უმე-ს მდევნელთა საიდუმლო ცხოვრება

27 March 23:35
1853
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

დღეს მასმედიაში გამოჩნდა უმე-ს აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის ნიკოლაი კნიაჟიცკის ფოტო სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ვლადიმერ სივკოვიჩთან ერთად. რა კავშირი აქვს ამ შეხვედრას უმე-სთან?

დღეს ზოგიერთმა უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა მრავალმილიონიანი აუდიტორიით, აგრეთვე ზოგიერთმა მასმედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „სენსაციური“. ისინი ყვებოდნენ, რომ პარტია „ევროსოლიდარობის“ სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი რეგულარულად ხვდება ვლადიმერ სივკოვიჩს.

თითქოს, რა არის განსაკუთრბული იმაში, რომ ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ხვდებიან? უბრალო ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს. მაგრამ თუ ეს ადამიანები სერიუზულად არიან ჩართულები პოლიტიკაში და ორი მტრული ქვეყნის სხვადასხვა ბანაკებში არიან, მაშინ ჩნდება სერიუზული კითხვები. განსაკუთრებით, თუ ლაპარაკია ისეთ ადამიანზე, როგორიც ნიკოლაი კნიაჟიცკია - სახალხო დეპუტატი, პატრიოტი  უნიატი და უმე-ს აკრძალვისთვის მებრძოლი. ამ შემთხვევაში რა ხდება?

ჯერ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ამ ადამიანებზე.

სტამბულის შეხვედრების ფიგურანტები

ჩვენთვის კნიაჟიცკი ცნობილია როგორც 8371 კანონპროექტის ავტორი და უმე-ს აკრძალვის ერთ-ერთი ინიციატორი. სწორედ ეს ადამიანი ჩვენს ეკლესიას „ფედერალური სამსახურისა და რუსეთის ჯარის ფილიალს“ უწოდებს და ითხოვს, რომ ტომოსის დებულებები, რომლებიც მეუ-მ ფანარიონისგან მიიღო, უკრაინის კანონმდებლობის ნაწილი გახდეს. კიდევ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ კნიაჟიცკიზე, მაგრამ არა ნაკლებ საინტერესოა მისი ვიზავი, ესე იგი ის ადამიანი, რომელსაც ის, უკრაინის მასმედიის ინფორმაციით, ხვდებოდა საზღვარგარეთ. ლაპარაკია ვლადიმერ სივკოვიჩზე.  

სივკოვიჩი - უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი სამი მოწვევით, აზაროვის მთავრობის ვიცე-პრემიერი, რომელიც ძალოვანთა ბლოკზეა პასუხისმგებელი, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილი მდივანი და ადამიანი, რომელიც 2022 წლის 22 ივლისს სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი. მაგრამ მანამდე, 2022 წლის იანვარში, სივკოვიჩი  „რუსეთის დახმარებისთვის და უკრაინის დესტაბილიზაციისთვის“ აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდა, რომელიც შეიქმნილია იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერალური სამსახურის მითითებებით მოქმედებენ და მხარს უჭერენ რუსეთის მიერ წარმოებულ გავლენის ოპერაციებს“.

აშშ-ს მონაცემებით, სივკოვიჩი მუშაობდა რუსეთის სადაზვერვო აგენტურასთან „გავლენის ოპერაციების“ წარმოების დროს. კერძოდ, ის მხარს უჭერდა რუსეთისთვის ოკუპირებული ყირიმის დათმობის იდეას რფ-ის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული რაზმების დონბასიდან გაყვანის სანაცვლოდ.

ჩვენ არ ვიცით, წარდგენილი ბრალდებები რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მარტო ის ფაქტი, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი ხვდება უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, როგორც მინიმუმ, ძალზე საეჭვოდ გამოიყურება.

მით უმეტეს, რომ ისინი არა ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც.

სტამბული კონტრასტთა ქალაქია?
უკვდავი ფრაზა „სტამბული კონტრასტთა ქალაქია“  ჩვენს ისტორიას განსაკუთრებით უხდება.

უკრაინული მასმედიის ინფორმაციით, „სარგებლობდა რა სახალხო დეპუტატის სტატუსით, კნიაჟიცკი მიემგზავრებოდა რფ-ის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო ტერიტორიაზე: თურქეთში და ავსტრიაში. რამდენიმე შეხვედრა ფოტოებზე იყო ასახული. კნიაჟიცკის გასვლები დასტურდება აგრეთვე საზღვრის გადაკვეთის მონაცემთა ბაზაშიც“.

ჟურნალისტებმა (ან ვინც მათ უკან დგას) ნამდვილად წარმოადგინეს ამ შეხვედრების ფოტოები. იქ ჩანს კნიაჟიცკი და კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს სივკოვიჩს. ისინი გადაღებულები არიან სტამბულში, წმინდა სოფიოს ტაძარში და არა უგვიანეს 2022 წლის ზაფხულისა.

მასმედია აგრეთვე იუწყებოდა, რომ „მოცემული ინფორმაციის თანახმად, პოროშენკოს თანამებრძოლი (ესე იგი კნიაჟიცკი) კომუნიკაციაშია სივკოვიჩთან საინფორმაციო ოპერაციების სფეროში“. სწორედ მასთან შეხვედრების შემდეგ „სახალხო დეპუტატმა კნიაჟიცკიმ უკვე სივკოვიჩთან შეხვედრების შემდეგ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა უკრაინაში ტელეგრამ-მედიას“.

აგრეთვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ „რეესტრების მონაცემებით, კნიაჟიცკი და სივკოვიჩი დიდი ხანია თანამშრომლობენ“. ისინი ნათესავები არიან და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინსტიტუტი „საზოგადოება“ დამაარსებელი.

ვაწყობთ ფაზლებს
კნიაჟიცკი და სივკოვიჩი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან, რომლებიც დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ისინი ერთმანეთს ხვდებიან მას შემდეგაც, რაც ომი დაიწყო და მას შემდეგაც, რაც სივკოვიჩი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. მათი შეხვედრების შესახებ დიდ ხანია ცნობილია, მაგრამ ეს მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, კნიაჟიცკი მედიაში აქტიური ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს ჯიუტად უქმნის პატრიოტის რენომეს, სივკოვიჩი კი ამ დროს სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

ეჭვგარეშეა, რომ ამ შეხვედრების დროს ხდება არა მარტო კულტურულ თემებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა (აია-სოფიაში გადაღებული ფოტოების მიხედვით  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს ტაძრის ექსკურსიაში), არამედ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც. რა სახის ინფორმაციაა ეს, ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ კნიაჟიცკი ეკლესიის მტერია. რა გამოდის?

გამოდის საკმაოდ არასახარბიელო სურათი.

თურმე ეკლესიის დევნის უკან დგას ხალხი, რომლებიც არც ისე უცოდველები არიან. ლაპარაკი არა მარტო კნიაჟიცკიზეა, არამედ ბევრ სხვაზეც.

მაგალითად, კიევის ოლქში უმე-ს ტაძრების ყველაზე აქტიური რეიდერი - საზოგადო მოღვაწე სერგეი ვოზნი ომამდე იყო სახალხო დეპუტატ-მოღალატის ილია კივის თანამებრძოლი. სწორედ იმ კივის, რომელიც 2022 წელს გაიქცა რუსეთში, ხოლო ჯერ კიდევ 2016 წელს ითხოვდა კიევ-პეჩერის ბერთა გაძევებას. გავიხსენოთ მისი სიტყვები, თქმული 8 წლის წინ:

დღეს, ეკლესიიდან გამოსვლისას, მომიცვა სურვილმა, რომ გავანთავისუფლო კიევ-პეჩერის ლავრა მტაცებელ და მოძალადე მოსკოველ ფედერალური სამსახურის ანაფორიან ბოროტთაგან და დავუბრუნო სიწმინდე უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ლავრის განთავისუფლებით და დაბრუნებით დაიწყება უკრაინის მიწის აღორძინება და განთავისუფლება“.

დაგვეთანხმეთ, რომ რიტორიკა და საერთო ტონი, აგრეთვე კივის ცალკეული გამოთქმებიც კი პრაქტიკულად ზუსტად კოპირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორებიც არიან კნიაჟიცკი და ვოზნი. გამოდის, რომ უმე-ს დევნის უკან დგანან... უკრაინის მტრები.

რატომ გავიგეთ ამის შესახებ მხოლოდ ახლა
აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვთქვათ.

მშვენივრად გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის დიდი ხანია ცნობილია კნიაჟიცკისა და სივკოვიჩის კავშირების შესახებ. მაგრამ გარკვეულ დრომდე ამის შესახებ ხმას არ იღებდნენ.

ვიმეორებთ - ადრეც იცოდნენ ამის შესახებ. იცოდნენ, რომ კნიაჟიცკი წარადგენდა რადაში კანონპროექტს უმე-ს აკრძალვის შესახებ, იცოდნენ, როდესაც ის უმე-ს „ფედერალური სამსახურის ფილიალს“ უწოდებდა, იცოდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. რატომ? იმიტომ რომ, მთელი ტალახი, რომელსაც ჩვენს ეკლესიას ასხამენ, ყველა საოცარი ბრალდება მისი სამღვდელოებისა და მრევლის მიმართ არა მარტო საშინელი ტყუილია, არამედ საშინელი ცინიზმი, რომლის უკან დგას ხალხი, ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. ისინი აღვივებენ ზიზღს რიგით უკრაინელებში, პროვოცირებენ რელიგიურ კონფლიქტებს, ძალადობას, რაღაც პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ თავისთვის და ამ ყველაფრის ფონზე მეგობრობენ ფედერალური სამსახურის თანამშრომლებთან.

და როდესაც საჭირო გახდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე პეტრე პოროშენკოზე „წიხლის დაჭერა“, მაშინ  ამ შეხვედრებზე ალაპარაკდნენ. არა იმიტომ,  რომ „სიმართლე ამოტივტივდა“, არამედ სრულიად სხვა, პოლიტიკურ მიზეზთა გამო. გამოდის, რომ ბევრი სხვა რამ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს პოლიტიკური, ძირგამომთხრელი თამაშების შედეგია, რომელთა გამო ზარალდება უბრალო ხალხი და სრულიად არ ზარალდებიან პოლიტიკოსები.

მათ ამისთვის არ სცალიათ.

იმიტომ რომ, სანამ უბრალო ხალხი საგამომძიებლო იზოლატორებში იმყოფება, პოლიტიკოსები ხვდებიან მეგობრებს რუსეთიდან და სტამბულში ექსკურსიებს ატარებენ. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ