„გამაერთიანებელი საეკლესიო კრება“ 5 წლისაა: შუალედური შედეგები

16 December 2023 17:37
1634
დუმენკო ირგებს ,,წინამძღვრის'' თავსაბურავს. ფოტო: СПЖ დუმენკო ირგებს ,,წინამძღვრის'' თავსაბურავს. ფოტო: СПЖ

2018 წლის 15 დეკემბერს კიევის სოფიას ტაძარში შედგა საეკლესიო კრება, რომელსაც ორგანიზატორებმა უწოდეს „გამაერთიანებელი“. რა ნაყოფი გამოიღო მან 5 წლის შემდეგ?

„არ არსებობს ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს  უვარგისი ნაყოფი; და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არ ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისგან მოისთვლიან ყურძენს“ (ლუკ. 6:43-44).

უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების ხსენებისას, შეიძლება განისაზღვროს, თუ რას წარმოადგენდა  ე.წ. „გამაერთიანებელი საეკლესიო კრება“, რამდენადაც მისი ნაყოფი უკვე სახეზეა.

 მოკლე წინაისტორია

2018 წლამდე უკრაინის მართლმადიდებლური ლანდაშაფტი წარმოადგენდა შემდეგ სურათს: იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე), რომელიც აღიარა ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიოში და ასევე იყო ორი განხეთქილებაში მყოფი დენომინაცია: უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია (უამე) და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე კს). მსოფლიოშო ორი უკანასკნელი არავის უღიარებია ნამდვილ ეკლესიად, მათ „სამღვდელოებას“ არავინ თვლიდა მადლმოსილად და კანონიკურად და მათ „საიდუმლოებებს“ არავინ მიიჩნევდა ნამდვილად.

უკრაინის შიგნით სახელმწიფო ხელისუფლება პერიოდულად ცდილობდა მათ გაერთიანებას რამენაირად, მაგრამ ამაში არ იყვნენ ძალიან გულმოდგინეები. გარკვეული მინიშნებებით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მთლიანობაში დაახლოებით ერთნაირად უდგებოდა ყველა კონფესიას. ყველა მათგანი არსებობდა ერთი სამართლებრივი ველის ჩარჩოებში, სახელმწიფო ყველას უყოფდა მიწის ნაკვეთებს ტაძრების მშენებლობისთვის, არეგისტრირებდა თემს, აშენებდა ცალკეულ სატაძრო შენობებს. მაგალითად, უმე კს-თვის აიგო ზლატოვერხის მიქაელის სახელობის ტაძარი, ხოლო უმე-თვის - კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების სახელობის ტაძარი. აღნიშნული მითითებები ეხებოდა ტაძრების ძალისმიერი მიტაცების შემთხვევებს. ამასთან, ყველა მათგანი იყო უშუალოდ ცალმხრივი. განხეთქილებაში მყოფები იტაცებდნენ უმე-ს ტაძრებს და არა პირიქით. და როგორც წესი, ეს მიტაცებები რჩებოდა დაუსჯელი. ასევე საჯარო რიტორიკაში უპირატესობა ენიჭებოდა უამე-სა და უმე კს-ს, რომლებიც პოზიციონირებდნენ, როგორც უფრო „პატრიოტული“ კონფესიები.

ხელისუფლებაში პ. პოროშენკოს მოსვლასთან ერთად, უფრო სწორედ კი, მისი მმართველობის ბოლო წელს, როცა მისმა შტაბმა გადაწყვიტა რელიგიური თემის მთავარ გამოწვევად დასახელება 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი წინასაარჩევნი პროგრამისთვის (ეკონომიკასა და სხვა სფეროებში მისი მმართველობა იყო წარუმატებელი, თუ არ ვიტყვით, ჩავარდნილი), სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ყოფილმა პრეზიდენტმა განიზრახა ყველა მართლმადიდებლური კონფესიის გაერთიანება თამამი გადაწყვეტილებით და ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებში.

მისი ეს სურვილი დაემთხვა საერთაშორისო მოთამაშეების: აშშ-სა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სურვილს. ეს უკანასკნელი დაკავებული იყო პრაქტიკაში „პირველი თანასწორთა გარეშეს“ კონცეფციის რეალიზაციით, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის ერთგვარი „მართლმადიდებელი პაპი“, რომელიც ასრულებს მართლმადიდებლობაში ლიდერის როლს, გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები, შეუძლია დამოუკიდებლად მიანიჭოს ავტოკეფალია ნებისმიერ საეკლესიო სტრუქტურას და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს საეკლესიო საკითხებზე. ახალი ეკლესიოლოგიის დამკვიდრების ეს სწრაფვა ასევე არ არსებობდა თავისთავად. ის განვითარდა ფანარიონსა და ვატიკანს შორის ნებისმიერი ფორმით გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების ჭრილში.

ამ გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად მომენტს მისი მონაწილეებისთვის წარმოადგენდა პირველობის საკითხი: ვინ იქნება სათავეში? ირიბი ნიშნების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეთანხმდნენ შემდეგ კონცეფციაზე: რომის პაპს გააჩნია უპირობო მეთაურობა კათოლიკურ ეკლესიაში, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქს - იგივე „პირველობა თანასწორთა შორის“ მართლმადიდებლობაში. თუმცა, ყველა ადგილობრივი ეკლესია როდია მზად მიიღოს ეს ახალი ფანარიოტული ეკლესიოოლოგია. და აი, უკრაინული საეკლესიო საკითხის გადაწყვეტაში ფანარიონმა დაინახა შესაძლებლობა საქმით დაემტკიცებინა თავისი ძალაუფლება. ფანარიოტებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ამერიკული დიპლომატიისა და უკრაინის ხელისუფლების დახმარებით ისინი მოახერხებდნენ ყველა უკრაინული კონფესიის გაერთიანებას, ამ გაერთიანებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, შემდეგ კი ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის მისი აღიარების იძულებას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ადგილობრივმა ეკლესიებმა ფაქტიურად ცნეს ფანარიონის განსაკუთრებული უფლებამოსილებები და დაექვემდებარნენ მის ძალაუფლებას.

და აი, 2018 წლის 11 ნოემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ჩაატარა მისი სინოდის სხდომა, რომელზეც მიიღო უპრეცედენტო, მისი არაკანონიკურობისა და აბსურდულობის მხრივ, გადაწყვეტილებები:

  • უამე და უმე კს, რომელთაც ის ადრე თვლიდა არამადლმოსილ განხეთქილებაში მყოფებად, მიეღო ურთიერთობაში მონანიების გარეშე;
  • ეღიარებინა მათი „სამღვდელოებისა“  და „ეპისკოპატის“ სასულიერო წოდება უკანა რიცხვით;
  • დაებრუნებინა კიევის მიტროპოლია თავის იურისდიქციაში მისი მოსკოვის საპატრიარქოში ყოფნის 300 წლის შემდეგ;
  • გამოეცხადებინა უკრაინის ყველა მართლმადიდებლური კონფესია თავის საკუთრებად და მიენიჭებინა მისთვის „ავტოკეფალია“ გაერთიანების შემდეგ.

ბუნებრივია, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, ფანარიონი არავის შეთანხმებია: არც ადგილობრივ ეკლესიებს, არც უმე-ს.

გასაკვირი არაა, რომ უმე-ს მღვდელმთავრებმა პატრიარქ ბართოლომეოსის წერილები ბრძანებით გამოცხადებულიყვნენ „გამაერთიანებელ საეკლესიო კრებაზე“ 2018 წლის 15 დეკემბერს, უკან გააგზავნეს გაუხსნელად. მხოლოდ ორი მიტროპოლიტი, ალექსანდრე (დრაბინკო) და სიმეონი (შოსტაცკი) გამოცხადდნენ კიევის სოფიას ტაძარში საეკლესიო კრებაზე. თუმცა, ისინი ამ მომენტისთვის უკვე არ იყვნენ უმე-ს მღვდელმთავრები. მომგვიანებით, მათ თავად აღიარეს, რომ საეკლესიო კრებამდე რამოდენიმე დღით ადრე  მათ ფანარიონზე ფარულად გააგზავნეს წერილები თხოვნით მიეღო ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, რომ პატრიარქმა ბართოლომეოსმა არ დააყოვნა და მათ დაცვას დაჰპირდა უმე-ს მღვდელმთავრების მხრიდან კანონიკური აკრძალვების დაკისრების შემთხვევაში.

ასეთია „გამაერთიანებელი საეკლესიო კრების“ წინაისტორია. ჩვენ არ შევჩერდებით მის ჩატარებაზე, არამედ უცებ გადავალთ ხუთი წლის შემდგომ არსებულ შედეგებზე. ვიტყვით მხოლოდ, რომ საეკლესიო კრებამ დაითხოვა უამე და უმე კს და მათ ადგილას შექმნა მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში (მეუ), აირჩია რა მის წინამძღოლად სერგეი პეტრეს (ეპიფანე) ძე დუმენკო.

„გამაერთიანებელი საეკლესიო კრების“ ნაყოფები

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს საეკლესიო კრება ფაქტიურად არ იქცა გამაერთიანებლად. ივარაუდებოდა, რომ ის გააერთიანებდა ყველა მართლმადიდებლურ კონფესიას, მაგრამ გააერთიანა მხოლოდ უამე და უმე კს, ისიც მინიშნებებით.

 ჯერ ერთი, მეუ-დან რამოდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა ფილარეტ დენისენკო, უმე კს-ს ყოფილი მეთაური, რომელიც თავს კიევის პატრიარქს უწოდებდა. ის გავიდა დიდი სკანდალით და განაცხადა, რომ პ. პოროშენკომ და ს. დუმენკომ ის მოიატყუეს. ისინი დაპირდნენ თითქოს, რომ ის ფაქტიურად იქნებოდა მეუ-ს ფაქტიური მეთაური ნომინალური ეპიფანეს დროს, პირიქით კი გამოვიდა, მას ჩამოართვეს ყველა უფლებამოსილება, ურთიერთობას ერიდებოდნენ და ა.შ. მან ხმამაღლა გაიჯახუნა კარები, განაცხადა, რომ მეუ სინამდვილეში არ წარმოადგენს ავტოკეფალურს, არამედ ფაქტიურად ემორჩილება ფანარიონს. მასთან ერთად წავიდა მისი ერთგული რამოდენიმე ათეული მრევლი.

მეორე, უამე და უმე კს ფაქტიურად არ გაერთიანდა, არამედ დაკავშირდა, რამდენადაც მოცემული გაერთიანება გულისხმობს ერთიან საორგანიზაციო სტრუქტურას, ხოლო მეუ-ში უბრალოდ დააკავშირეს ორი სტრუქტურა მათი ცვლილების გარეშე. ამდენად ბევრ ეპარქიაში აღმოჩნდა არა ორი, არამედ სამი (დრაბინკოსთან და შოსტაცკისთან ერთად) „მღვდელმთავარი“. უფრო მეტიც, რომ ეს ეწინააღმდეგება კანონიკურ წესს, რომლის თანახმადაც ერთ ქალაქში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მმართველი ეპისკოპოსი, ამასთან ეს „მღვდელმთავრები“ ხშირად არიან კონფლიქტში ერთმანეთთან. პერიოდულად მის-ში ჩნდება ინფორმაცია სკანდალებზე, როცა ერთი „მღვდელმთავრის“ დაქვემდებარებულები მეორეს მრევლს ართმევენ, როცა ყოფილი უმე კს-ს „მღვდლები“ ავიწროებენ ყოფილი უამე-ს „მღვდლებს“ ან პირიქით, როცა ზოგიერთი „მღვდელმთავარი“ სხვებს ულტიმატუმებს უყენებს, მოითხოვს რა ამა თუ იმ „მღვდელის“ აკრძალვას ან განდევნას. ყოველივე ეს ნაკლებად ჰგავს ერთიან ეკლესიას.

2018 წლის 15 დეკემბრის საეკლესიო კრება სინამდვილეში გახდა არა გამაერთიანებელი, არამედ განმთიშავი, რამდენადაც მან დაყო უკრაინის საზოგადოება და გახდა უკრაინელ ხალხს შორის სიძულვილის, საზოგადოების ერთი ნაწილის მეორეს მხრიდან მიუღებლობის უძლიერესი კატალიზატორი. უმე-ს არამეგობრების შეფასებითაც, უკრაინის მოქალაქეების ხუთი-ექვსი მილიონი წარმოადგენს უმე-ს წევრს. ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. დღეს ეს ადამიანები იდევნებიან, მათი კონსტიტუციური უფლებები სინდისის თავისუფლებაზე ითელება ღიად. და ამაში რადიკალები და სამართალდამცავი ორგანოები უშუალო მონაწილეობას იღებენ.

რად ღირს მხოლოდ შეიარაღებული ჯარისკაცების რეიდი ბანჩენის მონასტერში. უკრაინელი მეომრები, რომლებმაც უნდა დაიცვან უკრაინის მოქალაქეები, ავტომატებით ხელში გამოვიდნენ ობოლი ბავშვების, ინვალიდების, ბერების წინ, რომლებიც ცხოვრობენ მონასტერში და მასთან არსებულ თავშესაფარში. სახელმწიფოსა და მეომრებისთვის უფრო დიდი სირცხვილის მოფიქრება არც შეიძლება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

მთელს უკრაინაში ასეულობით ტაძარი მიტაცებულია უმე-ს თემისგან, ამასთან ბევრი მათგანი ცარიელია, რამდენადაც ადამიანები რჩებიან თავიანთი ეკლესიის ერთგულნი და არ დადიან იქ. ბევრ ასეთ მიტაცებას თან ახლდა ძალადობა და სისხლისღვრაც, როგორც მაგალითად, ჩერკასში. პოლიციის თვალწინ ცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანებს და უმსგავსობას სჩადიოდნენ. კიევ-პეჩერის ლავრაში, საიდანაც ცდილობენ უმე-ს ბერების განდევნას, სახელმწიფო ატარებს კონცერტებს და სხვა საერო ღონისძიებას. იქ, სადაც ადრე ლოცვა ჟღერდა, დღეს ცეკვა-თამაში იმართება. მეუ-ს „ღვთისმსახურებაზე“ პრაქტიკულად არავინ დადის. ამას კი ხელი შეუწყო 2018 წლის 15 დეკემბრის „გამაერთიანებელმა“, ფაქტობრივად კი განმაცალკავებელმა კრებამ.

და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ამ საეკლესიო კრებამ ხელი შეუწყო უკრაინელი მოქალაქეების დაყოფას „სწორებად“ და „არასწორებად“, პატრიოტულებად და არა ძალიან პატრიოტულებად, პირველი და მეორე რანგის მოქალაქეებად დაყოფას. ამ საეკლესიო კრებამ დათეს შური და მტრობა უკრაინაში სხვადასხვა კონფესიის მომხრეებს შორის. ნაცვლად იისა, რომ ხელი შეეწყო ერთიანობისა და თანხმობისთვის, ამ საეკლესიო კრებამ მოახდინა ერთი კონფესიის (მეუ) მიერ მეორე კონფესიის (უმე) განადგურების მცდელობის პროვოცირება. ამას არაფერი აქვს საერთო, არც ნაციონალური ერთიანობისა და თანხმობის იდეასთან, არც ადამიანისა და მოქალაქის საკონსტიტუციო უფლებების პატივისცემასთან. და ვინ იცის, კიდევ რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდება კიდევ, რომ დაძლეულ იქნეს ჩვენი საზოგადოების ეს გათიშულობა.

გარდა იმისა, რომ 15.12. 2018 წლის საეკლესიო კრებამ გათიშულობა შეიტანა უკრაინის საზოგადოებაში, მან შუღლი და გათიშულობა შეიტანა მართლმადიდებლობაშიც. ფანარიონის ანტიკანონიკურმა მოქმედებებმა, რომელთა ნაწილიც იყო 15.12 2018 წ. საეკლესიო კრება, დაყო ადგილობრივი ეკლესიები ამ მოქმედებებისადმი დამოკიდებულების კრიტერიუმის მიხედვით.

ფანარიონის გადაწყვეტილებები უკრაინაში სწორი და მართებული რომ ყოფილიყო, მეუ-ს შექმნას და მისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭებას უმალ აღიარებდა ყველა ადგილობრივი ეკლესია. თუმცა, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. არც ერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ არ ცნო ისინი. საჭირო გახდა ამერიკელი დიპლომატების ჩარევა, რომლებმაც შესაბამისი სამუშაო ჩაატარეს (ყველა ამ შეხვედრის შესახებ მის-ები იტყობინებოდნენ), რომ ალექსანდრიის, კვიპროსისა და ელადის ეკლესიებს ეცნოთ მეუ. თუმცა, ამ ეკლესიებშიც კი ეპისკოპატი დაიყო. კვიპროსის ეკლესიაში მღვდელმთავრების ნაწილი არ აღიარებს აქამდე მეუ-ს და უარსაც კი ამბობს ლიტურგიის თანამსახურებაზე, თუ მასზე მოიხსენიებენ სერგეი დუმენკოს.

საკუთრივ, არ შეიძლება ითქვას კიდეც, რომ კვიპროსის ეკლესიამ აღიარა მეუ, რამდენადაც ამ ეკლესიის მღვდელმთავრების საეკლესიო კრების შესაბამისი გადაწყვეტილება, არსებითად მდგომარეობდა იმაში, რომ საეკლესიო კრება უარს არ ამბობდა დუმენკოს მოხსენიების წინააღმდეგ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის მიერ. ელადის ეკლესიაში მღვდელმთავრების საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარებაზე, ჩატარდა რეგლამენტის დარღვევით. მღვდელმთავრებს, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, უბრალოდ არ მისცეს სიტყვა. ალექსანდრიის ეკლესიაში კი საერთოდ არ ხდებოდა ხმის მიცემა. ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორ II თავისი გადაწყვეტილებით ცნო მეუ, დანარჩენი მღვდელმთავრების დუმილის ფონზე. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რმე-მ დააფუძნა თავისი აფრიკული საეგზარქოსო, ალექსანდრიელებმა ჩაატარეს საეკლესიო კრება და მეუ ცნეს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით. ფანარიონზე ამტკიცებენ, რომ საბოლოო ჯამში, შეძლებენ მეუ-ს აღიარების მიღწევას ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ, მაგრამ უკვე ხუთი წელი გავიდა, ეს კი ჯერ არ ჩანს. ასეთი შეფერხება ადასტურებს კიდეც იმას, რომ მეუ იყო არაკანონიკური.

გარდა ამისა, მეუ-ს ზოგიერთი იერარქის განცხადება ადასტურებს იმას, რომ „გამაერთიანებელ საეკლესიო კრებაზე“ შექმნილმა მეუ-მ კურსი აიღო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანებისკენ. დიახ, აქ ფიგურირებს სიტყვა „გაერთიანება“, მაგრამ რთულია ამას უწოდო დადებითი ნაყოი, რამდენადაც ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერი გაერთიანება, ნებისმიერი უნია კათოლიკებთან ითვლებოდა მართლმადიდებლობის ღალატად და საბოლოო ჯამში, ფიასკოსთვის იყო განწირული.

დევნის, ხელისუფლების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, უმე, ფაქტირა რომ არსებობს. ბერ-მონაზვნების, სასულიერო პირების ეპისკოპატისა და ერისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა მისი ეკლესიის ერთგული და არ აპირებს მეუ-თან გაერთიანებას. ის, რომ უმე ვერ გატეხეს ამ ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო წელიწადნახევარში, წარმოადგენს იესო ქრისტეს სიტყვების დასტურს: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“... (მათ. 16:18).

რატომ მოხდა ასე

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მძიმე შედეგების მიზეზი გახდა ჩვენი მმართველების პოლიტიკური კულტურის არქონა, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მათ შეუძლიათ უბრძანონ ეკლესიას დაექვემდებარონ რომელიმე მათ სახელმწიფო ორგანოს. ვიღაც იტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა უმე-ს სიჯიუტე. ვიღაც იმას აღნიშნავს, რომ ფანარიოტებს არ უნდა განეზრახათ ასე უცერემონიოდ მართვა უკრაინაში, არამედ ყველას ინტერესების გათვალისწინება იქნებოდა უპრიანი.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ 15.12.2018 წ. საეკლესიო კრებამ ესოდენ მწარე ნაყოფი ნაყოფი გამოიღო მდგომარეობს ეკლესიის ბუნების არცოდნაში. ამასთან, ეს არცოდნა აჩვენა იმავე მოვლენების ყველა მონაწილემ: ფანარიონმაც და უამე-მაც, უმე კს-მაც და უკრაინის ხელისუფლებამაც და ამერიკელმა დიპლომატებმაც.

ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომელიც ცოცხლობს და იმართება მისით. მცდელობები მიუდგე ეკლესიას, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთგვარ ნაირსახეობას, განწირულია წარუმატებლობისვის. ქრისტესა და მისი ეკლესიის დამოკიდებულებები მოციქულმა პავლემ ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფ. 1:22-23).

ცნობილია მოლოდ ეკლესიაში შესვლის ორი ხერხი. პირველი არის არის ნათლისღების საიდუმლო, როცა უფალი ადამიანს მიუტევებს ყველა ცოდვას და ხდის მას ახალშობილად, ემბაზში აღორძინებულად, მისი ეკლესიის წევრად.  თუ ადამიანი მომავალში ისევ ჩავარდება რაიმე მომაკვდინელებ ცოდვაში და ამით ეკლესიის მიღმა აღმოჩნდება, არსებობს მეორე ხერხი - მონანიების საიდუმლო. ამ საიდუმლოებაში ადამიანი აღსარებას აბარებს, რომ მან გააცნობიერა მისი საქციელის ცოდვა, წუხს იმის თაობაზე, რომ ის ჩაიდინა, აღიარებს გადაწყვეტილებას, რომ აღარ ჩაიდინოს ის ამიერიდან და ამის შედეგად, ღმერთისგან, რომელიც მღვდლის ხელით მოქმედებს, უტევებს მას ცოდვებს და უერთებს მას წმინდა ეკლესიას.

„მიუტევე და შეუერთე ის შენს წმინდა ეკლესიას, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს...“ - ამბობს მღვდელი მონანიეს თავზე. და ეს გასაკვირია, რადგან ადამიანს შეუძლია ტაძარში სიარული, ლოცვა და ა.შ., მაგრამ თუ მაქვს აქვს აუღიარებელი და მიუეტევებლი ცოდვა, ის ეკლესიის მიღმაა, ქრისტეს მხსნელი კიდობანის გარეთაა. ამ ცოდვის შესახებ შეიძლება არც არავინ იცის, ამ ადამიანის გარდა, მაგრამ ღმერთის წინაშე ის უკვე უარყოფილია ეკლესიისგან. რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, თუ ადამიანის ცოდვა არა მხოლოდ აშკარაა ყველასთვის, არამედ უფლის მღვდელმთავრების მიერაა მხილებული? რა მოხდება, თუ ეკლესიამ უარყო ეს ადამიანი მისგან? რა მოხდება, თუ ის ანათემას გადასცა? რა იქნება, თუ ანათემა, ეს არის იმის დასტური, რომ ადამაინი ეკლესიის სხეულის გარეთაა, აღიარა ეს მსოფლიოში ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ? რა უნდა ქნას ასეთმა ადამიანმა ან ადამიანების მთელმა ჯგუფმა?

ამ კითხვაზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი - მონანიება და ცოდვის უფლის წინაშე აღიარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ღმერთი მღვდელის მეშვეობით („...რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მათ. 18:18)) ადამიანს ანიჭებს ცოდვების მიტევებას, შერიგებასა და ეკლესიასთან შერწყმას. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა ეკლესიისგან განდგომილთათვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ფილარეტ დენისენკომ და მისმა მიმდევრებმა, უამე-სა და უმე კს-ს მომხრეებმა ეკლესიასთან შერწყმისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომელზეც უნდა მიუთითოს პატრიარქმა ბართოლომეოსმა. ამის ნაცვლად კი ყველა მათგანმა გადაწყვიტა სხვა გზით წასვლა, რაღაც კულუარული გადაწყვეტილებების გზა, ხვეული ფორმულირებები, ამაო მცდელობები გაამართლონ განხეთქილების ცოდვა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებით და ა.შ. მსგავსი საქციელის შესახებ კი უფალი ასე ამბობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია“ (იოან. 10:1-2). მონანიება არის კარი, ხოლო სხვადასხვა ეშმაკობები, ფანარიონთან შეთანხმების მსგავსი არის მცდელობა ეკლესიაში შეძვრე „ინდე“. ამას არასდროს გამოუღია კარგი შედეგი.

რა უნდა გაკეთდეს ახლა?

პასუხი ნათელია ზემოთ თქმულიდან გამომდნარე. საჭიროა „ინდე“ შეძრომის ამაო მცდელობებზე ხელის აღება და მონანიების კარში შესვლა. თითოეულმა უნდა განიცადოს ეკლესიაში საკუთარი უკვდავი სულის ხსნის განცდა. საჭიროა კითხვის დასმა: მიმიღებს კი ღმერთი, თუ მაქვს ქაღალდი, რომელიც ხელმოწერილია ბართოლომეოსის მიერ? შევცოდე თუ არა ქრისტეს წინაშე? ვიმყოფები თუ არა ეკლესიის მხსნელ გარემოში? თუ ყველა დაუსვამს საკუთარ თავს მსგავს კითხვას და ეცდება პასუხის გულწრფელად გაცემას, სახარების საფუძველზე მათზე პასუხს, მთელი მძიმე სიტუაცია უკრაინის რელიგიურ სფეროში თავისთავად მოიხსნება. „მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მათ. 6:33) - ეს არის უნივერსალური ფორმულა ყველა დროისთვის და ყველა პოლიტიკური და სხვა გარემოებებისთვის. შეუძლიათ უ არა ეს მეუ-ს წარმომადგენლებს?

თუ უფრო მიწიერ რჩევებს მივცემთ, საუკეთესო, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს - არ ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში და ასევე კონფესიებს მისცეს მათი საკითხებისა და დაპირისპირების გადაწყვეტის შესაძლებლობა. თუ უპირატესია ჯანსაღი აზრი და ძალაუფლების მქონენი სწორედ ასე მოიქცევიან, შეხედავ და საეკლესიო მოღვაწეების მსჯელობებში რელიგიური მოტივები პოლიტიკურ და სოციალურ მოტივებზე მაღლა იდგება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პოლემიკა რელიგიურ ჭრილში შევა. შემდეგ გამოჩნდება პირდაპირი გზა ქრისტეს ეკლესიაში ჭეშმარიტი ერთიანობისკენ. შეიძლება იდაო სხვადასხვა პოლიტიკურ და სხვა სახის კონცეფციებზე, მაგრამ თუ ჩვენ ყველანი სახარებას დავეფუძნებით, აუცილებლად მივალთ საერთო აზრამდე, სახარება ხომ ჭეშმარიტ პასუხებს იძლევა ყველა კითხვაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ