ფანარის საეგზარქოსო უკრაინაში: რა დგას უმე-ს აკრძალვის უკან

01 August 20:24
7178
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

ჩვენს ბოლო სტატიაში ვწერდით დილემაზე, რომლის წინაშეც დგას უკრაინის ხელისუფლება უმე-თან დაკავშირებულ სიტუაციაში.

ერთის მხრივ, მან დადო პირობა მიეღო კანონი 8371, რომელსაც ელოდებიან ისინი, ვინ უმე-ში ხედავს „მტრის“ ხატს, რომელიც იქმნებოდა ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, კანონი 8371 მიღება სანქციებს უქადის მათ, ვინც მას ხმას მისცემს.

შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება განგებ აჭიანურებს უმე-ს აკრძალვის პროცესს. ბევრი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება საერთოდ არ გახდება საჭირო. ამის მიუხედავად, ხელისუფლების სახელით გამოსული სპიკერები აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას ეკლესიის მისამართით.

უმე-ს აკრძალვის საკითხი რჩება აქტუალური და ნებისმიერ მომენტში ამჟამინდელი პაუზა შეიძლება შეიცვალოს აქტიური ფაზით. როდის მოხდება ეს? მაშინ, რა არგუმენტები გადაწონის სანქციების წინაშე შიშს აკრძალვის სასარგებლოდ. საქმე იმაშია, ვინ წამოაყენებს ამ არგუმენტებს და კერძოდ როგორ. სრულიად დასაშვებია, რომ ჩვენს სახალხო რჩეულებს ისეთი შეთავაზება მოუვათ, რომელზეც ისინი უარს ვერ იტყვიან. რა შეთავაზებაა ეს?

აკრძალვა ეგზარქატის სასარგებლოდ

სამწუხაროდ, ზოგიერთი გადაწყვეტილება ჩვენმა პოლიტიკოსებმა (სხვათაშორის, არა მხოლოდ ჩვენმა) შეიძლება მიიღონ, როგორც მათ, ასევე ქვეყნის საზიანოდ. ეს ხდება მაშინ, როცა მომავალში ჰიპოთეზური დასჯის საფრთხე უკანა პლანზე გადადის აწმყოში პოლიტიკური ზეწოლის წინაშე. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას უკრაინის ხელისუფლებას უკვე ახლა და არა მაშინ, როცა მიღებულ იქნება ესა თუ ის სანქციები მისი ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ. რა ძალაა ეს? ესენი არიან ისინი, ვისაც სჭირდება სრული კონტროლი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

ჩვენი რედაქცია ფლობს ინფორმაციას, რომ უკვე აგვისტოში უკრაინის სახალხო დეპუტატები მაინც მიირებენ გადაწყვეტილებას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის შესახებ, საკმაოდ არახელსაყრელი პოლიტიკური შედეგების მიუხედავად. ამ გადაწყვეტილების მთავარ ინიცატორსა და ლობისტს ჩვენი წყაროები უწოდებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.

გასაგებია, რომ ფანარიონის ნებისმიერი ფუნქციონერი (მაგალითად, ქალკიდონიის მიტროპოლიტი ემანუელი ან ამერიკელი მიტროპოლიტი ელპიდოფორი), რა მაღალი სტატუსიც არ უნდა გააჩნდე მას, არ შეიძლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს უკრაინის პოლიტიკაზე გარედან მხარდაჭერის გარეშე. ვინ უჭერს მხარს საპატრიარქოს - ყველასთვის ცნობილია. ზუსტად ასევე ცნობილია ის ფაქტიც, თუ ვინ ისარგებლებს უმე-ს აკრძალვით - არა ჰიპოთეზურად, როგორც მეუ-ს შემთხვევაში, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საქმე ეხება კონსტანტინოპოლიოს საპატრიარქოს, რომელიც მიითვლიდა ახალ ეპარქიებს, ტაძრებსა და მონასტრებს, რაც ახლა უმე-ს მმართველობაშია. როგორ? ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა - საეგზარქოსოს მეშვეობით.

ჩვენი ცნობებით, კანონი 8371 მიღებამ უნდა ჩაუშვას უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეგზარქოსოს ჩამოყალიბების პროცესი. ახლა ის არსებობს პრაქტიკულად ნომინალურად, მაგრამ უმე-ს აკრძალვის შემთხვევაში მისი პოზიცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს. შემდეგ კი ყველაზე საინტერესო რამაა.

მეუ-ს პრობლემა

საქმე იმაშია, რომ ფანარზე ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობენ იმის შესახებ, როგორ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა ეკლესია ტომოსის ეპიფანე დუმენკოსთვის გადაცემის შემდეგ. თუ 2018 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იმედოვნებდა, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარება მშვიდად წავიდოდა, „დომინოს ეფექტის“ მიხედვით, 2024 წლისთვის ცხადი გახდა, რომ ეს ასე არ მოხდა. ამის ძირითადი მიზეზია  კანონიკური ქიროტონიის არარსებობა დუმენკოსთან და მისი სტრუქტურის წარმომადგენლების აგრესიული ქცევა კანონიკურ ეკლესიასთან მიმართებაში.

თუმცა, თუ კანონიკური ქიროტონიების არარსებობას ფანარზე კიევის საპატრიარქოს წარმომადგენლებში რაღაცნაირად ამართელებენ იმით, რომ ფილარეტ დენისენკო, რომელმაც ხელდასმა გაუკეთა თავის ყველა „ეპისკოპოსს“, დიდი ხნის განმავლობაში იყო რმე-ს კანონიკური მღვდელმთავარი, შეუძლებელია აიხსნას იმ ეკლესიის მორწმუნეთა ცემა, ტაძრების მიტაცება და სიწმინდეების განადგურება, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად იყო აღიარებული.

გარდა ამისა, ფანარიოტებისთვის რთულია აუხსნან სხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებს მეუ-ს მორწმუნეთა არარელიგიურობის დაბალი დონე და მისი ცარიელი ტაძრები.

დღეისათვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ თავის ოჯახში მიიღო ადამიანები, რომელთაც გაშუალებული დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანობის მიმართ. მეუ-თვის ტომოსის მინიჭებამ არ მოუტანა ფანარიონს ის დივიდენდები, რომელზეც არაერთხელ საუბროდა პატრიარქი ბართოლომეოსი, მაგრამ არსებითად შეარყია მისი ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში. ეს ჩანს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან (საბერძნეთისა და აფრიკის გარდა) ურთიერთობის სრული არარსებობიდან.

ერთი სიტყვით, ფანარიოტებმა თავად შექმნეს პრობლემები, უარყვეს რა მრავალმილიონიანი ეკლესია  მორწმუნეთა უამრავი მორწმუნით, მღვდელით, ბერით, ეპისკოპოსით, მონასტრითა და ტაძრით და ლეგიტიმური სტატუსი გადასცა ადამიანებს, რომლებიც შორს არიან ქრისტიანობისგან. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

საეგზარქოსო და კანონი 8371

ამ პრობლემის გადწყვეტა შეიძლება სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო კრების მოწვევით და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობის აზრით, მეუ-თვის ტომოსის წართმევა და მისი დაბრუნება მხოლოდ ამ სტრუქტურის ყველა წევრის მონანიების შემდეგ. თუმცა, ეს იქნება საკუთარი შეცდომის აღიარება, რისი გაკეთებაც არ სურს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. სწორედ ამიტომ რამოდენიმე თვის უკან გაჩნდა იდეა მაქსიმალურად გაფართოებულიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეგზარქოსო უკრაინაში.

ნომინალურად ეს საეგზარქოსო უკვე არსებობს: მისი მეთაური ეპისკოპოსი მიხეილ კომანსკი ცდილობს კავშირების დამყარებას უმე-ს ეპისკოპატისა და სამღვდელოების გარკვეულ ნაწილთან. თუმცა, ეს პროცესი მიდის დუნედ და განსაკუთრებული მისწრაფება საეგზარქოსოსთან გაერთიანებაში ჩვენი ეკლესიის იერარქების მხრიდან არ შეინიშნება.

ამიტომაც, ფანარიონზე გაჩნდა იდეა უმე-ს ეპისკოპოსებისთვის „ებიძგებინათ“ უკრაინაში კონსტანტინოპოლის საეგზარქოსოს სტრუქტურაში გაერთიანებისკენ. ამისთვის საჭიროა მიღებულ იქნეს კანონი 8371, რომლის თანახმადაც თითოეულ საეკლესიო თემს და მონასტერს, რომელმაც ვერ დაამტკიცა მოსკოვის საპატრიარქოსთან კანონიკური კავშირების არარსებობა, ექვემდებარება აკრძალვა და შემდგომი ლიკვიდაცია. ამ სიტუაციაში საეგზარქოსო წარმოდგენილი იქნება ალტერნატივის სახით, როგორც მეუ-თვის, ასევე რმე-თვის, რამდენადაც უკრაინელი მღვდელმთავრების უდიდეს უმრავლესობას არ სურს არაფერი საერთო ჰქონდეთ არც პირველთან და არც მეორესთან: ერთთან მეგობრობა საშიშია, მეორესთან - არასასიამოვნო.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები საეგზაროქოსოს შესახებ უმე-ს ეპისკოპოსებთან მინიმუმ ბოლო სამი თვეა მიმდინარეობს.

„მეუ-ს პრობლემის“ გადაწყვეტა

უკრაინაში ძლიერი საეგზარქოსოს შექმნით, ფანარიონი ორ პრობლემას წყვეტს. ჯერ ერთი, ის იღებს მრავალმილიონიან სამწყსოს მონასტრებით, ტაძრებითა და სამღვდელოებით, რომელიც აღზრდილია ქრისტესა და სახარებისადმი სიყვარულის სულისკვეთებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ფანარიოტებისთვის, მეორეც, ფაქტიურად წყდება მეუ-ს „პრობლემა“.

ამიტომაც, თუ ფანარიონის საეგზარქოსოში გადავა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა 90% და იმავე რაოდენობის მრევლი, მეუ და დუმენკო ძალიან მალე გაქრება ისტორიული არენადან, გადაიქცევა რა მარგინალურ ჯგუფად, რომელსაც ისედაც არ აღიარებს ყველა დანარჩენი ეკლესია.

ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეუ ხვდება საკმაოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში. იქნებიან რა კონსტანტინოპოლის საეგზარქოსოს ნაწილი, უმე-ს წარმომადგენლები შეძლებენ მშვიდად ილოცონ იერუსალიმში, ათონში და ნებისმიერ სხვა ადგილას, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ დუმენკოს ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ეს გამოიწვევს იმას, რომ მეუ-ს ჯანსაღი ნაწილი თანდათან დაიწყებს მიგრაციას ფანარიონის უკრაინულ საეგზარქოსოში, ხოლო თავად მეუ გადაიქცევა იმ „ეპისკოპოსებისა“ და „მღვდლების“ მცირე მარგინალურ ჯგუფად, რომელიც შეგვახსენებს უამე-ს ბოლო წლებში ტომოსის გადაცემამდე.

ფანარიონები იმედოვნებენ, რომ უმე-ს საეგზარქოსოში გადასვლის ეს პროცესი წავა უმტკივნეულოდ, ფიზიკური ძალადობისა და ტაძრების მიტაცების გარეშე, რაც დამატებით ბონუსებს მოუტანს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. თუმცა, ჩნდება კითხვა: რამდენად მართებულია ფანარიონის ეს გადაწყვეტილება?

არსებითად, თუ ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით კონსტანტინოპოლის მხრიდან უკრაინასთან და ჩვენს ეკლესიასთან კიდევ ერთი თვითნებობის მოწმე. ეს სიტუაცია არა მხოლოდ აბსურდულად, არამედ საკმაოდ სკანდალურადაც გამოიყურება, რადგანაც მას სხვას არაფერს დაარქმევ, თუ არა სხვისი ქონების დატაცებას.

მეორეს მხრივ, ისტორიული სინამდვილის თვალსაზრისით, ფანარიონი პირველად როდი მიმართავს მსგავს მოქმედებებს „სუსტის ძლევის“ კუთხით. გავიხსენოთ თუნდაც „ცოცხალი ეკლესიის“ აღიარება გასული საუკუნის ოციან წლებში, როცა ბოლშევიკებმა პრაქტიკულად გაანადგურეს რმე ან ევროპაში რუსული ტრადიციის მრევლის დასავლეთ ევროპული საეგზარქოსოს შექმნა მისი შემდგომი განადგურებით. ჩვენი აზრით, ასეთი ქმედებები არის ცოდვა და დაუშვებელი. თუმცა, ფანარიონზე სხვაგვარად უყურებენ ამას და ამოდიან საკუთარი სარგებლიდან და თავიანთ ქმედებებს ამართლებენ იმათთვის სიკეთით, ვისზეც ისაა მიმართული.

ერთი სიტყვით, ფანარიონი თვლის, რომ საეგზარქოსოს შექმნით, ის უკრაინელებს აძლევს ალტერნატივას არ წავიდნენ მეუ-ში და არ დარჩნენ რმე-ში. ამასთან, თავად მორწმუნე უკრაინელებს აზრს ამასთან დაკავშირებით არავინ ეკითხება. მოლაპარაკებები წარმოებს უმე-ს იერარქიის ცალკეულ წარმომადგენლებთან, რომელთაც ასევე არ წუხებთ განსაკუთრებულად, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მორწმუნეთა უმრავლესობა. რა გამოვა აქედან, მალე გახდება ცნობილი. თუმცა, ნათელია, რომ ჩვენს ეკლესიას ელოდება რთული დრო, ხოლო უკრაინას - ახალი პრობლემები, როცა მის ტერიტორიაზე ერთდროულად იარსებებს სამი რელიგიური ორგანიზაცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ