რატომ არ უნდა მოხდეს დათანხმება სახელის გადარქმევაზე?

12 February 2021 18:00
54
შესაძლოა უმე-სთვის დევნის ახალი პერიოდი დაიწყოს. ფოტო: СПЖ შესაძლოა უმე-სთვის დევნის ახალი პერიოდი დაიწყოს. ფოტო: СПЖ

პოროშენკოს კანონი უმე-ს რმე -ში სახელის გადარქმევის თაობაზე არის განხეთქილების ჩამომგდებთა ოცნება. რატომაა ეკლესიისთვის ეს კანონი მიუღებელი? მოდით ეს სტატიაში განვიხილოთ

უახლოეს ხანებში უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს უმე-ს იძულებით სახელის გადარქმევის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საქმე. მჟკ უკვე არაერთხელ განიხილავდა ამ თემას და არჩევდა ვის და რატომ სურს უმე-ს სახელის გადარქმევა, როგორ ხდება ზეწოლა მოსამართლეებსა და საზოგადოებრივ აზრზე, ვინ იგებს აქედან და საბოლოო ჯამში რასთან შეიძლება მიგვიყვანოს ამან. ის, რომ კანონი სახელის გადარქმევაზე არ შეესაბამება კონსტიტუციასა და კანონებს ნათელია ნებისმიერი არაანგაჟირებული ადამიანისთვის. თუმცა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად, სამი წამყვანი ტელეარხის დახურვა ახლო ხანებში, როცა მათ და მათი მფლობელების წინააღმდეგ ე.წ. სანქციები ამოქმედდა.

ნებისმიერი იურისტი იტყვის, რომ უკრაინის იურიდიული პირებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფოს არ შეუძლია სანქციების დაკისრება განჩინების მიხედვით. ისინი შეიძლება მიეცნენ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის პასუხისგებაში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. სანქციები უშუალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოების, მათი მოქალაქეების ან იურიდიული პირების წინააღმდეგ. ამიტომაც, ჩვენ რასაკვირველია, ვიმედოვნებთ, რომ კანონიერება და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და საკონსტიტუციო სასამართლო ცნობს სახელის გადარქმევის შესახებ კანონს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ, მაგრამ იმის ალბათობა, რომ უკანონობა იზეიმებს, საკმაოდ დიდია. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს აზრი: მაშ, რატომ არ უნდა მოხდეს დათანხმება სახელის გადარქმევაზე? ვილოცებთ, ვივლით ტაძრებში, მონაწილეობას მივიღებთ საიდუმლოებებში. გავაკეთებთ იგივეს, ოღონდ სხვა სახელწოდებით. რატომ არ შეიძლება ამაზე დათანხმება? მოდით, გავერკვეთ.

შეგახსენებთ საქმის მოკლე ფაბულას: კანონი სახელის გადარქმევის შესახებ ამოდის იქიდან, რომ უმე-ს ხელმძღვანელი ცენტრი თითქოსდა არის სხვა სახელმწიფოში, კერძო კი „აგრესორ-ქვეყანაში“. ამიტომაც, უმე-ს არ შეიძლება ვუწოდოთ უკრაინის ეკლესია, არამედ მან სხვა სახელწოდება უნდა მიიღოს, მაგალითად, „რუსული ეკლესიას უკრაინაში“.

არგუმენტი პირველი - უფლის მცნების დარღვევა

უფლის ერთ-ერთი მცნება, რომელიც კაცობრიობას ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ებოძა, გვაუწყებს - არ იცრუო ანუ წიგნების გამოსვლისა და მეორე რჯულის წიგნების თანახმად - არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა. ამ ცნებების ერთნაირი მნიშვნელობა დადასტურებულია წმინდა მამების მიერ, მაგალითად, „ნუ იტყვი ცრუ მტკიცებულებას, რაც მოიცავს ნებისმიერ ტყუილს“ (ნეტ. ავგუსტინე).

მტკიცება, რომ უმე-ს  მმართველი ორგანოები საზღვარგარეთაა, ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. ეს ეწინააღმდეგება, როგორც უმე-ს, ასევე რმე-ს საწესდებო დოკუმენტებს.

უმე-ს წესდება: „1. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს დამოუკიდებელს და თავისუფალს თავის მართვასა და მოწყობაში. 2. საეკლესიო ხელისუფლებისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტის მეთაურობით“.

როგორც ვხედავთ, მმართველობის არანაირი უცხოური ორგანოები აქ მითითებული არაა. რმე-ს წესდებაში ნორმები, რომელიც უმე-ს ეხება გამოტანილია ცალკე X თავში, რომელსაც ეწოდება “უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია“. ამ თავის მე-4 პარაგრაფი გვამცნობს: „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოებს წარმოადგენს მისი კრება და სინოდი, რომელსაც მართავს მისი წინამძღოლი, რომელიც ატარებს ტიტულს „კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი“. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის ცენტრი მდებარეობს ქალაქ კიევში“.

უმე-ს ურთიერთდამოკიდებულება რმე-თან უმე-ს წესდებაში განისაზღვრება შემდეგი სიტყვებით: „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანებულია ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით“ (პარაგრაფი 3) და ასევე „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თვითმმართველ ნაწილს“ (პარაგრაფი 5).

ამ ურთიერთქმედების კონკრეტული ხასიათი მდგომარეობს შემდეგში:

  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, რომელსაც ირჩევს უკრაინის ეპისკოპატი, იკურთხება მოსკოვის პატრიარქის მიერ.
  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მირონს იღებს მოსკოვის პატრიარქისგან.
  • წესდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის შესახებ მიიღება მისი კრების მიერ და მტკიცდება მოსკოვის პატრიარქის მიერ.
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებას აქვს უფლება მიიღოს აპელაცია უკრაინის ეპისკოპოსების მხრიდან, რომელთა წინააღმდეგაც გამოტანილია საეკლესიო-სასამართლო გადაწყვეტილებები უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ყველა ეს მომენტი ზოგადად არ ეხება მართვას და არ დევს იურიდიულ სიბრტყეზე. ესაა საეკლესიო ნორმები, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეხება.  ცალკე კითხვა შეიძლება გაჩნდეს რმე-ს წესდების X თავის მე-10 პუნქტთან დაკავშირებით: „ავტოკეფალიური და მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილებები წარმოადენს სავალდებულოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“. თუმცა, აქ ასევე არაა საუბარი მართვაზე. წესდების სხვა პარაგრაფებში და ასევე სხვა საწესდებო დოკუმენტებში შესული ნორმები, მითუმეტეს ამ ნორმების ზოგადი მიმართულება მეტყველებს იმაზე, რომ უმე არის სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში, ადმინისტრაციულ, ქონებრივ, საკადრო და სხვა საკითხებში.  ადგილობრივი და რმე-ს მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილებების სავალდებულოობა ეხება მხოლოდ რელიგიურ სფეროს და არ ეხება მართვის საკითხებს. ამასთან, ამ ორგანოების შემადგენლობაში შედის უმე-ს ეპისკოპატი და შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უმე მონაწილეობს რმე-ს მართვაში, მაგრამ არა პირიქით.

ამიტომაც იმის აღიარება, რომ უმე-ს მმართველი ორგანოები საზღვარგარეთაა, იქნება სიცრუე და თუ ჩვენ დავთანხმდებით სახელის გადარქმევაზე, დამნაშავე ვიქნებით უფლის მცნების დარღვევაში.  თუ ჩვენ არ ვისურვებთ ამ საკითხში შეცოდებას, ჩვენ უნდა შევცვალოთ არა მხოლოდ უმე-სა და რმე-ს საწესდებო დოკუმენტები, არამედ უმე-ს მართვის მთელი წესიც. ერთი სიტყვით, ესაა უარის თქმა ავტონომიურ სტატუსზე და ეგზარქატის სტატუსის დაბრუნება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს. 

არგუმენტი მეორე - ეკლეზიოლოგიის დარღვევა

უმე-ს მმართველი ორგანოების რუსეთში არსებობის აღიარება და როგორც შედეგი, უმე-ს უკრაინაში რმე-დ სახელის გადარქმევა ნიშნავს მართლმადიდებლური ეკლეზიოლოგიის დარღვევას. უფრო ზუსტად - ეკლესიის, როგორც საერო სამართლის იურიდიული პირის თავსმოხვეული გაგების მიღებას. დიახ, ეკლესია არსებობს სახელმწიფოში და რეგულირდება სამართლის ნორმებით. კერძოდ, მას გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი, გააჩნია უფლებები და ვალდებულებები. თუმცა, ქრისტეს ეკლესია არაა ამა ქვეყნისა. ის მოქმედებს სამყაროში, მაგრამ არ ეკუთვნის ამ სამყაროს. და ურთიერთობების ძირითადი ნაწილი, რომელიც ეკლესიის შიგნით ყალიბდება ეხება ზეციურ და არა მიწიერ სამყაროს. ამ ურთიერთობებს არეგულირებს სახარება და სიყვარულის კანონი და არა სახელმწიფოს კანონი. მაგალითად, როგორ შეიძლება დარეგულირდეს აღსარების გულწრფელობა ან ადამიანი ეზიარება „ცოდვების მიტევებასა და მარადიულ ცხოვრებაში“ თუ განკიცხვაში. ასევე შეუძლებელია შეხედო უკრაინულ და რუსულ ეკლესიებს, როგორც ფილიალსა და სათაო ორგანიზაციას დაქვემდებარების შესაბამისი წესებით. არ შეიძლება ითქვას, რომ ერთს მართავს მეორე ან პირიქით. მსგავსი მიდგომები გამოდგება საწარმოებისთვის, კომერციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მაგრამ არა ეკლესიისთვის. ეკლესიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, ეკლესიაში, საერთოდ არ შეიძლება ითქვას, რომ ეპისკოპოსი ემორჩილება თავის პატრიარქს იმ გაგებით, რასაც გულისხმობს საერო მსოფლმხედველობა ტერმინში „დამორჩილება“.

ისევე როგორც არ შეიძლება საერო სამართლის ენაზე ითარგმნოს წმინდა მოციქულების 34-ე წესი: „ნებისმიერი ხალხის ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს მათში პირველი და ცნოს ის, როგორც მეთაური და არაფერი მათი ძალაუფლების აღმატებული არ უნდა მოიმოქმედოს მისი მსჯელობის გარეშე: აკეთოს ყველამ მხოლოდ ის, რაც ეხება მის ეპარქიას და მის კუთვნილ ადგილებს. დაე, პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს ყველას მსჯელობის გარეშე. რადგანაც ასე იქნება ერთსულოვნება და განდიდდება მაცხოვარი უფლის შესახებ  სულიწმიდაში, მამა, ძე და სულიწმიდა“?

მითუმეტეს შეუძლებელია საერო სამართლის ენით გამოიხატოს რმე-სა უმე-ს შორის ურთიერთობები, მათი ურთიერთკავშირი და ორმხრივი დამოკიდებულება. სახელის გადარქმევის შესახებ კანონის მოთხოვნის აღიარება ნიშნავს ეკლესიის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან კომერციული საწარმოს დონემდე დაყვანას საკუთარ ცნობიერებაში, როცა შეიძლება ითქვას, რომ ერთი შედის მეორეში, არამედ ექვემდებარებაც კიდეც. არსებითად, ესაა ის, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ იმპერატორმა პეტრე I (რომელიც რომანოვია)  სცადა. ის გერმანიის, ნიდერლანდებისა და სხვა პროტესტანტული ქვეყნების მაგალითის მიხედვით, ეკლესიას უყურებდა, როგორც საერო ორგანიზაციას, „სასულიერო საქმეების“ ერთგვარ უწყებას.

არგუმენტი მესამე - მსოფლმხედველობითი

იმათთვის, ვინც გაიზარდა სსრკ-ში ქვეყანაში ეროვნებად დაყოფა საკმაოდ პირობითი ცნება იყო. „ჩემი მისამართი არაა სახლი და ქუჩა, ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირია“ - მღეროდნენ ერთ პოპულარულ სიმღერაში. რასაკვირველია, ყველა რესპუბლიკას ჰქონდა თავისი მსოფლმხედველობითი თავისებურებები და ეროვნული ხასიათი. თუმცა, თქვენ შეგეძლოთ დღეს ლატვიაში გეცხოვრათ, ხვალ კი, მაგალითად, ყაზახეთში გამგზავრებულიყავით და განსაკუთრებული დისკომფორტი არ გეგრძნოთ. და მითუმეტეს, უკრაინელთაგან მცირედი თუ იგრძნობდა თავს უცხოდ რუსეთში და პირიქით.

სსრკ-ს დაშლიდან უკვე 30 წელი გავიდა. გაიზარდა უკრაინელების მთელი თაობა, რომელთათვისაც რუსეთი სრულიად უცხო სახელმწიფოა, მაგალითად ისეთივე, როგორიცაა პოლონეთი ან ავსტრალია, ენის გამონაკლისის გარდა, რომელზეც ამ დრომდე საუბრობს უკრაინელი მოსახლეობის უმრავლესობა. ეს ადამიანები არასდროს ყოფილან რუსეთში, არ მოულოციათ რმე-ს ტაძრები, ისინი არ თვლიან თავს რუსული ეკლესიის ერთგულებად. დიახ, ლიტურგიის ბოლოს ისინი ლოცულობენ „ჩვენი დიდი ბატონისა და მამის, კირილესთვის, მოსკოვის უწმინდესი პატრიარქისთვის“, ისინი ლოცულობენ რუსული ეკლესიის წმინდანების წინაშე, მაგრამ თავს მაინც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად თვლიან. რა, მათ ამის უფლება არა აქვთ? რატომ აიძულებენ ამ ადამიანებს სხვა ეკლესიაში გადასვლას?

რასაკვირველია, ახლა გამოჩნდებიან „პატრიოტები“ მგზნებარე თვალებით და იყვირებენ - აი, აგერაა ხსნა - მეუ, ნამდვილი უკრაინული ეკლესია. თუმცა, თუ ამ ადამიანს არ უნდა მეუ-ში? თუ ის ამ წარმონაქმნს ეკლესიად არ თვლის? განა ახლა ჩვენი სახელმწიფო გადაწყვიტავს რომელ რელიგიურ ორგანიზაციაში შევლენ თუ არა მისი მოქალაქეები? მოდით, გავიხსენოთ უკრაინის კონსტიტუცია - უმაღლესი იურიდიული ძალის სამართლებრივი აქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ყველას აქვს მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლება“. და „ამ უფლების განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს კანონით მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობრიობის დაცვის ან სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“.   მორწმუნეები, რომლებიც თავს უმე-თან (და არა რმე უ-ში) აიგივებენ, რაღაცნაირად არღვევენ „საზოგადობრივ წესრიგს, ჯანმრთელობასა და ზნეობრიობას, სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებას?“ არა! შეგახსენებთ  - უკრაინაში კონსტიტუციაზე მაღლა არ შეიძლება არანაირი კანონი იდგეს. ამიტომაც, ისინი, ვინც თავს არ თვლის რმე-ს წევრად, არ შეიძლება იქ ძალით იქნეს გადაყვანილი.

არგუმენტი მეოთხე - ერთიანობის დარღვევა

უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საოცრად თვალსაჩინოდ არის რეალიზებული ქრისტეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპი „სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი,   წინადაცვეთილობა და წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში“ (კოლ. 3:11). უმე ქრისტეში აერთიანებს სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს და ა.შ. უმე-ს ერთგულ შვილებს წარმოადგენენ ევროინტეგრაციის მომხრეები და ისინი, ვინც ამის კატეგორიული წინააღმდეგია. უმე აერთიანებს, როგორც დასავლეთ უკრაინის, ასევე თვითგამოცხადებული დსრ-სა და ლსრ-ს და ასევე ყირიმის მაცხოვრებლებს. ყველა ჩვენი მსოფლმხედველობითი და პოლიტიკური განსხვავება წარმოადგენს დაძლევადს ქრისტეში.

რა ხდება სახელის გადარქმევის შემთხვევაში? ძნელი არაა მიხვდე, რომ მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი და სამღვდელოებაც კი არ დაეთანხმება „უკრაინაში რუსულ ეკლესიაში“ გაერთიანებას. გაჩნდება უკმაყოფილება, შუღლი. ვიღაც დაეთანხმება ახალ სახელწოდებას, ვიღაც კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, რამდენადაც არ თვლის, რომ რამენაირი დამოკიდებულება გააჩნია რმე-თან.

ამასთან, ეს გამიჯვნა მოხდება არა მხოლოდ და არა იმდენად ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. ის მოხდება ეპარქიების, მონასტრებისა და მრევლის მეშვეობით. გაჩნდება მტრობა, ურთიერთუნდობლობა, დარღვეული იქნება თანხმობა და სიყვარული ადამიანებს შორის. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ მიტროპოლიტ სერგეის (სტრაგოროდსკის), მომავალი პატრიარქის  1927 წლის დეკლარაციის გამოცდილება საბჭოთა ხელისუფლების ლოიალობის შესახებ. ეს დეკლარაცია არ მოიცავდა კანონიკურ და მითუმეტეს დოგმატურ განსხვავებას მართლმადიდებლობისგან, თუმცა ამის მიუხედავად ეკლესიაში შეიტანა ხანგრძლივი არეულობა და დაყოფა.

ნებისმიერ შემთხვევაში სახელის გადარქმევის მიღება ნიშნავს უმე-ს რღვევას იმ სახით, რომელშიც ის დღეს არსებობს.

არგუმენტი მეხუთე - უმე-ს დაუტოვებენ მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საკუთრების უფლებით და ესეც არაა ფაქტი

სახელის გადარქმევის შედეგად უმე-ს წაართმევენ არა მხოლოდ კიევ-პეჩორის და პოჩაევის ლავრებს, არამედ საერთოდ ყველა მონასტერსა და ტაძარს, რომელიც უმე-თვის არის გადაცემული ხანგრძლივი იჯარით ან უფასო სარგებლობით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება ფლობდეს შენობებს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ „რუსული ეკლესია უკრაინაში“ ამას ვერ განახორციელებს განჩინების მიხედვით, 100 პროცენტის ალბათობით ამის შესახებ მიღებული იქნება შესაბამისი კანონი. ათასობით მართლმადიდებელი თემი ქუჩაში აღმოჩნდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაქსიმუმი რაც დარჩება - ტაძრის შენობები, აგებული ნულიდან და რომლებზეც გაფორმებულია საკუთრების უფლების დოკუმენტები. ასეთ შემთხვევებშიც კი, მსგავსი ნაგებობები განთავსებულია მიწის ნაკვეთებზე, რომელიც იჯარითაა აღებული ან თემის სარგებლობაშია.

***

შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ თანხმობა სახელის გადარქმევაზე არის თანხმობა უმე-ს დაშლაზე და ამიტომაც ის შეუძლებელია. ჩვენ არ შეიძლება დავეთანხმოთ სიცრუეს, რომელსაც ეკლესიის მტრები გვაფრქვევენ, ჩვენ არ შეიძლება დავეთანხმოთ ეკლესიისა და ქრისტეში მისი ერთიანობის ჩვენეული გაგების მოშლას. უფალი იყოს ჩვენი შემწე მისადმი ერთგულად დარჩენისა და ცდუნების გაძლების საქმეში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ