ამე-ს მღვდელი: გენშტაბის სპიკერი მოინანიებს თავის სიცრუეს

08 June 17:59
3291
მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე და მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი. ფოტო: УПЦ მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე და მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი. ფოტო: УПЦ

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსმა განმარტა ამე-ს სტატუსი და მხარი დაუჭრია უმე-ს

ამერიკის მართლმადიდებელლი ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბრეკენრიჯმა ბეთლემიდან, პენსილვანიის შტატი, წერილი მისწერა უმე კს-ს ექს-სპიკერს, უშძ-ს გენშტაბის სპიკერს ანდრეი კოვალევს, რომელმაც სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს, მისი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ უწოდა „კრემლის აგენტი ანაფორაში“ და მოუწოდა უუძ-ს გაერკვნენ მისი ვიზიტის დეტალებში.

გთავაზობთ მისი წერილის ტექსტს სრულად.

ქრისტე აღსდგა!

მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პასუხი მივწერო ბატონ ანდრეი კოვალევს. ვიყავი რა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი 2012 წლიდან, დიდი მღელვარებით ვაკვირდებოდი ჩვენი წინამძღოლის, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესი ტიხონის ვიზიტს უკრაინაში. უკრაინა გასნაკუთრებული ადგილია ჩემთვის, რადგანაც დედაჩემი ლუდმილა არის ძირძველი უკრაინული წარმოშობის ზაკარპატიეს პატარა სოფლიდან.

ათი წლიდან ვადევნებ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც პოლიტიკურს, ასევე საეკლესიოს. ევრომაიდაინის შემდეგ მომხდარი დადებითი ცვლილებები, კურსი ეკ-კენ და გასვლა რუსეთის ფედერაციის გავლენის სფეროდან - ესაა ის, რაც ყოველთვის იწვევდა ჩემში სასიხარულო ემოციებს. იმის დანახვა, თუ როგორ თავგანწირვით იბრძვიან უკრაინელები თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, აღგვაფრთოვანებს ჩვენ აქ, ამერიკაში და პირადად მეუღლესთან ერთად ვუწევდით ფინანსურ დახმარებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველებს. ჩვენი სამღვდელმთავრო სინოდი და სამღვდელოება დაბეჯითებით გამოდის რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ.

ჩვენმა სინოდმა თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრა ასეთი პოზიცია. მისი უნეტარესობა ტიხონი გამოვიდა განცხადებით 2022 წლის 24 თებერვალს რუსული აგრესიის ესკალაციის დაწყებისთანავე, ხოლო ჩვენმა წმინდა სინოდმა გააკეთა განცხადება, რომელიც გმობდა რუსულ აგრესიას 2022 წლის 26 მარტს და იმ დროიდან აგრძელებს ამ ომის დაგმობას.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საწყენი იყო, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა გააკეთა რიგი განცხადება, რომელიც ამახინჯებს რეალობას, როგორც იმასთან დაკავშირებით, რასაც წარმოადგენს ამე, ასევე ჩვენი წინამძღოლის მოტივებთან დაკავშირებითაც. ამიტომაც, მინდა მისი შეცდომების გასწორება, რათა ჭეშმარიტებას ნათელი მოეფინოს.

ბატონი კოვალევი მართალია იმაში, რომ თავიდან ამე შეიქმნა 1794 წელს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მისიონერების მიერ, ხოლო შემდეგ ის გახდა სრულფასოვანი ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკაში 1800-იანი წლების ბოლოს. თუმცა, მას გააჩნია იმის დამახინჯებული გაგება, რა მოხდა ამის შემდეგ. მხოლოდ შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ის არაა დაკავებული წინასწარ განზრახული დეზინფორმაციით, არამედ უბრალოდ მას არ გააჩნია ისტორიის სათანადო ცოდნა.

ამდენად, ის ამტკიცებს, რომ „1924 წელს ეს თემები გაერთიანდა ამერიკაში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც წარმოადგენდა მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილს...“ სინამდვილეში, 1917 წელს ბოლშევისტური რევოლუციის შემდეგ ურთიერთობა რუსულ ეკლესიასთან ძალიან გართულდა და წმინდა პატრიარქმა ტიხონმა (რომელიც ადრე იყო ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი) გაგზავნა ბრძანება, რომელიც დიასპორის ეკლესიას თვითმმართველობას მიუთითებდა ნორმალური ურთიერთობების განახლებამდე. დაახლოებით მომდევნო 40 წლის განმავლობაში, ის, რაც გადახდა ამე-ს არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში სახელწოდების ქვეშ „რუსეთის მართლმადიდებლური ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ამერიკაში“.

ამ პერიოდის განმავლობაში ის, რაც ადრე იყო ეთნიკური ეკლესია, რომელიც შედგებოდა რუსეთის იმპერიის ყოფილი ქვეშევრდომებისგან, გადაიქცა ეკლესიად, რომელიც თანდათან ხებოდა ქვეყნის ნაწილი. სხვა მართლმადიდებელი ადამიანები სხვა მართლმადიდებლური ტრადიციებით ჩვენს სამწყსოს უწოდებდნენ სულიერ სახლს, თუმცა საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მაშინ აშშ-ში სუფევდა რაღაც არანორმალური საეკლესიო სიტუაცია, როცა ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიას მსოფლიოდან აქ ჰქონდა თავისი სამწყსო.

დაახლოებით 1960-იან წლებში ჩვენი სამწყსო უკვე აღარ იყო აშკარად „რუსული“ და გახდა უფრო ამერიკული, რამდენადაც ყოფილ ემიგრანტებში იბადებოდნენ ბავშვები, რომლებიც ასიმილაციას განიცდიდნენ ჩვენს კულტურაში. ეკლესიებში წირვა დაიწყო ინგლისურ ენაზე, ხოლო სამღვდელოება, ძირითადად ამერიკული წარმოშობის, განათლებას იღებდა ამერიკის მართლმადიდებლურ სემინარიებში.

ამ პერიოდის მანძილზე ჩვენს ეკლესიაში გამოჩნდა რამოდენიმე გამოჩენილი პიროვნება (მათ შორის, განსაკუთრებით გამოიყოფა მამა ალექსანრე შმემანი და მამა ჯონ მეიენდორფი), რომლებიც ხვდებოდნენ, რომ ამერიკაში მართლმადიდებლობის მომავალი მდგომარეობს არა „რუსული“ წარსულის შენარჩუნებაში, არამედ ჩვენს ირგვლივ ამერიკელების მოქცევაში, რომელთაც სჭირდებათ ქრისტეს სახარება, მათ განმტკიცებაში მართლმადიდებლურ რწმენაში.

 

ამასთან, ჩვენი ეკლესია განიცდიდა გარკვეულ უხერხულობას მისი სტატუსიდან გამომდინარე და აცნობიერებდა, რომ არ შეუძლია ამ სტატუსის მუდმივად შენარჩუნება. ამ მიზეზით ჩვენ თავიდან მივმართეთ კონსტანტინოპოლის მაშინდელ პატრიარქს ათენაგორა I თხოვნით დაერეგულირებინა ეს სტატუსი. მისი პასუხი გვამცნობს, რომ რამდენადაც თავიდან ვიყავით რუსული ეკლესიის ეპარქია, ჩვენ უნდა დავბრუნებოდით მას. ამდენად, 1960-იანი წლების ბოლოს ჩვენ აღვადგინეთ ურთიერთობა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მარგამ საბოლოო ჯამში, ეს არ იყო ის, რასაც ყველაზე მეტად ისურვებდა ჩვენი ხელმძღვანელობა. ჩვენ ხომ თავს არ ვთვლიდით „რუსულ“ ეკლესიად, არამედ ამერიკულად. ამიტომაც, განვაცხადეთ რა ჩვენი პოზიციის, როგორც სურვილის შესახებ აგვეშენებინა ამერიკული ეკლესია, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სახლი ყველა მართლმადიდებელისთვის ამერიკაში და განსაკუთრებით ამერიკელების ევანგელიზაციისა და რწმენისკენ მოქცევის იმედით, ხოლო 1970 წელს რუსეთის ეკლესია დაგვეთანხმა მოეცა ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ.

უკვე ერთი წლის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმე ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ ამერიკაში ჩაატარა თავისი სრულიად ამერიკის საეკლესიო კრება და ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება შემდეგი „ამერიკაში მართლმადიდებლური ეკლესია“. ეს ავტოკეფალია ოფოციალურად აღიარებულია რუსეთის, საქართველოს, პოლონური ეკლესიების და ასევე ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. არაფორმალურად ჩვენი ურთიერთობები ბულგარეთის, რუმინეთისა და სერბეთის ეკლესიებთან უფრო ჰგავს დობილი-ეკლესიების ურთიერთობებს, მათი მხრიდან ავტოკეფალიის ოფიციალურ აუღიარებლობის მიუხედავად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, კვიპროსის, ბერძნული და ალბანური ეკლესიები მხარს უჭერენ ურთიერთობას ამე-თან. ჩვენი წინამძღოლი უშუალოდ თანამსახურებდა ამ ეკლესიების წინამძღოლებთან, მათ შორის, პატრიარქ ბართოლომეოსთან, ამ უკანასკნელის მიწვევით.

ბატონი კოვალევი ამტკიცებს, რომ მსოფლიო მართლმადიდებლოება ამე-ს თვლის უბრალოდ რუსულ ეკლესიად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენი ურთიერთობა ამ დობილ ეკლესიებთან არანაირ კავშირში არაა რუსეთთან. მისი უწმინდესობაც კი რომ გვთვლიდეს რუსული ეკლესიის ნაწილად ქაღალდზე, მუდმივ ურთიერთობაში ის მაინც გვიდგება, როგორც დამოუკიდებელ ეკლესიას.

50 წელზე მეტია, რაც ტომოსი მოგვეცა, ამე სულ უფრო და უფრო ხდება ეკლესია, რომელიც აერთიანებს ამერიკელებს საზოგადოების ყველა ფენიდან. მაგალითად, ჩემი საკმაოდ  მცირერიცხოვანი მრევლი 100 ადამიანისგან შედგება და ის მოიცავს უკრაინელებს, რუსებს, ქართველებს, რუმინელებს და ასევე იტალიური, ინგლისური, ფრანგული და პოლონური წარმოშობის ამერიკელებს. ბევრი მათგანი არ დაბადებულა მართლმადიდებლურ ოჯახებში, მაგრამ მართლმადიდებლებად იქცნენ უკვე ზრდასრულ ასაკში. თავადაც მართლმადიდებლობა მხოლოდ 18 წლის ასაკში მივიღ ჩემს მშობლებთან და ორ დასთან ერთად. ამე-ს სამღვდელოების ნახევარზე მეტი (მათ შორის მიტროპოლიტი ტიხონი და ჩვენი სინოდის ეპისკოპოსების უმრავლესობა) ასევე იყვნენ თავიანთ დროს მოქცეულნი მართლმადიდებლურ რწმენაზე. ჩვენი ეკლესია აშკარად და სახასიათოდ არის ამერიკული, ხოლო მართლმადიდებლური რწმენა დგას ნებისმიერ ეთნიკურ ან ნაციონალურ მოსაზრებაზე მაღლა. ჩვენი ეკლესია არაა „რუსული ეკლესია ამერიკაში“.

სრულიად გასაგებია, რატომ მიუდგა ძალიან ცინიკურად ბატონი კოვალევი მიტროოპოლიტ ტიხონის უკრაინაში ვიზიტს. მას, როგორ ჩანს, თავში უკვე მზა დასკვნა ჰქონდა, ამიტომაც მან კავშირები გააბა იქ, სადაც ის არაა, რათა გაემყარებინა თავისი დასკვნა. ის ხედავდა რუსული აგრესიის საშინელებას ახლოს და მე არ ვადანაშაულებ მას, იმიტომ რომ ის ხედავდა ამ საშინელებას მაშინ, როცა ის არ უნდა ყოფილიყო. ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოალბოს მისი გული და აუხილოს მას თვალები. ვიმედოვნებ, რომ ის მოინანიებს თავის ცოდვას იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ტიხონი არის „კრემლის აგენტი ანაფორაში“.

რაც შეეება იმას, რომ მიტროპოლიტმა ტიხონმა ეს ვიზიტი განახორციელა, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის აღვიქვამთ, როგორც ძველ მეგობარს. ის იყო  2015 წლის ივლისში ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, ამე-ს სრულიად ამერიკის მე-18 საეკლესიო კრების საპატიო სტუმარი, მაგრამ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვაქვს იმ დროიდან, როცა ის გახლდათ ჩერნოვიცისა და ბუკოვინის ეპისკოპოსი.

ამასთან დაკავშირებით შემიძლია პირადი ანეკდოტის მოყოლა ჩემს პირველ შეხვედრაზე მის უნეტარესობასთან, რომელიც ჩემი აზრით, გვიჩვენებს, თუ როგორ ადამიანს წარმოადგენს თქვენი წინამძღოლი. ყოველ წელს დაღუპული ამერიკელი სამხედროების ხსოვნის დღეს, ამე-ს განმანათლებელ ტიხონ ზადონელის სახელობის  მთავარ მონასტერში სრულდება ოფიციალური მომლოცველობა. 2005 წელს ჩერნოვიცის მაშინდელი მიტროპოლიტი ონუფრი იყო ამ მომლოცველობის მონაწილე. მე თან ვახლდი მცირე ჯგუფს და სამღვდელმთავრო საღვთო ლიტურგიის დასრულებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ჩვენ დავინახეთ მიტროპოლიტი ონუფრი, რომელიც მოდიოდა, როგორც ჩვეულებრივი მომლოცველი. ჩვენგან არცერთმა არ იცოდა, თუ ვინ იყო ის, მაგრამ ის მიდიოდა სამღვდელმთავრო სახლისკენ, ჩვენგან დაახლოებით ერთ კილომეტრში დაბლა გზაზე, სრულიად მარტო. ჩვენ მისი პანაგია შევამჩნიეთ, ამიტომაც მივხვდით, რომ ის იყო იერარქი და შევთავაზეთ მას ჩვენი მანქანით მიყვანა, რამდენადაც არასწორად მოგვეჩვენა ეპისკოპოსის ფეხით სიარული. მან გვიპასუხა, „კარგია, რომ მას შეუძლია მისი ცოდვების გამო ფეხით სიარული“. ასე თავმდაბლობა აჩვენა მან.

ჩვენ ვიცით, რომ თქვენი წინამძღოლი არის ნამდვილი ადამიანი. ის არის ადამიანი, რომლისთვისაც უფლის სასუფეველი ყველაფერზე მაღლაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესი არის მოძმე ეკლესია, რომელიც ისწრაფვის იმისკენ, რისკენაც ვისწრაფვით ჩვენ - უფლის სასუფევლისკენ. ახლა მეც და ბევრი ამერიკაში ტირის და ლოცულობს თქვენზე, როგორც ყველაზე მათგანზე, ვინც უპირისპირდება უღმერთობას. ჩვენ ვლოცულობთ იმაზე, რომ თქვენი ბრძოლა უღმერთო რუსულ აგრესიასტან დასრულდეს, რაც შეიძლება მალე, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს შენარჩუნებული!

ჩვენ ვლოცულობთ იმაზე, რომ  დაღუპულმა დამცველებმა სულის სიმშვიდე ჰპოვონ უფლის სასუფეველში, ხოლო იმათ, ვინც დაზარალდა ომისგან და იძულებული გახდა გამხდარიყო დევნილი, ჰპოვონ სიმშვიდე ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ჩვენ ასევე ვლოცულობთ იმაზე, რომ უკრაინის მთავრობამ შეწყვიტოს უფლის მიერ დაცული თქვენი ეკლესიის დევნა და დაიწყოს თავისუფლების, დემოკრატიისა და რელიგიური თავისუფლების ფასეულობების პატივისცემა, რომლისთვისაც გამოდის თავისუფალი უკრაინა!

აღმდგარ ქრისტეში,

მღვდელი ნიკოლოზ ბრეკენრიჯი

ბეთლემი, პენსილვანია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ