მართმადიდებლობა, ანუ ,,მომავლის რელიგია": ბართლომეს 4 სიტყვა კიევში

05 September 2021 21:40
284
პატრიარქმა ბართლომემ კიევში რამოდენიმე სპიჩი წაიკითხა. ფოტო: СПЖ პატრიარქმა ბართლომემ კიევში რამოდენიმე სპიჩი წაიკითხა. ფოტო: СПЖ

კიევში ყოფნისას, პატრიარქმა ბართლომემ რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა. მათი ანალიზი მოულოდნელ შედეგებს იწვევს.

უკრაინაში ვიზიტის დროს პატრიარქმა ბართლომემ რამოდენიმე სპიჩი წარმოთქვა, რაც პოლიტიკოსებთან მისი შეხვედრის ჩრდილში აღმოჩნდა. ამასობაში, პატრიარქ ბართლომეს „კიევური“ სპიჩის გაანალიზებისას, შეგვიძლია გავაცნობიეროთ ტენდენციები, რომლებიც არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში და საითკენაც ისინია მიმართული. კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესია, ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, ჯერჯერობით რჩება მართლმადიდებლობის ნაწილად ის, რაც მასში ხდება, ასეა თუ ისე ყველაზე ტოვებს დამღას. ფანარიონი აყალიბებს მართლმადიდებლობის შემდგომი განვითარების დღის წესრიგს და სთავაზობს (თავს ახვევს) მას დანარჩენს. ამას შეიძლება დაეთანხმო, შეიძლება უარყო, მაგრამ თავიდანვე საჭიროა გაიგო, რაში მდგომარეობს ის.

არსებობს განცხადების რამოდენიმე ფორმა, რომლითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ამა თუ იმ სუბიექტის პოზიციის შესახებ. ერთ-ერთი მათგანია სიტყვა. ეს ფორმა ყველაზე სრულად ამჟღავნებს მოსაუბრის პოზიციას, რამდენადაც მზადდება წინასწარ და გათვლილია იმ აუდიტორიაზე, რომლის წინაშეც მისი წარმოთქმა ხდება. კიევში პატრიარქ ბართლომეს მიერ ასეთი სიტყვა რამოდენიმეჯერ იქნა წარმოთქმული, მაგრამ ჩვენ გამოვყოფთ ოთხს:

  • 21 აგვისტოს მიხაილოვის ზლატოვერხის მონასტერში ე.წ. დოქსოლოგიის დროს;
  • 22 აგვისტოს კიევის სოფიას ტაძარში ლიტურგიის დროს;
  • 23 აგვისტოს კიევ-მოგილიანის აკადემიაში მიღების დროს;
  • 23 აგვისტოს მიმართვა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსადმი.

ახლა კი ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.

სიტყვა მიხაილოვის ზლატოვერხის მონასტერში.

ეს იყო მისასალმებელი სიტყვა ვიზიტის მეორე დღეს, ლოგიკურად ის ორ ნაწილად იყოფა:

  • დიდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს;
  • დიდება სერგეი დუმენკოს.

უკვე პირველ სიტყვებში, უფლისადმი მადლიერების შემდეგ კიევში ვიზიტის გამო, პატრიარქი ბართლომე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მთავარმა ვლადიმირმა რწმენა მიიღო „ახალი რომის ზესახელმწიფოსა და დიდი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან“.

ხშირად ფანარიოტების ბაგიდან ისმის თეორიის „მოსკოვი - მესამე რომი“ მკვეთრი კრიტიკა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო XVI-XVII  საუკუნეებში. თუმცა, ამჟამად, რუსეთში ეს თეორია მოიხსენიება, როგორც ისტორიული ფაქტი, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქო  „კონსტანტინოპოლი - ახალი (მეორე) რომიი“ იდეის საფუძველში აყენებს საკუთარ იდენტურობას, ამასთან, თანამედროვეს. ჯერ ერთი, ეს „მეორე რომი“ 500 წელზე მეტია იმყოფება მუსულმანური სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორეც, მეორე, მესამე და ა.შ. „რომის“ თეორიები პრინციპულად არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მესამეც, ამ თეორიებს არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ ახალ აღთქმაში. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ კეთილშობილურ მცდელობას გააზრებულ იქნეს სახელმწიფოს მოწყობის ფორმა ქრისტიანული რელიგიის ბატონობის დროს.

შემდეგ, „მისი საღვთო უწმინდესობა“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ „კიევის მიტროპოლია, მიუხედავად იმისა, რომ პირიქით საუბრობენ, იყო განუყოფელი კანონიკური ტერიტორია და მიტროპოლია ჩვენი უწმინდესი სამოციქულო და საპატრიარქო ტახტის ხელმძღვანელობით“ (ამაზე, რასაკვირველია, არავინ დაობს, მითუმეტეს, ამაზე არ გაყვირიან) და ჩამოთვლის იმ ადგილობრივ ეკლესიებს, რომლებიც წარმოიქმნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წყალობით. ამასთან, პატრიარქი ბართლომე ამტკიცებს, რომ ფანარიონი „არასდროს არ გვახსენებს დიდი დარდის, სილის გაწვნის, წყენისა და ლურსმნების დღეებს, მაგრამ ყოველთვის მიდის პატიების, კეთილშობილებისა და ყველა მისი შვილის განკურნების გზით გამონაკლისის გარეშე“. ამ სიტყვებში შეგვიძლია მინიშნების პოვნა, რომ უმე-მ აწყენინა „მის საღვთო უწმინდესობას“, უარი თქვა რა დაქვემდებარებოდა  უკანონო განკარგულებებს განხეთქილებაში მყოფების აღიარების თაობაზე. თუ კონსტანტინოპოლი ყოველთვის მიდის პატიებისა და ყველასთვის კეთილქმედების გზით, მაშინ რატომ თქვა პატრიარქმა ბართლომემ უარი გამოსულიყო უმე-ს მორწმუნეებთან, რომლებიც მას უმაღლეს რადასთან ელოდნენ? რატომ არ მოისურვა მან მათი მფარველობა? თუ ისინი მისი შვილები არ არიან?

თუ კონსტანტინოპოლი ყოველთვის მიდის პატიებისა და ყველასთვის კეთილქმედების გზით, მაშინ რატომ თქვა პატრიარქმა ბართლომემ უარი გამოსულიყო უმე-ს მორწმუნეებთან, რომლებიც მას უმაღლეს რადასთან ელოდნენ? რატომ არ მოისურვა მან მათი მფარველობა? თუ ისინი მისი შვილები არ არიან?

შემდეგ მიდის საკმაოდ საინტერესო მტკიცება იმის შესახებ, რომ „მსოფლიო საპატრიარქო თავიდანვე იყო ეკლესიის კეთილდღეობის საიმედო მცველი და მართალია, აღზევებისა და დიდი ძალის პერიოდში მას შეეძლო დაედგინა აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის პირამიდული ფორმა, მაგრამ მან ზიზღით უარყო ეს აზრი და არ განუდგა არც მისთვის გადაცემულ ეკლესიოლოგიას, არც საეკლესიო კრებების მიერ დადგენილ პენტარხიის სისტემას“.

ჯერ ერთი, თუ ადრე კონსტანტინოპოლმა უარყო ეკლესიის აგების იდეა მისი მეთაურობით, რატომ ანვითარებს ის ამ იდეას დღეს? მეორეც, მსოფლიო საეკლესიო კრებები სულაც არ იღებდა პენტარხიის (ხუთი საპატრიარქოს) სისტემას იმ გაგებით, რომ არ ანიჭებდნენ მას რაიმე საკრალურ მნიშვნელობას. ეს უბრალოდ იყო შუა საუკუნეებში ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა. მესამე, პატრიარქი ბართლომე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წარმოადგენს პასუხისმგებელს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაზე, რომელიც მისი „ერთგული იყო“. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია ასეთი გადაცემის ფაქტი, ეს ეკლესიოლოგია ეკუთვნის ყველა ადგილობრივ ეკლესიას გამონაკლისის გარეშე.

შემდეგ საქმე ეხება იმას, რომ „მსოფლიო საპატრიარქოს, სარგებლობდა რა არსებული საიმპერიო ხელისუფლებით, არასდროს არ აურჩევია ნაციონალობების კულტურული და ენობრივი ასიმილაციის გზა, რომლებიც სახარებისეულ რწმენასთან მიდიოდნენ“.

ეს მართებულია მხოლოდ სლავი ხალხის ქრისტიანიზაციის საწყისი პერიოდისთვის, როცა წმინდა მოციქულთსწორების კირილისა და მეთოდის და ასევე მათი მოწაფეების შრომით, ჩვენმა ხალხმა მიიღო წმინდა წერილის გაცნობის და საკუთარ ენაზე ღვთისმსახურების შესაძლებლობა. ხოლო როცა ბულგარელები,სერბები, რუმინელები და სხვა ხალხები ექცეოდნენ ბიზანტიის ან მისი შემცვლელი ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების ქვეშ, სწორედ მაშინ ხდებოდა ძალადობრივი ელინიზაცია, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეპისკოპოსების და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობზე ინიშნებოდნენ ეთნიკურად ბერძნები, ადგილობრივ მოსახლეობას თავს ახვევდნენ ბერძნულ ადათ-წესებს, ზოგჯერ კი ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე ტარდებოდა. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მოცემულმა ხალხმა, განთავისუფლდა რა ოსმალეთის უღელისგან, მოითხოვა დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგანაც. სხვათაშორის, ელინიზმის დომინირების მსგავსი სიტუაცია შეიძლება დღესაც შევნიშნოთ. მაგალითად, იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებში, სადაც სამწყსოს არაბები და აფრიკელები წარმოადგენენ, პრაქტიკულად ყველა ეპისკოპოსი ბერძენია. შორს წასვლა არ არის საჭირო, მეუ-ს „სამღვდელოებამ“ სოფიაში ფანარიონის მეთაურთან ლიტურგიაზე აკრძალა მიტრას ტარება და დაუშვა მხოლოდ ბერძნული კამილავკები.

ამის შემდეგ პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ეკლესია (უნდა ვიგულისხმოთ კონსტანტინოპოლის) მოქმედებს „დაპირისპირების მოგვარების, გაწყვეტილის ერთიანობის, განსხვავებების ორმხრივი არსებობის სულისკვეთებით“ და რომ ამით აიხსნეა „დიდი ეკლესიის ზრუნვა უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთიანობაზე და სრულიად უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაზე“.

თუ ადრე კონსტანტინოპოლმა უარყო ეკლესიის აგების იდეა მისი მეთაურობით, რატომ ანვითარებს ის ამ იდეას დღეს?

როგორც ამბობენ,  სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. უკრაინის საეკლესიო საქმეებში პატრიარქ ბართლომეს ჩარევის შემდეგ დაყოფა უკრაინის საზოგადოებაში არა მხოლოდ გაქრა, არამედ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რელიგიურმა დაპირისპირებამ უფრო ხისტი და მიუღებელი ფორმები მიიღო, ხოლო იმ დრომდე არსებული განხეთქილება მთელს მართლმადიდებლურ ეკლესიას მოედო. უფრო მეტიც, თავად ფილარეტმა, რომელსაც ფანარიონმა უწოდა კანონიერი მღვდელმთავარი, განახორციელა მეუ-ში ახალი განხეთქილება. რა ერთიანობაზე შეიძლება აქ საუბარი?

ამას მოჰყვა აშკარად მაამებლური და გათამაშებული დითირამბები მეუ-ს მეთაურის, სერგეი დუმენკოს მისამართით, რომელზეც ჩვენ არ შევჩერდებით. მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ მეუ-ს „იერარქების“ არსებული დაპირისპირების რაკურსში ამ ორგანიზაციის ფარგლებში გავლენის გამო, ფანარიონის მეთაურის ქება უფრო არის მოწოდება შეწყდეს ყველა შიდა განხეთქილება და მოხდეს გაერთიანება სერგეი დუმენკოს ირგვლივ.

სიტყვა კიევის სოფიას ტაძარში

რამდენადაც მოცემული სიტყვა წარმოთქმული იყო ლიტურგიის ფარგლებში, ის მოიცავდა ციტატებს სახრებიდან და ცალკეულ გზავნილებს ქრისტიანობის მისამართით. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველივე ეს აღმოჩნდა მხოლოდ სიტყვის მთავარი თემის: „კონსტანტინოპოლი -დედაეკლესია“ პრელუდია. მორიგ ჯერზე საუბრის შემდეგ, თუ როგორ უყვარს ფანარიონს და როგორ ზრუნავს ის მის ყველა შვილზე, პატრიარქმა ბართლომემ გადაწყვიტა მის მიერ უკრაინის საეკლესიო განხეთქილების „მკურნალობის“ და მეუ-თვის „ავტოკეფალიის“ მინიჭების თემის შეხება. ამასთან, „მისმა საღვთო უწმინდესობამ“ მიისაკუთრა უფლება სამართალი აღესრულებინა მთელს მსოფლიო ეკლესიაში: „სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაო საკითხების გადაწყვეტა სწორედაც რომ წარმოადგენს კონსტანტინოპოლის ყველა მორჩილი მღვდელმთავრის მთავარ ჯვარს, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი და წმინდა თითოეული ჩვენთაგანისთვის“. საერთოდ, მღვდელმთავრისთვის ყველაზე ძვირფასი და წმინდა უნდა იყოს ქრისტეს ქადაგება და ადამიანების ღმერთთან ერთობა, მაგრამ ფანარიონის მეთაურის გაგებით, ეს სასამართლო ფუნქციაა.

პატრიარქი ბართლომე: „ეკლესიის ნაწილების, რომლებიც არსებობდნენ წესრიგის არარსებობის დროსაც, რამდენადაც გაჩნდნენ არა კანონიკური და ჯანსაღი პროცესის შედეგად, საეკლესიო ევქარისტულ ურთიერთობაში აღდგენა არ იყო არაგონივრული, უმნიშვნელო, განზრახ გაკეთებული ან საეკლესიო საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება. პირიქით, ის ეფუძნებოდა ეკლესიის საიმედო და ქვაკუთხედს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს“.

საინტერესოა ის, თუ როგორ მოიხსენიებს პატრიარქი ბართლომე უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს - „ეკლესიის ნაწილები, რომლებიც არსებობდნენ წესრიგის არარსებობის დროსაც, რამდენადაც გაჩნდნენ არა კანონიკური და ჯანსაღი პროცესის შედეგად“. ასეთ განსაზღვრებას კანონიკური სამართალი საერთოდ არ ცნობს. წმინდა ბასილი დიდი თავის პირველ კანონიკურ წერილში ამფილოქიის, იკონიის ეპისკოპოსის მიმართ, სისტემურად განიხილავს ეკლესიისგან დაშორების სხვადასხვა ხარისხის საკითხებს: „სხვა გადმოსცეს მათ ერესით, ზოგი განხეთქილებით, ხოლო ზოგიერთი უნებართვო კრებით“.

ამ კლასიფიკაციის თანახმად, ფილარეტის განხეთქილება დასაწყისში ( როცა კიევის ყოფილი მიტროპოლიტი არ დაემორჩილა მღვდელმთავართა კრებას) ხვდებოდა თვითნებური კრების განსაზღვრის ქვეშ: „ვინც მხილებულ იქნა ცოდვაში, ჩამოცილებულ  იქნა ღვთისმსახურებისგან და მას მიჰყვა ზოგიერთი, დატოვა რა კათოლიკური ეკლესია: ეს არის თვითნებური კრება“. და ამ, შედარებით მარტივ შემთხვევაშიც კი, წმინდა ბასილი მონანიებას მიუთითებს, როგორც დაყოფის მოშუშების ერთადერთ საშუალებას: „თვითნებურ კრებაში მყოფის გამოსწორება ხდება სათანადო მონანიებითა და მოქცევით და შემდეგ ეკლესიაში გაერთიანებით“. თუმცა, ძალიან სწრაფად, როგორც კი ფილარეტმა, იყო რა  მღვდელმსახურება აკრძალულის მდგომარეობაში, განახორციელა „ეპისკოპოსების“ „ხელდასმა“, მისმა საქმიანობამ შეიძინა განსაზღვრა-  განხეთქილება, რაც ამ დრომდე გულისხმობს მონანიებას ეკლესიაში დასაბრუნებლად.

სიტყვა „მონანიება“ პატრიარქ ბართლომეს სიტყვაში არსებობს, მაგრამ ის ნახსენებია გაკვრით: „ქრისტეს დიდი ეკლესიის მოლოდინი, მონანიების, დაბრუნებისა და მტანჯველი გადახრის კურნების იმედით არ შეიძლება განმარტებულ იქნას გაკიცხვითა და საყვედურით“.

ერთი სიტყვით, პატრიარქი ბართლომე განხეთქილებაში მყოფებისგან ელოდა მონანიებას, მაგრამ რახან ის არ დადგა, მან გადაწყვიტა მათი ასე ლეგალიზება. ასეთი ლოგიკა ძალიან ჰგავს ეპიზოდს ილფისა და პეტროვის წიგნიდან „თორმეტი სკამი“: „სადარბაზოში იჯდა კომენდანტი. ყველა შემომსვლელს ის მკაცრად სთხოვდა საშვს, მაგრამ თუ საშვს არ აძლევდნენ მას, ის მათ ისედაც უშვებდა“.

ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარება და მათი ურთიერთობაში მიღება მონანიების გარეშე პატრიარქმა ბართლომემ მიიღო „ქრისტეზე დაფუძნებულად“. მონანიების, როგორც ეკლესიასთან შეერთებისთვის საიდუმლოს იგნორირება „ქრისტეზეა დაფუძნებული“? საღვთო ლიტურგიის თანამსახურება პირებთან, რომელთაც სასულიერო წოდებაც კი არ გააჩნიათ „ქრისტეზეა დაფუძნებული“? ტაძრების მიტაცება და ძალადობა მორწმუნეებზე „ქრისტეზეა დაფუძნებული“? რატომ არ გამოვიდა პატრიარქი ბართლომე თავიანთი ტაძრებიდან გამოყრილ უმე-ს მორწმუნეებთან, რომლებმაც იგემეს ცემა და დამცირება, შეურაცხყოფა და დევნა და არ თქვა, რომ ეს ყველაფერი „დაფუძნებულია ქრისტეზე“? სიმართლე ვთქვათ, ეს განცხადება ესაზღვრება ჯადოქრობას, ისევე როგორც განცხადება იმის შესახებ, რომ ფანარიონი განხეთქილებებს მკურნალობს „ ბრძნულად, გონივრულად, მოთმინებითა და სიყვარულით მაცოხცლებელი სულის და არა მკვდარი სიტყვის წყალობით...“

ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარება და მათი ურთიერთობაში მიღება მონანიების გარეშე პატრიარქმა ბართლომემ მიიღო „ქრისტეზე დაფუძნებლად“.

შემდეგ ფანარიონმა იმსჯელა ავტოკეფალიებსა და ავტონომიებზე, ურჩია რა, რომ „გამოითქმის საშიში ეკლესიოლოგიური შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რომ წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრებებით დადგენილი თითქოს და წარმოადგენს არააქტუალურს, ანაქრონიზმს, არაავტორიტეტულს და ერთი სიტყვით, მკვდარს. ცხადდება ხდება კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრის მნიშვნელობის დაკნინება სამუზეუმო ექსპონატის დონემდე“.

ძალიან უცნაურია ამის მოსმენა ადამიანის ბაგიდან, რომელმაც სულ რამოდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ის კურნავს განხეთქილებას „მაცოცხლებელი სულის და არა მკვდარი სიტყვის წყალობით...“ ანუ იმას, რომ ეკლესიის კანონები მოითხოვენ განხეთქილებაში მყოფებისგან მონანიებას, პატრარქმა ბართლომემ „მკვდარი სიტყვა“ უწოდა, ხოლო იმას, რომ კონსტანტინოპოლი უკვე საერთოდ არაა „სამეფო ქალაქი“ და არც „მეფისა და სინკლიტის ქალაქი“, - „საშიში ეკლესიოლოგიური შეხედულება“>

სიტყვა კიევ-მოგილიანის აკადემიაში

ეს სიტყვა „მისმა საღვთო უწმინდესობამ“ წარმოთქვა საზეიმო მიღების დროს მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. ის შედგებოდა სამი ნაწილისგან:

  • მეუ-ს შექმნა და მისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭება;
  • გარემოს დაცვა;
  • რელიგიათშორისი დიალოგი.

თავის უკანონო და ანტიკანონიკური გადაწყვეტილებებს მეუ-ს შექმნასთან დაკავშირებით პატრიარქმა ბართლომემ უწოდა „მწყემსის ზრუნვა სასულიერო სამართლიანობასა და თავისუფლებაზე“, განაცხადა რა, რომ „ავტოკეფალიის მინიჭება იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სქიზმისა და განხეთქილების მოსაშუშებლად ადგილობრივ ეკლესიაში“ და ასევე გამოხატა რწმენა, რომ „ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოო ჯამში დაეხმარება ერთიანობის საკითხის გადაწყვეტას“. რომ არ ვიცოდეთ, რომ მეუ-ს მთელი ამ პროექტის უკან დგანან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონერები, შეიძლებოდა დაგვეჯერებინა პატრიარქ ბართლომეს გულწრფელობის.

საინტერესოა, თუ როგორ ეხმაურება ფანარიონის მეთაური განხეთქილებაში მყოფების საქმიანობას, რომელთა ანათემაში გადაცემასაც ის აღიარებდა ახლო წარსულში და ყველას არწმუნებდა, რომ არ გააჩნია განზრახვა მათთან შესულიყო ურთიერთობაში: „ბოლო დრომდე უკრაინელების უმრავლესობა გარიყული იყო დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან და მართალია, ისინი ეძებდნენ ავტოკეფალიას, მათი ძალისხმევა არ ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის არსს, არამედ შეესაბამებოდა სწორ გზას ეკლესიის ერთიანობისკენ“. რა იქცევს აქ ყურადღებას?

ჯერ ერთი, სიტყვების ქვეშ „უკრაინელების უმრავლესობა გარიყული იყო დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან“ ფანარიონის მეთაური აშკარად გულისხმობს უმე (კ)-ს მომხრეებს (2018 წლამდე). თუმცა, რეალურად, უკრაინელების უმრავლესობა უმე-ს მიეკუთვნება. ამის გაგება შეიძლება თემის რაოდენობითაც, რომელიც კანონიკურ ეკლესიაში ორჯერ მეტია, ვიდრე მეუ-ში და საკუთარი თვალით დანახვა დიდ ლიტანიობაზე კიევში, რომელზეც ასეულ ათასობით ადამიანი იკრიბება. მეუ-ს ტაძრები კი სანახევროდ ცარიელია, ხოლო ლიტანიობა პრაქტიკულად არ ხდება.

მეორეც, როგორ გავიგოთ სიტყვები, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მოქმედებები „შეესაბამება სწორ გზას ეკლესიის ერთიანობისკენ“? გამოდის, რომ საეკლესიო განხეთქილება, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა მომაკვდინებელ ცოდვად, ახლა არის გზა ერთიანობისკენ? როგორ არ გავიხსენოთ აქ ჯორჯ ორუელის ციტატა: „ომი არის მშვიდობა. თავისუფლება  - მონობა. უციდნრობა -ძალა“?

როგორ გავიგოთ სიტყვები, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მოქმედებები „შეესაბამება სწორ გზას ეკლესიის ერთიანობისკენ“? გამოდის, რომ საეკლესიო განხეთქილება, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა მომაკვდინებელ ცოდვად, ახლა არის გზა ერთიანობისკენ? როგორ არ გავიხსენოთ აქ ჯორჯ ორუელის ციტატა: „ომი არის მშვიდობა. თავისუფლება  - მონობა. უციდნრობა -ძალა“?

პატრიარქი ბართლომე უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას ეკლესიაში მეთაურობაზე პრეტენზიის თაობაზე და ამავდროულად აცხადებს, რომ „მსოფლიო საპატრიარქო, ერთადერთი ტახტი მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც პასუხისმგებელია ავტოკეფალიის სტატუსის კანონიკურ მინიჭებაზე“. ის დროა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ კოგნიტური დისონანსის განსაზღვრება.

გარემოს დაცვისა და „მწვანე ეთოსის“ საკითზე პატრიარქ  ბართლომეს არაფერი ახალი არ უთქვამს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ ორიგინალურად ახდენს ფანარიონი ფერისცვალების დღესასწაულის ინტერპრეტაციას: „ უფლის ფერისცვალების დღესასწაული ხაზს უსვამს მისი შემოქმედების სიწმინდეს, რომელიც იღებს და გასცემს საბოლოო აღდგომისა და ყველაფრის აღდგენის წინაგრძნობას მომავალ საუკუნეში. ისევე როგორც უფლის სხეული განდიდდა თაბორის მთაზე, ასევე ჩვენც, ადამიანები და ყველა ქმნილება, იქნება ხსნილი და განახლებული უფლის საუფლოში“.

ეს იგივეა, რაც აპოკატასტატის თეორიის აღწერა, რომლის თანახმადაც ჯოჯოხეთური ტანჯვა არ წარმოადგენს მარადიულს და საბოლოო ჯამში, ყველა ქმნილება განახლდება უფლის მიერ იმ პირველქმნილი უცოდველი სახით, რომლითაც ის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეხედულებების პოვნა შეიძლება ზოგიერთი წმინდა მამის ქმნილებაში, აპოკატასტასის თეორია ეკლესიამ უარყო, როგორც უფლის მკაფიო და ნათელი სიტყვების საპირისპირო: „და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“ (მათ. 25:46) და დააკისრა ანათემა იმათაც, ვინც მხარს უჭერს მსგავს თეორიას: „რომელიც უარყოფს სულის უკვდავებას, საუკუნის დასასრულს, მომავალ სამსჯავროს და მარადიულის მინიჭებას ზეცაში სათნოებისთვის, ხოლო ცოდვების გამო - განსჯას- ანათემას“ (ანათემაზე გადაცემის წოდება მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას).

საუბრობდა რა რელიგიათშორის დიალოგზე, პატრიარქმა ბართლომემ ასევე არაფერი თქვა ახალი: საჭიროა კიდევ უფრო მეტად ურთიერთობა, ერთმანეთის გაცნობა, ცრურწმენების გაქარწყლება. „არ გვაქვს იმის ეჭვი, რომ რელიგიებს შეუძლიათ ძლიერ შეუწყონ ხელი მშვიდობას მსოფლიოში. ჭეშმარიტი რწმენა აფართოებს თვალსაწიერს, ანთავისუფლებს სიყვარულის ძალებს და წყვეტს სტერილური ეგოცენტრიზმის გზებს“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

მიმართვა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიათშორისი ორგანიზაციების საბჭოს მიმართ

რელიგიათშორისი დიალოგის თემა პრაქტიკულად სრულად მიეძღვნა ეს მიმართვა. მსმენელების ცნობიერების მოხერხებულად მანიპულირებით პატრიარქმა ბართლომემ განაპირობა XX საუკუნის ომებისა და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის საშინელებებით ეკუმენური დაახლოების აუცილებლობა: „XX საუკუნის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ერას საშინელებების მიუხედავად, დიალოგის ჩვენეული გაგება სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება ხიდების გასადებად და შესარიგებლად. დაახლოებისა და შერიგების ეს მოძრაობა ჩვენს სამყაროში მკაფიოდ დასტურდება ქრისტიანების ჩართულობით ეკუმენურ დიალოგში“.

ფანარიონის მეთაურმა ცალკე გამოყო 1054 წლის ანათემის ორმხრივი მოხსნა, რომელზეც 1965 წელს განაცხადეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აფინაგორმა და რომის პაპმა პავლე VI, გამოხატა რა იმედი, რომ საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ევქარისტული ურთიერთობის აღდგენას. ეს და სხვა მესიჯები ვატიკანისა და ფანარიონის მალე გაერთიანების შესახებ, რომელიც გაკეთდა პატრიარქ ბართლომეს კიევში ვიზიტის დროს, ცალკე განხილვას იმსახურებს, აქვე ყურადღებას იქცევს ისიც, რომ: ფანარიონის მეთაური ცდილობს დაარწმუნოს მსმენელი იმაში, რომ ეკუმენიზმი პასუხობს მართლმადიდებლობის არსს, ხოლო მასზე უარის თქმა წარმოადგენს ექსტრემიზმის სიძულვილის გამოვლინებას ანუ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება მოყვასისადმი სიყვარულის მცნებას.

პატრიარქი ბართლომე: „მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კონფესიათშორის დიალოგს თავიდანვე გააჩნია ძირეული მნიშვნელობა თავად მართლმადიდებლობის რელიგიურ-პლურალისტურ გარემოზე გავლენისთვის“. აქ უნდა შევჩერდეთ და განმარტება მივცეთ. მართლმადიდებელი იერარქების განცხადებებში და ადგილობრივი, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი, მონაწილეობა ეკუმენურ ორგანიზაციებში და საერთოდ, ეკუმენური კონტაქტები აიხსნება უბრალო აუცილებლობით - მართლმადიდებლობის, როგორ ერთიანი ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ მტკიცების აუცილებლობით სხვა რწმენის სამყაროსა და სხვა რელიგიების წინაშე. და ფანარიონის მეთაურის სიტყვებში დაფარულია მზაკვრობა, რადგანაც ეკუმენიზმის, თანამედროვე ფორმით მის წარმოქმნამდე ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არასდროს მონაწილეობა ერთობლივ ლოცვებში სხვა  რწმენის ან მიმდინარეობის ადამიანებთან, ერთობლივი განცხადებების მიღება და ეკუმენიზმის სხვა ფორმები არ განიხილებოდა მართლმადიდებლობის მიერ, როგორც ჭეშმარიტების შესახებ მტკიცების ხერხი. პირიქით, ერთობლივი ლოცვები ითვლებოდა ცოდვად, კანონიკურ დანაშაულად და ჩვეულებრივ ისჯებოდა კანონიკური სასჯელით.

თუმცა, ახლა ყოველივე ამაზე თვალების დახუჭვას ცდილობენ, რამდენადაც ეკუმენიზმი გახდა საკმაოდ მოდური თემა და რაც მთავარია - ყველანაირად ხდება მისი მხარდაჭერა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მიერ. და თუ ეკუმენიზმის განთიადზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა საუბარი რაიმე სახის პოტენციურ მტკიცებაზე მართლმადიდებლობის თაობაზე მთელი მსოფლიოს წინაშე, დღეს, მრავალი ათწლეულის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ - არანაირი მართლმადიდებლობის გავლენა „რელიგიურ-პლურალისტურ გარემოზე“ არ ხდება. პირიქით, ხდება მართლმადიდებლური ცნობიერების ეროზია მართლმადიდებლური დოგმატების ერთგულებაზე უარით ან მათი მნიშვნელობის დაკნინებით. ამიტომაც, ბევრ ადგილობრივ ეკლესიაში იდეა ეკუმენიზმე უარის თაობაზე სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს იძენს, როგორც მორწმუნეებში, ასევე საეპისკოპატო გარემოშიც. და ეს ეკუმენიზმის მომხრეების მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი საფრთხე, ისინი ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი სწავლებისადმი ერთგულების, როგორც ბნელეთის მოციქულობისა და ფუნდამენტალიზმის წარმოჩინებას.

პატრიარქი ბართლომე: „თუმცა ჩვენ ვგრძნობთ გარკვეულ, ძალიან ძლიერ რეაქციებს კონფესიათშორისი დიალოგის წინააღმდეგ. რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ექსტრემიზმის, სიძულვილისა და ეთნოფილეტიზმის ზრდა არის მოვლენები, რომლებიც ხაზს უსვამენ ყველა რელიგიურ ტრადიციას, ქმნიან თვითიზოლაცას, შეზღუდულობასა და განსხვავებულის მიუღებლობას... ექსტრემიზმი და სიძულვილი ცდილობენ ჭეშმარიტების პრივატიზებას ორმხრივი განსაკუთრებულობის ეთოსის პროპაგანდის გზით“.

თუ ჩვენ ვაცხადებ იმას, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ხოლო ეკლესია - ხსნის ერთადერთი კიდობანი, მაშინ ჩვენ, „მისი საღვთო უწმინდესობის“ სიტყვებით, ვახდენთ ჭეშმარიტების პრივატიზებას, ვნერგვათ სიძულვილს და „განსაკუთრებულობის ეთოსს“. თუ ეს არაა მართლმადიდებლობისგან განდგომა, მაშინ რაა?!

თუ ჩვენ ვაცხადებ იმას, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ხოლო ეკლესია - ხსნის ერთადერთი კიდობანი, მაშინ ჩვენ, „მისი საღვთო უწმინდესობის“ სიტყვებით, ვახდენთ ჭეშმარიტების პრივატიზებას, ვნერგვათ სიძულვილს და „განსაკუთრებულობის ეთოსს“. თუ ეს არაა მართლმადიდებლობისგან განდგომა, მაშინ რაა?!

 

დასკვნები

ყოველივე ზემოთ მოსმენილიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დღის წესრიგის ძირითადი თემები. ესაა: ფანარიონის პრივიელგიები, მისი „დედა-ეკლესიის“ სტატუსი და მზრუნველობა ყველა მის „შვილობილზე“, კანონიკური ტერიტორიის, ავტოკეფალიის, ელინიზმის, გარემოს დაცვისა და რელიგიათშორისი დიალოგის საკითხები.

აი, რაც არაა „მისი საღვთო უწმინდესობის“ სიტყვებში, ესაა ქადაგება ქრისტეზე, მის მცნებებზე, მონანიებასა და ცათა სასუფეველზე. თუნდაც ახსენებდეს პატრიარქი ბარტლომე რაიმე რელიგიურ თეზისს, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მსმენელამდე მიიტანოს მსჯელობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როლის თაობაზე. თუ ის ახსენებს მოყვასისადმი სიყვარულის მცნებას, მხოლოდ მისი განსაკუთრებული პრივილეგიების დასაბუთების კონტექსტში. ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსაა და ადამიანს, რომელიც ხარობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სიდიადის შესახებ, შორის განსხვავების გასაგებად საკმარისია შევადაროთ უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის სიტყვები კიევ- პეჩორის ლავრაში 22 აგვისტოს და პატრიარქ ბართლომეს სიტყვა იმავე დღეს კიევის სოფიას ტაძარში გამართულ ლიტურგიაზე. მიტროპოლიტ ონუფრის სიტყვა უშუალოდ იყო ქრისტეზე, ჭეშმარიტ რწმენაზე, იმაზე, რომ უნდა გვეშინოდეს უფლის და მაშინ ჩვენ არაფრის შეგვეშინდება. იმაზე, რომ ადამიანი უნდა მიყვებოდეს ყოფითი ცხოვრების მორევს ქრისტეს იმედითა და მისი სახარების შესრულებით, მიუხედავად ყველაფრისა. გირჩევთ გადახვიდეთ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ, რომ მიტროპოლიტი ონუფრი ქადაგებს ქრისტეს, მაშინ როცა პატრიარქი ბართლომე ცდილობს გაამართლოს თავისი ჩარევა უკრაინის საეკლესიო საქმეებში და ასევე დაარწმუნოს ყველა იმაში, რომ ის სამუზეუმო ექსპონატი არაა.

უფალმა თავის მოციქულებს დაუბარა: „...წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და აჰა, მე თქვენთან ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, ამინ“ (მათ. 28: 19, 20). ამის ნაცვლად პატრიარქი ბართლომე თავის მსმენელებს სთავაზობს ყურადღების კონცენტრაციას პირველობის, პრივილეგიების, ავტოკეფალიისა და მსგავს საკითხებზე. უმეტესად, ეს არის უსაგნო ხეტიალი კანონიკური სამართლის ნიუანსებში და მისი გამოყენების პრაქტიკაში, უსასრული გარკვევა თუ ვინ ვისთვის არის „დედა-ეკლესია“ და ვის რა პრივილეგია გააჩნია, ვის შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება და ვის -არა. ყოველივე ეს ახდენს მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას. ქრისტეს ცოცხალი და  მოქმედი სხეულისგან ეკლესია გადაიქცევა შუა საუკუნეების რუდიმენტად, რომელიც დადარდიანებულია იმით, რომ ვიღაცამ ვიღაც არ განსაზღვროს დიპტიხში ან  მიისაკუთროს სხვისი პრივილეგია. ადამიანებს სჭირდებათ მართლმადიდებლური მოძღვრების სუფთა წყალი და არა ურთიერთობების მუდმივი გარკვევის არეულობა. „ ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას“ (იოან. 7:37) - თქვა ქრისტემ. რა უნდა დალიო პატრიარქ ბართლომეს სიტყვებიდან? რა უნდა ისწავლო? პატივი სცე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და შეასრულო ყველა მისი გადაწყვეტილება, რაოდენ უკანონო არ უნდა იყოს ისინი?

სწორედ ამაში იმალება მთავარი საშიშროეა, რომელიც ფანარიონიდან მოდის - ის წარმოადგენს მართლმადიდელობას, როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რელიგიას, სადაც ხდება შეუმჩნეველი ცვლილება - ქრისტე გადადის მეორე პლანზე, ხოლო ძირითადი ყურადღება ექცევა კონსტანტინოპოლის სიდიადეს. ფანარიონის  მეთაურის სიტყვები, მათი თემატიკა და შინაარსი აშკარად მოწმობს იმას, რომ მორწმუნეებს სთავაზობენ ძალიან არ დაფიქრდნენ ქრისტეზე, მონანიებაზე, ვნებებთან ბრძოლაზე, უფლის სასუფეველზე და მისკენ გზაზე. ამის ნაცვლად ნაგულისხმევია სხვა დღის წესრიგი - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სიდიადე, მისი გადაწყვეტილებების „სიბრძნე“, გარემოს დაცვა და რელიგიათშორისი დიალოგი. უფალმა ადამიანს უბოძა თავისუფლება და ყველა ადამიანს თავად შეუძლია აირჩიოს ის, რასაც თვლის საჭიროდ.

ცალკე უნდა შევჩერდეთ ეკუმენურ მომენტებზე. პატრიარქი ბართლომე აცხადებს რელიგიათშორისი დიალოგის აუცილებლობაზე და ფუნდამენტალისტებად რაცხავს ყველას, ვინც გამოდის ეკუმენიზმის წინააღმდეგ. ასევე ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვატიკანთან სწრაფ გაერთიანებას. ამდენად, მართლმადიდებლობის განვითარების მიმართულება, რომელსაც პატრიარქი ბართლომე გულისხმობს, ეს არის ევქარისტული ურთიერთობის აღდგენა კათოლიკებთან და სხვა კონფესიებთან და რელიგიებთან შემდგომი დაახლოება. ძნელი არაა მიხვდე, სადამდე მიგვიყვანს ეს. ერთმა ამერიკელმა მღვდელმონაზონმა სერაფიმე როუზმა ამის შესახებ დაწერა საკმაოდ საინტერესო წიგნი: „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“. როგორც ჩანს, პატრიარქ ბართლომეს განზრახული აქვს დაგვაყენოს არჩევანის წინაშე - ან მართლმადიდებლობა ან თავად ეს „მომავალის რელიგია“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ