღვდლები სტუმრობენ მეორე ეკლესიის იერარქებს, მონაწილეობენ ტაძრის ღვთიმსარებაში, ლიტანიობაში, იზიარებენ დღესასწაულების სიხარულს ან ახალი ეპისკოპოსების ხელდასმას.

შეიძლება გავიხსენოთ, რომ უნეტარესი ონუფრის ინტრონიზაციაზე მოვიდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაცია, მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიისაც. ნიშნავს ეს იმას, რომ ტსნ ფანარიოტებს თვლის ერდოღანის დივერსანტებად, რომლებიც მუშაობენ უკრიანის სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს საკმაოდ დიდი სისულელეა. სამწუხაროდ, უკრაინის ცენტრალური მის-ები ტსნ-ს მეთაურობით წლიდან წლამდე დაკავებულნი არიან ღია ანტისაეკლესიო პროპაგანდით, ამასთან, საკმაოდ პრიმიტიული დონის პროპაგანდით. ამ წლების განმავლობაში ამ პროპაგანდისტების შემადგენლობა განახლდა, ზოგიერთი ჟურნალისტი იძულებული გახდა შეეცვალა იმიჯი, მაგრამ მათი რიტორიკა არ შეცვლილა. და ეს სამწუხაროა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ დამარცხება და ის არ დაამარცხებს თავის ეკლესიას. ჩერნოგორიაშიც და უკრაინაშიც ადამიანები საჯაროდ  აცხადებენ საკუთარი რწმენის, მათი ეკლესიის მხარდაჭერის თაობაზე. ისინი აცხადებენ ამას, რადგან მათთვის ეკლესია არაა პოლიტიკური კინკლაობა, ეკლესია არის გზა მარადიულობაში. ჩვენთანაც, ჩერნოგორიაში არიან ძალები, რომელთაც ეს აღიზიანებთ. თუმცა, დაგვაზარელბს მათი ცილისწამება? მოვისმინოთ, რას ამბოს ამის თაობაზე უნეტარესი ონუფრი:

„მათ სურთ, რომ მარადიულობა დავივიწყოთ, რომ ამას თავი მივანებოთ და დავკავდეთ მიწიერი, პოლიტიკური კინკლაობით, რომელსაც არ აქვს დასასრული და კიდე და რომელიც ყოველთვის სრულდება უფერულად. პოლიტიკაში დღეს „ოსანა“, ხვალ არის -„ჯვარს აცვით“. ადამიანებს სურთ, რომ ეკლესია იცვლებოდეს, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობები. ეკლესია კი არ შეიძლება შეიცვალოს, რადგან უფლის ჭეშმარიტება უცვლელია. ქრისტემ თქვა, რომ ამ სამყაროში ისინი, ვისაც სურს მას მიჰყვეს, იქნებიან დვენილნი, შეძულებულნი და წყეულნი. ასე რომ ეს ჩვენი გზაა, ეკლესიის გზაა.

ჩვენს ეკლესიას ეწოდება „მეომარი ეკლესია“ ანუ ის ბოროტებას ებრძვის. ხოლო თუ ის ბოროტებას ეწინააღმდეგება, ბოროტება მის წინააღმდეგ ირაზმება. ეკლესია არასდროს გადაუხვევს ამ გზიდან. და მე მინდა ვიყო ამ ეკლესიაში, არ მსურს ამ ეკლესიიდან გადახვევა. და ვაღიარო ის, რასაც ეკლესია ქადაგებს - გვიყვარდეს ადამიანები, ვაკეთოთ სიკეთე. ხოლო რას იტყვიან ისინი ამაზე ჩემთვის - დაე, უფალმა განსაჯოს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ