ფანარიონი წყევლის ნეტარ ონუფრის?

01 July 2021 00:40
43
გადაწყვეტს თუ არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროპოლიტ ონუფრის ,,ანათემას'' გადაცემას?ფოტო: СПЖ გადაწყვეტს თუ არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროპოლიტ ონუფრის ,,ანათემას'' გადაცემას?ფოტო: СПЖ

ფანარიონის არქმინადრიტმა განაცხადა,რომ მისი ეკლესია წყევლის უნეტარესს და ყველას, ვინც მას მხარს უჭერს. ვართ თუ არა ჩვენ ყველანი ანათემის ქვეშ? და საერთოდ რას ნიშნავს ეს?

„კურთხეულია მაკურთხებელი შენი და წყეულია მაწყევარი შენი (რიცხვ. 24:9).

ფანარიონის არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წყევლის უნეტარეს ონუფრის და ასევე მათ, ვინც მას უმე-ს კანონიერ წინამძღვრად თვლის. რას ნიშნავს ეს ოპუსი? ვიმყოფებით თუ არა ამიერიდან ყველა ანათემის ქვეშ? წარმოადგენს თუ არა ეს ფანარიონის ნამდვილ პოზიციას და რა შედეგებამდე შეუძლია ამას მიგვიყვანოს? მოდით, განვიხილოთ ყოველივე.

უნეტარესი ონუფრის ზეციური მფარველის დღესასწაულზე, როცა უმე-ს წინამძღოლს მიულოცა ბევრი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლმა და იერარქმა, და უწოდა მას მოსკოვის მიტროპოლიტი, ფანარიოტმა არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ერთგვარი პროვოკაციული პუბლიკაცია. უნეტარესი ონუფრის ფოტოსურათი აღნიშნულ იქნა შტამპით „Fake”, ხოლო პოსტის ტექსტი შემდეგს გვამცნობს: „ქრისტეს წმინდა დედა-ეკლესიის წყევლა არა მხოლოდ თავად მას, მოუნანიებელს, უკანონოს, მისი ხალხის უბედურ და უბადრუკ მოღალატეს, უკრაინის საეკლესიო ხომალდის უკანონო მგზავრს და ასევე ყველა მათგანს, ვინც აგრძელებს ტიტულის „კიევის“ (მიტროპოლიტი-რედ.) აღდგენას, რომელიც უზურპირებულია (უნეტარესი ონუფრის მიერ- რედ.) ეკლესიის მკაფიო აკრძალვის მიუხედავად“.

https://spzh.news/mediafiles/images/Screenshot_1(14).jpg
რომანოს ანასტასიადისის პუბლიკაციის სქრინშოტი

ვინ არის არქმინადრიტი რომანოს ანასტასიადისი?

ანასტასიადისი  - კრეტას მკვიდრი და რეტიმნოსა და ავლოპოტამოსის მიტროპოლიის კლირიკოსი. უმე-ს სპიკერის, მამა ნიკოლოზ დანილევიჩის სიტყვებით, ის ძალიან ცნობილი პიროვნებაა ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროში. ანასტასიადისი თავს უფლებას აძლევს მკაცრად გააკრიტიკოს მღვდელმთავრები და ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებიც კი. მაგალითად, ცალმხრივი დიალოგი ალბანეთის ეკლესიის მეთაურთან, არქიეპისკოპოს ანასტასისთან მეუ-ს აღიარების თაობაზე გასცდა ბეჭდვითი გამოცემების გვერდებს.  არქიეპისკოპოსმა ანასტასმა ფანარიონის კლირიკოსის გამოხტომებს ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში, საპასუხო სტატიაში  უწოდა „მუნდშტუკი“ (φερέφωνο), რომლის მეშვეობითაც აჟღერებენ თავიანთ იდეებს კრეტას არქიმანდრიტის გავლენიანი მფარველები.

ამის მიუხედავად, ანასტასიადისი არ წარმოადგენს ვიღაც მარგინალს. ფანარიონისთვის ის „ხელდასმული“ პიროვნებაა და მაგალითად, რეგულარულად ნახსენებია რეტიმნოსა და ავლოპოტამოსის მიტროპოლიის ოფიციალურ გვერდზე. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ეს ადამიანი თავგანწირვით იცავს მისი საეკლესიო სტრუქტურის ინტერესებს და ამასთან, განსაკუთრებით არ ირჩევს  საშუალებებს.

მოდით, წარმოვიდგინოთ რომელიმე ადგილობრივი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც სოცქსელში თავის ავატარს აქვეყნებს, რომელზეც მასზე კიდევ ვიღაცაა გამოსახული. ხდება ასეც, მაგრამ, ეს იქნება ფოტოსურათი ამ ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთან ან სასულიერო პირთან ერთად. შესაძლოა, რომელიმე პატივსაცემ იერარქთან. თუმცა, რომანოს ანასტასიადისის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კლირიკოსი, აქვეყნებს თავის ფოტოს სერგეისთან (ეპიფანე) დუმენკოსთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან. ამასთან, ის ამატებს გულს უკრაინის დროშის ფერებში, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს სამკერდე ჯვარი.  თვითოპოზიციონერობა ამომწურავია.

ფანარიონი წყევლის ნეტარ ონუფრის? фото 2
ანასტასიადისის „ავატარი“ ფეისბუქზე

ყოველივე ეს მეტყველებს ავტორის ერთგვარ ფანატიკურ მიდრეკილებას სერგეი დუმენკოსა და მისი ორგანიზაციის მიმართ. ფეისბუქში მისი ლენტის სწრაფი დათვალიერება საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა იმაზე, რომ საწყალი არქიმანდრიტი ძირითადად დაკავებულია რმე-სა და უმე-ს ლაფში ამოსვრით, ამასთან, ამას ასრულებს ძალიან უგუნურად, ხისტად, ჩვენი მშობლიური მეუ-პროპაგანდისტების უარეს ტრადიციებში. ის შეურაცხყოფს მღვდელმთავრებსაც და მთლიანად, ეკლესიასაც, ამასთან, გამოთქმებში სულაც არ ჰგავს პირს, რომელიც ატარებს წმინდა ანაფორას.

რას ნიშნავს ეს ოპუსი?

ორი ვარიანტია:

  1. ნერვიული აფეთქება, რომელიც მოხდა, როცა უბადრუკმა არქიმანდრიტმა დაინახა უნეტარესი ონუფრისადმი საყოველთაო სიყვარულის გამოხატულება მისი ანგელოზის დღეს და მილოცვა ადგილობრივი ეკლესიის იერარქებისა და წინამძღოლებისგან,
  2. ოფიციალური ფანარიონის ნიადაგის მოსინჯვა პატრიარქ ბართოლომესა და მთელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან შესაძლო „კანონიკურ“ დასჯაზე რეაქციის საპასუხოდ.

რასაკვირველია, ძალიან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ უფრო დასაშვებია პირველი ვარიანტი: და თავად არქიმანდრიტ რომანოს ანასტასიადისის რენომე და მისი პუბლიკაციების ტონი ფეისბუქში და ის, რომ მიტროპოლიტ ონუფრისგან სასჯელის დაკისრება ეს ისეთი სიგიჟეა ფანარიონის მხრიდან, რომელიც უკან მოიტოვებს კიევის მიტროპოლიის 1686 წ. რმე-ს იურისდიქციაში გადაცემის ანულირებას და თავად ფანარიონის დისკრედიტაციას ახდენს მთელი მართლმადიდებლური სამყაროს თვალში.

თუმცა, არ შეიძლება მეორე ვარიანტის უგულბელყოფაც. მიტროპოლიტ ონუფრისთვის მღვდელმსახურების „აკრძალვა“, მისთვის წოდების „ჩამორთმევა“ ან „განკვეთაც“ კი ფანარიონის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა უკრაინასთან მიმართებაში. რასაკვირველია, ეს შეუძლებლად და დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგრამ ზუსტად სამი წლის წინ ჩვენ შეუძლებლად და დაუშვებლად გვეჩვენებოდა, რომ ფანარიონი კანონიკურად ცნობდა ადამიანებს ყოველგვარი სამღვდელო ხარისხის გარეშე. თუმცა, კონსტანტინოპოლის ეკლესია მაშინ ზუსტად ასე მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ მეუ-ს შექმნის წინ პატრიარქმა ბართოლომემ უნეტარეს ონუფრის უბრძანა „გამაერთიანებელ კრებაზე“ მისვლა, მიტროპოლიტმა ონუფრიმ კი უარი განაცხადა. რა იქნება შემდეგ? შემდეგ იქნება ან „სასჯელის დადება“ ან სახის დაკარგვა. იმას, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი არ გეგმავს უკან დახევას უკრაინის საკითხში, ადასტურებს მისი მრავალრიცხოვანი გამონათქვამები ბოლო ხანებში. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ „ჩვენ დროებით ვითმენთ უკრაინელი იერარქების (უმე- რედ.), როგორც ადგილობრივი მმართველი ეპისკოპოსების, არამედ მხოლოდ როგორც ტიტულარულის ან იმათი სახით არსებობას, ვინც უკრაინაში იმყოფება (გააჩნია რეზიდენცია).

როგორც ჩანს, „სასჯელის დადების“ საკითხი მიტროპოლიტ ონუფრის მიმართ ფანარიონზე მუშავდება და ასეთი შესაძლებლობა საკმაოდ საალბათოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერგეი დუმენკო რამ გაათამამა ისე, რომ 2021 წლის იანვარში თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა მისი პატრონის სიტყვები „ „ჩვენ მათ ვითმენთ გარკვეულ დრომდე, მაგრამ მოვა დრო, როცა ისინი შეუერთდებიან აღიარებულ ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას (მეუ-რედ.)“. მეუ-თან გაერთიანებას არავინ აპირებს, ეს ნათელია ყველა ადექვატური ადამიანისთვის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „გარკვეული დრო“ უკვე გავიდა ან ძალიან მალე გავა. და რა იქნება შემდეგ? რახან ნათქვამია, „ა“, უნდა ითქვას „ბ“-ც.

არა მგონია რომელიმე ფანარიოტულმა იერარქმა უბადრუკ არქიმანდრიტ რომანოსს „საპასუხისმგებლო სპეცდავალება“ მისცა გამოექვეყნებინა თავის ფეისბუქში, რაც მან გამოაქვეყნა, მაგრამ იმის უარყოფა, რომ მოცემული პუბლიკაცია სრულად პასუხობს ფანარიოტის ინტერესებს მედია-სივრცეში შეაგდოს მიტროპოლიტ ონუფრის განკვეთასთან დაკავშირებული საცდელი მასალა, არ შეიძლება.

იმის უარყოფა, რომ მოცემული პუბლიკაცია სრულად პასუხობს ფანარიოტის ინტერესებს მედია-სივრცეში შეაგდოს მიტროპოლიტ ონუფრის განკვეთასთან დაკავშირებული საცდელი მასალა, არ შეიძლება.

ანასტასიადისმა შეურაცხო ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები და იერარქები?

მოდით, დავუბრუნდეთ პუბლიკაციის ფორმულირებას. ფანარიონის კლირიკოსმა განაცხადა, რომ „ქრისტეს დიდი დედა-ეკლესიის წყევლა.... ყველა მათგანის, ვინც აგრძელებს „კიევის“ (მიტროპოლიტი- რედ.) ტიტულის აღდგენას, რომელიც უზურპირებულია (უნეტარესი ონუფრის მიერ -რედ.) ეკლესიის მკაფიო აკრძალვის მიუხედავად“.

ერთი სიტყვით, დაწყევლილია ყველა, ვინც ფანარიონის პოზიციის საწინააღმდეგოდ უნეტარეს ონუფრის თვლის უმე-ს წინამძღოლად და მას კიევის კანონიერ მიტროპოლიტს უწოდებს. ახლა კი ვნახოთ. უნეტარესს მისი ანგელოზის დღე მიულოცეს ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის, რუსეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიების წარმომადგენლებმა, სხვა ეკლესიების იერარქებმა. ყველა დოკუმენტში უმე-ს წინამძღოლი ნახსენებია კიევის მიტროპოლიტად. უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ უმე-ს მილიონობით მორწმუნეს გარდა, რომლებიც უნეტარეს ონუფრის თავიანთ წინამძღოლად მიიჩნევენ „ქრისტეს დიდი დედა-ეკლესიის წყევლა“ ეკისრება აღნიშნულ წინამძღოლებსა და მღვდელმთავრებსაც.

ვიმყოფებით თუ არა ამიერიდან ანათემის ქვეშ?

რასაკვირველია, არა. და არა იმის გამო, რომ უბრალოდ არქიმანდრიტს თავისი სტატუსით არ შეუძლია ეკლესიის წინამძღოლის განკვეთა. და არა იმიტომაც, რომ არ არსებობს  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის, არც პატრიარქ ბართოლომეოსის არანაირი გადაწყვეტილება რაიმე „სასჯელის დადებაზე“ და მითუმეტეს - „წყევლასთან“ დაკავშირებით მიტროპოლიტ ონუფრისა და უმე-ს მიმართ.

ყველაზე მთავარს წარმოადგენს ის, რომ მიტროპოლიტი ონუფრი და მთელი მისი სამწყსო ეკუთვნის ერთიან წმინდა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიას. ეკლესიისგან ნებისმიერი ადამიანის და არა მხოლოდ მღვდელმთავრის განკვეთა, ხდება ცოდვის შედეგად, რომელსაც მომაკვდინებელი ეწოდება. ტყუილად როდი არის მსახურების სინანულში ასეთი სიტყვები: „მიიღე და გააერთიანე ის შენი წმინდა ეკლესიით...“ ეკლესიისგან განკვეთა, რომელიც ფორმდება საეკლესიო კრებების ცალკეული გადაწყვეტილებების სახით, თითქმის ყოველთვის აღიარებულია ერესში ან განხეთქილებაში ჩავარდნის მიზეზით. მსგავს არაფერში მიტროპოლიტი ონუფრი ბრალდებული არაა. ის, როგორც ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას 2018 წლამდე ( როცა ფანარიონმა დაიწყო თავისი უკანონო ქმედებები უკრაინაში), ასევე აგრძელებს ამ დრომდე მსახურებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის და ასევე ქრისტეს მთელი ეკლესიის მიმართ, მართებულია სიტყვები, რომელიც ნათქვამი იქნა ძველი აღთქმის ეკლესიის, ისრაელის ხალხის მიმართ: „კურთხეულია მაკურთხებელი შენი და წყეულია მაწყევარი შენი“ (რიცხ.24:9). ეს სიტყვები განაცხადა წინასწარმეტყველმა ბალაამმა, რომელმაც აიღო ფული, რათა ისრაელი დაეწყევლა, მაგრამ მოხდა არა წყევლა, არამედ დალოცვა. „აღაპყრო ბალაამმა თვალები და იხილა ტომებად დაბანაკებული ისრაელი და გადმოვიდა მასზე ღვთის სული“ (რიცხ.24:2) და ვერ დაწყევლა ისრაელი, არამედ პირიქით, დალოცა ის.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიაში არის ბევრი შემთხვევა, როცა მღვდელმთავრები ხელისუფლების ნებით ტახტიდან აგდებდნენ თავიანთ პატრიარქებს. ასეთი რამ ხდებოდა ბიზანტიის პერიოდშიც და ბევრად გაიზარდა ოსმალური ბატონობის ხანაში. თუმცა, ცნობილია და ალბათ, ყველაზე სამარცხვინოა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის - დიდი მოძღვრისა და მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ტახტიდან ორჯერ ჩამოგდება. იმპერატორ ევდოქსიასა და იმპერატოს არკადის ბრძანებით ხდებოდა მორჩილი კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრების კრების მოწვევა და დიდი მღვდელმთავრის კათედრიდან გადაყენება. პირველ შემთხვევაში ეპისკოპოსებმა საერთოდ მას სიკვდილით დასჯა გამოუტანეს და მხოლოდ იმპერატორ არკადის გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეიცვალა. და ჩნდება რიტორიკული კითხვა: ვისთან იყო ამ დროს უფლის მადლი? ამა ქვეყნის ძლიერებთან, მორჩილებთან, მღვდელმთავრებთან თუ წმინდა იოანე ოქროპირთან?

არავინ არ მალავს განსაკუთრებით, რომ ფანარიონი ერეოდა უკრაინის საქმეებში და მის უკანონო ქმედებებს ვაშინგტონიდან ბრძანების მიხედვით ახორციელებდა. არავინ მალავდა ფანარიოტებთან და ასევე უკრაინელი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეების ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებთან მოლაპარაკებების ფაქტებს უკრაინის საკითხზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ. თავად ამერიკელი დიპლომატები ღიად აცხადებდნენ თავიანთ წვლილზე მეუ-ს შექმნასა და სხვა დანარჩენ ქმედებებში. ამიტომაც, თუ ფანარიონი გადაწყვეტს „სასჯელის დადებას“ უნეტარეს ონუფრიზე, ეს ისევ მოხდება ამერიკელი ფუნქციონერების წაქეზებით ან მათი ნებართვა/დაშვებით და გარკვეულწილად გაიმეორებს მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის სამარცხვინო განდევნას. თუმცა, ფანარიონს, როგორც ასეთს, ჯერ არ ჩაუდენია ეს საბედისწერო შეცდომა.

წარმოადგენს თუ არა „წყევლა“ ფანარიონის პოზიციას და რა შედეგებამდე შეუძლია მას მიგვიყვანოს?

როგორც უკვე ითქვა, უბადრუკი არქიმანდრიტის რომანოს ანასტასიადისის ოპუსი არ ასახავს ფანარიონის ოფიცალურ პოზიციას. უნეტარეს ონუფრისთან მიმართებაში არ იქნა მიღებული არანაირი ზომა. არ არსებობს სინოდის ან პატრიარქ ბართოლომეოსის გადაწყვეტილება. ფანარიონის აზრით, მიტროპოლიტი ონუფრი უბრალოდ მღვდელმთავარია, რომელიც ცხოვრობს კიევში, რომელსაც „ითმენს“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და სერგეი დუმენკო, რომელიც არაა „განკვეთილი“ და არ აქვს „აკრძალული“ მღვდელმსახურება.

თუმცა, დიდია იმის ალბათობა, რომ ანასტასიადისმა მხოლოდ გაახმოვანა ბევრი ფანარიოტი იერარქის აზრი და განზრახვა. თუ ადრე პატრიარქი ბართოლომეოსი და კონსტანტიპოლი უბრალოდ ფიქრობდა „სასჯელის დადებასა“ და „განკვეთაზე“ უნეტარესთან მიმართებაში, არქიმანდრიტის სიტყვებიდან (ის გამოაქვეყნა ბევრმა მის-მა) ძლიერი რეზონანსის შემდეგ უბრალოდ დუმილს არ დასჯერდება. ფანარიონზე ვალდებულნი არიან რაიმენაირად ირეაგირონ: ან დაადასტურონ ანასტასიადისის „წყევლა“ ან საჯაროდ გაემიჯნონ თავიანთი კლირიკოსის სიტყვებს.

არქიმანდრიტის სიტყვებიდან (ის გამოაქვეყნა ბევრმა მის-მა) ძლიერი რეზონანსის შემდეგ უბრალოდ დუმილს არ დასჯერდება. ფანარიონზე ვალდებულნი არიან რაიმენაირად ირეაგირონ: ან დაადასტურონ ანასტასიადისის „წყევლა“ ან საჯაროდ გაემიჯნონ თავიანთი კლირიკოსის სიტყვებს.

რასაკვირველია, შეიძლება დუმილიც. თუმცა, როგორც ერთხელ პაპმა ბონიფაციუს VIII განაცხადა, „დუმილი თანხმობის ნიშანია“ (ლათ. Silentium videtur confession).

ასე რომ, გასაგებია, რომ მალე ჩვენ დავინახავთ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს/სასჯელის დადებას უმე-ს წინამძღოლთან მიმართებაში. მოვლენების ასეთი განვითარება ჯდება ფანარიონის მოქმედებების ლოგიკაში  და ის ასევე ჯდება ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლის ლოგიკაში, რომელთანაც საქმე გვაქვს უკრაინაში. აკი, უკეთესი მიდგომის მოძებნა იმისთვის, რომ უმე-ს ტაძრების მიტაცება თვისობრივად ახალ დონეზე იქნეს აყვანილი, ძნელია. ბრალდება უმე-ს მისამართით მეზობელ სახელმწიფოზე მუშაობასთან დაკავშირებით, უბრალოდ არაფერია იმ მტკიცებასთან შედარებით, რომ უმე და მიტროპოლიტი ონუფრი „ანათემას“ არიან გადაცემულები. ეს ხელს უხსნის ნაციონალ-რადიკალებსაც და სახელმწიფო ჩინოვნიკებსაც, რომლებსაც ძინავთ და ესიზმრებათ, როგორ გაანადგურონ უფრო სწრაფად ქრისტეს ეკლესია.

გარდა ამისა, მიტროპოლიტ ონუფრის შესაძლო „განკვეთამ“, ფანარიონის ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა შეიტანოს განხეთქილება უკრაინელ მღვდელმთავრებს შორის და ზოგიერთ მათგანს უბიძგოს მეუ-ში გადასვლისკენ. შესაძლოა, ფანარიონი ვარაუდობს, რომ უმე-ს იერარქებს შეეშინდებათ მათი წყევლის და გადავლენ სერგეი დუმენკოს „ომოფორის ქვეშ“. თუმცა, ეს ნაკლებად დასაშვებია. ყველა ხვდება, რომ ფანარიონის არ შეუძლია უფლის მადლის „პრივატიზება“ და მისი განკარგვა თავისი სურვილისამებრ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაძლო „ანათემა“ ბათილია.

სიმართლე უმე-სა და უნეტარეს ონუფრის მხარესაა. და თუ ფანარიონი გადაწყვეტს ახალ უკანონობას, ის თავად, საბოლოოდ, დააყენებს თავს ეკლესიის გარეთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები უარესი სცენარით განვითარდება, ფანარიონი მაინც გადაწყვეტს მიტროპოლიტ ონუფრის „განკვეთას“, ეს იქნება ეკლესიათშორის ურთიერთობებში დაუბრუნებლობის საბოლოო წერტილი და ჭეშმარიტების მომენტი ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის. მათ მოუწევთ უკვე ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტა, ვისთან არიან ისინი: ქრისტესთან და მის ეკლესიასთან თუ თამაშს აყოლილ ფანარიოტებთან. ვფიქრობთ, რომ ეკლესიების უმრავლესობა ქრისტეს ერთგული დარჩება და ისინი, ვინც აირჩევს ახალ ვარიანტს, მოიძებნება ბევრი ისეთი მღვდელმთავარი, ვინც უარს იტყვის ფანარიონის გადაწყვეტილებების აღიარებაზე. მითუმეტეს, რომ პატრიარქ ბართოლომეოსის გზაზე სიარულის პერსპექტივა მკაფიოდ შემოსაზღვრულია მის მიერვე: ის ყველა მიმდევარს რომთან მორიგ უნიამდე მიიყვანს. შესაძლოა, ვიღაცას აწყობს ეს ვარიანტი, მაგრამ უმრავლესობამ უნდა გამოავლინოს მისი მართლმადიდებლური იდენტიფიკაციის თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომელიც არ დაუშვებს მართლმადიდებლობის რომის პაპისთვის ჩაბარებას.

სიმართლე უმე-სა და უნეტარეს ონუფრის მხარესაა. და თუ ფანარიონი გადაწყვეტს ახალ უკანონობას, ის თავად, საბოლოოდ, დააყენებს თავს ეკლესიის გარეთ.

რა უნდა გააკეთონ მართლმადიდებლემა?

პირველ რიგში, გვახსოვდეს, რასაც ქრისტე ბევრჯერ ეუბნება მის მოწაფეებს: „ნუ შეშინდებით“.

მეორეც, არ მივაქციოთ ყურადღება არც უბადრუკი არქიმანდრიტის რომანოსის სიტყვებს და არც ფანარიონის ანალოგიურ გადაწყვეტილებებს. უფლის სიმართლე არაა მათ მხარეს, ამის გარეშე კი არც ერთი განკვეთა არაა ძალაში.

მესამეც, კიდევ უფრო შევიკრათ უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ირგვლივ, რომელიც უფლის აშკარა ზრახვით არის უმე-ს საჭეთმპყრობელი ამ ძნელბედობის ჟამს.

და მეოთხე, აქტიურად გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება ეკლესიის მიმართ, მაგალითად, მოძრაობა „ერისკაცებში“, კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღესასწაულზე დიდ ლიტანიობაში და რაც მთავარია - ღვთიმსახურებასა და ლოცვებში  მონაწილეობით. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ იმაზე, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება ამ წელს ლიტანიობაში მონაწილეთა რაოდენობა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ.

უფალი იყოს ჩვენი შემწე!

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ